ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0), უკრაინელი ექსპერტები თანამემამულეთა თამაშით უკმაყოფილოები დარჩნენ.

ვიაჩესლავ ზახოვაილო: „გულახდილად გეტყვით, თამაში არ მომეწონა. გუნდებმა ძალიან დაბალი დონე დ ბევრი ინდივიდუალური წუნი გვაჩვენეს. მალდერამ კვლავ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით. საქართველოს ნაკრები დაღლილად გამოიყურებოდა, მეორე ტაიმი გუნდებმა სტატიკურ მდგომარეობაში ჩაამთავრეს. თბილისიდან სამი ქულის წამოღება დღეს ჩვენთვის სირცხვილი არ არის“.

იგორ იურიჩი: „ერთა ლიგის პირველმა ტურმა შეხვედრის არსი განაპირობა. სახლში დამარცხებული მასპინძლები ვალდებული იყვნენ ბედი შეტევაში ეძიათ. ბუდაპეშტში მოგებულ უკრაინას შეეძლო საკუთარი თავისთვის დაცვიდან მოქმედების უფლება მიეცა - თითქოს ჩასაფრებიდან. თუმცა ის, რომ აშკარად ფრეზე ითამაშა, უმეტესობისთვის სიურპრიზი იყო.

ერთმა გუნდმა ვერ შეძლო, მეორემ კი არც მოინდომა - ეს ზუსტი ფორმულირებაა. არ მოინდომა - ეს ჩვენებზეა ნათქვამი. შეიძლება ვიკამათოთ, მაგრამ შედეგი იმედგაცრუებულ სახეზეა. რა თქმა უნდა, აქ საუბარი მაყურებელზეა, რომელმაც საათნახევარი უაზროდ დაკარგა. დივანის სტრატეგები კი კმაყოფილები არიან.

სასტარტო გამარჯვებით შეგულიანებული ექსპერტები ფრთხილი ოპტიმიზმით იყვნენ განმსჭვალულნი. თუმცა, უნდა ვიფიქროთ, მათი იმედი იმას ეფუძნებოდა, რომ საქართველო უნგრეთზე სუსტია. დაპირისპიებამ ეს ნათლად დაადასტურა. იმასაც ვიტყოდი, რომ ქართველებმა იმედგაცრუებულები დაგვტოვეს, რამეთუ ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის დუბლებთან თავისი თამაშის თავს მოხვევა და პირობების კარნახი.

როგორც მთავარ ვარსკვლავს შეეფერება, კვარაცხელია მოედნის მოთამაშეებს შორის გამოირჩეოდა, მაგრამ როგორც სობოსლაიმ პირველ ტურში, ამით მისმა გუნდმა ვერავითარი დივიდენდები ვერ მიიღო. მან და ევროპის ტოპ-ჩემპიონატის შვიდმა წარმომადგენელმა ვერაფერი გააწყვეს მეტოქესთან, რომელსაც სასტარტოში უკრაინის ჩემპიონატის შვიდი ფეხბურთელი ჰყავდა. ჩვენს კარში ბოლოს 63-ე წუთზე დაარტყეს, თუ ეს საერთოდ კარში დარტყმა გახლდათ. დიახ, ქართველებს მეტი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ იმის მტკიცებას ვერ დავიწყებ, რომ მოგებას იმსახურებდნენ“.

ვიქტორ ლეონენკო: „წინა ინტერვიუშიც ვთქვი, რომ ჩვენი ჯგუფი ყველზე სუსტია. ახლა ვფიქრობ, ეს დადასტურდა. ეჭვი მეპარება ასეთი ფეხბურთი ვინმეს მოსწონებოდეს. შეიძლება მივულოცოთ: ერთი ქულა გამოვიმუშავეთ და შემდეგ რა? ჩვენს სუსტ ჯგუფში ნებისმიერს შეუძლია პირველი ადგილის დაკავება. აი, გავალთ А ლიგაში და მერე რა? რაზეა საუბარი, როდესაც ასე უსუსურად გამოვიყურებით ქართველებთან, რომელთაც სრულიადაც არ ჰყავთ ყველაზე ძლიერი ნაკრები? ქულების მიხედვით ყველაფერი კარგადაა, ხოლო თამაშით?

უნგრეთის შემდეგ რაღაც სურვილი დავინახეთ. ჯანდაბას, რა რაღაც სურვილი? რატომ არავინ ამბობს, რომ უკვე მე-20 წუთზე შეიძლებოდა მოწინააღმდეგე დაწინაურებულიყო, მაშინ როცა ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით? ჩვენ ხომ უძლიერეს ჯგუფში არ ვართ. ეიფორიას ჯერ ნუ მიეცემით“.

100%
სირცხვილი ჩვენს გუნდს.
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"დიდი ხანია, ასეთი კარგი პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია" - რა თქვა კვარაცხელიამ უკრაინასთან მატჩის შემდეგ
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
რამაზ სვანაძე: უმეტეს ნაწილში უკეთესი ვიყავით - ესაა, რაც ერთი ვარჯიშითა და რამდენიმე თეორიული მომზადებით მოვახერხეთ
უკრაინელთა მწვრთნელი: ასეთ დაბალანსებულ და ძლიერ საქართველოს ნაკრებს ველოდი!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას ვერ მოუგო
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მარკის რიდი შედეგიანობას "ბაჰჩეშეჰირშიც" აგრძელებს | "ფენერბაჰჩე" დამარცხებულია
შერმადინი მოედანს დაუბრუნდა | "ტენერიფეს" დასანანი მარცხი "სარაგოსასთან"
თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
[VIDEO] მესის ფანტასტიკური გოლი ჯარიმიდან - მაიამის "ინტერი" ბოლო წამებზე დამარცხდა
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
[VIDEO] პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ნორვეგიას მოუგო - დანიამ უელსი დაამარცხა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას ვერ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
უკრაინელთა მწვრთნელი: ასეთ დაბალანსებულ და ძლიერ საქართველოს ნაკრებს ველოდი!..
რამაზ სვანაძე: უმეტეს ნაწილში უკეთესი ვიყავით - ესაა, რაც ერთი ვარჯიშითა და რამდენიმე თეორიული მომზადებით მოვახერხეთ
ფრე ბელფასტში - რა შანსი დარჩა საქართველოს ნაკრებს?