ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე უკრაინასთან ფრეს დასჯერდა - 0:0. მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ეროვნული გუნდის კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ვილი სანიოლს, რადგან მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ეს ექვსი წელი წარმატებული იყო, ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე გავედით.

რაც შეეხება მატჩს, დიდი ხანია ასეთი კარგი პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია. ყველაფერში უპირატესობა გვქონდა, მხოლოდ გოლის გატანა გვჭირდებოდა.

მეორე ტაიმში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. რამაზ სვანაძესთან ვარჯიშისთვის კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა, თუმცა ვფიქრობ, დავალება შევასრულეთ.

უკრაინა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და თამაშს დადებითად ვაფასებ. რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. გვქონდა მომენტი, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ვერ შევძელით. ახლა უკვე მომდევნო მატჩისთვის ვემზადებით", - თქვა კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთვის, ერთა ლიგის B დივიზიონის 2 ტურის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიას და უკრაინას ოთხ-ოთხი ქულა აქვთ, უნგრეთსა და საქართველოს კი - თითო-თითო.

ვაი სირცხვილო
ვაი შენს პატრონს, პრესინგზე რო სამი წუთი არ შეგიძლიათ თამაში და სანამ უკრაინა არ დაკარგავს ბურთ რო დაიწყოთ შეტევა რაზეა საერთოთ ლაპარაკი. მე ის მიკვირს რო არ წავაგეთ
Kaxa
რო არ გეღორა და რამოდენიმეჯერ უკეთეს პოზიციაზე პასი მიგეცა ბიჭებისთვის იქნებ გოლიც გაგვეტანა.ეს კლუბი არაა რო ყოველ მეოთხე დღეს გაქ შანსი მოგების.
ისე
მაგას ჯობდა, არაფერში გვქონოდა უპირატესობა და გოლი გაგეტანათ...
ბორია წიფურია
ეს თამაშის საყურებლად იყო გასული მოედანზე თუ სათამაშოდ? ბურთი რომ ფეხებში ებლანდება იმას მიხედოს სჯობს და შეეშვას კომენტარების კეთებას სანამ ფეხბურთის თამაშს თავიდან ისწავლიან. ღა პირველი თაიმი ან ვის ეთამაშებით. სირცხვილი არ გაქვთ? ქვეყანა ომშია და თქვენზე უკეთესს ფეხბურთის თამაშშ ახერხებს მთლიანად გამოცვლილი გუნდით. სირცხვილი.
კონტეს მამა
ხვიჩა, არაა უკრაინის ნაკრები ერთერთი უძლიერესი ევროპაში. საშუალო დონისაა, მაგიტომაც თამაშობს B ჯგუფში. იმ შემადგენლობასთან კი, რომელმაც უნგრეთი გასვლაზე დაამარცხა, ან გექნებოდათ უკეთესი პირველი ტაიმი, ან არა. თქვენ ფაქტიურად მეორე შემადგენლობას ეთამაშეთ. და მეორე ტაიმი რატომ ჩააგდეთ, რამ შეგიშალათ ხელი? იმედია ამის ანალიზს გააკეთებთ. და ყველაფრის თავის თავზე აღებასაც მოეშვი. გასაგებია რომ გული გერჩის, გინდა იყო სამაგილითო კაპიტანი, ბევრსაც ცდილობ, მაგრამ ჯამში სასურველ შედეგს მაინც ვერ ვიღებთ. უმჯობესი იქნება ძალები გადაანაწილოთ, მეტჯერ გასცე ბურთი, როცა თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაში იმყოფება და შედეგიც მოვა, შენც არ გადაიღლები და შემდეგ მატჩშიც გამოგვადგები. მაშინ აუტებიც შენ მოაწოდე, კარშიც შენ ჩადექი და რა გამოვა? არაფერი. არაფერი დაშავდება, თუ კუთხურებს ჩაკვე ჩამოაწოდებს, მშვენივრად ახვევდა პირდაპირ კარში, როცა უოტფორდში თამაშობდა. თუნდაც დაბლებმა, წიტამ ან კიტემ, მათაც კარგად ეხერხებათ სტანდარტულების შესრულება. იგივე ქოჩორასაც შეუძლია. გადაინაწილეთ, დამიჯერე, ასე აჯობებს. დადექი ჩვეულ ადგილას და იქედან შეუტიე და ურტყი. გისურვებთ გამარჯვებებს ორივე გასვლაზე. ნაკლები ნერვიულობა, მეტი პრესინგი და მოძრაობა. იცი შენ როგორ ხდება ეს ყველაფერი პსჟ-ში და შემოუძახე ბიჭებს! სვანაძე მაგდენს ან მიხვდება, ან არა. მაგას შენი შეცლისაც ეშინია, რომ კრიტიკა არ დაიმსახუროს. ძალების გადანაწილება აუცილებელია ასეთ შემჭიდროებულ გრაფიკში, რომ არავინ დაზარალდეს და შედეგიც დაიდოს. მალდერა გიჟი კი არ იყო, რომ ძირითადი დაასვენა. ძალიან მაგარი მწვრთნელია, ამიტომაც წაიღო საჭირო ქულა თბილისიდან.
A
Შენ Თუ კამფეტი ნაᲭამი გქონდეს ვარიანტია. საუკეᲗესო პირველი ტაიმი.დიდიხანი არაა. სამი დᲦეა

უკრაინის ნაკრების ექსპერიმენტული შემადგენლობის წინააღმდეგ, სადაც მალდერამ გამოიყვანა დებიუტანტები და პერსპექტიული ახალგაზრდები და საკუთარ მოედანზე ვერაფერი გავაწყეთ, სხვასთან რისი იმედი უნდა გვქონდეს?
ჟორა გაბრიჭიძე
სანიოლის მწვრთნელობით საქართველომ და ვილიმ ბევრი მოიგეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ევროპის შემდეგ სანიოლი, რომ წასულიყო ორივე მოგებული დარჩებოდა, სანიოლი გამარჯვებული მწვრთნელი იქნებოდა და ხელსაყრელ კონტრაქტს გააფორმებდა, ჩვენ კი 4 წლის შემდეგ ამ დღეში აღარ აღმოვჩნდებოდით.
მიხო
სანამ სფფში ჩანერგილი ნაცები, კაციტაძე, გიორგაძე, ნაკაიძე, ბურდული და სხვა რევაზა არველაძის კლანის წევრები გეყოლებათ წინსვლა ძალიან გაგიჭირდებათ!
ჯონდო

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
რას გადაწყვეტს ენრიკე? ხვიჩა მარჯვნივ და გამორჩეული მომენტის გახსენებით
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება