41 წლის ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ეზეკიელ ლავეციმ ნეაპოლში მის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე მიიღო მონაწილეობა. ინტერვიუს მიცემის დროს მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეშფოთება გამოიწვია. გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ მას ხელები და ფეხები აშკარად უკანკალებდა.

ინტერვიუს კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და ყოფილი ფეხბურთელის მიმართ მხარდამჭერი შეტყობინებების ტალღა აგორდა. "ნაპოლისა" და პსჟ-ის ყოფილ შემტევს ჯანმრთელობა და მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.

ლავეცის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და დამოკიდებულებებზე ადრეც უსაუბრია. 2026 წლის მაისში მან განაცხადა, რომ კლინიკაში მკურნალობის კურსი გაიარა და გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებდა.

"საავადმყოფოში მოვხვდი და კლინიკაში დრო უცნობ ადამიანებთან ერთად გავატრე. ეს ყველაფერი დაშვებულ შეცდომებს გააზრებინებს და გათქმევინებს, რომ ამის გაკეთება აღარ გინდა", - თქვა მაშინ არგენტინელმა.

ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მას ძლიერი შფოთვა აწუხებდა, თუმცა ოჯახმა და ახლო მეგობრებმა მკურნალობის დაწყების გადაწყვეტილება მიაღებინეს.

2023 წელს ლავეციმ საკუთარ დამოკიდებულებაზე დეტალურად ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და საბოლოოდ სარეაბილიტაციო კურსის გავლა გადაწყვიტა.

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
ტურინის "იუვენტუსი" ესეკიელ ლავეცით დაინტერესდა
ეზეკიელ ლავეცი კარიერას ჩინეთში გააგრძელებს
პირველ დეკემბერს საფრანგეთში მიქაუტაძესთან ერთად კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის სახლი გაძარცვეს
Diario Sport: შეთანხმება მიღწეულია - მასკერანოც ჩინეთში წავიდა
"ლავეცი თუ კვარაცხელია? არგენტინელი უფრო გადამწყვეტი იყო" - "ნაპოლის" ყოფილი მცველი
"ინტერმა" ეზეკიელ ლავეცის ყიდვაზე უარი თქვა