წარმოიდგინეთ ის სიმძიმე, რომელსაც ახლა ეს სიტყვები ატარებს: “ეს გადაწყვეტილება ყველაზე მეტად მტკივა. მიყვარს, მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება ეროვნული გუნდის წევრობა. ამ მაისურისთვის ყველაფერი გავიღე და ვფიქრობ, მისთვის გასაღები არაფერი აღარ დამრჩა". წერს ლეო მესი, 2026 წლის 31 აგვისტოს…

და გადავყავართ 2004 წელში. ყველაფერი შორეულ როსარიოში დაიწყო. იქ, სადაც ბიჭმა, რომელსაც ზრდაში ხელი ჰორმონებმა შეუშალეს, აღმოაჩინა, რომ ბურთი მისი მოტივაცია იყო, ერთადერთი გზა გადასარჩენად. როგორც არგენტინისა და ესპანეთის ორმაგი მოქალაქე, მესი უფლებამოსილი იყო, ორივე ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა. მაგრამ მისმა გულმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლურჯი ფერი ყველაზე მეტად უყვარს, ზუსტად იცოდა რა უნდა აერჩია.

მან სანაკრებო კარიერა 2004 წელს არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებში დაიწყო. მალე, 2005 წელს, 18 წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, ხოლო პირველი საერთაშორისო გოლი 2006 წელს ხორვატიის წინააღმდეგ გაიტანა. იმავე წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის სახელით ითამაშა და სადებიუტო მატჩშივე გამოიჩინა თავი. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მან არგენტინის 23-წლამდელთა ნაკრებს ნიგერიის დამარცხებით ოქროს მედლისკენ გაუძღვა. 2009 წელს, ხუან რომან რიკელმეს წასვლის შემდეგ, მას ლეგენდარული 10-ნომრიანი მაისური გადასცეს. 2010 წლის მუნდიალი და 2011 წლის კოპა ამერიკა უგოლოდ და მეოთხედფინალური მარცხით დასრულდა. 24 წლის ასაკში ის კაპიტანი გახდა… და ამ პატარა ბიჭს მხრებზე მძიმე ჯვარი დაადეს: მარადონა. და დაიწყო ჯოჯოხეთი. დიახ, სხვა სიტყვას ამას ვერ მოუძებნი. ზედიზედ სამ წელს სამი ფინალის წაგება.

ლეო „ბარსელონაში“ ყველაფერს იგებდა. ოქროს ბურთები, თასები... მაგრამ როცა სამშობლოს მაისურით მოედანზე გადიოდა, დიდ დაბრკოლებას აწყდებოდა. 2014 წლის წაგებული მუნდიალის ფინალი გერმანიასთან, მიუხედავად გადაცემული ჯილდოსა (მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო). 2015 წლის კოპა ამერიკის ფინალი ჩილესთან, 2016 წლის კოპა ამერიკა ცენტენარიო, სადაც მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სთან ნახევარფინალში არგენტინის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ფინალში ისევ ჩილემ სძლია.

“ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა”

და კი, ჯერ კიდევ XII საუკუნეში გვამცნო დიდმა შოთამ, რომ ცხოვრება ასეთია, დგება წამი, როცა ყველაფრის მიტოვება გინდა. ასეც მოხდა ლეოს შემთხვევაშიც. ამ წუთისოფლის სიმუხთლემ ლეოს სანაკრებო კარიერიდან წასვლა გადააწყვეტინა. იცით, ის რაღაცნაირად დიდ ისტორიულ ფიგურას მაგონებს, ნაპოლეონსაც როგორ დასცინოდნენ ტანმორჩილების გამო? ერთი კორსიკული აქცენტით მოსაუბრე ბიჭი იყო, მეორე კი „ლა პულგა“, წრთობილი როსარიოს ქუჩებში. ორივე თითქოს „გადაასახლეს“, სამყარომ ორივეს ზურგი შეაქცია, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა. და ნათქვამია: “იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია…”ფართომასშტაბიანმა ხალხურმა კამპანიამ ის მწვანე მოედანზე დააბრუნა. და დადგა 2018 წელი, მატჩი ეკვადორში. მისმა სამმა გოლმა გუნდი გადაარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ იმ მსოფლიო ჩემპიონატზე გზა მერვედფინალში, ძლიერ საფრანგეთთან ბრძოლაში, რუსეთში დასრულდა (ისევე როგორც ნაპოლეონი “დამარცხდა” რუსეთში, 1812 წელს, ბოროდინოს ბრძოლაში), მთავარი უკვე მომხდარიყო: ლეო დაბრუნდა იმისთვის, რომ თავისი დაწყებული საქმე დაესრულებინა და არ მიენდო წუთისოფელს.

და ამ მძიმე ღამეების შემდეგ, ცაზე ნელ-ნელა განთიადი ამოვიდა და დაიწყო აღმასვლა, 2019 წლის კოპა ამერიკის მესამე ადგილით, ისტორიული 36-მატჩიანი წაუგებელი სერია. მესიმ თავისი გუნდი 28-წლიანი უტიტულო სერიის დასრულებამდეც მიიყვანა 2021 წლის კოპა ამერიკაზე, სადაც ხავიერ მასკერანოს რეკორდი მოხსნა მატჩების რაოდენობით, ბრაზილია დაამარცხა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა (გუნდის 12 გოლიდან ცხრაში მიიღო მონაწილეობა).

მას მოჰყვა 2022 წლის ფინალისიმა იტალიის წინააღმდეგ (3:0, ორი შედეგიანი პასით). და ბოლოს 2022 წლის კოპა და მსოფლიო ჩემპიონატი. კატარში მესიმ არგენტინას 36 წლის განმავლობაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატი აზეიმა, ფინალში საფრანგეთს ორი გოლი გაუტანა და გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის „საუკეთესო ფეხბურთელის“ ჯილდო ორჯერ მოიგო და ამით ლეომ ყველაფერი დაუმტკიცა კრიტიკოსებსა და პირველ რიგში, საკუთარ თავს.

მივედით 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე. და მაინც... რა მაგარი იქნებოდა, არა, რომ მესის კვლავ მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი? და კარიერა ორი ზედიზედ მოგებული მუნდიალით დაესრულებინა? მაგრამ არგენტინა ვერ გადაურჩა ამ ეტაპზე დაუნდობლად საუკეთესო ნაკრებს: ესპანეთს. თუმცა ლეომ მიიწერა 8 გოლი, 4 საგოლე გადაცემა, გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ასისტენტი (12 საგოლე გადაცემა) და გუნდი კიდევ ერთხელ ფინალამდე მიიყვანა, თუმცა დამატებით დროში დამარცხდა (1:0) და ეს ყველაფერი 39 წლის ასაკში შეძლო. ასე დაასრულა ბოლო მსოფლიო…

2026 წლის 31 აგვისტოს, ამ გრანდიოზული გზის შემდეგ, წერტილი დაისვა. ლეო აღარ გავა არგენტინის ნაკრების მაისურით სათამაშოდ. ის ტოვებს 10 ნომერს, ანუ მემკვიდრეობას.

207 მატჩი, 193 საგოლე მოქმედება: 125 გოლი, 68 შედეგიანი პასი და თუ ახლა, ამ ბლოგის ბოლოს, ჩემს პირად აზრს მკითხავთ, გიპასუხებთ დაუფიქრებლად, რომ ის მართლაც საუკეთესოა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა მარჯვენა თუ მარცხენა ფეხმა ისტორია დაწერა, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის ლეო იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტსმენი. ალბათ, ამიტომაც ვფიქრობ ასე: ზუსტად ამ პატარა კაცმა შემაყვარა ფეხბურთი. და რაც მთავარია, სწორედ ამ უსაზღვრო სიყვარულმა შემომიყვანა სპორტულ ჟურნალისტიკაში. მიკერძოებულობაში ნუ ჩამითვლით. რეალობაა ის, რაც ზემოთ გიამბეთ ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინიზე და მის სანაკრებო კარიერაზე. როსარიოდან დაწყებული, კატარით დამთავრებული, ეს იყო გზა ადამიანისა, რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სიდიადეს ძალიან უხდება თავმდაბლობა. და სანამ დედამიწაზე ფეხბურთი იარსებებს, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ ვიყავით იმ ეპოქის შვილები, სადაც ფეხბურთს ლეო მესი ერქვა. “Lionel Messi has shaken hands with paradise..”

AD-10-S…

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა მარიამ ვაშაკიძემ

შეტევა -s
რონის თავისი უპირატესობები აქვს და მესის თავისი. ამ თემაზე 20 წელია საფეხბურთო სამყარო კამათობს. ასე რომ თავისი ღირსებებით მეტ-ნაკლებად თანაბრები არიან. ასე რო არ იყოს მაშინ არც არავინ იკამათებდა. ეგეც არ იყოს. მათი ავტორიტეტი სწორედ ამ 20 წლიანმა კონკურენციამ აიყვანა უმაღლეს ხარისხში. რო არა რონი, მესი ასეთი ავტორიტეტული ვერ იქნებოდა.
შეტევა
"რონალდო ჯობია მესის" ამბავს ჩემი აზრით ორი ახსნა აქვს. 1.მხოლოდ ფეხბურთში არა, ზოგად, ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ვერ აცნობიერებს განსხვავებას "მირჩევნია"-სა და "ჯობს"-ს შორის; 2.სიბრმავე.
არა სექტას
პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ !!!
არა სექტასოო…?
მთავარი სექტანტები ხართ თქვენ ანტიმესისტები ანტიფეხბურთისტები და კრისტინისტები …თქვენ არ გიყვართ და არ გესმით ფეხბურთი თქვენ როგორც თქვენ კულტს თქვენი თავი ფეხბურთში აღმერთებთ ტიპს ვისაც ფეხბურთი არ უთამაშია მოსკვში მოგებული ლიგის შემდეგ უბრალოდ გამოდიოდა მინდორზე მხოლოდ თავისი სტატისტიკისთვის და აიძულებდა ყველას რომ ამ ….სტატისტიკაზე ეთამაშა ამ დროს კი მესი არავის არ ეჯიბრებოდა ის კაიფობდა მინდორზე კარის ხაზზე აძლევდა პასებს სუარესს ნეიმარს რომ ისინი გაეხმნევებინა უთმობდა პენალტებს რომ ხოდზე მოეყვანა…მე ჯერ ვერ ვნახე მესის ყოფილი პარტნიორი ვინც მასზე აუგს იტყვის …ხოლო კრისტინასი კი უამრავი …ასე რომ იმის მაგივრად მშვიდად შეხვედროდით გაგხარებოდათ მისი წასვლა ბოღმით გასკდით ამთხევთ აქ …გინდათ გაგახაროთ კრისტინიას ბოღმისტებო ჯერ ვერასდროს ვერც შეედრებით და მერე ეჭვი მაქვს დაბრუნდება ნაკრებში როდესაც შეხედავს რომ ის ჯერ კიდევ სჭირდება და ჯერ კიდევ შეუძლია …ასე რომ იბოღმეეთ კიდევ ჯერ სადღა ხართ კიდევ ბევრი წელი იქნებით ეგრე გულგამსკდარი რიდესაც მის პოკერებს ჰეთრიკებს დუბლებს თუ ასისტებს გაიგონებთ …ასე რომ ჯერ არც არაფერი დასრულებულა ღმერთს გასამება უყვარს და აუცილებლად ვნახავთ მესამე მოსვლას ნაკრებში ….ჯანმრთელობა მას და ყველა ნაღდ ფეხბურთის გულშემატკივარს …!!!!
Fan
ყველა მსოფლიო ფინალს რაᲗქმაუნდა Თავისი ახსნა აქვს მეტოქეებიდან გამომდინარე მაგრამ მაინც დიდი ფეხბურᲗელისᲗვის 3 დან 2 ფინალის წაგება Ძალიან მᲫიმედ გადასატანია.. არ უნდა წაეგო ბოლო ფინალი ესპანეᲗან

ანუ თქვენ მესი არ გიყვართ არახართ მისი გულშემატკივარი,ეს თქვენი ნებაა და ვწუხვარ ეს შეხედულება რომ გაქვთ ალბათ 2022წ შემდეგ მშვიდათაც არ გძინავთ ,ეს აისახება თქვენს კომენტარზე,რომელიც მარიამს დაუწერეთ.
არა სექტას
ოჰ, მესის ფანატიკოსებს მისი ქართველი მოციქული გამოეცხადათ ევანგელიებით ))) მიდით ეხლა, აქეთ და ადიდეთ...
Bs
ყოჩაღ მარიამ! აზრი შეაცვლევინე, ,,მიმომხილველის" ნაწერების გარდა თურმე ამ საიტზე თქვენც წერთ კარგ სტატიებს. მადლობა და წარმატებები, ,,
უნიჭიერესი გოგო ხარ მარიამ!
ლეოს ცუდ დროს გამოეცალა მა მა, ფაქტიურად სტრესულ მდგომარეობაში თამაშობდა მს. ჩემპიონატს და ალბათ ფინალში უკვე გაგებული ექნებოდა მამის უიმედო მდგომარეობა. მამა ცოცხალი რო ყოფილიყო სულ სხვანაირ ფინალს ვიხილავდით.ცნობისათვის:ლეო ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია და მისნაირს ალბათ ვეღარც ვიხილავთ!

ნამდვილად შედევრია ეს გოგონა,ყოჩაღ მარიამ.
ზვიადი
მესი მომდევნო ჩემპიონატსაც ითამაშებს
მამუკა
ლეო მესიზე რაღა უნდა დავამატო თითქმის ყველაფერი დაწერე და თქვი და გეთანხმები ყველაფერში, მხოლოდ ერთი ის მინდა ავღნიშნო რომ ნამდვილად უნიჭიერესად წერ და არასოდეს შეწყვიტო, ასე გააგრძელე ძალიან მაგარი გოგო ხარ, წარმატებები

დიდებული სტატიაა და მადლობა ავტორს,თუმცა მთლად უიმედოდ არ ვარ.ლეოს მამა გარდაეცვალა,მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი წააგო და ძალიან დიდი სტრესის ქვეშ აღმოჩნდა,მაგრამ რა დონესაც კლუბში აჩვენებს,იმედის მიტოვებს,რომ გარკვეული ხნის შემდეგ,მას შესაძლოა ნაკრებში თამაშის სურვილი დაუბრუნდეს.შეხედავს რა მდგომარეობაში იქნება ფიზიკურად და თუ იგრძნო,კიდევ შეუძლია ნაკრებს დიდი მიზნებისაკენ გაუძღვეს,აუცილებლად დაბრუნდება.მისი შეფასება ჩვეულებრივი ადამიანების საზომებით არ შეიძლება,ის ხომ მესია,ფეხბურთის მესია!
Kaxa
რა კარგი სტატიაა, აი ჟურნალისტი მალადეც.ნეტა შენნაირი ჟურნალისტები ბევრი იყოს
ბრავო მარიამ!
როგორც ყოველთვის უმაგრესი კომენტარი დაგვიწერე! ლეოზე რა უნდა ვთქვაათ? უბრალოდ ღმერთის რჩეულია!
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
ტრანსფერის ინიციატორი ნეიმარია - კოუტინიო ბავშვობის მეგობარს შეუერთდება
სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
მიიღებს თუ არა "კვარა" "ოქროს ბურთს" და მისი უთამაშებლობა სისტემატურ ხასიათს - ესპანელმა კომენტარი გააკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?" - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ბედნიერი ვიქნები, თუ "ოქროს ბურთს" ის მოიგებს" - ლაპორტამ ფავორიტი დაასახელა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
"მთელი მაისური, დუნდულების ზედა ნაწილი და შარვალი სპერმით იყო დაფარული" - გოგონა საფეხბურთო მატჩის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
[VIDEO] პოკერი და თან რა გოლებით! - გენიალური მესის მორიგი გაბრწყინება MLS-ში
[VIDEO] მესიმ ქმედება, რომლის გამოც არგენტინელი ფულადი ჯარიმით დასაჯეს
ისტორიული ფაქტი - ტევესის დამსახურებით, მესის და რონალდოს ერთ გუნდში ვნახავთ
"მოვიწყენთ და მოგვენატრება" - მოურინიომ მესის სანაკრებო კარიერის დასრულებაზე გააკეთა კომენტარი
"როდესაც მეუღლე გარდამეცვალა, მესის ამ ქმედებამ გამაოცა" - ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი