ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც

რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც

ერთა ლიგაზე უნგრეთთან დამარცხების (0:1) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ისაუბრა:

"ერთ-ერთი მთავარი, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის ძალიან მაღალი ინტენსივობა და ინტენსიური პრესინგი, რომელთან გამკლავებაც საწყის ეტაპზე ძალიან გაგვიჭირდა. სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა პირველ ნახევარ საათში.

ინტენსივობასთან დაკავშირებით გრაფიკიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო. სამწუხაროა, თუმცა ამ ეტაპზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რეალურად გუნდის ხერხემალს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ჰქონდათ ტრავმები და უთამაშებელი პერიოდი. ამიტომ მათთვისაც რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება.

ჩრდილოეთ ირლანდიაში იმისთვის მივდივართ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. მათ წინააღმდეგ ერთხელ უკვე ვითამაშეთ. ამ ეტაპზე გვაქვს ორი მარცხი და ერთი ფრე. ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ მესამე თამაშში გოლი ვერ გავიტანეთ. ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც. კარგია ისიც, რომ შემდეგი თამაში უკვე სამ დღეში გვაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, ირლანდიაში ყველაფერი სხვანაირად იქნება".

NAKREBI.GE

• მამუკა

შენი გუნდი თუა, რაზეა ლაპარაკი

• ვაი ჩვენ პატრონს

ესეც მაგარი მეოცნებეა რა😀

• SOS!!!

დიდი გამოცნობა არ უნდა რითიც დაასრულებთ!

• Გიო

Პირველი მწვრთნელია რომელიც გოლის გატანას გვპირდება სადამდე დავეცით. Წარმატებები

• თორო

ამათ გამოძახებას ჯობია ისევ 21 წლამდელები გამოიძახოს მთავარმა მწვრთნდლმა! დამეძინა სტადიონზე უკრაინასთან ! 0 ემოცია! 0 განწყობა სტადიონზე! 2000 იანების ნაკრებს დაემსგავსნენ!

• დიდი ბოდიში

აჰჰჰჰ, ტაში დავაკეით, ხომ? გასგებია, ბოდიში ბატონ რამაზს, რომ ბუდაპეშტში არ ჩავკხეთ და აეროპორტში და ტაში არ ვაახლეთ! გვაპატიეთ რამაზ ბატონო და გამოვწორდებით, უფრო დიდი ანგარიშით, რომ წააგებთ, უფრო მეტ ტაშს დაგიკრავთ!

• გიორგი 3

ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი არის ამ ფეხბურთელების ვინც დღეს ნაკრებში არიან, ძალიან დაბალი IQ ზოგადად და არა მარტო თამაშის. განსაკუთრებით ეს ჩანს მათ უაზრო ინტერვიუებში. ასევე დააკვირდით მათ ცარიელ თვალებს ქვეყნის ჰიმნის შესრულების დროს. მათ არ იციან (არც აინტერესებთ) არა მარტო ჩვენი ქვეყნის არამედ ჩვენი ფეხბყრთის ისტორიაც. დაგოიუმებული არიან მარტო ფულით. თუმცა რაც ქვეყანაა იმის შესაბამისი ფეხბურთიც გვაქს

• ირაკლი

სვანაძემ კი არა კლოპის გერმანიამ წააგო სახლში საბერძნეთთან და ტაშით გააცილეს. აცალეთ ამ კაცს, ჯერ არ მოსულა და თუ ვინმეს რამე შეგიძლიათ, ამოუდექით გვერდში - თუ არა და ნუ იგესლებით მაინც. მარტო სადღეგრძელოებში ვართ მაგრები

• დავით

კაცო ფლიკი ურეკავდა მიქაუტაძეს, ის კი ტელეფონს უთიშავდა. როგორ ნანობს ალბათ ბარსას მწვრთნელი. ძაღლი შინ არ ვარგიდაო და სანადიროდ მიყავდათო ამათზეა ნათქვამი

• ედემი კორძაია

წინა პოსტია კომენტარზე კვარას და ჩემი ჰეითერების შემოსევა მქონდა. ვერას დაგვაკლებს ქართველებს ბოროტი ძალები ვერაფერს. დიახაც გავალთ ამ ჯგუფში მეორე ადგილზე მაინც. კვარადონა ჩვენი სიამაყე ხარ ჩვენი საამაყო ქვეყნის საამაყო შვილი

• სტატუს ქუო

ეეეჰ, ამათ არაფერი ეშველება, პელეც რო მოუყვანო.

• tor

სამ დღეში თამაში რატომაა კარგი? ძაან მაგრა ვართ ფიზიკაში?დდდდდდდ

• T.q

შენ ბიჭო შენი თავი აიგდე მასხარად შენთვის აზრი არ მიკითხავს გასაგებია შენთვის?!

• ემიგრანტი

მინდა რომ მჯეროდეს, მესიმპსთიურება ეს მწვრთნელი რატომღაც, მაგრამ ასე მგონია სანამ ეს ფედერაციაა სათავეში კარგი მწვრთნელი არ განვითარდება არც ქართველი არც უცხოელი! თუ ვინმე ამ ფედერაციასთან მუშაობს ავტომატურად კორუფციის ნაწილია!!!

• ლადო

ხან ეს ოცნება მეცოდება...წყალდიდობაა ოცნების ბრალია.გვალვაა ოცნების ბრალია.მეწყერი რათქმაუნდა..ეხლა ფეხბურთიც დაემატა...რა ჯანდაბა გვჭირს???მოგვიგეს იმიტომ რომ გვაჯობეს..რა არაა ჩვენზე ძლიერი გუნდი თუ შიდა ჩემპიონატში ვჯობივართ???და მთავარი . ჩვენი გუნდის სშუალო ასაკი 26-27 იაფეხბურთს წესით 8 წლის ასაკიდან იწყებ ესეიგი ამბიჭებმასპორტსკოლებში თამაში დაიწყეს2006-2008 წლებში..ხოდა მაშინ რა დონეც იყო გაიხსენეთ...ასე რომ ნაცებო თქვენი პროპაგანდისტი ....

• Barmalei

ერთმა კაცმა ათრია მთელი ჩვენი ჯოგი. სირცხვილია პროსტა

• სხვა

უკვე დაასრულეთ დამიჯერე... ის, რაც 2024 ში იყო

• Emigranti

თავს რატომ ვიტყუებთ გვაჯობეს გოლი გაიტანეს და უკნიდან დაიწყეს თამაში როცა საჭირო იყო.მაღალ.პრესინგს გვეთამაშებოდნენ. ჩვენ ამდენი წლების განმავლობაში მაღალი ტემპი მოწინააღმდეგის ნახევარზე პრესინგს ვერ ვთამაშონთ გადახედეთ აბა სადაც ჩვენი ფეხბურთელები თამაშობენ რომელ კლუბებშიც კვარას ჩათვლით აბა არ ირბინონ წინდა უკან არ ითამაშონ პრესინგი სკამზე სვავენ მეტი მომთხოვნი და მეტი დისციპლინა სააჭირო.. ბოლო ადგილზე გავალთ და ეს საჭიროც არის რომ მომავალ ერთალიგაზე c დივიზიონიდან დავიწყებთ მსოფლიოს შესარჩევს და იქიდან თუ გავალთ მსოფლიოზე.

• კოლმეურნე, ცხრა ნომერი გლეხი

ამოსავალი წერტილი მწვრთნელის აბსოლუტური თავისუფლება უნდა იყოს თავის არჩევანში, მიღებულ გადაწყვეტილებებში და სტრატეგია-ტაქტიკის შემუშავებაში. პატივცემულო გულშემატკივრებო, სამწუხაროდ არ არის სვანაძე ასეთი მწვრთნელი. პირადად ჩემთვის სულერთია, ეგ იქნება თუ მაგალითად საზღვარზე მდგომი მებაჟე, რომელსაც უყვარს ფეხბურთი. კი ბატონო, აქვს გამოცდილება, მაგრამ ფსიქიკა როგორი აქვს, ამას ვინმე კითხულობს? ხომ ყველასთვის ნათელია, რომ ოცნების მომხრე პიროვნებაა და რასაც ეტყვიან ზემოდან, იმას გააკეთებს. ეტყვიან ხვალ, წადიო? უსიტყვოდ დაიხურავს ქუდს და წავა. მიზეზის მოგონება რა თქმა უნდა ძნელი არ იქნება. აგერ სანიოლი, დღესაც არავინ ვიცით, ოფიციალურად რის გამო გაუშვეს. ჰოდა, როცა ქვეყანაში ასეთი რამეები ხდება, ნდობა ასეთი მწვრთელისადმი ყოველთვის დაბალი იქნება. არა აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას ემხრობა, მთავარი ისაა, რომ ვიღაცეების სურვილზეა დამოკიდებული. ნაკრებს ჭირდება დამოუკიდებელი, წნეხისგან სრულიად თავისუფალი მწვრთნელი, პროფესიონალი, ამბიციური და აუცილებლად თანაბრად მომთხოვნი ყველასამი, განურჩევლად მათი ვარსკვლავობისა. კი ბატონო, ალბათ ერთხელაც იქნება რომ ცოცხმაც გასროლოს, მაგრამ რა შეღავათი იქნება ეს ქართული ფეხბურთისათვის? რას მოგვცემს თუნდაც ირლანდია დავამარცხოთ სტუმრად? არაფერს. ბიჭებს პრესინგის თამაში არ შეუძლიათ, 2 წუთიც ვერ გაქაჩეს უნგრელებთან. ფიზიკურად არ შეუძლიათ. უპრესინგოდ კი ყოველთვის მეორე ნომრად ვითამაშებთ და საკუთარ საჯარიმოზე ვიქნებით მიჯაჭვული. ძალიან ცუდია, რომ სტაჟიანი ფეხბურთელები დუმან, არავინ გამოთქვამს არც შენიშვნებს და ელემენტარულად კეთილ სურვილსაც კი. სვანაძე ამათ სირბილს ნაღდად ვერ ასწავლის. ან სულ ახლიდან უნდა დაიწყოს ბავშვების მომზადება, ან უნდა მივიღოთ ის, რაც დღესდღეისობით გვაქვს, სიმართლეს თვალებში შევხედოთ და ნუ გვექნება ზედმეტი ამბიციები. ფაქტიურად, ნახევარი გუნდი ვერ დარბის. აქ ხვიჩას საყვედურობნენ ზოგიერთნი. უბრალოდ სასაცილოა. ნეტა ყველას ხვიჩასავით, ლოჩოსავით, წიტასავით და ქოჩორასავით შეეძლოთ სირბილი. კვერნაძეც კარგია ამ კომპონენტში. ბოდიშით, ალბათ თავი შეგაწყინეთ, მაგრამ ჯობია ყველამ თქვას სიმართლე რაც ხდება ჩვენს ფეხბურთში, ვიდრე სირაქლემას პოზაში ვიყოთ. ბოლოზე ვართ უკვე ევროპაში, ბოლოზე, მაგის იქეთ აღარავინაა უკვე!

• ზაზა

ამის მწვრთნელობა არ გაიშვას.სად მოძებნეს.21 წლამდელები ხო ააყვავა რა.დანიშვნამდე ეგ არ იყო ბერძნებმა რო გადაუარეს?

• tedo

ertxel mainc miiwviet Kirkitadze da marjvena shemtevad atamashet !!!!!!!!!!!!!!! ras izams uaress , rasac axla miweulebi ar shvebian ? daakenet Kirkitadze da naxavt rac moxdeba marjvniv da rogor moexsneba wnexi marcxena shemtevebs . mosinje dacvis centrshi Lominadze da Iegoiani da Gizi naxevadacvashi , ogond ertdroulad . gadadi 4-3-3 sqemaze . girs gariskvad - uaress ragas izamt , rac axla gvwirs ???

• FaBro

სვანაძის ხელში სამწუხაროდ რეგრესი გარდაუვალი იქნება. არ აქვს არც შესაბამისი კლასი და არც გამოცდილება საიმისოდ, რომ მსგავსი ტიპის ჭაობიდან ამოიყვანოს ნაკრები და სანიოლის გაშვების მთავარი იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მასზე გაცილებით გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელი უნდა მოგვეზიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში "თხა გავიდე, თხა ვიყიდე" პრინციპით გამოდის მოქმედება. აუცილებლადაა მოსაძიებელი შეტევითი სტილის მქადაგებელი მწვრთნელი, სასურველია ესპანური საფეხბურთო სკოლისა და ფილოსოფიის წარმომადგენელი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 1-1.5 მილიონი ევრო დაუჯდება ფედერაციას. ასეთები არიან მაგალითად მიქაუტაძის ყოფილი მწვრთნელი ვილიარეალში - მარსელინიო გარსია ტორალი, კიკე სეტიენი და პაკო ლოპესი, რომლებსაც პრიმერაში მუშაობის გვარიანი გამოცდილება გააჩნიათ და ამჟამად თავისუფალი აგენტები არიან. სურვილის შემთხვევაში მათთან მოლაპარაკების წარმოება სრულიად შესაძლებელია. ხარისხიანი მწვრთნელის გარეშე ძალიან რთული იქნება ნაკრების თავისუფალი ვარდნის რეჟიმიდან გამოყვანა და თუ დროულად არ იმოქმედა ფედერაციამ სავალალო შედეგებს მივიღებთ.

ჩაისვარეს!როგორც ყოველთვის.

• ABARA

დარჩენილ 3 შეხვედრაში იგივე სქემით თამაში თავს ლაფის დასხმა და სირცხვილი იქნება. აჯობებს გაიტესტოს ახალი სქემები და ახალი მოთამაშეები ამ სქემებში, თუ გვინდა რომ შემდეგ ციკლშიც ასე პირწმინდად არ გავნადგურდეთ. აუცილებელია 4-3-3 ფორმაციის გამოყენება, სადაც შეტევის ფლანგებს მარცხნივ ხვიჩა ხოლო მარჯვნიდან კვერნაძე ან წიტაიშვილი ჩაიბარებენ. დარჩენილ თამაშებში პირადად მე ბუდუს დავაენებდი ცენტრ ფორვარდად და 65-70 წუთი ბოლომდე დახარჯვას მოვთხოვდი, ხოლო მიქაუტაძეს ბოლო 20 წუთს მივცემდი. ცენტრალურ ხაზში აუცილებლად გავეტსტავდი მექვაბიშვილის ალტერნატივას, რომლადაც პირველ რიგში ლომინაძე მეგულება. არ მესმის ამდენი არაფრისმთქმელი თამაშის შემდგომ რატომ არ შეიძლება ლომინაძესაც მისცენ თუნდაც ერთი ტაიმი და შანსი დაამტკიცოს, რომ მასაც ძალუძს საჭიროების შემთხვევაში ნაკრების დახმარება. დაცვის მარცხენა ფლანგზე დროა უკვე ხარებაშვილი შეაჩვიოს ძირითადს, რადგან ნომინალური მარცხენა მცველი კლასიკური გაგებით მუდმივად პრობლემაა და სამომავლოდაც თუ არ გვინდა ამ პრობლემის წინაშე ყოფნა აჯობებს ფუნდამენტი დღესვე ჩაიყაროს. დაცვის ცენტრში გოგლიჩიძე არ დგას ურიგოდ, თუმცა რიგ შემთხვევებში მცველები ტაქტიკურად ცოდავენ უპატიებელ პასებს აკეთებენ ცენტრალურ ზონაში, რის შედეგადაც მეტოქემ არაერთი კონტრშეტევის შესაძლებლობა მიიღო და ამაზე ბევრია სამუშაო მთავარი მწვრთნელის მხრიდან. ეგოიანს რაც შეეხება, არ მინდა ცუდი ვთქვა, მაგრამ იმ ჟნრის ფეხბურთელია, რომელიც არაფერს აშავებს მოედანზე, თუმცა არც არაფერს აკეთებს. შეტევის მარჯვენა ფლანგზე ასევე გასატესტია მამაგეიშვილი, რომელიც არაა ურიგო ფორმაში და იმ შემთხვევაში თუ მარცხნიდან კვერნაძე ხანდახან მაინც დაასვენებს კვარაცხელიას, მაგრჯვნივ მამაგეიშვილის მოსინჯვა არ იქნებოდა ურიგო ვარიანტი. ძალიან ბევრია სამუშაო დაცვიდან პასებით ამოსვლაზე, ასევე ერთი შეხებით თამაშზე და მთავარ აქილევსის ქუსლზე - ფიზ.მომზადებაზე, რომლის გარეშე თანამედროვე ფეხბურთი უკვე წარმოუდგენელია. როგორი ტექნიკური და ნიჭიერიც არ უნდა იყოს ბურთთან, შეხვედრაში მინიმუმ 11-12 კილომეტრის დაფარვა თუ არ შეგიძლია განსაკუთრებით ნახევარმცველს - ვერაფერს გახდები. ამას სტატისტიკაც მოწმობს და გადაამოწმოს ვისაც არ ჯერა. p.s მსრუს ორიოდ სიტყვით სვანაძესაც შევეხო. არ ვიცი რატომ ჩათვალა, რომ მზადაა მთავარი ნაკრების ჩასაბარებლად, ეს ის შემთხვევა მგონია როცა ამბიციამ გადაძალა საღ აზრს. ძალზედ გამოცდილი მწვრთნელი და ამავდროულად ფსიქოლოგი უნდა იყო, რომ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ნაკრები ჩაიბარო და შედეგს მიაღწიო. აქ უკვე კოსმეტიკურ ცვლილებებზე არაა საუბარი, ძირეული ცვლილებებია საჭირო და ძალიან ბევრი სამუშაო, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. კარგი იქნებოდა საშუალო დონის შემტევი ფილოსოფიის მქონე ესპანელი სპეციალისტის მოზიდვა, რომელსაც ექნებოდა პრიმერა დივიზიონის რომელიმე შუაადგილოსან გუნდში მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება.

• მამუკა ბათუმი

ვიცი გაგეცინებათ, მაგრამ დავწერ აწი რა მოხდება დარჩენილ სამ თაშს ჩრდ. ირლანდია წააგებს, ჩვენ ორს მოვიგებთ და უკრაინასთან მინიმუმ ფრეს ვითამაშებთ. მეორე ადგილის შანსიც რჩება, მესამეს ქვემოთ არ წავალთ, მთავარია ჩრდ. ირლანდიასთან და სახლში უნგრეთთან ისევ დაცვა არ გადავავსოთ. ხო საზონოვი უნდა ათამაშოს 5 ში და მიქაუტაძე დატოვოს სკამზე, არც ფორმაშია და გადაღლილიცაა, მეორე ტაიმში შეიძლება გამოყვანა 65 ე წუთიდან. შეტევაში თავიდანვე ბუდუ და გიორგი. იეგოიანი თავიდანვე უნდა დააყენოს, მეორე ტაიმში ქოჩორა და დავითაშვილი უნდა გამოიყვანოს. ეს ჩემი აზრია და არაა სავალდებულო ჩემს კომენტარზე ლანძღვა-მოთქმა

• გიორგი

მოხსენით ერთი მცველი და დაამატეთ ნახევარ დაცვას საფრანგეთან ესპანეთან ვითამაშოთ ხუთით კონტრ შეტევებზე რა გახდა ამის გაგება. მოაცილეთ ეს მექვაბბიშვილი ტყუილად იკავებს ადგილს თუ წაკითხულიდან არ გჯერათ დააკვირდით ბურთს ემალება სწორად არ იხსნება ნელია მოკლე პასი ან უკან ან გვერდით დრიბლინგი არააქ კორპუს ვერ აყენებს სივრცეებს ვერ ავსებს დროულად ართმევაში სუსტია სიმაღლე არააქ თავით ვერ თამაშობს დარტყმა მაგას არააქ პოზიციურად ნოლია.. მარჯვნინ დროა შეშა კაკაბაძე სკამზე გადაჯდეს ცალ ფეხაა უინტელექო

• ვახო...

ეს 3-5-2 მოძველდა და ამ შეტევითი პოტენციის გუნდს, რომელსაც კვარა, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, კვერნაძე და სხვა ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, გაცილებით შემტევ, თამამ და შედეგზე ორიენტირებულ სათამაშო ფორმაციას იმსახურებს და არა დაცვიდან თამაშს... ხვიჩას დონის მოთამაშეს გამოყენება სჭირდება, ფლანგზე, სადაც ის, თავის მაქსიმუმს დებს და არა მხოლოდ ცენტრში, სადაც მუსი სათამაშო არეალი იზღუდება... ამ გუნდის პოტენციალს გამოყენება სჭირდება და სვანაძის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, გაცილებით გამოცდილი და კვალფიციური მწვრთნელი გვჭირდება და ეს ფაქტია!

• აბუგჯას

ნუ პროფესორობ რა. გამომივიდა აქ დიდი მწვრთნელი.

• kaxa

ჩემი აზრით უნდა გარისკოს სვანაძემ და ლიდრები გადასვას ირლანდიასთან სკამზე! კვარა, ჟორჟი, კიტე, ქოჩორა, ჩაკვე. აშკარად არ არიან ფორმაში. სხვა ახსნა არ არსებობს, ირლანდიას მეორე შემაგდენლობითაც რომ ვეთამაშოთ წესით არ უნდა ვაგებდეთ! მეორე ტაიმსი უნდა შემოიყვანო ეს ხალხი! უნდა მიეცეს შანსი სხვებს სასტარტოდან! ბაიერნის და ჩელსის მცველებს თავის ჭკუაზე აბურთავებს კვარა და აქ რა ემართება ვერ ხვდები!?

• aburjga

შოთა იამანიძე, გიორგი სიჭინავა ალბათ არ გემახსოვრებათ, მაგრამ გაგონილი მაინც გექნებათ, მანუჩარ მაჩაიძე ხომ გახსოვთ და ვიტალი დარასელია?! ბოლო-ბოლო ყიფიანიც ნახევარმცველი იყო! ნახევარმცველი 30-40 წამს ბურთს ფეხში რომ ვერ გააკონტროლებს, მასზე წამოსულ მეტოქეს რომ ვერ მოატყუებს, 20 მეტრიან დრიბლინგს როცა ვერ გააკეთებს, მეტოქის მცველების ზურგსუკან მიქაუტაძეს რომ ვერ გაიყვანს დასარტყმელ პოზიციაზე ამას რა ჰქვია?! არ იციან ამ ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაში, ტექნიკა არ აქვთ! თუ მუდამ ბურთს დააშტერდი მოედანს და თანაგუნდელებს როგორ დაინახავ?! სულ ბურთს რომ არ უყურო ამისთვის ტექნიკა უნდა გქონდეს, ბურთს უნდა ფლობდე! ისე ფეხბურთის სწავლა აკენწვლით იწყება, აკენწლეთ ბურთი ორივე ფეხით 200-300 შეხებამდე, თავი, მკერდიც დაახმარეთ და იგრძნობთ ბურთს!

• კუკუშა ფუღუროელი

აღწერილობითი ნაწილი - მორიგი სამარცხვინო მარცხი, სამოტივაციო ნაილი - არა შეჯდა მწყერი ხესა - არა გვყავდა ჩვენა მწვრთლი! არცა ფხხბურთელი ხანოვანი, არცა მოქმედი და არაცა ჯეელი, რომ იმედი გქონდეს. არაც მსაჯი, არცა ექპერტი და არაცა ფერაცია ნა ადმინსიტრცაია. ესე ყოველი არს - აუმაქნისი და უვარგისი, უუნარო და უნიათო, უსიცოცხლო და უმოქმედო, უსუსური და უსარგებლო - ესრეთ ფუში და ამაო. დასკვნითი (სარეზოლუციო) ნაწეილი - აიკრძალოს ქართული ფეხმართი, რათა აღარ ივლოს იგი გზებზე და ბილიკებზე, ეზოებსა და მინდვრებზე, დარბაზებსა და სტადიონებზე — რათა არ შეიბღალოს მიწის მშვენება და ხალხის სულიერი მდგრადობა; დაე, აკრძალულ იქნეს მისი ყოველი გამოვლინება, როგორც ზნე ცუდი, და აკრძალვა ესე ძალაში იყოს უკუნითი უკუნისამდე.

• თემური

კარგი, უნდა მოვიგოთ ჩრდილოეთ ირლანდიასთან, მაგრამ ვინ ითამაშებს? გადაღლილი და ტრავმირებული ფეხბურატელები? იქნებ დასაწყისში დააყენოს კვერნაძე, ბუდუ, დავითაშვილიდა ეგოინი... ითმაშონ ამათმა მაქსიმუმი (რო იტყვიან ჯიგტულად, თუ შეუძლიათ) და მერე შეიყვანოს კვარა, ჩაკვე, მიქაუტაძე, კიტეიშვილი!

• lasha

ამნაკრების მთავარი პრობლემა შუა ხაზია. რპმლებიც ვერ ახერხებიენ პრესინგის გამკლავებაას. მეტოქე უპრობლემოდ ახერხებს შუა ხაზის გადმოლახვას და მოდის საჯარიმო ხაზამდე ისე რომ წინააღმდეგობა არ ხვდება. მანდ კი დაცვა ადრე თუ გვიან ჩავარდება. რათქმაუნდა შუახაზის მოვალეობაა ფორვარდის მომარაგება ბურთით. რა უნდა ვქნათ. არ გვყავს. ინისეტა, ჩავი, მოდრიჩი, კროოსი და როდრი. ფაქტია ეს შემადგენლობა ვერ ართმევს თავს და ვინც გვყავს უნდა ვიპოვნოთ სადმე. არიან გარკვეული მოთამაშეები რომლებსაც აქამდე არ იძახებდნენ ნაკრებში. უნდა გამოცადონ. ნახევარდაცვა თუ არ მოგვარდა ამ ნაკრებს არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

• გიო

მიქაუტაძე პროფესიონალი რომ იყოს ერთი დარტყმით გაიტანდა იმ რეალურ მომენტს გამოიყენებდა

• აბა

რა ათიანში გავარტყი ამას დღე დაადგება მტერს არ ვუსურვებთქო ხოდა თავისავე მაქებრებმა შეახრამუნეს და ნაქები ფეხბურთელები? ფიზიკური მომზადება კვარაცხელიას გარდა კრიტიკას ვერუძლებს ისეკარშიც მაგარი ყოფილა რო რამე შეიძლება გამოვიყენოთ.არც უნგრეთია დიდი ხვითო მაგრამ პირველი ნახევარი საათი მაგრად დაპრესეს ჩვენი ნახევარდაცვა და მერე ესენიც დაიღალენ.ამას ეხლა ჩრდ ირლანდიასთან მოგება თუ უშველის თუარა ნოემბერი და მორჩა რაის 2028 ხოარ გაგიჟდით მერე ახალ ბატკანს მოძებნიან შესაწირად.

• რონალდო

ჩემი დიდი სიმპათია სვანაძეს , მაგრამ ეს "ჩმორები" ვერსაჩეს და გუჩის უნახავები , ეს არარაობები , ნაკრები კი არა და ... . საქართველოს ეროვნული ნაკრები არ ყავს , დასამარებულია დიდი ხანია . ეგ ვიღაც ვაი ფეხბურთელები აპოზიორეთ ხელჩანთებით , და ძონძი ტანსაცმელებით , ვინ უფრო მეტს გადაიხდის ტრიაპკაში ეგენი გაგვაგებინეთ მხოლოდ. ბალახზე ხოხვის მეტი არ გამოუვათ არაფერი . სულით და ხორცით "ბანძები" და "გოიმები" მიხედეთ თქვენს ცოლებს და შვილებს - ჩვენ შეგვეშვით და ჩემი დიდი თხოვნაა საქართველოდან თუ სულ გადაიხვეწებით და სხვისი სახელით რაც გინდათ ის გაგიკეთებიათ, ისედაც გადასახლებულები ხართ .

• გიორგი

დარწმუნებული ვარ ეს ბიჭები თავის მწვრთნელთან ერთად გარკვეული დროის შემდეგ კარგ შედეგს მიაღწევენ.

• Lelo

ნახევარ დაცვის ორი კაცი ᲩაკვეტაᲫე და კიტეიᲨვილი ტრამვირებულები და უᲗამაᲨებლები არიან, ეს ნაკრებისᲗვის დიდი პრობლემაა, სვანაᲫეს ბევრი და სამუᲨაო აქვს, დემორალიზებული გუნდი Ჩაიბარა, დროა გუნდი 4-2-3-1 ერᲗზე გადავიდეს და გარემარბებად კვარა მარცხნივ და წიტაიᲨვილი Თავის ადგილას მარჯვენა Შემტევად დააყენონ, რადგან წიტაიᲨვილი ᲨეტევაᲨი გარემარბად Ძალიან მაგარია, დრო უნდა სვანაᲫეს და მაგარ გუნდს გააკეᲗებს, არც ამხანაგურები ქონია სვანაᲫეს და არც ტაქტიკური სქემები დაუმუᲨავებია, სანიოლიმ წაიᲦო ყველა რესურსი ამ მხრივ.

• ლადო

სამწუხაროდ ამ კომენტარების ავტორებს წარმოდგენა არა აქვთ ფეხბურთზე. ვერც ერთი მწვრთნელი ვერ შეცვლის გუნდის ვერც შემადგენლობას და მითუმეტეს ტაქტიკას სამ დღეში - ავტორიტეტი არა აქვსო - რას ნიშნავს ავტორიტეტი? ევროპა ევროპაო რომ ყვირიხართ, იქ ცოდნის მიხედვით ნიშნავენ მწვრთნელებს თუ ძველბიჭური ავტორიტეტის? ქუჩურ აზროვნებას ვერ ვცდებით. სანიოლი წასასვლელი იყო, მე თუ მკითხავთ - ფედერაციაც წასასვლელია. ამ კაცს კი რომლის ხელშიც მართლა მაგარი თაობა გაიზარდა, უნდა ვაცალოთ და პირველ რიგში გულშემატკივარი უნდა დაუდგეს გვერდით - მარტო "ზღაპრის ბოლო კეთილიას" ბღავილი არ კმარა. ფეხბურთელი, მწვრთნელი, გულშემატკივარი, ექიმი და მინდვრის მომვლელი, მართლა ერთი გუნდი უნდა იყოს და შედეგიც მოვა

• რაგბის ფანი

📢 სვანაძეს მთელი 90 წუთი ჰქონდა პრობლემური ზონის დასანახად, მაგრამ ვერ დაინახა! ◼️ დაცვას ბურთი ცენტრამდე ვერ ამოაქვს! ◼️ მოედანზე 3-4 ისეთი ფეხბურთელია, რომლისთვისაც პასის მიცემა ეშინიათ დანარჩენებს, ბურთი რომ არ დაკარგოს (ლოჩო, დვალი, გოგლიჩიძე და კაკაბა). ფაქტიურად, 7-8 კაცით ვთამაშობთ. ◼️ თავდამსხმელები იძულებული არიან ჩამოვიდნენ დაცვაში და ბურთი აიტანონ წინ. ◼️ 10 კაცის საზიდ ტვირთს 6 კაცი ზიდავს. ❌ ასე არაფერი გამოვა!

• Juve

არაფრის დამსრულებელი ხარ შენ, არ ხარ მაღალი დონის სპეციალისტი და უარესი ისაა, რომ არც ნაკრები გივარგა, ალბათ უფრო ხელფასის გამო დათანხმდი მწვრთნელობას.

• ზურასუხაშვილი

კი არ დაასრულებთ, უკვე დასრულდით. ჯობია ეხლა წახვიდეთ და იმუშაოთ პარიკმახერად, მენახირედ, დამხმარე მუშად, ისედაც გაუბედურებულ ხალხს მაინც აღარ მოუშლით ნერვებს.

• დავით 67

დათა თუთაშხიაშია ესეთი ფრაზა ,კაცს საქციელს თუ დაუწუნებ, მაშინ გამოსავალიც უნდა უთხრაო. დაახლოებით ამას მაგონებს აქაური კამათი. გომოსავალი რომ არაა ვერ ხედავთ??? იმის მაგივრად ეს უნდა გამოგეყვანა და ამის მაგივრად ეს. პატარა ბავშვის თავის მართლებასავითაა ეს. ერთი დონეა ყველა. დიდი იმედი გვქონდა ეგოიანის, მაგრამ გაამართლა? არ ვაკნინებ უბრალოდ ფაქტს ვამბობ. თანაც პირველი თამაში იყო მისი. რაც შეეხება მწვრთელს დროებით მწვრთნელად უნდა დაენიშნათ,სანამ ვინმე გამოცდილ სპეციალისტს გამონახავდნენ. ფედერაციის მხრიდან არაა დაინტერესება და რას იზავ. დღევანდელი სტანტარდებით დიდი თანხებია ამაში გადასხდელი.გადახდა შეუძლიათ მაგრამ ენანებათ. ამიტომ ახალი ხალხია საჭირო ფედერაციაში, ვინც მხოლოდ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული

• ალფა

სანიოლი გასაშვები იყო და არ ჭირდება ამას ლაი-ლაი. ცუდი ისაა, რო გუნდში ცვლილებებისთვის მოყვანილი მწვრთნელი ისევ სანიოლის ქაქს აგრძელებს და არავითარი კარდინალური ცვლილებები ჯერ არ აქვს. ახლა ყველა დარჩენილი თამაში მოსაგებია, თუმცა სავარაუდოა, რო მაინც 5 მცველიან სქემას გააგრძელებს.

• სამართალი

ერთ კვირაში მწვრთნელმა რა უნდა ქნას, ჯადოქარია ? ვარსკვლავებით დახუნძლულმა საფრანგეთმა (რომლის მწვრთნელი ზიდანია), სახლში იტალიას ვერ მოუგო

• სირცხვილია ბიჭებო, სირცხვილი იყო.

რა გჭირთ, რა გემართებათ ასე უგულოთ, და უჯიგროთ რატო თამაშობთ, კვარას კარისკენაც არ დაურტყია, როცა სობოსლაიმ გვათრია და ყველგან იყო.

• სანდრო

რაის დამსრულებელი ხარ ან შენ და ან ნაკრებზე პასუხისმგებელი პირები თვითონ უკვე კაი ხნის დასრულებულები ხართ და სამძიმარს გვაყურებინებთ ქართველ ხალხს

• კი დაასრულებს, ოღონდ შენ არა

დროა წახვიდე შენ გზაზე რა. საუკეთესო ქართველი მწვრთნელი ნამდვილათ არ ხარ, სამეულშიც არ შეგიყვანდი.

• ჟორა

ამ წაგებით ყველაფერი დაიკარგა, ჩვენმა გუნდმა კი მაშინ იცის ათამაშება, როცა ყველაფერი დაკარგულია, ამიტომ ირლანდიაში მოგების იმედი მეც მაქვს, ანუ "ღმერთმა ქნას ჩვენმა ცხვარმა მგელი დაიჭიროს" ბატონო მწვრთნელო.

• ჰაჰა

დადებითიც უნდა ითქვას. ხშირად აჩვენებდნენ სვანაძეს. არ მახსოვს, რომ მოედნისთვის ეცქერა. თუმცა ღრმად ჩაფიქრებული იყო. რადგან მისი ნაფიქრი არ გამოჩნდა, აქედან ვასკვნი რომ ლოცულობდა. იქნებ ირლანდიაში ნაკრებს მღვდელი გავაყოლოთ. იმან ილოცოს და ამათმა ფეხბურთს მიხედონ. ნაკურთხი წყალიც ბლომად დასჭირდება. თამაშის დრო რომ აპკუროს ხოლმე. მოფხიზლდებიან მაინც.

• ბექა

ოქროს თაობა არსად დაგეკარგოს, გადაბმულად 2 პას რომ ვერ აკეთებენ

• კონტეს მამა

რა ნახევარი საათი? 2 წუთიც ვერ ითამაშეს პრესინგი. აი მაგ 2 წუთშიც კი გამოჩნდა რომ უმაგისოდ არაფერი გამოვა. ეგრევე დაპანიკდნენ უნგრელები და უმისამართოდ დაიწყეს ბურთის მოგერიება წინ.

• Geo

სათქმელი დამთავრდა , ილუზიები მოკვდა, გუნდი გარდაიცვალა, დასაფლავაზე ვართ!

• დავიღუპეთ

ეგ რამ გათქმევინა? ეგ რა ჰქენი, როგორ შეილებოდა! აი ხომ ხხედავ შენს გამო წავიდა და ახლა რა ვქნათ? დავრჩით უმწვთნელოდ, ეჰჰჰჰჰ რა გალაპაარკებდა....

• maximus

სვანაძე არაა ის კაცი ამ ნაკრებს რო გაუძღვეს, ამათ უნდა ცოტა მომთხოვნი და ავტორიტეტიანი კაცი. ტიპები ორ პასს ვერ აკეთებენ, მარტო იმის ლაპარაკი რო ასე ვიზამთ და ისე ვიზამთ მხოლოდ ლირიკაა. ხალხი ფორმაში არაა კიტეიშვილი და მიქაუტაძე, ეს კაკაბაძე და მექვაბიშვილი საერთოდ რატომ თამაშობენ ამ ნაკრებში??? ან მამაგეიშვილი რატო არ ათამაშეს ერთხელ მაინც ან ზივზივაძე, ზივზივაძე მესი არაა 15 წუთში თამაში შემოაბრუნოს. თამაში ყველამ ისწავლა და ჩვენ რაც ვიცოდით ისიც გაქრა. მოკლედ მაგრა დაგვერხა და კვარაცხელიაც არაა ფორმაში ამ გაჭირვების დროს. უკვე მოჩანს C ჯგუფი(ჭ კლასი) სადაც ჩვენი ადგილია ასეთი თამაშით.

• aburjga

c ლიგა კარგია, იქნებ იქ რომელიმე გუნდს 1 გოლი მაინც გავუტანოთ!

• სიმართლე

აზრზე არხართ არც შენ და არც შენი გუნდი ვაფშე ფეხბურთის...ესაა სიმართლე ვაფშე არც ტაქტიკა გაქ არაფერი არ გაქვს სანიოლი გჯობდა დარჩენილიყო სანიოლი მინიმუმ 4 ქულა გვექნებოდა..

• Geo

შეიძლება მაგარი ადამიანია და კიდე უფრო მაგარი მწვრთნელი მაგრამ არა აქვს ამ კაცს ავტორიტეტი რო სიტუაცია მართოს პუნდში. ვერ გავიგე კვარა რატო დაბოდიალობდა შუაში სამი თამაში?!ჟორჟი საერთოდ რას აკეთებდა ეს სამივე თამაში?

• ყიველი დღე შენს თავს ჰკითხე-აბა დღეს მე ვის რა ვარგე

აბა ვინ უფრო მაგრად გალანძღავს ნაკრებს და ფედერაციას,ხო საფეხბურთო მოედნების გადახვნა და იქ სიმინდის დათესვა არ დაგავიწყდეთ,მარა თქვენ რისი გამკეთებლები ხართ ხე არ დაგირგიათ ცხოვრებაში

• დავითი

საერთოდ ცხოვრებაში და ამჯერადაც ყველაზე ძვირფასი დრო და შესაძლებლობების განიავებაა. ამ ჯგუფში წესიერი მწვრთნელით საქართველო პირველზე იქნებოდა უეჭველი. როდის რა დასრულდება და რა იქნება არავინ იცის, მაგრამ ეს შანსი სფფმ თავისი ჟმოტობით გამაზა! კარგ მწვრთნელს კარგი ხელფასი უნდა და მერე ვინ თქვლიფოს და ყვლიფოს ფულები?! გაასაჯაროეთ ერთი ფედერაციის უმაქნისებს რამდენი გაქვთ შემოსავლები, უსაქმური პარაზიტებით რო გყავთ სტაფი გადაძეძგილი მაგ თანხოს ეკონომიით კარგ მწვრთნელს იშოვიდით მაგრამ მერე რა ეშველება ზამთარაძისნაირ პარაზიტებს, ოჯახებით რომ გყავთ დასაქმებული

• QT

რაღაცით სანიოლის კომენტარს მაგონებს. ზუსტად იგივეს ჩიოდა ვილიც და მაგიტომ შეიცვალა და შე დალოცვილო რომ ხედავ არაა ხალხი ფორმაში, რაღას ათამაშებ, დააწყებინე რა თავიდანვე სხვას, რისთვის შეყარე ამდენი ხალხი, გამოიყვანე საზონოვი, მამაგეიშვილი, კვერნაძე, დავითაშვილო, ტაბიძე, ხარებაშვილი.. გულშემატკივარს უნდა ეგ, დაინახოს ცვლილება ნაკრებში და მონდომება, თორე ეგ ტექსტები წაგებული თამაშის მერრ ნაირნაირი გვაქვს მოსმენილი.

• მოკლედ

სანიოლიც ინტენსივობაზე ლაპარაკობდა. მოკლედ გვარები იცვლება მეტი არაფერი.

• გია

რომ დასრულდება ჩვენც ვიცით, დასრულდება ც ლიგაში დაქვეითებით.

• T.q

დე ლა ფუენტე! წადი გაასწარი ბიძია სანამ დროა შენი კარია დაიწყო და დამთავრდა შწნ არაფრის არც შეცვლა შეგიძლია და არც გამოცვლა რაც არ იცი არ იცი დამთავრდა შენ სანამ მოიხოდები და რაღაც შედეგების დადებას ეცდები ეგრე არ არის მოდიხარ დღეს შედეგი ხვალვე ვსოო ჩვენ მაგდენი დრო არ გვაქს ოქროს თაობა რომელიც ამის მერე ან იქნება კიდევ ან არა რას დაასრულებ რისს დაასრულებ სად გვაქ ჩვენ ექსპერიმენტების დრო ვსო შწგიძლია შენნუკვე დაიხურო ქუდი და წახვიდე!!!!!!

• რომა

უნგრეთის ბრალი ყოფილა ჩვენი თამაში რა არასტუმართმოყვარე ხალხი ყოფილან ასეთი ინტენსივობა რა იყო არიცოდნენ 3 თამაშს რომ ვთამაშობდით და ენერგია არ გვექნებოდა? საქართველოში რო ჩამოვლენ ვანახოთ როგორი გულუხვი მასპინძელი ვართ და თამაშ თამაში სიცილ ხარხარში ისე როარ დავღალოთ სტუმრები გავატანოთ 3 ქულა.... ამათი ადგილი ც ჯგუფში კიარა დ ჯგუფშიც არ იქნება მალე

• გაბრიელი

მარტო დაცვით მოგება აბსურდია, მეტი უნდა ვიფიქროთ თავდასხმაზე, და ყველამ უნდა ითამაშოს იქ, სადაც ეფექტურია.

• leo

როცა ფეხბურთელი ფორმაში არაა, ის უნდა შეცვალო, ან არ არ ათამაშო. ეს კანონია. კვარა და მიქაუტაძე ვერ თამაშობენ, თუმცა კვარა, შავ სამუშაოს ასრუ;ებს.კიტე უკვე ის კიტე აღარაა, მისი ნახევარია, იგივე დღეშია ჩაკვე. ცენტრი არა გვყავს.

• ზურა

პირველ რიგში დააყრევინე ყველას ის კოსმეტიკის ჩანთები, მკლავზე ამოდებულები რომ დააქვთ კეკლუცად,ეს რა მოიგონეს,ვის დაუნახეს. თქვენ თამაშობთ ცე ლიგის დონეზე და მომავალ წელს ვნახავთ თანასწორ გუნდებთან რას იზამთ, ერთი ან ორი თამაში შეიძლება არ წაგივიდეთ,მაგრამ ასე მიყოლებით? თავის გამართლების მიზეზიც კი აღარ დაგრჩათ.....

• ოსკარ

იმედიანად ვიყოთ,გულს ნუ გაიტეხთ,წინ სიურპრიზები გველოდება!

• Jiqi

ეს არსება ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებს

• ვაჟა

ბარონ მიუნაუზენი, ბურთი ვერ გაგიტანიათ ტურნირი მთავრდება და რაუნდა დაასრულოთ, დასრულებულიც არის და გადასრულებულიც.

• Berzena

Xvelaperi xteba xmertma uimedod argvamxopos.xvelam unda hemoszaxos tavs bihebidan .cvrtnelebidan.gulhematkivrebidan .bzola bolomde hedegic mova .

• Berzena

Xvelam iscavla tamahi tkvens Garda.90 cuti verzlebt sacodavebo.kvaras rkinis burti ki ekutnis.hamoartvit kapitnoba. Miecit namdvil kapitans .vinc moedanze gaamxnevebs da energias micems gunds .lohohvili.an hankvetaze.kohora.magi araris kapitani .kapitnoba marto heni sizluerit ar izomeba gundis suli da guli unda ixo mteli muxti unda gadadiodes gundze

• უფროსი

შემდეგ თამაშს თუ მოვიგებთ, პირველ ადგილთან სხვაოობა 3 ქულა გვექნება. ამის მერე 2 თამაშს თუ მოვიგებთ, მეორე ადგილს დავიკავებთ.

• SOS!!!

Savalalo mdgomareobaa!

• Dato.

ამათი ყველაზე დიდი უსირცხვილობა ისაა რო; ყველაფერი ხდება ფეზბურთში , შეიძლება წააგო მაეა ამათ ვერ ათქმევინებ რო საზიზღრად იღამაშეს, თუ ამას თამაში ქვია. რა ინტენსივობა რეებს ბოდიალობ. წარმოუდგენელია რა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა

"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის

ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს

[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!

WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი

სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ

მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"

პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს

18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა

მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია

"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე

"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე

მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა

"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს

"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა

ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა

[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი