ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის

ვიქტორ ჰიუგოს გმირი ჟან ვალჟანი სიკეთის კეთების მოტივაციას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველა მიზანს მიაღწია. სპორტული წარმატების დროსაც ვიყენებთ სიტყვებს "მოტივაცია", "შიმშილის გრძნობის დაკარგვა" და მსგავსი, ამას გვერდს ვერ ავუვლით, ვერც პსჟ-ის მაგალითზე. ის, რომ გუნდი სეზონის სტარტზე საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება, ეს პანიკური დასკვნების გაკეთების საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს.

წლების წინ, როცა პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას ვერ აღწევდა, ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სუსტ შიდა ტურნირს ასახელებდნენ. ბოლო ორმა წელმა დაგვარწმუნა, რომ ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამებოდა - ლიგა 1 უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე. რა შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ფაქტორი? - ალბათ ფეხბურთელების მოტივაცია, დაემტკიცებინათ რაღაც ახალი და საკუთარი თავი შეექმნათ. ფაქტია, ამან გაამართლა, აქ მივიდა ძალიან დიდი პერსპექტივის მქონე ჟოაო ნევეში, ახლიდან სცადა მასზე გაცემული ავანსების გამართლება უსმან დემბელემ და რაც მთავარია(არამარტო ჩვენთვის), გუნდის წევრი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების შეფარული, ფრთხილი, მაგრამ მტკიცე სურვილით!..

ეს პროლოგი იმიტომ დაგვჭირდა, დღევანდელი ვითარება უკეთ რომ გავიაზროთ. მატჩამდეც დავწერეთ, ლუის ენრიკეს გუნდისგან ზედიზედ მესამე ლიგისკენ დიდი დოზით სვლას და შიდა ასპარეზზე როტაციას ველოდით. არ დაგვავიწყდეს, ის "სვლაც" უფრო გაზაფხულიდან იგრძნობა, აბა, თავდაპირველად პარიზელები საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრასაც ვერ ახერხებენ. შესაბამისად, "რენთან" არაფერი განსაკუთრებული არ გვინახავს. რაც ქართველი გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო იყო, კვარაცხელია მოედნიდან ადრე გავიდა და გუნდმა მატჩი შემდეგ გადაარჩინა, ამიტომ ამაზე წერა ვრცლად გვიწევს.

"კვარა" ის კაცია, რომელიც საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს, ბევრს შრომობს და ესმის, ტოპ დონეზე დარჩენისთვის კიდევ უფრო მეტია საჭირო. ვიცნობთ ხვიჩას ხასიათს და წარმოუდგენელია, ის "ფეხებს უფრთხილდებოდეს" ან ერთ მატჩში თამაშობდეს და მეორეზე ფიქრობდეს. აქ საქმე სხვა რამეშია - ფეხბურთი გუნდური თამაშია და როცა საერთო ძალისხმევა და განწყობა იმისკენაა მიმართული, სხვა ტურნირებზე ფონს იოლად, როტაციით გავალთ და მთავარია, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვითამაშოთო, ეს გარკვეულ გავლენას რა თქმა უნდა ახდენს. მეორეა, ისეთი მაღალი დონის მქონე ფეხბურთელისთვის, როგორიც კვარაცხელიაა, პლეი-ოფში "ლივერპულთან" თამაში და "რენთან" შიდა ასპარეზზე ერთნაირი გამაღიზიანებელი მაინც ვერ იქნება.

კიდევ ერთი ფაქტორი - ხვიჩა კვარაცხელია არ განეკუთვნება ფეხბურთელების იმ კატეგორიას, რომელიც რომელიმე მატჩში "გამოანათებს", შემდეგ დაიკარგება, ისევ გამოჩნდება და ასე გაგრძელდება. "კვარა" ყოველთვის ნელ-ნელა შედის ფორმაში, პიკამდე მიდის და შემდეგ ამ პოზიციას ინარჩუნებს; "შვიდიანს" სეზონის სტარტზე მაინც ეტყობა, რომ იდეალურ კონდიციებში არაა, თანაც ახლა ბოლო წლებთან შედარებით მეტი დაისვენა, გადაღლილობიდან ტონუსიდან ამოვარდნამდე მივიდა და ყველაფერი ეს მალე დალაგდება.

მივადექით მთავარ ამბავს. ხომ არ ცდილობს ლუის ენრიკე კონკურენცია გააძლიეროს და რა შედეგებს მოიტანს ეს?! ჩვენ კი გვაქვს "ჩელსის" მაგალითი, როცა სათადარიგოთა შორის ყოფნამ "კვარა" ძალიან დამუხტა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. "ნაპოლიში", როცა რუდი გარსიამ კვარცხელია და ოსიმენი მოედნიდან უკეთესი თამაშის მიზნით შეცვალა, დავწერეთ, რომ ხვიჩა საუკეთესო თვისებებს მაშინ ავლენს, როცა ბოლომდე ენდობიან. იმ პერიოდში სწორედ ეს ლოგიკა გავნითარდა. ასე რომ, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებზე კარგი დაფიქრება მოუწევს. გასაგებია, გარანტიები არ არსებობს, კონკურენციაც გაიზარდა, თუმცა მიზანი თუ "უკეთესი კვარაა", ამისკენ სავალი გზები კარგადაა დასაგეგმი. მაგალითად, თუკი შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მატჩის ბედი გადაწყვეტა "შვიდიანს" რომ მოუწევს, ამისთვის ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზად უნდა იყოს!..

რაც შეეხება უსმან დემბელეს, თითქოს მასაც კი, როგორც ნაკლები ნდობა იგრძნო, ძველი და ცუდი პერიოდები გაახსენდა, მომენტების რეალიზება ძალიან რომ უჭირდა... ბოლო ორი წლის წარმატებაში მეტოქის კართან ახლოს დემბელეს წარმატებული პრესინგის მნიშვნელობა დიდი იყო, ის ტიტულებთან ასოცირდა, გონსალო რამოშის შედეგიანობა კი სტატუსს არ ცვლიდა. ახლა, ფერან ტორესთან მიმართებაში სხვაგვარად თუ იქნება და და "ათიანი" ამას გრძნობს, როგორც ჩანს უსმანზე ნეგატიურად აისახება, მასთანაც სწორი ბალანსია საჭირო.

რაც შეეხება წმინდა ტაქტიკურ ასპექტებს, ახალ სეზონში ენრიკე უფრო მეტად ცდილობს, კონცენტრირება ერთ ფლანგზე იყოს და ამ დროს მეორე ფრთა და იქ მოთამაშე ფეხბურთელი თავისუფლდებოდეს. ხშირად ეს ყველაფერი ისე იგეგმება, მარტოდ დარჩენილი სწორედ "კვარა" იყოს, მაგრამ ყველაფერ ამას ჯერ სათანადო დამუშავება სჭირდება.

სანაკრებო პაუზამდე ხვიჩა და პსჟ 4 მატჩს ჩაატარებენ, მეტოქეები კი სოლიდურია - ლილი, მონაკო, ბრესტი და მარსელი. კვარაცხელია ფორმაში უნდა შევიდეს, შემდეგ კი ასევე 4 სანაკრებო დაპირისპირება ელის!..

• ქუთაისი

თავი და თავი საფრანგეთის სუსტი ჩემპიონატია. ვისურვებდი რომ კვარაცხელია ამ სეზონის შემდეგ გადავიდეს პრემიერლიგაში,სადაც თითოეული ქულა ოქროდ ფასობს. კვარაცხელია ემოციური ფსიქოტიპია. მას საუკეთესო თვისებების გამოსავლენად სჭირდება ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორი. რაც შეეხება გუნდში კონკურენციის გაზრდას,სანამ პარიზშია,ეს მას მხოლოდ დადებითად წაადგება. პრემიერლიგაში კი კვარაცხელიას მოტივაციისათვის არც გუნდში კონკურენცია დასჭირდებს და არც არაფერი. თუთოეული მატჩი თავისთავად იქნება მისთვის მოტივაცია. მანამდე კი ნურავინ დაელოდებით, ბაიერნთანაც და რენთანსც მის უმაღლეს დონეზე თამაშს.

"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?

"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს

[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო

"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა

ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა

კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...

“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება

ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა

16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა

[VIDEO] დავითაშვილის გოლი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მესამე გამარჯვება

"ჩათვლიან, რომ მამარდაშვილი დუბლიორობით ბედნიერია" - კოლიმორი გიორგის დაუყოვნებლივ იჯარით წასვლას ურჩევს

ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...

[VIDEO] ენრიკემ ამ განცხადებით პსჟ-იდან "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაასახელა? - რა უთხრა ესპანელმა ვარჯიშზე ფეხბურთელებს

"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?

"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ

"არ მეგონა, თუ ასე კარგად ვითამაშებდით" - ლუის ენრიკე "ლანსთან" მარცხის შემდეგ

ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება

"ლუის ენრიკე "კვარასავითაა" - მარკინიოსი ქართველს აქებს

კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს

ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? - პსჟ-იდან სეზონის წინ გზავნილები გაავრცელეს

ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...

[VIDEO] პსჟ-ს ახალწვეულმა ვარჯიშზე თანაგუნდელები აღაფრთოვანა