საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ლიბანის შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სპარინგ-მატჩში ისრაელს დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 აგვისტოს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

დღეს, ჩვენმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა, რომლის დასკნითი წუთები მას-მედიისთვის ღია იყო. თავად ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა და ის თითქმის მთლიანად სათამაშო კომპონენტების, ეგრეთ წოდებული კომბინაციების დამუშავებას დაეთმო. სერბი სპეციალისტი ჩვენი გუნდის წერვრებს როგორც შეტევაში საჭირო კომბინაციებს ამუშავებინებდა, ისე დაცვაში სწორ და საიმედო მოქმედებას აჩვენებდა.

ვარჯიშს ვერ დაესწრო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ახა უკვე თბილისშია და ისრაელთანაც ითამაშებს, თუმცა 2 დღით ის სლოვენიაში, ლუკა დონჩიჩის კემპზე იმყოფებოდა, სადაც ბალკანელმა სუპერვარსკვლავმა ლეიკერსის სრული შემადგენლობა დაპატიჟა. მამუკელაშვილი საქართველოში დღის ბოლოს დაბრუნდა და თორნიკე შენგელიასთან, გოგა ბითაძესთან და ჩვენი ნაკრების ყველა მოთამაშესთან ერთად ისრაელის წინააღმდეგ მატჩის განაცხადში იქნება. ისრაელთან მატჩი თბილისის ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში 19:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თვე-ნახევრის წინ დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ჯგუფი, სადაც ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჯგუფიდან გასული 3 გუნდი გაერთიანდა მომდევნო, D ჯგუფიდან გასულებთან (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) და შეიქმნა ახალი, 6-გუნდიანი ჯგუფი.

პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ, შესაბამისად, ერთმანეთში ნათამაშები შედეგები უკვე დაფიქსირებულია. მომდევნო 6 თვეში, 3 ფანჯრის ფარგლებში, ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველოს მოუწევს საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან გასვლა-სახლის პრინციპით შეხვედრები, რომლებიდანაც ორს 28 და 31 აგვისტოს — შესაბამისად, მონტენეგროსთან (თბილისში) და სტუმრად პორტუგალიასთან ჩაატარებს.

GBF.GE

მონტენეგროს
კი მოუგებთ აი პორტუგალიასთან სტუმრებად მეეჭვება.
Beto-ს
ეს ამხანაგური და მოსამზადებელი თამაში იყო,ისრაელს ძლიერი კალათბურთელები არ ყავდა,დაველოდოთ მონტენეგროსთან და პორტუგალიასთამ თამაშებს,უეჭველი მოსაგები გვაქვს!
Beto
ნე ზვიზდი მაზგაჩ. რა ცუდ ფორმაში ისრაელს მოუგეს ეგერ და ყველამ ითამაშა. არ უნდა ეს ნავსიაობა. საველოდოთ და ვუქომაგოთ
გიგი
ძაან ცუდ,შეუთამაშებელ ფორმაშია ნაკრები!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
საქართველო-ისრაელის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია - ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება