მე-100 ქართული კლასიკო ქუთაისში ფრედ დასრულდა და ეს არის ამ პრინციპული დაპირისპირების ყველაზე სამართლიანი შედეგი, იმის მიუხედავადაც, რომ "ტორპედომ" იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ბოლო თამაშებში.

პირველი ტაიმი ძალიან უსახური გამოვიდა და ეს კიდევ ერთხელ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დაცარიელდა "რამაზ შენგელია არენა". დღეს ვერც "დინამოა" იმ დონეზე, რომ სტადიონზე ხალხი მიიყვანოს - სამწუხაროა ორივე შემთხვევაში.

მეორე ტაიმი უკეთესი იყო და გოლებიც მატჩის ამ ნაწილში გავიდა. ჯერ ფელიპე პირესმა დაუმიზნა შორიდან დაბალ კუთხეს და ანგარიში გახსნა, ხოლო "დინამოს" საპასუხო გოლი შეცვლაზე შესულებმა შექმნეს - გბომადუს პასის შემდეგ დოლტმურზიევმა ბურთი ახლოდან შეაგორა კარში.

თბილისის "დინამო" მესამე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "რუსთავს", თან ერთი მატჩი ("იბერიასთან") გამოტოვებული აქვს. ხოლო "ტორპედომ" ამ ქულის ხარჯზე ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა და მე-6 პოზიციაზეა. თუ ყოველი ასეთი დანაკარგი ქუთაისურ კლუბს ევროპული პერსპექტივისგან აშორებს.

მომდევნო ტურში, 10 სექტემბერს, "ტორპედო" თბილისში "გაგრას" შეხვდება, ხოლო თბილისის "დინამო" იმავე დღეს "მეშახტეს" უმასპინძლებს.

ტორპედო-დინამო (თბ) 1:1

1:0 პირესი (58, ლომინაძის პასით), 1:1 დოლტმურზიევი (71, გბომადუს პასით)

ტორპედო: გოშაძე, კუპრავა (ითრაქი 84), შიმიჩი, ბუკია, ნადარაია, მამუჩაშვილი, ლომინაძე, პირესი, არაბიძე (სკორუპი 69), დეისაძე, ანდრიჩი (ჩიტაიშვილი 90)

დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, პურზიტიდისი, უგრეხელიძე (გბომადუ 69), ოსეი (ჰური 30), კანკავა, ველტონ კარვალიო, ტეიშეირა, ლეონარდო სანტუსი, ვაწაძე (დოლტმურზიევი 59)

არბიტრი: ჯენერი ხორავა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-2 სპაერი. ...ეს გოლი ყველაფერს გადაწონიდა
"მსოფლიოს ჩემპიონატმა აშშ-ის ეკონომიკაში 18 მილიარდ დოლარზე მეტი შეიტანა" - ტრამპი კმაყოფილია
"ოქროს ბურთი"? რატომაც არა?" - ფაბიან რუისმა ჯილდოს შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
[VIDEO] იეგოიანი აღარ ხუმრობს - გაიტანა, გაატანინა, "ექსელსიორმა" კი გაიმარჯვა და ლიდერებს მიუახლოვდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენი" 100%-იანი შედეგით მიიწევს წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
მამაგეიშვილმა და კიტეიშვილმა გაიტანეს - "შტურმი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-2 სპაერი. ...ეს გოლი ყველაფერს გადაწონიდა
გოგონათა 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
აბუაშვილის "მეცმა" "როდეზს" მოუგო
კარგი მუშაობა დაუფასეს - "ჰალმა" იაკორივიჩს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"გარკვეული ნაკლოვანებები აქვს" - საფრანგეთში საფონოვი გააკრიტიკეს
"ხვიჩა გენიოსია, წარმოუდგენელი სტატისტიკა აქვს" - როტენის აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"მსოფლიო ჩემპიონატმა ჩვენს ეკონომიკას 18 მილიარდზე მეტი მოუტანა" - ტრამპი 2026 წლის მუნდიალზე
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
მაშინ გავარდნას ძლივს გადაურჩნენ - პსჟ-ის კატარელი მფლობელების პერიოდში ყველაზე ცუდი სტარტი აქვს
"არაჩვეულებრივ ფეხბურთელობასთან ერთად, ფანტასტიკური ადამიანია" - "სენტ ეტიენის" მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა
"ეს ხვიჩას მიმართ ზიზღი და უპატივცემულობა იქნება" - პეტიმ კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შანსზე ისაუბრა
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დინამო (ბთ). პლაცდარმი უკეთესი გაგრძელებისთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 5-3 სამგურალი. ქეცბაია იწყებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-2 სპაერი. ...ეს გოლი ყველაფერს გადაწონიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა