„ზაგრებმა“ დანიელთა დაცვის გატეხა ვერ შეძლო

C ჯგუფი

„ზაგრები“ (ხორვატია) 23:33 (12:17) „ოლბორგი“ (დანია)

„ზაგრებისთვის“, რომლის 11-ნომრიანი მაისურითაც გიორგი ცხოვრებაძე თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი წარუმატებელი გამოდგა - ხორვატები საკუთარ მოედანზე დანიურ „ოლბორგთან“ დამარცხდნენ.

ამ შეხვედრამდე „ზაგრებისა“ და „ოლბორგის“ გზები რვაჯერ გადაიკვეთა: ორჯერ ხორვატებმა გაიმარჯვეს, ხუთ შემთხვევაში - დანიელებმა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ჩემპიონთა ლიგაზე ისინი ბოლოს 2024 წლის 26 თებერვალს შეხვდნენ და იმ შეხვედრაში „ზაგრები“ გასვლაზე 3 ბურთის სხვაობით, 30:33 დამარცხდა.

„ზაგრებისთვის“, სამწუხაროდ, „ოლბორგთან“ უარყოფითი სტატისტიკა უფრო გაუარესდა. ხორვატიული კლუბი, რომელიც შიდა ასპარეზზე წაუგებელია, საკუთარ მოედანზე 10 ბურთის სხვაობით, 23:33 (12:17) დამარცხდა.

ითამაშა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ, რომელმაც 2 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ერთი დღით ადრე „პარი სენ-ჟერმენმა“ C ჯგუფის აუტსაიდერ სლოვენიურ „ცელიეს“ 46:35 მოუგო და „ოლბორგის“ მსგავსად 5 ქულა დააგროვა. თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ჯგუფში პირველ ადგილზე დანიელები არიან. „ზაგრები“ 2 ქულით მესამეზეა და მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, ისევ „ოლბორგთან“, სტუმრად გამართავს.

GEOHANBALL.GE

კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ლეგიონერები - თეიმურაზ ორჯონიკიძე და ერეკლე არსენაშვილი მოედანს დაუბრუნდნენ
თეკლა ძამუნაშვილი სერბეთის სუპერლიგაში ითამაშებს
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
მოლდოვა 1:0 საქართველო
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
[VIDEO] ეს აუცილებლად უნდა ნახოთ - გიორგი ცხოვრებაძის ულამაზესი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგაზე სუპერმატჩი ჩაატარა
გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ჩემპიონთა ლიგის მე-13 ტურის საუკეთესო გოლად აღიარეს