ქართველ ლეგიონერებს ევროსარბიელზე დატვირთული კვირა ჰქონდათ. გიორგი ცხოვრებაძემ და „ზაგრებმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა ჩაატარეს, რის შესახებაც უკვე ვიუწყებოდით. ევროპის თასზე ითამაშა ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდამ“. გარდა ამისა, რამდენიმე ქართველმა ხელბურთელმა ევროპული ქვეყნების ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართა.

სერბეთი

ქალთა სუპერლიგის მეორე ტური შედეგიანი გამოდგა თეკლა ძამუნაშვილისთვის. „ნაპრედაკის“ ქართველმა ლეგიონერმა სერბულ ლიგაში სადებიუტო გოლები გაიტანა. „ტემერინთან“ გასვლით შეხვედრაში ძამუნაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო — ფრედ (24:24) დასრულებულ მატჩში მან 5 ბურთი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

რუმინეთი

რუმინეთის ეროვნულ ლიგაში ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის „პოტაისა ტურდას“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, თუმცა გუნდმა წარმატებას მიაღწია ევროპის თასის პირველი ეტაპის ორივე შეხვედრაში. ქართველი ლეგიონერების კლუბმა საკუთარ მოედანზე ბოსნია-ჰერცეგოვინის „კონიუჰ ჟივინიცეს“ 24:20 მოუგო. ამ მატჩში ორჯონიკიძემ 1 გოლი გაიტანა, კბილაშვილმა კი 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

განმეორებით შეხვედრაში, რომელიც ასევე რუმინელთა გამარჯვებით - 26:24 დასრულდა, კბილაშვილი 8 გოლით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით მოედანზე საუკეთესო იყო. ორჯონიკიძეს განმეორებით მატჩში არ უთამაშია.

საფრანგეთი

„სტარლიგის“ საწყის ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა ერეკლე არსენაშვილის „ტრამბლემ“. გუნდმა შინ „სენ რაფაელი“ 36:30 დაამარცხა, ქართველმა ლეგიონერმა კი ახალ სეზონში პირველი გოლები გაიტანა. არსენაშვილის ანგარიშზე 2 ბურთია.

პოლონეთი

სუპერლიგის მესამე ტური წარუმატებელი გამოდგა ზურაბ ცინცაძის „ლეგიონოვოსთვის“. ქართველის გუნდი გასვლით შეხვედრაში პლოცკის „ვისლასთან“ 24:37 დამარცხდა. ცინცაძემ ამ მატჩში 7 ბურთი მოიგერია.

GEOHANBALL.GE

გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ტრანსფერი შედგა - საზონოვის "ხეტაფეს" დაცვას ლეგენდარული დანი კარვახალი გააძლიერებს
მეოთხე მწვრთნელი ისტორიაში - მარესკა და "სიტი" შეუჩერებლები არიან
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
ქვიზი: გამოიცანი სპორტსმენი მისი წიგნის მიხედვით
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
ჩაკვეტაძემ უკვე შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "ტორინოსთან" დამარცხდა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე