‘შავმა ლომმა’ სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მეორე შეხვედრა ინგლისის პრემიერშიფის მოქმედ ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონ სეინტსთან’ გამართა.

„ფრანკლინს გარდენზე“ მასპინძლები უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდნენ. მათ რიგებში მრავლად იყვნენ საერთაშორისო მოთამაშეები, ირლანდიელი და ბრიტანელი ლომები. შედეგად, ისინი სრულად ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას და ჯამში 15 ლელო გაიტანეს, რაზეც სტუმრებმა ორი ლელოთი უპასუხეს - 93:10.

‘ნორთჰემპტონი’ მაღალ ტემპში და მრავალფეროვნად უტევდა. რაქში ბურთი პრაქტიკულად არ ჩერდებოდა, ბრიტანელთა ვარსკვლავები მცირე სივრცესაც იყენებდნენ, კვეთდნენ უპირატესობის ხაზს და თავგანწირული დაცვის მიუხედავად, ფაზების შემდეგ ლელო მაინც გადიოდა.

‘შავმა ლომმა’ პირველი საპასუხო ლელო მე-16 წუთზე გაიტანა და ის სრულად ოთარ მეტრეველის დამსახურებაა. მას ფეხით გადაკიდებული ბურთი 10-მეტრიან წყვეტილთან მიუვიდა, დროული პაუზითა და ცრუმოძრაობით ხაზი გაჭრა, ერთი-ერთზე გასულმა ფეხით ითამაშა და ლელო გაიტანა. ამ დროს ანგარიში 5:19 გახდა, თუმცა ბრიტანელებმა დომინირება გააგრძელეს და შესვენებამდე ჯამში 8 ლელო გაიტანეს - 5:50.

შესვენების შემდეგ მასპინძლების შეტევები გაგრძელდა და 75-ე წუთამდე ექვსი ლელო გავიდა. 75-ე წუთზე ‘შავ ლომს’ საუკეთესო ეპიზოდი ჰქონდა. ბურთის ხაზზე გაშლის შემდეგ, ლუკა ტაბატაძემ თამამად შეუტია, ერთი მცველი ხელის კვრით ჩამოიშრა, ხაზი გაჭრა და დროული გადაცემით ლელოში გიორგი სპანდერაშვილი შეუშვა. შეხვედრის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და 93:10 გაიმარჯვეს.

‘შავ ლომს’ ჩელენჯ თასის ახალი სეზონის დაწყებამდე კიდევ სამი მაღალი დონის მოსამზადებელი შეხვედრა ელის. 24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველო „ტოიოტა ჩელენჯის“ მეორე ეტაპს, თბილისის თასს უმასპინძლებს, რომელშიც ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - სამი სამხრეთ აფრიკული და სამიც ევროპული.

‘შავი ლომი’ პირველ თამაშს სამხრეთ აფრიკის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასთან’ გამართავს (24 სექტემბერს 20 საათზე); მეორე მატჩი ფინალში დამარცხებულ ‘აირლინკ პუმასთან’ ექნება (29 სექტემბერს 17 საათზე); მესამე შეხვედრა კი ქარი ქაფის მესამეადგილოსან ‘ტოიოტა ჩიტასთან’ (4 ოქტომბერს 20 საათზე). მათ გარდა თბილისის თასზე პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ მონაწილეობენ.

ინგლისი. ნორთჰემპტონი. „ფრანკლინს გარდენი“

ნორთჰემპტონ სეინტსი (ინგლისი) - შავი ლომი (საქართველო) 93:10 (50:5)

შავი ლომი

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე (კაპ.), 12. თორნიკე კახოიძე, 11. რომა მახათაძე, 10. დავით იმნაძე, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე, 6. მაიკლ ქარი, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასა პოტუ.

მარქაფა: გიგა კობახიძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, შოთა ხელაძე, გიორგი ქიმუცაძე, გიორგი მამაიაშვილი, დემურ ეფრემიძე, დავით არველაძე, ლუკა ნარსია, გიორგი ცუცქირიძე, ოთარ გიორგაძე; თემურ ძოძუაშვილი, ლუკა ცირეკიძე, ლუკა ტაბატაძე.

Rugby.ge

შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"შავი ლომი" | ქარი ქაფის ლიდერები თბილისში - "თბილისის თასი 2026" 24 სექტემბერს დაიწყება
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"