სანაკრებო მატჩები ახალი დროითა და ინტენსივობით მოახლოვდა. უახლოეს დღეებში ვილი სანიოლი შემადგენლობას დაასახელებს, რომელთაც "ერთა ლიგის" საწყის 4 ტურში გამოიყენებს.

ფრანგმა მთავარი მწვრთრნელმა 2026 წელს მხოლოდ ამხანაგური მატჩები ითამაშა და თითქოს ყველა გამოსცადა, ვინც აინტერესებდა. ამ ფონზე, ოფიციალურ დაპირისპირებებში ახალი სახეები (სამწვრთნელო შტაბს გურამ კაშია კი ემატება) რთული სავარაუდოა, მაგრამ მაინც ვისურვებთ(გვარები ბევრჯერ გვიხსენებია). სანიოლი ტაქტიკაზეც აშკარად ჩამოყალიბდა და ნაცად 3-5-2-ს დაუბრუნდა.

მწვრთნელების გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადრო და ტაქტიკურ ნაწილში, ხშირად ფეხბურთელების სათამაშო ფორმა წყვეტს. ვილის შემთხვევაში ამით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ.

არსებულ ვითარებაზე პოზიციებისა და მწვრთნელის გემოვნების მიხედვით გესაუბრებით, სიტუაცია რომ უკეთ გავიაზროთ.

მეკარეები

ამ რგოლში შეშფოთების მიზეზი გვქონდა. სანიოლმა პირდაპირ თქვა, რომ პრაქტიკის არქონა გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო თამაშზე იმოქმედებდა. "მამარდა" თასზე დაბრუნდა და შესანიშნავი იყო, "ლივერპულს" გამარჯვებაში დაეხმარა.

ლუკა გუგეშაშვილს თურქეთში ისეთი მატჩი ჰქონდა, უახლოეს სანაკრებო პერსპექტივაში არაფერი გამოვრიცხეთ. სამწუხაროდ, ამას პრობლემები მოჰყვა და ახლა მორალური მხარდაჭერა ძალიან სჭირდება!..

ეროვნული ლიგიდან "ჯვაროსნებში" ბოლო დროს გორის "დილას" მეკარე დავით კერესელიძეა.

მცველები

სათამაშო პრაქტიკა და ბოლო სანაკრებო მატჩები გვკარნახობს, რომ სანიოლი ლუკა გადრანი - ილია ბერიაშვილი - ლუკა ლოჩოშვილის სამეულს დაეყრდნობა.

რა ალტერნატივებია? საბა გოგლიჩიძე (მარჯვენა ცენტრ. მცველი) იმდენად უთამაშებელია, მისი სიაში არყოფნაც არ გაგვიკვირდება, რაც ძალიან სამწუხაროა; ლაშა დვალს სამწვრთნელო შტაბი ლოჩოშვილის პირდაპირ კონკურენტად აღიქვამს და სასტარტოში ამად არ მოვიაზრებთ. უნდა გავითვალისწინოთ, მოკლე დროში 4 დაპირისპირება გვაქვს და როტაცია ჩვეულებრივი ამბავია.

იდეალურ კონდიციებამდე შესასვლელად საბა საზონოვს ჯერ კიდევ დრო სჭირდება, მაგრამ მას ესპანეთის ჩემპიონატში პრაქტიკა აქვს და ეროვნულ გუნდს ძალიან უნდა გამოადგეს. ნაკრებს სამი ცენტრალური მცველის პირობებში ივა გელაშვილიც დაგვეხმარება, ვინც კლუბი ახლახან შეიცვალა.

ფლანგები

სამმცველიან ტაქტიკაში ფლანგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სანიოლმა ამ კუთხით საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. დიდი ალბათობით, მისთვის ახლა ყველაზე სასურველი კანდიდატები მარჯვნივ ოთარ კაკაბაძე და მარცხნივ გიორგი წიტაიშვილი უნდა იყვნენ. ის, რომ გიორგი ესპანეთში მარჯვენაფლანგელია, ეს ფაქტორი ვილისთვის გადამწყვეტი არც აქამდე ყოფილა.

ფრანგმა მწვრთნელმა მარჯვნივ გიზი მამაგეიშვილის თამაშით კონკურენცია გაზარდა, მაგრამ "შტურმის" ფეხბურთელი მოედნის ცენტრში თავს უკეთესად გრძნობს, გოლებიც გააქვს. სამწუხაროდ, მარცხნივ ირაკლი აზაროვს ნაკლები პრაქტიკა გააჩნია. ამჟამად ტრავმირებულია კიდევ ერთი ფლანგელი, ვისაც ეროვნულ გუნდში ორივე მხარეს უთამაშია - გიორგი გოჩოლეიშვილი; თურქეთში ცოტას თამაშობს საბა ხარებაშვილი.

ნახევარდაცვა

ჩეხეთთან თბილისში ჩატარებული მატჩი, სადაც ოთარ კიტეიშვილის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ნახევარდაცვით ვითამაშეთ, შთამბეჭდავი იყო. შესაბამისად, თუკი რამე პრობლემა არ გვიდგას, ეს სამეული სულ უნდა თამაშობდეს.

ირაკლი ეგოიანი - კაცი, ვინც ნიდერლანდების ჩემპიონატში გამორჩეულია, კარგად ფლობს ბურთსა და თამაშს და ამხანაგურმა მატჩმაც გამოაჩინა, ჩვენ ეროვნულ გუნდს ძალიან რომ უნდა გამოადგეს. დაველოდოთ, სანიოლი მას რა ფუნქციებს შეუთავსებს და რამდენი დროით.

სამწუხაროდ, ნიკა გაგნიძე ტრავმირებულია, ანზორ მექვაბიშვილს კი აშშ-ში ჯერ არ დაუწყია, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა, აქ შევსებაა საჭირო. ვის ენდობოდა ვილი აქამდე: "ტორპედოელები", ვლადიმერ მამუჩაშვილი და ნოდარ ლომინაძე; განსახილველია ამჟამად "ბათუმელი" სანდრო ალთუნაშვილის (ორი საგოლე პასი ბოლო მატჩში) ვარიანტიც; შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გაგნიძე დიდი ხანია, არ გვინახავს. საინტერესოა, ევროტურნირზე გასული "იბერია 1999"-იდან სანაკრებო სიას ვინმე თუ შეუერთდება.

შეტევა, შეტევა

საქართველოს ნაკრებში ახლა ბევრი შემტევია, თუ არსებულ განლაგებას განვიხილავთ, ადგილი მხოლოდ ორია, სადაც აუცილებლად ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ითამაშებენ.

რა უნდა მოუფიქროს სამწრთნელო შტაბმა? პირველ რიგში, ეცადოს, სასტარტოში ადგილი სამი შემტევისთვის მოიძებნოს. მეორე ვარიანტია, წინა ხაზის ფეხბურთელს ადგილი ნახევარდაცვაში მოუძებნონ(ეს იდეალური გამოსავალი არაა).

გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაშია. მას, ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში კი შეუძლიათ, მაგრამ უფრო მარცხნიდან შეტევა ეკომფორტულებათ, სადაც დიდი კონკურენციაა.

გიორგი გულიაშვილი ახლახან დაბრუნდა, მაგრამ მას სანიოლი ალბათ მაინც ენდობა; ბოლო ოფიციალურ მატჩში გიორგი აბუაშვილი თამაშში კარგად ჩაერთო; რა თქმა უნდა, ბუდუ ზივზივაძე და ბოლო დროს პროფილშეცვლილი და ათამშებული გიორგი გაგუა, ვინც ერთხელ "ჯვარისნების" სიაში უკვე იყო, მაგრამ მწვრთნელს თავი ვერ მოაწონა; როცა სიაზე ვსაუბრობთ, საბა ლობჟანიძე არასოდეს უნდა გამოგვრჩეს, გიორგი ქვილითაია კი ტრავმირებულია.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგაზე" B დივიზიონში 4 მატჩს ზედიზედ ვითამაშებთ (პირველს თბილისში უმაყურებლოდ), დარჩენილი ორი ტური კი ნოემბერში ჩატარდება. სიახლე ისაა, რომ ჯგუფში ბოლოადგილოსანი C ლიგაში პირდაპირ არ ვარდება და პლეი-ოფი ჩატარდება, დაწინაურების მხრივ კი სიტუაცია არ შეცვლილა.

ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ოქროს ბურთი 2026". "რატომ კვარაცხელია და არა რომელიმე ფრანგი" - ჟურნალისტმა პლატინი გააკრიტიკა
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
"გუნდში "ოქროს ბურთის" კანდიდატი ჰყავს და მის ნათქვამს ვერ ვიგებ" - ბიძინა ბარათაშვილი ოლისეს შესახებ სანიოლის განცხადებაზე
ერთა ლიგაზე ფორმატი შეიცვალა - რა ახალი წესი დაამტკიცა UEFA-მ გუშინ გამართულ ყრილობაზე