ქუთაისში ისეთი თამაში ვიხილეთ, ბევრ მაყურებელს რომ იმსახურებდა. მაგრამ ვიცით მიზეზი, რატომაც დაცარიელდა. ადვილი წარმოსადგენია "ტორპედოს" გულშემატკივრების განწყობა, გუნდს ათკაციან და გადაღლილ "იბერიასთან" რომ ვერ მოეგო.

არადა ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მადაზე მოსული "იბერია", რომელმაც ბოლო ძალები გამონახა საკუთარ თავში, გადაარჩენდა თამაშს. დეისაძის გოლმა "ტორპედო" ამოასუნთქა, მაგრამ ბოლო წუთზე იყო ეპიზოდი, როცა გოშაძემ თითები წაატანა ნაჭყებიას დარტყმულს და თავისიანები გადაარჩინა.

"ტორპედოსთვის" ეს მომგება მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც შეწყვიტა წარუმატებელი სერია და დარჩა ლიდერთა ჯგუფთან ახლოს. "იბერია" კი, მარცხის მიუხედავად, მეორე ადგილზე გადავიდა, თუმცა დაკარგული ქულებითაც ვეღარ არის ლიდერი.

მომდევნო ტურში, 23 აგვისტო, "იბერია" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. მანამდე კი (20 აგვისტო) "იაგელონიასთან" ევროპა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩს ჩაატარებს სტუმრად. რაც შეეხება "ტორპედოს, 22 აგვისტოს შუსტერის გუნდს გორში "დილა" ელოდება.

ტორპედო-იბერია 1999 4:3

გოლები: 1:0 პირესი (6, არაბიძის პასით), 2:0 ბუკია (13, მამუჩაშვილის პასით), 2:1 კუცია (21, ჯინჯოლავას პასით), 3:1 მამუჩაშვილი (40, ბუკიას პასით), 3:2 ძაგანია (65, ჯინჯოლავას პასით), 3:3 სიხარულაშვილი (76), 4:3 დეისაძე (83, პინსონის პასით)

ტორპედო: გოშაძე, შულაია, ბუკია, შიმიჩი, სტამატოვი (კოხრეიძე 87), მამუჩაშვილი, ლომინაძე (სკორუპი 71), პირესი, არაბიძე, ანდრიჩი (პინსონი 79), დეისაძე

იბერია: მაკარიძე, ფიგერედო (გობეშია 89), ბოჭორიშვილი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, დადიანი (ქობულაძე 67), ალჰასანი, კუცია (ქარდავა 58), ენდე (სიხარულაშვილი 67), ნაჭყებია, ძაგანია (გოგილაშვილი 89)

არბიტრი: ალეკო აფციაური

56-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (იბერია 1999)

ოთარი
ვულოცავ ტორპედოს გამარჯვებას, მაგრამ მაინც ყოჩაღ იბერიას. 3-1 დან კაცნაკლულმა გუნდმა 3-3 გააკეთა. ამან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი გუნდების მთავარ პრობლემას, კონცენტრაციის ნაკლებობა და საგოლე მომენტების გამოყენების დაბალი უნარი, ამ შემთხვევაში ეს უფრო ტორპედოს ეკუთვნის, ისეთი მომენტები ვერ გამოიყენეს. თუმცა იბერიასათვის ეს გაფრთხილება უნდა იყოს დაცვაში მასეთ ხარვეზებს იაგელონია არ გაპატიებთ ბიჭებო (არ დაგავიწყდეთ ევროპაზე როცა თამაშობთ, მაშინ ყველანი საქართველო ხართ). არ შემიძლია არ ავღნიშნო მსაჯობა, ძალიან არათანმიმდევრული, როდესაც ბოჭორიშვილზე ჯარიმა ვერ დაინახა და ვარმა გააგდებინა მაის გაგება შემიძლია(ალბათ არ ვარ მართალი მაგრამ თუ იყო შანსი ეგებ ყვითელი ეკმარებინა, ალბათ ბოლო იმედის ჯარიმად შეფასდა ძალიან დინამიური ეპიზოდი იყო. მაგრამ როცა ერთ გუნდს ყვითელს აძლევ სასტვენის შემდეგ ბურთზე ფეხის დარტყმისთვის (დეისაძე), ხოლო მანამდე ჩადენილ ორმაგ დარღვევაზე (იბერიას მხრიდან იყო ჯერ ხელით მოთამაშის გაჩერება და მერე სასტვენის შემდეგ ბურთზე ფეხის მირტყმა) რეაქცია არა გაქვს თვალში ცუდად ხვდება. იმაზე აღარაფერს ვამბობ რომ რამდენჯერმე სწრაფი შეტევის ჩაშლა რომელიც ყვითელით ისჯება ან უბრალოდ ჯარომა დანიშნა ან საერთოდ გაატარა. ადრეც ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ. ჩვენს ჩემპიონატში კრიტიკულად აუცილებელია მსაჯები იყვნენ მაქსიმალურად მკაცრები და თანმიმდევრულები (რომელიმე გუნდის უნებლიე სიმპატიაც კი გამორიცხონ), რომ მერე ევროპაზე ჩვენმა ფეხბურთელებმა უაზრო ბარათები არ აიკიდონ.
"ბაიერნის" შემდეგ ინტერესი უკვე ინგლისური გრანდებიდან - თორნიკე კვარაცხელიას ახალი მსურველები ჰყავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ჩემპიონთა ლიგა იწყება - უგულშემატკივრე კვარას სილქ უნივერსალზე!
მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს, ჯოჯოხეთურ Signal Iduna Park-ზე "დორტმუნდთან" შებმა, პრაქტიკულად საკუთარი გულშემატკივრის გარეშე მოუწევს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პსჟ და საუკეთესო ხვიჩა ლიგაზე იწყებენ! - ქართველები ყოველდღიურად...
საქართველოს ნაკრების მცველი რუმინულ გუნდში გადავიდა
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "სელტასთან" ქულები გაიყო
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
ჰამანი: პსჟ-ს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"ინტერმა" თავდამსხმელს კონტრაქტი გაუგრძელა
"გალათასარაიმ" ჩემპიონთა ლიგაზე დიდ კლუბებს კონკურენცია უნდა გაუწიოს" - რაფაელ ლეაო
ჰაკიმ ზიეში კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
კვლავ ინგლისში - ჯეიმი ვარდის ახალი კლუბი ცნობილია
[VIDEO] რონალდ კუმანის შვილმა, რომელიც მეკარეა, ერედივიზიონში დუბლი შეასრულა
საფონოვი პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის პირასაა
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-2 მეშახტე. სენსაცია ქუთაისში! ჩხეტიანმა წარსულზე გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
"იბერია 1999"-მა ხორვატი ცენტრალური მცველი დაიმატა
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
წავიდა თუ არა გუნდიდან დემჩენკო - "იბერია 1999"-მა ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით უპასუხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-2 სპაერი. ...ეს გოლი ყველაფერს გადაწონიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა| დილა 1-0 გაგრა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. ჩემპიონმა მოგების გემო გაიხსენა