სერია A-ს მეხუთე ტურში „ფროზინონემ“ სახლში „კომოს“ 2:0 მოუგო.

მატჩი მართლაც საინტერესოდ, განუწვეტელი ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და მასპინძლები კალომ დააწინაურა. მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ, ორჯერ გაარტყეს ბურთი ძელს, ფროზინონელთა მეკარე პალმიზანიც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ძალიან აქტიურობდა კვერნაძე, რომელსაც 34-ე წუთზე ფეხი კისერში კოუტუმ ამოარტყა, მაგრამ მსაჯმა მას მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ დიაოსთან უხეშობისთვის ქართველი გააფრთხილეს. კომპენსირებულ დროში კი გიორგიმ ბუტეზის კარი დალაშქრა. მან ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა და ზედიზედ მეოთხე თამაშში არ გადის მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე.

მეორე ტაიმში ფაბრეგასის შეგირდები იერიშებზე გადავიდნენ, თუმცა პალმიზანი სასწაულებს ჩადიოდა და „ფროზინონემ“ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდს სძლია.

კვერნაძემ მე-80 წუთამდე ითამაშა - შეფასებები: Sofascore 8.3, Flashscore 7.8, Whoscored 7.7.

„ფროზინონე“ ამ მომენტისთვის 10 ქულით მე-5 ადგილზეა და 10 ოქტომბერს გასვლაზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“

ფროზინონე - კომო 2:0

გოლები: 1:0 კალო (14), 2:0 კვერნაძე (45+3)

უუჰ,ნამდვილი ფეხბურთი იყო,ყურებად რომ ღირდა და თვალს ვერ მოსწყვეტდი!ჯერ კვერნაძეს მოარტყეს ბუცი,კისერში,რომელიც გაფრთხილებით დაისაჯა.მერე უკვე ტაიმის დამატებულ წუთზე,კვერნაძეს ეშმაკურად ჩაუდგეს კორპუსი და ის გააყვითლეს,კიდევ ორი წუთის მერე კი,კვერნაძემ 70 მეტრიანი სპურტის ბოლოს,მცველი მოატყუა და უკვე საკმაოდ მახვილი კუთხიდან,გოლით დასაჯა,მოწინააღმდეგე.კიდევ ერთ მომენტში,ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და კარის წინ ზუსტი პასი გააკეთა,თუმცა პარტნიორის მიერ მცველთან ჭიდაობაში ქუსლური დარტყმა,შემთხვევით მოხვდა მეკარეს.ფლანგიდანაც უტევდა,ცენტრიდანაც და გოლი,სულაც მარჯვენა ფლანგიდან გაიტანა.ასე რომ ის, უნივერსალად ყალიბდება,თანაც ძალიან მაგარ ფეხბურთელად და არ გამიკვირდება,ისიც ძირითადში თუ დადგება და კვარასთან და მიქაუტაძესთან ადგილმონაცვლეობით,მეტოქის ნახევარზე მაგარ ორომტრიალს მოაწყობენ.პრესინგში სამივე მაგარია და იქნებ წინა ხაზზე პრესინგით გადავფაროთ,დაცვის მოპსალოდნელი სისუსტეები.კიტე და მამაგეიშვილი,დღეს სათადარიგოდან იწყებენ თამაშს და მამაგეიშვილს თუ დატვირთვას უნაწილებენ,კიტეს მდგომარეობა ჯერაც ვერ არის სახარბიელო და ამის გამო ცდილობენ,ძალიან დოზირებულად და ზომიერად მისცენ სათამაშო დრო,რათა ტრავმა არ გაუმიზეზდეს.ვშიშობ,სანაკრებოდაც ვერ მოასწრებს სრულ გამოჯანმრთელებას და კონდიციების დაბრუნებას.
Solo
როგორ მოკლე პასი მისცა, რომ უკან დაებრუნებინა ისევ, ეგეთი ტიპი უნდა გააგდო გუნდიდან. ჯიგარი ხარ გიო!! ეგრე გააგრძელე
Alla Kvara - დამანგრეველი კვერნაძე ნეაპოლში მიდის
საზონოვი ბოლოს შევიდა მოედანზე - "ხეტაფემ" "მალაგას" მოუგო
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
Alla Kvara - დამანგრეველი კვერნაძე ნეაპოლში მიდის
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
"შავი ლომი" | ინგლისური გაკვეთილი "ნორთჰემპტონისგან"
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
პირველად ქვეყნის ფარგლებს გარეთ - სერია A-ს მატჩი შესაძლოა, ავსტრალიაში ჩატარდეს
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
ნაკრებს კვერნაძე ემატება, მაგრამ კიტეიშვილი დააკლდა
Alla Kvara - დამანგრეველი კვერნაძე ნეაპოლში მიდის
[VIDEO] კვერნაძე მეტოქის საჯარიმოში მეტეორივით შეიჭრა და გამარჯვების გოლი გაიტანა
[VIDEO] კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონემ" "მონცასთან" ფრეს მიაღწია და ისევ ლიდერია
კვერნაძემ "ფროზინონე" "აველინოსთან" დააწინაურა
"საქართველოს ნაკრების ძირითადში ამიტომ ვერ ვხვდები" - კვერნაძე იტალიურ მედიას ესაუბრა
[VIDEO] კვერნაძემ სერია A-ში ისევ გაიტანა და საუკეთესო იყო - "ფროზინონე" "ჯენოას" ფრედ ეთამაშა