ხვიჩა კვარაცხელიას მატჩების ნახვა ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა და ყველა მოუთმენლად ველით. ამიტომაა, არასოდეს მოგვწონს, როცა "კვარა" სათადარიგოთა შორისაა, ეს რა მიზნითაც არ უნდა იყოს გამოწვეული. ამ ფონზე ობიექტურებიც ვართ და ჭიქაში ქარიშხალიც აგვიტეხავს. რატომ არ ითამაშა ხვიჩამ? - დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალურია.

ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" გვასწავლის, რომ ამა თუ იმ არასასურველი შედეგის გამომწვევი მაინცდამაინც მტრული დამოკიდებულება და აგრესია არაა. რა შეიძლება იდგეს ლუის ენრიკეს ქმედების მიღმა, ეს რომ ობიექტურად გავიაზროთ, ახლო წარსულს უნდა გადავხედოთ. ამის შემდეგ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ.

წინა სეზონის ისტორია კი ასეთი იყო. პსჟ-ის ლიდერები, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, როტაციის პრინციპით უფრო შიდა ასპარეზზე ისვენებდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი თამაშობდნენ. ახლა, როცა ახალი ფეხბურთელების ინტეგრაცია ლიგა 1-ში მაქსიმალურად მოხდა, გუნდს კარგი პერიოდი არ ედგა და "სლოვანი" ხასიათის გამოსასწორებლად იდეალური მოწინააღმდეგე იყო, ქართველი ფეხბურთელის დასვენება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მომგებიანად ვერ უნდა ჩაითვალოს. ბევჯერ დავწერეთ, საუკეთესო ხვიჩა რომ მიიღო, ამის რეცეპტი მეტი ნდობაა და არა რიტმიდან ამოვარდნა. ყოველივეს თავიდანვე ბომბარდირობისათვის ბრძოლა ემატება, რისი შანსის "მოკვლას" არ უნდა დაეხმარო!.. "ჩელსისთან" მატჩის ერთგვარად საპირისპირო მაგალითი, როცა სათადარიგოობამ დადებითად იმოქმედა, საყოველთაო ვერ იქნება. გვჯერა, ეს ენრიკესაც გააზრებული აქვს.

შეუძლებელია, პარიზელთა ესპანელ მწვრთნელს არ ხიბლავდეს მისი ფეხბურთელის შესაძლო "ოქროს ბურთი", ამ შემთხვევაში "კვარას", მაგრამ ის ხაზს გუნდურობას და რამდენიმე ფეხბურთელის ნომინირებას უსვამს, თითქოს ვინმეს კი არ "კლავს", უფრო არ უნდა, საკუთარი მიღწევა დაიკარგოს. არ სურს, იმ გუნდის შეკვრა და წარმატება, რომელიც ტიტულამდე დიდი ხნით ვერ მიდიოდა, მასზე მეტად ფეხბურთელებს მიეწეროს. მსგავსი რამის თქმა ერთგვარად პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიზეც" შეგვიძლია, როცა ესპანელის მიზანი თითქოს ის უფრო იყო, გუნდს საკუთარი ტაქტიკური ვარიაციებითა და ერთი შეხედვით უცნაური ცვლილებების უნარით მოეგო და გადამწყვეტ ეტაპზე ახლებური მიდგომებიც გვინახავს.

რაც შეეხება ენრიკეს, არანაირი უფლება არ გვაქვს იმ ვარიანტს არ ვენდოთ, რომ მან რამდენიმე ლიდერი სუსტი მეტოქის "მოსაკლავად" უბრალოდ არ ათამაშა, მათ გაუფრთხილდა და მომავლისთვის შემოინახა. ამ ვარიანტს ერთი უარყოფითი გააჩნია. მართალია, გრანდთან ეს არ მომხდარა, მაგრამ სამი გატანილი გოლი ფერან ტორესს სერიოზულ ამბიციას გაუჩენს, რომ ის ლიგა 1-ის როტაციის ფეხბურთელი კი არა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტოს კაცია. ბარკოლასა და რამოშთან ამ სურვილებს ენრიკე აბალანსებდა, მაგრამ რა იქნება ახლა, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, ლუის უყვარს იმაზე ხაზგასმა, რომ ხელშეუხებელ ავტორიტეტებს არ ცნობს.

არის საკითხები, რაც გარედან არ ჩანს. ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულების გაგრძელებას უკავშირდება. გვინახავს და გვსმენია, ასეთ დროს კლუბების ხელმძღვანელები მწვრთნელების მეშვეობით გარკვეულ ზეწოლას ახდენენ. ეს საკითხიც დამაფიქრებელია...

დამაინც, ვინც კვარაცხელიას მოუწოდებს, რომ გუნდი შეიცვალოს, სიტუაცია კარგად უნდა გაიაზროს. ხვიჩა თუ ასეთ გადაწტვეტილებას მიიღებს, ძალიან მაღალი დონის გუნდში უნდა გადავიდეს, მაგალითად, როგორც მისი ბავშვობის ოცნების მადრიდის "რეალია". როგორ ფიქრობთ, იქ კონკურენციის, ფეხბურთელებს შორის ეგოიზმის, მწვრთნელების თავისებური გადაწყვეტილებებისა თუ ხელმძღვანელობის მხრიდან ჩარევის ნაკლები შემთხვევა იქნება?! პირიქით, გაცილებით რთული ვითარება შეიძლება იდგეს. მუდმივი არაფერია, მითუმეტეს ფეხბურთში, მაგრამ ყველა უსიამოვნებაზე "წასვლის" მოწოდება ამ დონეზე, სადაც "კვარა" იმყოფება, შეუძლებელია. ის აქაა როგორც ლუის ენრიკეს რჩეული, მწვრთნელი მასზე მხოლოდ დადებითად საუბრობს, შედეგები სერიოზულია და სადაა გარანტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სადმე წავა და იქ სტაბილურად, მწვრთნელების პოტენციური ცვლილების გათვალისწინებით, აუცილებელ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს?!

როგორც არ უნდა იყოს, ხვიჩა კვარაცხელია თვითგანვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს და პრობლემების ძიებას საკუთარ თავშიც დაიწყებს. ამ დამოკიდებულებით მივიდა ის დიდებამდე და არა ზოგიერთი ვარსკვლავივით კამერების თვალწინ მწვრთნელთან კამათითა და უკმაყოფილების გამოხატვით. წინ დიდი სეზონია, ქართველი ვარსკვლავისა და მისი თანაგუნდელების პიკს კი კვლავ გაზაფხულზე ველით!..

[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?"? - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა
[VIDEO] ლივერპულმა "ატლეტიკოს" სძლია - ბარკოლამ ტრავმა მიიღო
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
მიზანს ამ სეზონშივე მიაღწევს? - რონალდო სანუკვარ ნიშნულს უახლოვდება
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] ლუის ენრიკემ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არ ათამაშა - პსჟ-მ "სლოვანი" მაინც გაანადგურა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-3 დილა. როგორ დაისაჯნენ წყალტუბოელები...
ლუის ენრიკემ გაგვაკვირვა - "სლოვანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
WU17 | საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ორჯერ დაამარცხა
ტრავმების ეპიდემიის ფონზე, "იუვენტუსი" ზინჩენკოს დამატების ვარიანტს განიხილავს
"ენრიკე, რომ არა, დღეს სრულიად სხვა მეკარე ვიქნებოდი" - საფონოვი პსჟ-ის მწვრთნელს ემადლიერება
რონალდოს მეგობარმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტები დაასახელა
"ოქროს ბურთს" ამ ფეხბურთელს მივცემდი, მეორე ადგილზე კი მას დავაყენებდი" - ანრიმ თავისი ფავორიტები დაასახელა
"წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება რამდენიმე გუნდს შეუძლია" - ლუის ენრიკე "სლოვანთან" მატჩის წინ
მამარდაშვილის "რეალის" სიაში მოხვდა, "ლივერპულის" ახალმა მეკარემ კი ქართველს საკმაოდ ხმაურიანი შეტყობინება გაუგზავნა
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
"სამარცხვინოა - ერთი წადი და "ოსერის" მწვრთნელად იმუშავე" - რიოლო ლუის ენრიკესაც მისდგა
კვარაცხელია "ოქროს ბურთზე": ყველაფრის მჯერა - ვნახოთ, ცხოვრება რას მომიტანს
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ლუის ენრიკემ გაგვაკვირვა - "სლოვანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლუის ენრიკემ საუკეთესოთა შორის საუკეთესო არ ათამაშა - პსჟ-მ "სლოვანი" მაინც გაანადგურა
ენრიკემ "სლოვანთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიასა და სხვა ლიდერების სათადარიგოთა შორის დატოვების მიზეზი ახსნა
ყველა ხელაიფის მსგავსი ვერ იქნება - "არსენალის" თანამშრომლები კლუბის სიწუწკემ გააღიზიანა
[VIDEO] "არ შემოდიხარ? ბრუნდები?"? - დემბელე კვარაცხელიას სათადარიგოთა დარჩენის გამო ეხუმრა და იხალისა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
რონალდოს მეგობარმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტები დაასახელა
"ენრიკე, რომ არა, დღეს სრულიად სხვა მეკარე ვიქნებოდი" - საფონოვი პსჟ-ის მწვრთნელს ემადლიერება