ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე უნგრეთთან მარცხი განიცადა - 0:1.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითად შემადგენლობაში ქოჩორაშვილის ნაცვლად იეგოიანი დააყენა. მასპინძლები თავიდნვე დაუეფლენ უპირატესობას, ა. ტოტის დარტყმული გოგლოჩიძისგან რიკოშეტით მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ სობოსლაიმ მიზანს ააცილა, კერკეზმა კი გაგვიტანა. პირველი მომენტი სტუმრებმა 39-ე წუთზე შექმნეს - კიტეიშვილმა მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც მისი დარტყმული მოიგერია, ხოლო კვარაცხელიას მცველებმა დაუბლოკეს. მერე მიქაუტაძემ ვერ უწია მიზანს.

შესვენების შემდეგ სვანაძემ იეგოიანის ნაცვლად მოედანზე ქოჩორაშვილი შეუშვა. ცოტა ხანში კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და მექვაბიშვილმა შეცვალა. ჩაკვეტაძის კარგი გადაცემის შედეგად შანსი წიტაიშვილმა ვერ გამოიყენა. სობოსლაის შორიდან დარტყმული მამარდაშვილმა მოიგერია. ჩაწოდებული კუთხურისას ბურთი ზედ კარის ხაზიდან დვალმა გამოიტანა. „ჯვაროსნების“ ნახევარმცველები ისევ ვერ ახერხებდნენ ბურთის დაჭერას და თამაშის გაკონტროლებას. ბარანის დარტყმული კარიდან კვარაცხელიამ გამოიტანა. წიტაიშვილი და მიქაუტაძე კვერნაძემ და ზივზივაძემ შეცვალეს, მოგვიანებით კი ჩაკვეტაძე დავითაშვილმა და იერიშებზე გადავედით. ზივზივაზემ ოდნავ ააცილა მიზანს. ეგ იყო და ეგ, ისევ წავაგეთ და უგოლოდ და 1 ქულით აუტსაიდერები ვართ.

ამავე ჯგუფში პარალელურ შეხვედრაში ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას 3:0 მოუგო და გალიდერდა.

ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“

უნგრეთი - საქართველო 1:0

გოლი: კერკეზი (35)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი (კვერნაძე 63), კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 50), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 76), იეგოიანი (ქოჩორაშვილი 46), მიქაუტაძე (ზივზივაძე 63), კვარაცხელია

მეოთხე ტური 5 ოქტომბერს ჩატარდება - უკრაინა უნგრეთს, ჩრდილოეთ ირლანდია კი საქართველოს უმასპინძლებს.

Chopra
ვინ რა უნდა მოიგოს კარგით რაა! თამაშზე არ ეტყობა რისი მომგებებ ი ესენი არიან? ესენი ტოპ ლიგაში კიარა ჭ ლიგაში უნდა თამაშობდნენ სადაც გიბრალტარი და ანდორაა .
სიმართლე
პატრიოტობაში კი არუჭირთ არ იციან 3 კაცი კიდე თამაშს ვერ მოიგებს ეს არის სიმართლე..სამწუხაროდ... მე მაპატიეთ ბიჭებო მაგრამ აზრზე არხართ ვაფშე ფეხბურთის თითქმის 300 წუთში რო ერთ გოლს გუნდი ვერ გაიტანს არც მწვრთნელი ვარგა და არც ფეხბურთელები! მოიგებენ ერთ თამაშს და თავები გონიათ მესი და რონალდუ... სომხეთს და კვიპროს ფარერებიც უგებს ხართ ფართების დონეზე...ადრეც ესე ვიყავით გვყავდა მაგარი ფეხბურთელები მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს ვაკეთებდით ვიყავით სულ ბოლო ადგილზე ვამაყობდით ერთი მოგებით...მე რაც ფეხბურთს ვუყურებ 34 წლის ვარ საქართველოში არც კლუბი გვყოლია კაი არც ნაკრები!
საქართველო
ძაან უჭირთ პატრიოტობაში ქართველ სპორტსმენებს!
SOS!!!
როგორ გაიტანენ ბურთს როდესაც არ თამაშობენ, ეზარებათ სირბილი და საერთოდ ფიზიკურ მომზადებაში სუსტები არიან, ეს ხომ აშკარაა, ვერ დარბიან, სისწრაფე არა აქვთ და თავს ზოგავენ! ესაა თამაში?! ცხონებული ნოდარ ახალკაცი ამას არ დაუშვებდა, აცხონოს ღმერთმა მისი სული!
მამარდაა ფოტოზე
და მარტო მამარდაზე დავწერ. თამაშს ვერ კითხულობს ადრეც ჩანდა. გუშინ გამოჩნდა რომ გამოსვლა და მაღალ ბურთებზე თამაში უჭირს. ფეხით პირველი პასი და ბურთის შეყვანა უჭირს. უნდა გააგრძელოს განვითარება და წინ ბევრი სამუშაო აქვს. იმუშავებს და მწვერვალზე ავა! დაიზარებს და ტრაკი გაუსქელდება, მშენებელი დარჩება ))
ძელზე იქნას გასმული
ყველაი, ვინც გაჭირვებისას დაკარგავს მხნეობას და ზურგს შეაქცევს სიძნელეებს. ვინც შეარცხვინა საკუთარი დედაი და მამაი !
gigi
ესეთი ჯოგი არ მინახია, გაგიჟებას ვარ, სამი თამაშია ბურთი ვერ გაუტანეთ ჩრდილოეთ ირლანდიას, უკრაინას და უნგრეთს, როცა ნაკრებში გყავს ამ დონის მოთამაშეები მაგარი სირცხვილია. სად ჯანდაბაში უნდა გავიდნენ ეს უნამუსოები, შევრცხვებით მსოფლიოს მაშტაბით.
ბაგრატიონი
ყველაზე დიდი შეცდომა რაც დაუშვა ფეხ. ფედერაციამ და ასევე ქართველმა ხალხმა. ეს არის სანიოლის არასერიოზული და არაფრის მომტანი გათავისუფლება. კარგად დაიმახსოვრეთ!
ბუდაპეშტიდან
ჩვენი ფეხბურთელების ეს არასერიოზული ზედმეტსახელები,ამას დაამატედ ქუჩური ჟარგონული კომენტარები პირდაპირ ეთერში და ამის მერე ვიღებთ იმ ფეხბურთს რისი რიღსებიც ვართ :)
ბრძანებაი აკრძლვისაი
დაე — აიკრძალოს ყოველი ფეხმართი და გორებაი ბურთისა, ფესით შიშველითა თუ შემოსილითა, ქართველთა ქვეყანაში, რათა აღარ ივლოს და არ იბრუნოს ბურთი მრგვალი გზებზე და ბილიკებზე, ეზოებსა და მინდვრებზე, დარბაზებსა და სტადიონებზე — რათა ამით არ შეიბღალოს მიწისა ჩვენისა მშვენება და მდგრადობაი ხალხისა სულიერი. დაე — ამოძირკვულ და განდევნილ იქნას ძირ-სახაი, ფესვინად მისი ყოველი გამოვლინება, როგორც ზნე ცუდი, და აკრძალვა ესე ძალაში იყოს ამირიდან და ყოვლთა ზედა, უკუნითი უკუნისამდე. უკეთუ დაირღვეს ეს ბრძანებაი — ძელზე იქნას გასმული ყოველი დამრღვევი და წარეკვეთოს მას სახსარი, რომლითაც შეეხოს ბურთსა მას გაბერილსა ტვისასა.
თენგაბი
თანამედროვე ფეხბურთი უპირველესად უბურთოდ მოძრაობაა, დროული პასისა და მოძრაობის სინთეზი. ამ კუთხით ჩვენი ნაკრები თამაშობს გასული საუკუნის, ვადაგასულ ფეხბურთს. მოთამაშეები ძირითადად სტატიკურ, დამდგარ მდგომარეობაში ელოდებიან ბურთს. ძირითადად მოძრაობს ის, ვისაც ბურთი აქვს. პარტნიორები არ ეხსნებიან, არ თავაზობენ საკუთარ თავს ხელსაყრელ პოზიციაში. აქედან გამომდინარე ასეთი ფეხბურთელების დაპრესინგება არ უნდა იყოს პრობლემა. უმოძრაო გუნდისათვის ასევე დიდი პრობლემაა შეტევის ორგანიზება, ფეხბურთელები და პოზიციები გადაკეტილია და აქედან მომდინარეობს გაუთავებელი პასები უკან და გვერდებზე. თუ შეტევაში მონაწილე ფეხბურთელებმა აქტიურად არ იმოძრავეს, არ ეძებეს თავისუფალი, ხელსაყრელი პოზიციები მეტოქის ნახევარზე, სხვანაირად შეტევის ორგანიზება გაჭირდება. მეტოქის მოედნის ნახევარი რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრს შეადგენს. ათი ფეხბურთელი რა პრინციპით არ უნდა განალაგო, მაინც დარჩება თავისუფალი ადგილები, ნაპრალები, სივრცეები. აი, ამ პოზიციების ასათვისებლად უნდა იმოძრაონ ფეხბურთელებმა. ვისაც ეს ელემენტები არა აქვს ათვისებული, მარცხისათვისა და აუტსაიდერობისთვისაა განკუთვნილი. ან უნდა ვისწავლოთ თანამედროვე ფეხბურთის ანა-ბანა ან უცხოელი, ტაქტიკოსი მწვრთნელი უნდა მოვიწვიოთ. მართალია, მწვრთნელობის ნიჭი ლექსის წერის ნიჭივითაა, მაგრამ მოაზროვნე მწვრთნელს არც თანამედროვე ფეხბურთის სწავლება გაუჭირდება. ნახეთ რა ითამაშა და ირბინა ესპანელმა ფეხბურთელებმა უებლიზე. როგორ იხსნებიან და მოძრაობენ ფლიკის ფეხბურთელები. თუ ამის აღქმის და წაკითხვის ნიჭი არა გაქვს, არაა მწვრთნელობა შენი საქმე. ეს პრეტენზიები გვქონდა სანიოლთან. ვატყობ, იგივე პრობლემები ექმნება სვანაძესაც. მართალია, რამდენიმე დღეში თამაშის სტილი არ იცვლება, მაგრამ არც მიმართულებაა აქეთკენ. შეიძლება ფეხბურთელების კლასზეც ისაუბრო, მაგრამ ამ ნაკრებს წინსვლის პოტენცია აქვს. შეიძლება ვცდები, მხოლოდ კაკაბაძეში და მექვაბიშვილში ვერ დავინახე ეს პოტენცია.

ზაზას ვეთანხმები და პირველი შემთხვევაა,როცა თბილისელსაც თითქმის მთლიანად ვეთანხმები.ვინც ნაკრებში თამაშობს,არავინაა ისეთი,ვინც ჩემპიონატის შემდეგ მიღებული საპრიზო თანხით ისე გაძღებოდა,რომ ფეხს ფეხზე გადაიდებს და თავს აღარ დაიტვირთავს.ყველა პროფესიონალი ფეხბურთელია და თავისი პროფესიით საკმაოდ შოულობს და არც მანამდე იქნებოდნენ ძალიან გაჭირვებულები.ეგ დებულება,მავანთა მიერ განზრახ არის შემოგდებული,რომ გაჭირვებული ხალხი ააზვავონ.ვისაც თავისუფალი თანხა გაუჩნდება,მომგებიან ბიზნესში შეეცდება დააბანადოს და არც ამაშია რაიმე დასაძრახი.მთელი მსოფლიო ასეა,ფულს ისევ აბანდებენ,რაღაცა საქმეში,რომელმაც დამატებითი მოგება უნდა მოუტანოს.აი,ამაში არ ვეთნხმები,თბილისელს.
ვაი ჩვენ პატრონს! -ს
წადი რა ვაჟკაც პოლიტიკურ საიტებზე წერე ეგ კომენტები. შეგვეშვი რა. ყველგან პოლიტიკაა და ამ სპორტულ გვერდზე მაინც შეგვარგე ფეხბურთი. ამოხვედით უკვე ყელში. ყველგან პუტინი, ქოცები, ნაცები და ატკატები როგორ გელანდებათ
რავა არა , კი აუცილელად
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას !
გია
მოვითხოვოთ რომ დაუგეგმონ ნაკრებს ამხანაგური მაიას ტომის ნაკრებთან და თუ ამასაც ვერ მოაბეს თავი მაშინ ჩვენ ქალთა ნაკრებთან მაინც ათამაშონ და გავიხაროთ ხალხმა ერთი გოლის ხილვით მაინც ამით უგოლო პალასაც მორჩება და ხასიათიც გამოუკეთდებათ აბა სხვა ქვეყნის ქალთა ნაკრებთან ამათ შანსი არ ექნებათ არათუ მოგების არამედ საგოლე მომენტის შექმნით
ლევანი
ფედერაცია გავიგეთ რომ შიდა ჩემპიონატი არ გეხებათ ისიც გასაგებია რომ ნაკრები და ქვეყანაც თქვენი იურისდიქციაში არ შემოდის ამიტომ იქნებ გამოვიდეს დარაჯი მაინც და გაგვანათლოს ქართველი გულშემატკივარი სახელმწიფოდან ჩარიცხული თანხების უეფა ფიფადან ჩარიცხული თანხების განკარგვის გარდა კიდევ რა დანიშნულება აქვს თქვენს არსებობას
ვაი ჩვენ პატრონს!
რაც ქომაგები ის ფეხბურთელები, უკრაინის ლოგო ამოიქარგონ მაისურზე და შემდეგში ისე გავიდნენ სტადიონზე, უთავმოყვარეო , ღირსება აყრილი და წარმოუდგენლად გაუპატიურებული აზროვნება გაქვთ. ვისაც გონიათ რომ თქვენი ნაკრების თამაშზე უკრაინა უნდა იყვიროთ, თქვე ხლისტო აკაცუკებო თქვენა !!!
ბუდუ (გპი-ზე რომ წვერებიანი ანეგდოტია იქედან)
დავუმალოთ ამათ ისტმატის და დიამატის სახელმძღვანელოები, თორემ იმენნა დაგვერხა ....
დათო
ალისონს რატომ ათამაშებენ მამარდას ნაცვლადო კვარას რატომ ცვლის ლუისაო ქოჩორას რატომ არ ირჩევენ კაპიტნადო და საერთოდ ტახრტევანით რატომ არ დაჰყავთ ქართველი ფეხბურთელებიო რადგან უმადურები არიან და ვერ აფასებენო,აი ამიტომ უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში და და კუთხეების მიხედვით გადანაწილდნენ ჩვენს გუნდებში ამით პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის დონე მაქსიმუმ 2წელიწადში გაუთანაბრდება პრემიერ ლიგის დონეს ლიგაზე მინიმუმ სამი გუნდი გვეყოლება და რა თქმა უნდა ფავორიტებში და გადაივსება სტადიონები როგორც ავადსახსენებელ კომუნისტების პერიოდში იყო და ყველაზე საგულისხმო გასახარი და საოცნებო ცოცხლად შევავლებთ თვალს ჩვენს ზეკაცებს
QT
ამ ეტაპზზე არ არიან ისეთ ფორმაში, რომ 90 წუთი ითამაშონ გოლგიჩიძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი,ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე. მაგიტომაც შემოიყვანა მეორე ტაიმში ირლანდიასთან ვილიმ ჩაკვე და კიტე თამასიც შეცვალა და სამი გოლიც უნდა გაგვეტანა, ეგ რომმოხდარიყო ეგებ ვილიც არ გაგვეშვა და ამ დღეშიც არ ჩავარდნილიყავით. ხოდა იმას ვამბობ, რომ არ არიან ფორმაში ეს ხალხი და მესამე თამაშია ამათ წვალებას ვუყურებთ, დააწყებინე რა საზონოსვს, ტაბიძეს, ხარებაშვილს, ეგოიანს, მამაგეიშვილს, დავითაშვილს, კვერნაძეს, ზივზივაძეს და მერე შმოიყვაენ რა ისენი თუ მაინცდამაინც, აბა სასეირნოდ გყავთ ეს ამდენი ხალხი წაყვანილი, მიეცით რა სათამაშო დრო და ჩვენც ვნახოთ რა ეგ ხალხი საქმეში.
ობიექტურად იმსჯელეთ
რა ოყო ხალხო, ვის არ წაუგია. ნაცეთ ახვა გუნდები რა დთეშია. არაუშავს, მოვიგებთ ჩვენც. გასვლაზე 0:1 არაა ცუდი. სამი თამაშიდან თუ სამივეს ვიგებთ გავდივართ. ეს რეალურია
გიზო
სამი თამაში ითამაშეს და სამჯერ დაარტყეს კარში, მეტი რაგინდათ ხალხო, აააა თქვენ გინდათ რომ ბურთიც გაიტანონ ხო? ნურასუკაცრავად ვერ მოგართვით, შეხედეთ ვინარი მაგათგან ბურთის გამტანი, მანამ არაუდგათ გვერდები მაგათმა თამაში მოიგონ, მოგება კიარა ერთი გოლი გვენატრება გუშემატკივრებს.
უნდა დავიფიცო რო აღარ გიყურიოთ
სამარცხვინოზე, სამარცხვინო ნაკრები გვყავს, ყველა ვინც გვეთამაშება პრესინგს გვიპირისპირებენ იციან რომ ცენტრამდე ვერ აგვაქ ბურთი.
მეზიზღებიიით, მარა ჩემი თავი უფრო მეზიზღება თქვენ რო გიყურებთ
თქვენ, აზერბაიჯანი, და სომხეთის ნაკრები თამაშობთ წინა საუკუნის ფეხბურთს. ნელ და ვითომ ტეხნიკურ ფეხბურთს. არც სირბილი, არც პრესინგი, და არც გამძლეობა თქვენ არ გაქვთ. ცენტრამდე ვერ აგაგვთ ბურთი.
გია
შემდეგ რა იქნება კაცმა არ იცის..... მაგრამ დღეს რაც ხდება კარგად ვიცით....... ხვიჩა შემდგარი ვარსკვლავია და როგორ იქცეოდა მოედანზე ან იქცევა.... სობოსლაი საშუალოზე მაღალია და როგორ იქცეოდა..... აი რატო ვერ ვთამაშობთ პრობლემა მწვრთნელში კი არ არის მოთამაშეებშია... მიქაუტაძეს იმხელა ტრაკი გაუხდა ვეღარ დარბის.... პრობლემა რაშია იცით არ ვარჯიშობენ და ინდივიდუალურად არ ემზადებიან ფულს არ ხარჯავენ ფორმაში რომ იყვნენ. ილოთავეს იგულავეს და გაერთნენ...სობოსლაი ვარჯიშობდა და ცხენივით დარბოდა..... დაიწყებთ შევლენ ფორმაშიო და ასე და ისეო მაგრამ შედეგი გვიანია უკვე
დიახ დიახ
აქ ვიღაცეები ისევ სანიოლზე წერენ და ასე ბოსკამპიც ხომ არ გაგვეხსენებინა? ან სხვებზეც, წავიდა სანიოლი ტუტუუუუუუუ წასულია! ხომ გეგონათ რომ ავშენდებოდით> - აგერ შენება ახლა იხილეთ. . რიხით, რომ რომ ჩაატარა პირველი პრესკო სვნაძემ - არ იცოდა რა "სასტავი" ყავდა? ან გინახაცთ სხვანაძის რეალური შედეგი - და სად არის ის? აი აგერ არის რეალური შედეგი. ამას ჯომია გაუშვას გასაშვები და ახლავე დაიცყიოს "ც " ლიგის მზადება
ფეოლა
ყოჩაღ ხვიჩას, ყველგან იყო და როგორც კაპიტანი სობოსლაის არაფრით ჩამორჩა. ნეტა ხვიჩასავით მომზადებული ბევრი გვყვავდეს ნაკრებში. სამწუხაროდ მაღალ ტემპში თამაში გვიჭირს. უნგრელები მაგრად გვაპესინგებდნენ.
გია
ამ თამაშმაც დაგვიდასტურა რომ პრობლემა ფეხბურთელების დაბალ კლასშია. შესაბამისად ჩვენი ადგილი ც ლიგაშია. დავბრუნდებით იმ ადგილას სადაც ვიყავით. ვეღარც კარში ვარტყამთ ვერც ბურთს ვიჭერთ ვერც კაცს ვატყუებთ ვერც კაცს ვიჭერთ ვერც დავრბივართ და ა.შ. არც სათანადო თაობა მოდის . თუ ეს არ გამოსწორდა ყველაფერი მწვრთნელზე გადაბრალება სწორი არ იქნება
jordan beli
ერთის თქმა მინდა კიდევ-რაც ერი ის ბერიო ხო გაგიგიათ რაც გუნდი ის ქომაგი! სადმე თუ გინახიათ გუნდის ფანკლუბი მოწინააღმდეგე გუნდის სახელს სკანდირებდეს? გადაძახილი ვიცი და გასაგებია მაგრამ ფანები რო მოწინააღმდეგე გუნდს გულშემატკივრობდნენ პირველად ვნახე.ისე ვიღაცამ ხო მოუწოდათ ჰიმნიც ვიმღეროთო😁😁😁 ვიცი ეხლა უსამშობლოებს გეწყინებათ როგორ თუ უკრაინას არ ვგულშემაგკივრობდი 😁😁😁 რუსეთის დდშ,პუტინისაც და თქვენიც
jordan beli
ღმერთმა გამძლეობა მოგცეთ ვინც ამათ თამაშს უყურეთ.10 წუთი უყურე ამათ წამებას.სანიოლი დიდი არაფერი მწვრთნელი არ იყო მაგრამ იმის ბრალი ყველაზე ნაკლები იყო. სანამ ფეხბუთრზე ვარჯიში ხელმისაწვდომი არ გახდება ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან მანამდე სულ ამ დღეში ვიქნებით!!!! იმიტომ რომ ღარიბს აქ მეტი ,,დუხი"! არა გჯერათ? ალილო და ხვალეო... მაგრამ დღევანდელი სიტუაციით თუ ვიფიქრებთ ფეხბურთი საქართველოში არასოდეს გახდება ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის ღარიბი ოჯახებიდან. პირიქით უფრო მდიდრების სპორტი კი გახდება.სადღაცას ვიღაცა ყოველთვის გამოერევა ბართიშვილის ნაირი რომელიც ცოდოც კი იქნება დანარჩენების ხელში. უყურეთ ძიუდოს,ჭიდაობას,რაგბს და მიიღებთ სიამოვნებას იმიტომ რო ეგღა აკლია რაგბზე შვილებს ძვლები ამტვრევინონ.ძიუდოში და ჭიდაობაში კიდევ დუხია საჭირო. აქ ფული ვერ გიშველის
ჯარჯი
ესეთი უთავმოყვარეო და უნამუსო ნაკრები არ გვყოლია.ამათ ადამიანობა და სამშობლო ფეხებზე კიდიათ მხოლოდ ფული აინტერესებთ.გრცხვენოდეთ
MLK
რაღა დაგვჩენია წაიკითხონ კანტი, კანტილანი, რიკარდო. ისტმატი და დიამატი ძალით უნდა წააკითხო ყოველდღე და სირბილსაც მოუმატებენ და თამაშსაც ;)
მშიერი ფეხბურთელები ათამაშეთ
შთაბეჭდილება რჩება, რომ ფეხბურთელებს საკმარისი მოტივაცია არ აქვთ, რომ ასეთი თამაშები მოიგონ. ათამაშეთ ფეხბურთელები, რომელთა კარგმა თამაშმაც შეიძლება მათი ცხოვრება შეცვალოს.
დდდ
ირლანდიასთან გამოიძახეს ჩელენტანოც და ჩელებაძეც....
gzp
გაგებით უნდა მოეკიდოთ. არ შეუძლიათ მეტი. განა თითეული თქვენგანი ხართ მსოფლიო დონის სპეციალისთი თქვენს პროფესიებში? რა თქმა უნდა არა, თორემ არ იქნებოდა ქვეყანა ეგრე. ასე რომ დაოკდით და მიეჩვიეთ შრომას.

ისევ ის სურათია,რაც თუნდაც ორი წლის წინ გვქონდა.თუ ქოჩორა ჩაკვე,კიტე ფორმაში არიან და ჯანმრთელები,თამაში გვაქვს,თუ ერთი მაინც გამოკვალდა,უკვე პრობლემები გვეწტყება და ორი მაინც თუ ვერ არის საბრძოლო ფორმაში,თამაში იშლება.ახლაც,ქოჩორამ მეტ ნაკლებად მოასწრო ფორმის აკრეფა,ჩაკვემ და კიტეიშვილმა კი,ფაქტობრივად უთამაშებლებმა ითამაშეს და ფიზიკური პრობლემები აშკარად ეტყობოდა მათ თამაშს.კიტეიშვილმა იძულებით იმაზე მეტი ითამაშა,რაც შეეძლო და აგერ,ტრავმაც განიახლდა.არც ჩაკვეს აქვს აღდგენილი ფორმა ბოლომდე და ფიზიკურად უკეთ გამოიყურებოდა,ვიდრე კიტე,მაგრამ ისიც ვერ უძლებს ბოლოდე და სათამაშო უნარებიც არ აქვს,ბოლომდე.ამიტომაა,რომ ამ ჯერზეც ქოჩორას გარეშ,პირწმინდად წავაგეთ ცენტრი და ვერც კონტრთამაში შევძელით.ჯერ ვერ დავალაგეთ შეტევა და არც მიქაუტაძე ჩანს,საუკეთესო ფორმაში.სამ თამაშში,რამდენჯერმე შეექმნა კარგი მომენტები,მაგრამ ვერც ერთხელ ვერ შესძლო ბურთის სრულყოფილად დამორჩილება და ჭეშმარიტად საგოლე დარტყმის განხორციელება.დაცვიდან ბურთის ამოტანა ძალიან გვიჭირდა და სანამ კიტე არ ჩავიდა სიღრმეში,მანამდე საერთოდ ვერ ვახერხებდით ბურთის ამოტანას.ამას ისიც დაემატა,რომ ვერც თავისუფალ პოზიციენზე სთავაზობდნენ თავს და ამიტომ იყომ ბურთის ამოტანის მცდელობისას დაკარგული ბურთი რომ გაგვიტანეს.საჯარიმოს წინ,სობოსლაი ისე თავისუფლად დანავარდობდა და ჩვენ უკანა ხაზს,ერთი მეორეს მიყოლებით უკანალზე სვამდა,რომ უბრალოდ საცოდაობა იყო,გოლი რომ ვერ გაგვიტანა.რამდენჯერმე,თითქოს სპეციალურადო,ისეთი დერეფანი შეუქმნეს.არ ვიცი,ყოველ თამაშში ამხელა სამუშაოს შესრულება როგორ შეუძლია.ძალიან ბევრჯერ დავარტყმევინეთ ჩვენ კარში და ჩვენ,მხოლოდ ერთხელ ზივზივაძის დარტყმის სემდეგ შევუქმენით რეალური ხიფათი,თუმცა ისიც არაზუსტი დარტყმა იყო.კვარას ორი-სამი კაცი მუდმივად დარაჯობდა და ბურთი კვარამდე ვერ მიგვქონდა.ირაკლი ეგოიანს არაფერი დაუშავებია,მაგრამ ვერც ვერაფერი წქნა და საერთოდ,პირველ ტაიმში მაინც განსაკუთრებულად,ორძთაბრძოლებში პირწმიდად წავაგეთ,განსაკუთრებით ცენტრში და პირველ ბურთზე.მთლიანობაში კლასში სხვაობა იგრძნობოდა,თუმცა მათი დაცვა ნამდვილად არ გამოიყურებოდა გაუვალად.უბრალოდ ჩვენ ვერ ვახერხებდით შეტევის სწრაფად და გააზრებულად გაშლას.ისიც მგონია,რომ უნგრელებს ჩვენი თამაში უკეთესად ჰქონდათ შესწავლილი,ვიდრე ჩვენ მათი და ასე იყო ყველა თამაშში.სანიოლს კი,მაგრამ სვანაძესთვოს საყვედური არასწორი იქნება,რადგან თამაშებს შორის ორ დღეში მეტოქისთამაშის კარგად შესწავლა,შეუძლებელი საქმე მგონია.ირლანდიამ უკრაინა გაანადგურა და ჩვენთან თამაშში,ამაღლებულ განწყობაზე იქნებიან,ჩვენგან განსხვავებით.შესაძლოა ცოტა ახლა მათ გადმოგვხედონ მაღლიდან და ეს იყოს ჩვენი შანსი.თუ ეგეც წავაგეთ,ჩავთვალოთ,რომ ჯგუფიდან გავვარდებით,ფრე კიდევ გვინარჩუნებს,რაღაცა შანსებს,თუმცა ძალიან მცირეს და გოლების გაუტანლად,რა შანსებზე უნდა ვილაპარაკოთ,ნამდვილად არ მესმის.კვერნაძე მხოლოდ ჩაწოდებას ცდილობდა და ვერ რისკავდა,თორემ შეიძლებოდა ერთ-ორ მომენტში თვითონ წასულიყო დრიბლიბგზე და საჯარიმოში შევარდნა მოეხერხებინააქამდე არაფერი მითქვამს,მაგრამ სამივე მატჩში,საკმაოს ხშირი იყო მომენტები,როცა აშკარად საჩვენოდ მისაღები გადაწყვეტილება,მსაჯმა ჩვენ წინააღმდეგ გადაწყვიტა.სვანაძე თანდათან დაალაააგებს თამაშს,მაგრამ სანამ მხოლოდ ცენტრის სამ მოთამაშეზე ვიქნებით დამოკიდებული,მანამდე ვერსად გავაღწევთ.მათი დონის კიდევ სულ ცოტა ერთი კაცი მაინც გვჭირდება,რაღაცა სტაბილურიბა რომ მივიღოთ.ეგოიანი ნამდვილად კარგი ბიჭია,მაგრამ ფიზიკურად ძალიან ჩაგრავდნენ უნგრელები და სანამ მამაკაცის ძალა არ გამოუმუშავდება,ბიჭის ჯანით,ცენტრში არავინ გაახარებს.ჰოლანდიაში თამაშობს და ვფქირობ ამ ძალას,მალე გამოიმუშავებს.კვერნაძესაც მეტი გამბედაობა სჭირდება.მდგომარეობა ისეთია,რომ შესაძლებელია ც ლიგაში გავვარდეთ,მაგრამ იმდენი კარგი ფეხბურთელი შედის საუკეთესო ასაკში,რომ დარწმუნებული ვარ,მომდევნო გთამაშებაში,ისევ ბ ლიგაში დავინრუნებთ ადგილს,თუმცა ჯერ არაფერია დაკარგული და მთავარი ბრძოლები წინ გვაქვს.ამიტომ არავითარი ცხვირის ჩამოშვება.სამაგისოდ არ გვცალია.
ემიგრანტი
სამწუხაროდ სანიოლის ასე დაგვიანებულმა წასვლამ, თანაც ასე უაზრო დროს, ფსიქოლოგიური პრობლემა დაუტოვა ნაკრებს და ადვილი არ იქნება ამის გადაგორება. ,,ავტორიტეტი,, გუნდში უნდა იყოს მწვრთნელი 90_ე წუთამდე, ბოლო წუთებში სულ ეზოს ფეხბურთს ვთამაშობთ ნერვები ეშლება კვარას და ათრევს ბურთს!!! პსჟ_ში გიჟები არ მუშაობენ რომ არბენინებენ წინ და უკან მაგითი თამაშის მუხტს არ კარგავს. მწვრთნელს ბევრი სამუშაო აქვს და პირველ რიგში ავტორიტეტი აქვს მოსახვეჭი და დისციპლინა დასამყარებელი!!!
იასონა
ლუის ენრიკე ტრენერად!!!
შიშველი სიმართლე
აწი ამ საქართველო ნაკრების გასვლა რომელიმე დიდ ფორუმზე (ევროპა, მსოფლიო) წმინდა წყლის უტოპიაა! ზეოპტიმისტებს შეუძლიათ თავები მოიტყუონ
საჩინო
წავაგეთ გავეშებულ უნგრეთთან 1:0.თითქოს საგანგასო არფერია,უნგრეთში ხომ ტოპ ნაკრებებსაც არ დაულხინდებათ.მეორეს მხრივ თუ ჩვენი გუნდის და ცალკეული ფეხბურთელის მოქმედებებს შევაფასებთ ,მივიღებთ მეტად სავალალო სურათს. ფეხბურთის შემადგენელ ოთხი მთავარი კომპონენტიდან ,ჩვენი ფეხბურთელების აბსოლიტურ უმრავლესობას ,ოთხივე აკლიათ. აზროვნება,ხასიათის სიმტკიცე,ფიზიკა(სისწრაფე,მოქნილობა ,სისხარტე.ამტანობა ,მგლის მუხლი),და ტექნიკაც,რომლითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით.ახლა კი ჩვენი ფეხბურთელი ბურთის მიღებისას წვალობს ,ჯახირობს .აღარ არის ლაპარაკი რბილ ,დაფარულ პასებზე.აქედან გამომდინარეა სწორედ,რომ ვერც პრესინგს აკეთებენ და უკან პასებზე არიან ორიენტირებულები.უსუსურად გამოიყურებიან ორთაბრძოლებში.მეტოქე ყოველთვის ასწრებს და ფოლითღა თუ აჩერებენ,თუმცა ზოგჯერ ამასაც ვერ ახერხებენ.ნათელი მაგალითია დღევანდელი გოლი ჩვენს კარში.ლოჩოშვილმა გარისკა(ალბათ პირველად ამ სამ თამაშში) და უკან პასის ნაცვლად ,ცენტრში მიაწოდა თავისუფალ კიტეიშვილს ,მას დაასწრო მეტოქემ და სწრაფი შეტევა გოლით დამთავრდა ჩვენს კარში,რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა.რა არის გამოსავალი? შიგა ჩემპიონატის დონის ამაღლება,(რისთვისაც ველოსიპედის გამოგონება სრულიადაც საჭირო არ არის).ლეგიონერებზე ლიმიტი,ნიჭიერი ახალგაზრდების საზღვარგარეთის დაბალი დონის ლიგებში გადინების შეზღუდვა(ქართველები უცხოეთში ვერ იზრდებიან,ვერ ვითარდებიან) და სატრანსფერო პოლიტიკის დარეგულირება(უნდა შეწყდეს ნახევარწლიანი გუნდების კეთება და ფეხბურთელების წრეზე წოწიალი).და კიდევ დონეს აამაღლებდა სომხეთთან ან აზერბაიჯანთან ერთად ჩემპიონატის ჩატარება.მე ასე მგონია.ეს ჩემი სუბიექტური აზრია და თავზე არავის ვახვევ.
Გიო
Სირცხვილია!!!
ევკრიტე
გაშვებული გოლი ნაკრების ამ უბადრუკი თამაშის სრული ანაბეჭდია დეტალებში: ლოჩოშვილი ბურთს იღებს მოედნის ცენტრში, მაგრამ პასის მიცემა არ შეუძლია, ვინაიდან წიტაიშვილი წინაა და არ ჩანს (დისკორდინაცია რგოლებს შორის), იძულებით იწყებს უკუნსვლას და ვაი-დრიბლინგს, ხოლო პასს აწოდებს ბრძოლაში (ტექნიკის დეფიციტი და პანიკა), კიტეიშვილი, რომელმა პირველმა უნდა მიუსწროს ბურთს (ესეც ნავესი ხომ არაა, რომ ვერ შეწცდეს?!), აგვიანებს (სისწრაფის და სიხისტის დეფიციტი), უნგრელი ასწრებს და პარტნიორებზე აკეთებს პასს, რომელსაც ბურთი ფლაგზე გადააქვს - იმ ფლანგელს არ კეტავს არავინ (წიტაიშვილი წინაა გაქცეული, ჩაკვეტაძე „ჰაეროვნად“ ცდილობს ჩაკეტვას - კეთდება საშუალო სიმაღლის ჩაწოდება - ლოჩოშვილი „მზერით“ აცილებს, დვალი, რომელსაც შეუძლია თავით მოგერიება, თავს ღუნავს (ეტყობა, იფიქრა ავტოგოლი არ გავიტანოო?!) და მეტრანახევრიანი კერკეზი ცხოვრებაში პირველ გოლს იტანს, გოგლიჩიძის მეურვეობის გარეშე (რომელიც ჩამორჩა ფაზას 3 მეტრით) და კაკაბაძის პასიურობით (ერთადერთი ამან გააკეთა სწორი მოძრაობა, მაგრამ დაგვიანებულად) - და გოლი, რომელიც მატჩის ბედს წყვეტს! სანამ ელემენტარული ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩრდილო მაკედონია, კოსოვოს (არ ვადარებ დიდ გუნდებს, შეგნებულად) და ა.შ. დონის მცველ (პირველ რიგში) და საყრდენი ნახევარმცველები არ გვეყოლება, გამორიცხულია, რაიმე სერიოზულს მივაღწიოთ, სულკ რომ პეპ გვარდიოლა ან ანჩელოტი დააყენონ მწვრთნელად!
რონი
კაცმა რო გკითხოთ ფეხბურთის პროფესორები ხართ...ვილის და სვანაძის ნაკრებს ისევ ერთი ხელწერა რომ აქვთ ამას ბრმაც მიხვდება.. რისთვის გააგდეს ვილი თუ ისევ ისე იმ ტაქტიკით ითამაშებდნენ? არც ვილი ადგენს ტაქტიკას და შემადგენლობას და არც სვანაძე... ეხლა ის გავიგოთ ვინ არის ფარდის უკან და ვინ არის ფარული მწვრთნელი.. სტუდიაში ის ჭკუის კოლოფა....
იადონა
რას გვერჩიან რა დაუშავეთ ესეთი!!!
4
Moacilet es vin Danishnet ra gansxvaveba saniolisgan es axals verafels m8scems am nakrebs.
კიპრი გალანძია პრიბალტიკა
კიტეიშვილი როგორ ხდება ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ზედიზედ? არარატ არმენიას ზაპასის დონეა.ტიპს სულის შებერვა უნდა და ტრამვას იღებს . არ ჯობია ნაკრებიდან წავიდეს ? ერთს ჩაატარებს ორს ტოვებს ? Აზრი?
პარადოქსების ქვეყანა
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - რაც უფრო იზრდება ჩვენი ფეხბურთელების ფასი, მით უფრო გვიჭირს დადებითი შედეგის მიღწევა... პირადად მე, ეს ამბავი უფრო დიდ პარადოქსს მაგონებს, ბოდიში გადახვევისთვის და - რაც უფრო დიდი ეკონომიური ზრდა გვაქვს ქვეყანაში, მით უფრო ეცემა ჩვენი თანამემამულეების ცხოვრების დონე... ჩვენი ბიჭების თამაში რომ შენელებულ კადრს წააგავს, ეს პარადოქსი კი არა, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ნამდვილად პარადოქსია, რომ როგორც კი ბურთს ჩავჭრით და სწრაფი კონტრშეტევის საშუალება გვეძლევა, ეს შენელებული კადრი აჩქარების ნაცვლად საერთოდ პაუზდება... მორიგ პარადოქსს კი მიგვაჩვიეს, მაგრამ ეს მის არსს არ ცვლის - რაც უფრო უხეიროდ თამაშობს ნაკრები, მით მეტი გულმოდგინებით ითვლიან ჩვენი ექსპერტები ჯგუფის მოგების შანსს... თავისთავად პარადოქსია, რომ 4 თამაშიანი სანაკრებო პაუზის უმთავრესი ამოცანის და პროგრამა მაქსიმუმის ფორმულირება დღეისათვის შემდეგნაირად შეიძლება - შეძლებს თუ არა 200 მილიონის საერთო ღირებულების შემტევებით დაკომპლექტებული გუნდი თუნდაც ერთი გოლის გატანას და თუ ასე მოხდა, ეს უთუოდ სასიამოვნო, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ მაინც პარადოქსი იქნება...
წვიმაში ვერ ვთამაშობთ
მართალია წვიმა არ იყო, მაგრამ წვიმა რომ ყოფილიყო, მაგის ბრალი იქნებოდა
nelsona
რასაც ხალხი გაიძახოდა, სად არის ბუდუ, სად არის ეგოიანი, დავითაშვილი, კვერნაძე????? ხომ იყო ეხლა ყველა, მერე! რა მერე. ეხლა დროა ახალი ფეხბურთელები ვიძახოთ: სად არის არაბიძე? მამაგეიშვილი? საზანოვი? პატარა კვარაცხელია? ლუკა გაგნიძე? ადრიანო ჩელენტანო.....
ესეა ეს
მხოლოდ ფეხბურთელები და მწვრთნელი არ გვივარგა, დანარჩენი წესრიგშია ყველაფერი. წაიყვანეთ ეს ფედერაცია კამბოჯაში და მსოფლიო ჩემპიონებს გახდიან სულ მალე
gio
უნგრეთი ბოლო წამებამდე პრესინგს თამაშობდა, ხოლო აქეთა ზაქები შეჰყურებდნენ. რატომ არ უნდა გავიდეს უნგრეთი და რატომ უნდა გავიდეს ამპარტავანი საქართველო. ღირსება არა აქვთ უღირსებს. ერთადერთი სპორტია რითაც ქართველი ისტორიულად აფრენს და ესეთი უღირსები რომ გეყოლება. ლოჩო იბრძვის მარტო. მართლა საღოლ. ინდომებს მაინცაა. ეს კვარა კაპიტანი კი არა, შეცვლაზეც არ შევიყვანდი............
კუნთები
ნახევარდაცვა- კიტეიშვილი ,მექვაბიშვილი,დავითაშვილი,ეგოიანი,წიტაიშვილი ,ქოჩორაშვილი ყველა 180 სანტიმეტრზე მკვეთრად დაბალია . მტერი ამუშავეთ ბავშვთა ფეხბურთში თუ უვიცი ?
კნოპსი
სავსებით ლოგიკური და ბუნებრივი შედეგია. ამ ფეხბურთელებით არანაირი შანსი არ გვაქვს, სანიოლი ტყუილად გაუშვით.
გიო თბ
1 ტაიმის მერე, როცა ბაგებთ და თამაში კატასტროფულია, ასე თუ ისე შემტევი ეგოიანის მაგივრად შემოყავს ჩამშლელი ქოჩორა და კიტეს მაგივრად ….ანზორი!!! კაი კიტეს ტრავმა ქონდა მარა შემოიყვანე შემტევი, ზურიკო, თუ ვერ რისკავ გიზი მაინც! გამო იდა რო ვაგებთ და ცენტრი გავამაგტრთ ჩამშლელი ქოჩორათი და ….ანზორიიიიიიი!!!!! ესეთი შესინებული ურისკო მწვრთნელის ტმრა იმედი უნდა ვქონდეს ???
ჯადო
არც კი წავიკითხე. მერე გადავავლებ თვალს. აბა ვინაა ხოდში, კიტე? თუ ჩაკვე? ორივე ჩამოსაწერია!!! განსაკუთრებით ოთარი. თავის გუნდშიც არ აყენებენ ძირითადში. ჩაკვე ერთი ტაიმისაა, თანაც კონტაქტში შესვლას უფრთხის ბევრი გასაგები მიზეზის გამო. აი, რაც შეეხება კვერნას, მიუხედავად იმისა რომ თავის ფლანგზე არ იყო, მაინც იბრძოდა და უტევდა. ეს ბიჭი იტალიაში კიდევ იტყვის თავის სიტყვას. ჩაკვეს დიდი იმედი მქონდა, მაგრამ უდინეზე ალბათ მაგის მაქსიმუმია. თუ დავაკვირდებით, მეორე ტაიმში მეტს ვუტევდით, ანუ სისწრაფეს მოვუმატეთ. გოგლიჩიძემ პასების სიზუსტე უნდა დახვეწოს. ხვიჩას მოფრთხილება ჭირდება, დღეს მეკარეც იყო. მადლობა სვანაძეს რომ ბოლო წამებზე არ გააკეთა ცვლილებები. ნელ-ნელა ისწავლის მწვრთნელობას. ორი კი გავზარდეთ მანამდე. ფაფხურა კაკაბაძეც დროა უკვე რომ მოეშვას გულშემატკივრის ნერვებზე თამაშს. არც წინ ვარგა და უკანაც ვეღარ ასწრებს. ირლანდიას გასვლაზე ხინკლის ჩეკებივით წამოვიცვამთ!
რას წუხდებოდით? მაინც ვერ გავიგე სანიოლი რატომ გამოცვალეთ?
რას წუხდებოდით? მაინც ვერ გავიგე სანიოლი რატომ გამოცვალეთ? რას წუხდებოდით?
მდააა...
სამაგიეროდ ყველა ჯავრს ჩრდილოეთ ირლანდიაზე ვიყრით ერთიანად! ბელფასტ წრწოდე, საქართველო მოდის! ...... ოღონდ ეხლა არ ვიცი უნდა ვიცინო თუ ვიგინო.
ჯიქი
პრესინგს რომ გუნდი ვერ თამაშობს ფეხბურთში, რატომ უნდა გავიდეს სადმე ?? არც გუნდი ვარგა და არც მწვრთნელ–ფედერაცია. ჯერ ფედერაციის საქმეები გამოიძიონ. ამას ჰქვია დაღუპეს ფეხბურთი და დააგიჟეს ხალხიო. შეუცვლელი არავინაა. 90 % არსათამაშებელია. კვარა იმას ფიქრობს რა დაიხატოს და რა მანქანა იყიდოს. მოკლედ აი ესეთმა გოიმობებმა გადამღალა ბოლომდე
ივერი
მწვრთნელი არაა დამნაშავე, დრო უნდა, რომ გუნდი გადააწყოს, აქ უფრო მენტალური პრობლემაა, კვარაცხელიას ტყუილად ერჩით, სრ გაჩერებულა რეალურად პასის მიღების მაგივრად თვითონ უწრვდა ასვლა, მიქაუტაძე 0 იყო ამ თამაშში და უფრო ადრე იყო გასაყვანი, კაკაბაძეც ვერ ქაჩავს, ვერ ასწრებს, ლოჩოშვილმა ძალუან ცუდად ითამაშა მარტო გოლში არაა საქმე, საერთოდ მიძრაობა აკლდა თითქმის ყველას, ბურთის თრევა, ზედმეტი პასები აქედან გამომდინარე შეტევა სისწრაფეს კარგავს, კვერნაძე, რომ ფლანგზე გაიჭრა იმდენი ირბინა და აზრი? კაციშვილი ვერ აყვა, არავინ იყო გარშემო რადგან გუნდის 80%დადის და არ იცის რას აკეთებს, კარგი 10იანი გვინდარომ დაალაგოს, ასევე რით ვერ გაიგეს რომ კუთხური გაათამაშონ ან ჩაწოდება და თავით თამაში ისწავლონ, წიტაიშვილი მაგის მაგალითი, ბურთი ვერ აწია ორივეჯერ ერთნაირად უაზროდ ჩააწოდა, ტექნიკაც ვერ აქვს, სირბილი შეუძლია, უკრაინის ფეხბურთია რა, მამარდაშვილს საერთოდ არ დავაყენბდი, რა ლივერპული, ტიპმა რა ვერ ისწავლა გამოსვლაზე და ფეხით თამაში??? მაინც ვიყოთ ოპტიმისტები და ირლანდიაში მოგებაზე ვიფიქროთ, რატომღაც მგონია, რომ მოვიგებთ, ალბათ იმიტომ რომ ავტომატი წელიწადში ერთხელ თვითონაც ისვრის(
kvaras.s
ყველაფერში გეთანხმები მაგრამ გამოქვაბულის კაცივით ტატუს რას მიახტო რა შუაშია ტატუ? ჯერ ცოლიო ეხლა ტატუო იქნებ შეიგნოთ რო ტატუ ჩვეულებრივი რამეა. დანარჩენში მართალი ხარ კიდია იმიტომ კიდია რო არც შეუძლია მეტი და აწ ზოგმა დაიჯერა ოქროს ბურთი ეკუთვნისო შეხედეთ სხვა ვარსკვლავებს ევროპელებს ბრდღვნიან მერ ეიძხეთ ქართველია და მაგიტომ არ მისცესონარ ეკუთვნის და არც მისცემენ.. დაძუნძულებს 40 წლის ნეიმარივით არანაირო აჩქარება არანაირი ფინტი არანაირო კარში დარტყმა კვარა და მთელი ნაკრები აიღეთ და გადაყარეთ ნაგავში რა პარტიაც გყავთ ის ქვეყანა ხართ ყველა მიმართულებით
თბილისელი
სიმართლეა რასაც წერ,ოღონდ რომელ ტექნიკაზე საუბრობ? 90% ჩვენი ფეხბურთელების ბურთიანად სამ ნაბიჯს ვერ დგავს. ფიზმომზადებას და სწორსირბილს კი სანიოლი და სვანაძე რას ასწავლიან? ეგ ტვინგამორეცხილი და გაუნათლებელი საბავშვო მწვრთნელების საქმეა.ისევ დისლაიქებს დამიწერთ,მაგრამ ისევ ვიტყვი- საქართველოს უბედურება ნებისმიერ დარგში არის დაბალი დონის განათლება და არაპროფესიონალიზმი. ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ნაკრებს-ამ ბიჭების უმრავლესობამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აიწყვეს ცხოვრება ( ყველამ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში) და მეტი არც არაფერი აინტერესებთ.შეიძლება კიდე დეველოპერობას მოჰკიდონ ხელი,მაგრამ კარიერული მიაღწიეს მაქსიმუმს თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე.
ქართველი
რას ერჩით ბიჭებს, ყველაფერი გააკეთეს მოგებისათვის და ბოლომდე დაიხარჯნენ.
საღოლ კობიაშვილ იაშვილო.
რა კრიტერიუმით დანიშნეს სვანაძე ერთი ეგ გამაგებინა. 21 წლამდელები და ეროვნული ნაკრები ძალიან განსხვავდება. იმედია ნორმალურ მწვრთნელს მოძებნიან.
სოსო
ანზორა უკვდავია! სვანაძეს წესიერ კაცად ვიცნობ და ინდა წავიდესბჰავისო ნებით, არაა მზად ეროვნულოსთვის და ნუ აგინებიმენს მთელს ერს თავს!
უფროსი
კაკაბაძე, ლოჩოშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, იეგოიანი და ქოჩორაშვილი არიან შეზღუდული ნიჭის საშუალო ფეხბურთელები. გოგლიჩიძე და კვერნაძე მომავალში მოუმატებენ, მაგრამ ჯერ არ არიან ნაკრების დონის ფეხბურთელები.
Ккк
მექვაბიშვილი მოთამაშე-მწვრთნელად, ხემოწერები შევაგროვოთ
Levani
მე მომეწონა,დარბოდნენ ბოლომდე. ჩქარა ვერა,მაგრამ ჩქარა რომ გაიქცნენ ჩქარა ვერ თამაშობენ და ისე დარბიან რა ტემპშიც იციან თამაში,უფრო ჩქარა სირბილს რა აზრი აქვს

რა შემთხვევაში უნდა გადადგეს ფედერაცია ვის მივმართო და ვის უნდა შესჩივლო ისიც არ იცის ხალხმა. ან ვინ მართავს ქვეყანას, ან ვინ რას წყვიტავს. ეს ამდენი პეშკა მღლეტავი საიდან მოყარეს ვინც მოყარა. ერთი სფერო არ არის დალაგებული. ამ გუნდიდან კი მხოლოდ ლოჩოშვილს ვათამაშებდი, ჟილკა მაინც აქვს სხვა თუ არაფერი
Sg-013
უნგრეთთან ეგოიანი რომ არ დააყენოს მე თავს არ ვიცოცხლებ, მაგარ ფორმაშია.. მოიცა .. უი... აბა..აბა ...აბადელიდელაო? კაკაბაძე და კიტეიშვილი U18 გადაისროლეთ,ფიზიკური განვითარება აკლიათ, დაკაცდებიან-გაიზრდებიან და მერე ვნახოთ.
სანდრო
გახსოვთ ნაცვლიშვილის ნათქვამი მოგენატრებათ მამათიო? ძირითადი პრობლემა სანიოლში კი არა არამედ მთლიანად გუნდშია,აგრეთვე ფედერაციასა და ჟურნალისტებში რომელთაც ვერ ამოაღერღინებ რომ ლიდერებს ან მეტი აღარ შეუძლიათ ან სურვილი არა აქვთ რაც ორივე შემთხვევაში ამ სამარცხვინო თამაშს და შედეგს იწვევს გუნდის წინა ხაზი რომლის ღირებულება 200მილიონს აჭარბებს და მესამე თამაშია სეირნობის და მარიაჟობის მეტი არაფერი უჩვენებიათ ნუ დაცვა შუა ხაზზე ლაპარაკიც აღარ ღირს იგივე ითქმის მეკარეზე რომელიც საშუალო დონესაც ვერ აკმაყოფილებს,ვის მოუბრუნდება ენა და იტყვის რომ იქ არ უნდა ვიყოთ სადაც ვართ,არ ჯობდა სან-მარინოსთან და გიბრალთართან თამაში სადაც შეიძლება ვერ მოგვეგო მაგრამ როცა ამათ ვხვდებოით სამ თამაშში ერთი ორი გოლი მაინც გაგვქონა ეხლა კი დიდი ალბათობით ისე ჩაარიხინებენ ამ ციკლს გოლი კი არა ნორმალური დარტყმა გახდა სანატრელი
Ardiles78
ჩვენი ნაკრები მაგონებს იმ ფილმს,სინიორ რობინზონი რომ უყურებდა თავის კუნძულზე:ერთი და იგივე კინო ზღვაზე.ელემენტარულად, მოძრაობაში ბურთის დამუშავება ხომ გადაულახავი პრობლემაა ჩვენებისთვის,პასის უმდაბლესი კულტურა,თითქმის ყველა ორთაბრძოლის წაგეა,საყრდენების გაუთავებელი ჯარიმები და კიდევ რამდენი სხვა..ამ დროს,უნგრეთი საშუალოზე საშუალო გუნდია,მაგრამ ყავს სობოსლაი-ასფეხა,ასთავა სუპერვარსკვლავი,რომელმაც ბურთი თავზე გადაგვახია.
ბაჩო
მალე მოვა ნოემბერი შედეგი არიქნება დარწმუნებული ვარ!! სანიოლს არმივტირი აგვიანებდა შეცვლებს! არც სვანიძეზე ვიყავი კარქად განწყობილი და გაამართლა მეტოქე გუნდი გიგებს და 5თივე ცვლილებას გასწრებს ჩაკვეს ვენაცვალე კარგი ბიჭია მაგრამ დღეს პირველივე ტაიმში შესაცვლელი იყო! მექვაბრიშვილი ცალკე ამბავია შეიძლება მეარვიცი მაგრამ დღეს მაგისი შემოყვანა არიყო საჭირო! გვყავს ლობჟანიძე გვყავს აბუაშვილი, გვყავს ზურიკო, გყვავს ყაზაიშვილი რომელსაც არიძახებენ არადა ბევრ კარგსაქმეს გააკეთებდა ნაკრებში
რა გვეშველება
ვაი თქვენს პატრონს, ამას ჯობია საერთოთ არ უყუროს კაცმა თქვენს საცოდაობას
ვაშა
მერე არ რომ წავაგეთ - გაიმაღჯვა მმეგობრობამ ქართველი ხალხისა უნფრელ ხალხთან
რა ქნან ბიჭებმა?
ხელს უშლიან მოწინააღმდეგე გუნდები თორემ გოლსაც გაიტანდნენ 😁
ლევანი
რა ვიცი, მწვრთნელი რა შუაშიაო და ა ბატონო იტალიელები, უკვე ჩამოწერილები იყვნენ, რა ხანია. ორი თამაში ათამაშა ჯერ ამ მანჩინია თუ ვიღაც და კი ხედავთ, თუ რა შუაშია მწვრთნელი. ისე ჩემი ნება რომ იყოს ნახევარ გუნდს ნაკრებიდან გავყრიდი, დაიჭირონ თავისი ძვირიანი ჩანთები და თავი დაგვანებონ, ხვიჩას თამადობით.
lisandro
ფეხბურთი დღეს უკვე იქცა კარგ და უზრუნველ ცხოვრებისკენ ტრამპლინად, დრო როცა ჩემპიონობის გამო კულტურის სახლში ზეიმზე ქების სიგელით დაგაჯილდოვებდნენ წარსულს ჩაბარდა. ჩვენი ნაკრები დაკომპლექტებულია ფინანსურად გამძღარი და ვისაც მეტი ფეხბურთის ცოდნა არ აქვს იმით. მიქაუტაძე გამძღარია, კვარაცხელია გადამძღარია, მამარდაშვილი გამძღარია, ქოჩორაშვილი გამძღარია. არის მეორე კატეგორია კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე, ეს ორი ისეა ტრამვებისკენ მიდრეკილი მათი პატრონი 10 სანთელს ანთებს ამათი თამაშის წინ, ეხლა როგორ გინდა მოსთხოვო გამო სტადიონზე ფეხები იმტვრიეო როცა იგივე კიტე შტურმში ერთი სეზონის ფულით სამ ბინას იყიდის თბილისში, იგივეა ჩაკვესთან მიმართებაში რაღაცას წვალობს ერთი კლუბიდან მეორეში და ამას კიდე ტრამვა უნდა უნგრეთთან ან ჩრ. ირლანდიასთან? არის მესამე კატეგორია რომლებსაც უბრალოდ მეტის ნიჭი არ აქვთ კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი. ადრე იმ 5-6 კაცის დაბალ დონეს მშიერი მაგრამ ნიჭიერი ის 5-6 კაცი ავსებდა. ეხლა გვაქვს ეს სიტუაცია ერთ ნაწილს მეტი არ შეუძლია მეორეს აღარ აინტერესებს. ჩემი სუბიექტური აზრით პრობლემა ესაა და არა მწვრთნელი ან ტაქტიკა
თორ
არასწორი შეცვლები, კიტეიშვილის ნაცვლად ქოჩორა უდნა შესულიყო, ეგოიანი უნდა დაეტოვებინა, კვარა და მიქაუტაძის ანცვლად კვერნა და დავითაშვილი ან ზივზივაძე, დაცვაშიც შეიძლებოდა 1-2 შეცვლა, მაგრამ რაცაა ეგაა
გელა
სასწაულად უსუსურები არიან. ხალხი და ქვეყანა არის ცოდო ასეთი ნაკრების შემყურე.
კეკე
Საქართველოს ნაკრები, საძოვარზე გაშვებულ ნახირს ჰგავს, ზანტად რომ ცოხნის ბალახს (ერთეული ფეხბურთელების გამოკლებით). ვერ ვიგებ მექვაბიშვილი რატომ გვყავს შეტენილი, ჯოკერში გაუჭრელი დამა ყვავივით.რაც შეეხება, ქულებით ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შეფასებას ნუ გაირჯებიან ანალიტიკური გვერდები, აქეთაც სულ სობოსლაი თამაშობდა და იმას დაუწერონ 10.
აუქციონი
სვანაძეს 15 წლიანი კონტრაქტი - ერთი, 15 წლიანი კონტრაქტი ორი, 20 წლიანი ლიანი კონტრაქტი? 20 წლიანი კომტაქტის ერთი, 20 წლიანი კონტარქი ორი, 25 წკიანი კონტრაქტი? 25 წლიანი კონტარქტი ერთი, .....
დააT
1) ეგოიანი - ერთხელ მიიღო ბურთი როცა დიდი სივრცე ჰქონდა და პასი უკან გააკეთა. ნიდერლანდების ჩემპიონატში კარგი თამაში მაღალი დონის ფეხბურთელობას არ ნიშნავს; 2) კვარა - რატომ ავალებენ კვარას კარში დგომასაც როცა ყველამ ვიცით რა სარგებლის მოტანა შეუძლია შეტევაში; 3) მიქაუტაძე - ორივე ტაიმში რამდენჯერაც მიიღო ბურთი იმდენჯერ დააგვიანა გარბენიც და პასიც; 4) წიტაიშვილი - სხვებთან შედარებით ცოტათი უკეთესი იყო და არუნდა შეეცვალა; 5) კვერნაძე - ცუდ დრო მოუწია ნაკრებში დებიუტი. 6) კიტეიშვილი - რომ დაავიწყდა ფეხბურთი და შეცვლაზე მექვაბშვილი გამოდის ეს უკვე დიაგნოზია ამ ნაკრების; 7) კაკაბაძე - მადლობა ნახვამდის. კვარა, ჟორჟი, ჩაკვე, კიტე. ამ ოთხეულზე დგას ნაკრების წამატება და ეს ოთხეული ამ სანაკრებო ფანჯარას შეხვდა ცუდ ფორმაში.
სოსელო
არაფერ ახალს არც ველოდით დღევანდელ თამაშში, ისევ ისეთი უსუსური ფაფხური ვნახეთ და ნახევარმცველები, რომლებსაც ევალებათ წინ პასი და თამაშის გამწვავება, უკან მცველს უბრუნებს ბურთს და ხელით ანიშნებს წინ მიეცი პასიო.... სად ისწავლეს საინტერესოა????
ურაგანი ნაკრებია
სამ თამაში კარისკენ სამჯერ დაარტყეს
Ქო მაგია
Ფედერაცია გადადგეს, უკლებლივ, დამლაგებლების ჩათვლით, თერაპია აღარ შველის პირდაპირ ქირურგიულში
იკა
გუნდს პრესინგის თამაში არ შეუძლია და სირცხვილი ხომ არის სადმე გავიდეს. კვარამ ჩანთები და მანქანები გამოფინოს და ტატუ გაიკეთოს თვალის გუგაში უკეთ ითამაშებს. საერთოდ ამ ნახირს ვინ ყიდულობს საერთოდ ??
Dudu
ეჰ ჩამოვთვლი ისევ. 1.არანაირი ტაქტიკა 0. 2.უბურთოდ მოძრაობა 0. 3.ნახევარდაცვა 0 და შესაბამისად თავდასხმა 0 და დაცვას შესაბამისად წვალება. 4.შემადგეობას -თარგამაძე.ჭანკვეტაძე ქოჩორაშვილი,მიქაუტაძე. ასე შემიძლია გავაგრძელო 1 მა უნგრელმა მოგვიგო რა!3 თამაშში რომ ერთ ფეხბურთელზეც ვერ იტყვი უი რა ქნა რა მაგრად გააკეთა ან მასგავსი იქ რა ფეხბუღტელებზეა ლაპარაკი. სვანაზეს რაც შეეეხება არანაირად არა ვარ ამ კაცის მიმართ უარყოფითად მაგრამ ამდენი თავდამსხმელი რომ შეიყვანე ამით გააძლიერე გუნდი?დაასუსტე პირიქით,მაგენისთვის პასი ვის უნდა მიეცა ნახევარდაცვა არ გვყავს არა არცერთი არაფრად არ ვარგია ნელი ძააან ყველა თან მოტყუებაც არ იციან!!
T.T.
C-ი ლიგაში დაბრუნება.
Ккк
მექვაბიშვილის იმედი მქონდა,ამჯერად იმედი გამიცრუა🤣
არა მე ტქვენ გეკიტებით? რატომ გამოცვალეთ?
მითხარით რატიმ გამოცვლეეთ სანიოლი? უკეთსი მივიღეთ რამე?
dato
უსირცხვილოები არიან. ახალგაზრდა ბიჭები არიან და ღავმოყვარეობა არ გაააცნიათ. ვინმემ რო უთხრას თანაგუნდელებმა ეს რას ცოდვილობთ თქვე … რა უნდა უპასუხონ ან ხალხს როგორ უნდა დაენახონ. გამოვა ეხლა რამაზა და კარჰად ვითამაშედ მეორე რაიმიო იტყვის. ან ეს მამარდაშვილი 1 გამოსვლაზე რო სწორად ითამაშოს . სამარცხბინობი არიან
912-ს
მარტო წარმატების და მოგებების გულშემატკივარი ხარ შენ და გვერდში დგომა არ იცი,შენ ვის რა უნდა დაეხმარო
ზაზა
გასული საუკუნის სტილის ფეხბურთს თამაშობენ, ეს არ არის სისწრაფეზე და კარგ ფიზიკურ მომზადებაზე აგებული ფეხბურთი. სამწუხაროდ მარტო ტექნიკა არ შველის ამ ამბავს, ამას კომპლექსურად უნდა მიდგომა, ჯერ ერთი ძალიან დაბალი და თხელი ნახევარმცველები გვყავს და ზოგადად ძაან ჩამოვრჩებით ფიზიკური აღნაგობით დღევანდელ საშუალო სტატისტიკურ ფეხბურთელებს. ამიტომაც არის რომ პრესინგზე ვერ თამაშობენ, სამწუხაროდ არ ჰყოფნით ფიზიკური კონდიციები და დღეს პრესინგის გარეშე ფაქტიურად წარმოუდგენელია რაიმეს მიაღწიო. მეორე ის რომ თუ სწორად არ ირბენთ და არ გაეხსენით ერთმანეთს, ყოველთვის უკან მოგიწევთ ბურთის დაბრუნება და მესამე ბიჭო რა გახდა ეს აუტი, კუთხური, საჯარიმოდან ჩამოწოდებული ბურთები, ერთხელ მაინც ხომ რაღაც აზრიანად უნდა გაათამაშოთ. წარმატებები და ისევ კეთილი იმედებით.
Levani
ქოჩორაშვილი და ანზორი რა ცუდ ფეხბურთს თამაშობენ ორივე. ისე სანიოლი რა თაობას აფუჭებსო და სადაა თაობა? კოსოვოს ნაკრებსაც კი ჰყავს მესები, აგერ იუვენტუში ყავთ ზღარბია თუ რა ქვია,ზეგროვა. ყველა გუნდს ჰყავს რომელიმე დორტმუნდის,ბრენტფორდის იფსვიჩის თუ ლანსის დონის ხალხი. ჩვენ გვგონია მარტო ჩვენ გვყავს ვილიარეალები და ლივერპულები- სხვები ყველა ხაბაროვსკის სკა-ენერგიაში თამაშობენ
კვარას
კვარას გარატირებული სკამი ელის პესეჟეში კვარამ მოუკლო თამაშებს რატომაც არა ფეხ ფეხ გადადებული იცხოვრებს იშოვა მილონები მინდორზე დასერნობოს ბრაო კვარა ესე გაგძელე შენგან დარჩება ნარჩენები
ვითომ ევროპელი
ჯერ, ღამურობას უნდა დავანებოთ თავი...
ოქროს ბურთი
ოქროს ბურთი მოუჭერს
Mela
Waiyvanet Karasnodaridan Vakhania, marjvena mcveli, rusetis nakrebshia ukve. Daberda ukve kakaba. Naxevardacvashi kide Maridishvili sheidzleba Akronidan, qvabze varedi ar iqneba. Da arabidzes kide ar gamoudzaxot, ra daashava aseti tipma. Jarimas mainc gaitans, kutxurs chamoawodebs
VVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVVV
დარჩა სვანაძე გაღიმებული. ჩვენც.
A
უბრალოდ გუნდᲨი ერᲗია კარგი ფეხბურᲗელი და არავარსკვლავი.ორი სამი ფეხბურᲗᲗან ახლოს.დანარᲩენები უბანᲨი ლიმონაᲗზე იგროკები
აჩი
კარგი წავაგეთ ძაან ცუდი თამაში ვითამაშეთ კიარა გაუგებარ ბავშვურ შეცდომებს უშვებ გაუგებარ ჯარიმებს იკიდებ რავი რამდენჯერ პასი ვერ მისცეს და კუთხურის ახლოძსლთან დაკიდება საერთოდ რას ემსახურებოდა ვერ გავიგე 4 ჯერ ერთდაიგივეს რო აკეთებ რავიცი ძმაო ეტყობათ რომ მოვალეობის მიზნით თამაშობენ და რატოა მასე ჩვენ ვერავინ გვეტყვის მაგრამ ფაქტია რომ მაგარი აჭრილები დარბიან ეხა წავლენ თავიანთ კუბებში და ყველა საკაიფოდ ითამაშებს აი ნახავთ
Skorp
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ რომ ჯგუფში ყველაზე სუსტი გუნდი ჩვენ გვყავს. ამათ ზიდანი რომ დაუნიშნო თავიანთ თავს მაინც ვერ გადაახდებიან.
აუცილებლად
სვანაძეს 15 წლიანი კონტრაქტი მინიმუმ, პლიუს 5 წელი და სხვ ოპციები
ემიგრანტი
ეს მექვაბიშვილი ვიღაცის ნათესავია ალბათ ფედერაციაში თორე მე მაგის ნათამაშები საერთოდ არ მახსოვს ან რაღა დროს კაკაბაძეა 40 წლის არის კაცი გაანებეთ თავი.ახალგაზრდები შეკრიბეთ ჯობია ვისაც დასამტკიცებელი აქვს თორემ ამათ როგორც ვამბობ სულ ფეხებზე კიდიათ თამაში ეს რა საცოდავობაა 270 წუთში ერთი გოლი ვერ გავიტანეთ იმას ვერავინ იტყვის რომ ეს ფეხბურთელები თავის კლუბებში ვერ თამაშობენ.და სვანიძე არ არის იმ დონის მწვრთნელი რომ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
სირცხვილია
ვერ ვთამაშობთ ფეხბურთს ფაქტია რა ისტორია ყველაფერი გასაგებია მაგრამ უბრალოდ გვიყვარს ეს სპორტი და მანდ მორჩა
c
კვერნაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი არ არიან ნაკრების დონის ამ ეტაპზე. მომავალში კი ბატონო. რაც შეეხება მწვრთნელს, სრული კატასტროფა იყო დღეს, განა იმიტომ რომ რამე არასწორად გააკეთა, უბრალოდ თამაშში ვერანაირი ცვლილება ვერ მოახდინა. რასაც თამაშობენ ჯერ-ჯერობით სანიოლის ინერციაა, ამასაც უფრო და უფრო მოუკლებენ. მოედნის ცენტრი სრულად წაგვართვეს, ხვიჩა ამოკეტეს და დაცვას ათამაშებინებენ ბურთს. ნებისმიერი მეტოქე ვისაც უნდა ჩვენი ნაკრები გამოთიშოს, მაღალ პრესინგზე თამაშობს და მერე ქმნიან ილუზიას რომ ვითომ გვაცლიან თამაშს და დაცვას აგორავებინებენ წინ და უკან. მონღოლების ტაქტიკას ჰგავს , ვითომ ჩვენც რაღაცას ვთამაშობთ და ამ დროს სრულად აკონნტროლებენბ თამაშს, საკმარისია ოდნავ შემოქმედებით ფეხბურთელს მიუვიდეს ბურთი, ეგრევე ხისტი პრესინგი და მორჩა. მე ვწერდი რომ სანიოლი გადასაყენებელი იყო, მარა პირობა ამისი იყო აუცილებლად უცხოელი მწვრთნელის მოყვანა. თუ სვანაძეს დატოვებენ საერთოდ დასრულდება ამ თაობის რომელიმე ჩემპიონატზე გასვლა. ამ ბიჭებს მენტალურად სჭირდებათ უცხოელი მწვრთნელი, რადგან არასწორად ნაწილდება პასუხისმგებლობები ჩვენთან. აუციულებელია უცხოელი მწვრთნელი, სხვა მენტალობით, რომ ფეხბურთელებმა იგრძნონ სიახლე შეტევების დაგეგმვისას, ყველამ უნდა იცოდეს სხვადასხვა ვარიანტი შეტევის. თუ არ გამოდის ცენტრიდან, ფლანგების ჩართვა, რაც მთავარია ხვიჩას გამოყენება!!! კიდევ და მთავარი : მოედნის ცენტრში ჩაკვეტაძის სტილის გამთამაშებელი გვჭირდება, რბილი და ტექნიკური. ეგოიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, უკვე გვყავს და გვინდა ვინმე რბილი , ტექნიკური, სუფთა 10 იანი. საქართველოს ჩემპიონატში შეიძლება ვინმეს პოვნა. სულ რომ რონალდინიო არ იყოს მაინც ბევრს მისცემს ნაკრებს ასეთი პროფილის რბილი მოთამაშე , მოედნის კარგი ხედვით, ნუ ექნება სუპერ სკილები, მარა არ შეიძება რომ ვინმე არ იყოს. მარტო 1 კაცი გვჭირდება და 1 უცხოელი კარგი სპეციალისტი მწვრთნელი, დანარჩენი აეწყობა.
კვარას
კვარამ იშოვა მილონები ფეხებზე კიდია მოიგებს ნაკრები თუ წაგებს ტატუს დახატვა გაძელო ჯობია სირცხვილიიიი
გია
მეორე უდიდესი პოზიტივი ჩვენი ნაკრებისგან,გარდა უმაღლეს დონეზე აყვანილი უკან პასის კულტურისა როგორ ღირსეულად ულოცავენ მეტოქეს გამარჯვებას,ამათ იმისთანა ტემპი აქვთ აკრეფილი შორს არ არის ის დრო როცა მოედანზევე ყანწით ხელში და ბოლოკ გაყრილი გოჭით ხახაში მიულოცავენ მოწინააღმდეგეს წარმატებას,ჩვენ გუნდზეა ზედგამოჭრილი დევიზი მთავარი მონაწილეობაა და წაგებას ღირსეულად და ღიმილიანი სახით უნდა შეეგებო,ბრავო ბიჭებო მრავალი ქებათა ქება ქართველი ხალხისგან
დიტო
არც ვიცი რა ვთქვა, ესეთი ბავშვური თამაში საკუთარ კარებთან არ ეკადრება პროფესიონალებს. თუმცა რა პროფესიონალები? ეზოს ფეხფურთელები არიან გუნდის 60-70 %. ან რომ დადიან მოედანზე თითქოს ბაღში ბუნებით ტკბებიან? გვაღადავებთ თუ რა ხდება?
ირაკლი
ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილი არ არის.ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რეალობას შევხედოთ სჯობს. დომინიკ სობოსლაი - აი ფეხბურთელის ეტალონი, ტიპი ყველგან იყო მოედანზე. ისე რა საინტერესოა, რომ ჩვენს ნაკრებში ვისაც ფიზიკა აქვს და დარბის IQ აკლია და პირიქით, ვისაც მოედნის ხედვა აქვს, ტრავმები აწუხებს

არ შეიძლება რომ არ წავაგოთ და ხუთი თამაში ზედიზედ მოვიგოთ?რა არის ამისთ ის საჭირო?
ედემი კორძაია
იმედგაცრუებული ვარ. აშკარათ ეტყობა რომ ცუდპალასაზე არიან ბიჭები. ბრძოლა გრძელდება ჩრდილოეთ. ირლანდიას მოვუგებთ ისევ გვაქვს შანსი. სობოსლაის კარიერაში საუკეთესო თამაში ქონდა ბევრი ირბინა დოპინგზეა გადასამოწმებელი
სვანაძეს 10 წლიანი კონტრაქტი მინიმუმ
სვანაძეს 10 წლიანი კონტრაქტი მინიმუმ
დდდ
საქართველოს ნაკრებზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ არაფერი გუნდი არაა უნგრეთის ნაკრები და ჩვენ რომ არ მოვვლენოდით მაშველ რგოლად, დაქვეითების უპირველესი კანდიდატები იქნებოდნენ...
ლაშა
ის რაც მოხდა და ხდება სრული 101% პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციას!!! დიდი ხნის გასაშვები იყო სანიოლი.. აქამდე ნებისმიერი სხვა მწვრთნელი საკუთარ ხელწერას დაამჩნევდა. P.S ცოტე მეტი რო ირბინოს ზოგ ზოგიერთმა ნაკრებში არც ეგ იქნებოდა ურიგო..
Bbbbhh
კვარა არჩდილი დადის მოედანზე სვანაძე უდა წავიდეს სასტრაფოთ ფედერაცია უკან უდა მიყვარს არუდათ დიდი ფულის გადახდა მოყავთ ნაკლები ხელფასით ისეთი მრწვთნელები მწვრთნელობის აზრზე არარიან ფული ვინ უდა ჭამოს არ დაბლოკოთ
გეკითხებით მე თქვენ
თუ მწვრთნელი აარფერ შუაშია მაშინრას ცვლიდით სანიოლს?
მეგრელი
სხვათაშორის არ ვითამაშეთ ცუდად, მომეწონა. კვარას რამე ფასეული უნდა შეექმნა მაგრამ.... არაუშავს
დავითი
ნახევარი გუნდი გასაყრელია. ამას თამაშს ვერ დაარქმევ ,ცდაც კი არაა.
912
არაა ეს B ლიგა ჩვენი საქმე და გავვარდებით C ლიგაში და ჩვენც დავისვენებთ და ფეხბურთის, ამ ნაკრების გულშემატკივრობა უკვე პატრიოტიზმი არაა მაზოხიზმში გადადის... ჯობია გავაუქმოთ და რა ხარჯსაც ვწევთ ობლებს დავეხმაროთ... სამარცხვინოები ხართ კაპიტნით დაწყებული მასაჟისტით დამთავრებული...
ioseb
Mtavaria anzora shemoiyvana. Vin yavs egeti ro mainc atamasheben tipma aricis sadari stadionzea koncertzea tu metroshia. Ise 68wutze magari shedevri sheqmna:))
კვარაცივია
შეადარეთ ახლა, რას აკეთებდა სლობოსლაი თავისი გუნდისთვის და რას აკეთებდა ჩვენი გუნდის ნაფერები ფსევდო-ლიდერი
Kenshin
გაასწორა კაი თამაში იყო
ნელსონ მანდელა
არა აქ მწვრთნელი არაფერ შუაშია, უბრალოდ არ შეუძლიათ თანამედროვე ფეხბურთის თამაში, სადაც ფეხბურთელები მოტოციკლივით დარბიან გააზრებულ პასებს აკეთებენ და პასების სიზუსტე აქვთ.
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?
"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი