El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ვილიარეალს" კლუბის 25 წლის ქართველი ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის თაობაზე მიმართა. "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" კატალონიელებს შეუთვალა, რომ ჩვენებურს 70 მილიონ ევროდ მიჰყიდის.

"ბლაუგრანასთვის" მთავარი მიზანი ამ ზაფხულს "ატლეტიკოდან" ხულიან ალვარესის დამატება იყო, რაც საბოლოოდ გამოირიცხა. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ ახლა "ბარსელონას" სიაში სამი შემტევია.

ერთ-ერთი სწორედ საქართველოს ნაკრების ფორვარდია, მეორე მისი თანაგუნდელი აიოზი პერესი, მესამე კი "ინტერის" თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი.

ჩვენებურის კანდიდატურას გუნდის სპორტული დირექტორი დეკო ლობირებს, თუმცა მის შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი არაა და ტრანსფერიც საკმაოდ ძვირად ფასობს.

"ინტერიდან" მარტინესის წამოყვანა ძალიან რთული იქნება და ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ვარიანტად აიზო პერესის გადაბირება რჩება, რომლის ტრანსფერიც დაახლოებით, 15 მილიონი ევრო დაჯდება და "ბარსელონას" სამომავლოდ ხულიან ალვარესის გადასაყვანად მუშაობა კვლავ შეეძლება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 კვირაზე ნაკლები დროა, "ბარსელონა" ფორვარდს აუცილებლად დაიმატებს და ყველაფერი უფრო ნათლად უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

ABARA
ოდნავ ვინც ერკვევა ფეხბურთში მიხვდება, რომ აიოზე პერესი თეორიულადაც კი ვერ დააინტერესებს ბარსელონას დავიწყოთ იქიდან, რომ ის უკვე 33 წლისაა და ხანგრძლივ გათვლას მასზე ვერ გააკეთებენ, ეგეც რომ არ იყოს გასულ სეზონში მის ანგარიშზე სულ 5 გოლი და 4 ასისტია, რაც პრიმერა დივიზიონის პარამეტრებით რბილად რომ ვთქვათ შორსა შთამბეჭდავი შედეგისგან, მითუმეტეს ისეთი გრანდის საზომით, როგორიც ბარსელონაა. მიქაუტაძეზეც გაუთავებელი მითქმა-მოთქმა უკვე დამღლელია. ბუნებრივია სუბიექტურად ყველა ქართველი გულშემატკივარის სურვილია ჟორჟი ბარსას რიგებში იხილოს, თუმცა აქ ობიექტური მხარეცაა და ის არგუმენტი, რომელზე ხაზგასმა სტატიაშიცაა და მოწმობს, რომ ჰანსი ფლიკი არაა აღფრთოვანებული ჩვენებურის კანდიდატურით, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაშიც კი მისი ძირითადი შემადგელობის მოთამაშედ განხილვა სათუოა იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შემადგელობას არა ტექნიკური დირექტორი, არამედ მთავარი მწვრთნელი აყენებს. ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა სულ რაღაც 11 დღეში, კერძოდ კი 31 აგვისტოს იხურება და სატრანსფერო საუბარს რაიმე სერიოზული საბაბიც რომ ქონდეს, კლუბები როგორც მინიმუმ უკვე შეთანხმების დეტალებზე უნდა საუბრობდნენ და არა მხოლოდ ინტერესებზე, შესაბამისად ტრანსფერის შესაძლებლობა რომც იყოს, უკეთეს შემთხვევაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე რაიმე სასწაული თუ არ მოხდა უკვე ვეღარაფერი მოესწრება.
მეხუთე ქართველი ლა ლიგაში - ქოჩორაშვილის "სევილიაში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"მამარდაშვილმა ეს აღიარა" - ქართველი მომავალ სეზონშიც "ლივერპულის" მე-2 მეკარე იქნება
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
"იუვენტუსმა" "ტოტენჰემის" მეკარე ინათხოვრა
სენეგალის ნაკრების მწვრთნელად ვიეირა დანიშნეს
"მას ყველაფერი აქვს, მეტი რა გინდათ ფეხბურთელისგან?!" - მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიას უნდა მისცენ
"ბაბუა ამაზე ყოველთვის ოცნებობდა" - ნიკოლაი გიორგობიანმა საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ტრანსფერი მალე უნდა მოგვარდეს - "სევილია" "სპორტინგს" ქოჩორაშვილის სანაცვლოდ გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს
ორმაგ ტრანსფერთან ახლოს - "ლივერპული" პსჟ-იდან შემტევებს იმატებს
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
ფიულკრუგი მალე "ვერდერში" დაბრუნდება
"რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - კეინი "ოქროს ბურთის" შანსებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 სპაერი. რომ არა ცვლილებები...
ფრანგი ჟურნალისტი: პსჟ-ში კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა - ქართველი თამაშებს შერჩევით ატარებს
რეკორდი - "რეალმა" თავდამსხმელი "სტრასბურგს" მიჰყიდა
"კალიარის" ფეხბურთელი კინაღამ აუზში დაიხრჩო
პსჟ-ში არშემდგარი ტრანსფერის შემდეგ ბატრაკოვი "გალათასარაიში" გადაბარგდება
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
"ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი სეზონია" - კრიშტიანო რონალდო
ჰარი კეინი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
[VIDEO] მიქაუტაძის საგოლე პასი - "რასინგმა" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს
ოფიციალურად - როდრი "ბარსელონაში" გადავიდა
შეთანხმება შედგა - როდრი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს
"გამორიცხული არაფერია, მაგრამ..." - "ვილიარეალის" დირექტორმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
"რეალი" ფეხბურთელებს ორჯერ არ ურეკავს" - მოურინიომ როდრის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
Marca განმარტავს, რატომ მოუმატა სასწრაფოდ "ვილიარეალმა" მიქაუტაძეს გამოსასყიდი თანხა
ბუსკეტსი "ბარსელონას" მეორე გუნდში იმუშავებს
დეკუს სურს, ფლიკს კითხვის ნიშნები აქვს - რა ხდება მიქაუტაძის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერზე?
ბუსკეტსის "ნამდვილი მემკვიდრე": რას შემატებს როდრი ბარსელონას?
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს