ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია" - "ერთა ლიგის" B დივიზიონის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიამ ეს სიტყვები თქვა. სამწუხაროდ, ჩრდ. ირლანდიასთან (0:1) მარცხით დავიწყეთ, რასაც მთავარი მწვრთნელის ცვლილება და წარუმატებელი პერიოდი მოჰყვა. დღეს, 22:45 საათზე, უკვე ბელფასტში ვითამაშებთ - ჯგუფის ლიდერი ჩრდ.ირლანდია VS საქართველო.

"ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი არ უნდა ვაგრძნობინოთ და არარეალური მიზნები არ უნდა დავუსახოთ" - ეს სიტყვები ჩრდ ირლანდიელთა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა თბილისში თქვა. როგორც ჩანს, ის და მისი შტაბი გეგმაზომიერად მუშაობს - 7 ქულა და არცერთი გოლი საკუთარ კარში. აღსანიშნავია, რომ მეტოქის მწვრთნელი ამბობდა, მას შემდეგ უფრო შეგვექმნა პრობლემები, რაც საქართველოს ნაკრები 4 მცველზე გადავიდაო და ვნახოთ, რამაზ სვანაძე ამ ფაქტორს რამდენად გაითვალისიწინებს. უშველის ეს საქართველოს ნაკრებს?! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა!..

ჩრდ.ირლანდიასთან თბილისში პენალტის ვერგამოყენების გარდა, სხვა ეპიზოდებიც იყო, მაგრამ გატანა ვერც მაშინ მოვახერხეთ და ვერც შემდეგ. უცნაური აფიშაა - გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ!

ო'ნილი თბილისში წუწუნებდა, ოთხი თამაშისთვის როტაციის ფუფუნება არ გვაქვსო, მაგრამ ეს პრობლემა საქართველოს ნაკრებშიცაა. ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ საერთოდ არ დაუსვენია, ისევე როგორც ოთარ კაკაბაძეს, ლაშა დვალსა და გიორგი მამარდაშვილს. შემადგენლობისას ფიზიკური მზადყოფნა მაქსიმალურად გათვალისიწინებული იქნება, როგორც წინაზე გიორგი ქოჩორაშვილის შემთხვევაში. ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. განაცხადში ამჯერად არიან საბა ხარებაშვილი, ნოდარ ლომინაძე და გიორგი გაგუა.

მთავარი მსაჯი ავსტრიელი სებასტიან გიშამერია.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩრდ.ირლანდია: ჩარლზი - სპენსერი, ეჩესერი, მაკკონვილი, ბრაუნი, დევლინი - მორისონი, ჰუმე, ჩარლზი, პრაისი - დონლი;

საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე - წიტაიშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია.

• Rembo ))

უფროს-ს rom eg azrebi gawuxebs , neta sheni daqvemdebarebuli umcrosebi machvena ))) au , ra bujgavi eqnebat tavshi ! ))) ra gveshveleba !(((((

• ვაჰ, სადა ვბანაობთ, ბიჯოოოო......

ეს ის შემთხვევაა რომ ადამიანს გაგიჭირდება რამე რჩევა მისცე მწვრთნელს.... სამ თამაშში ბურთი ვერ გაგვიტანია, კარის ჩარჩოში სულ რამდენჯერ დავარტყით? ყვავები კი ჩამოვყარეთ ციდან, იცოცხლე. მოკლედ, გასაგებია რომ ანზორი დღესაც ითამაშებს, უბრალოდ თხოვეთ ვინმემ რომ კარში მაინც ნუ დაარტყამს. ის ცაა, ცა, ღრუბლები ბიჯო, კარი დაბლაა, დაბლა!

• გიგო პაპა

ეჰ. სად არ სცადა ხვიჩა ენრიკემ? აზრი არა აქვს, ფლანგია მაგის ადგილი. ყველაზე პროდუქტიული მანდ არის. ცუდი ისაა, რომ სულ ცოტა 2 კაცი აზის ფეხზე და მესამე ჩასაფრებულია. რამე ახალი თუ არ მოიფიქრა, არაფერი გამოვა. ყველამ შეისწავლა. ან არ უნდა შეიწიოს ცენტრისკენ დასარტყმელად, ან იქვე მოატყუოს მეურვე, ანაც ეგრევე პასი უნდა გააკეთოს. ცუდი ისაა, რომ პენლის წამოკიდებასაც აღარ ცდილობს, რასაც ადრე აკეთებდა. წინ კაპიტანო და ყოველთვის წინ საქართველო!!!

• კონტეს მამა

სტატია არც წავიკითხე. გული მაქვს გასკდომაზე და მაგიტომ. მიდით რა ბიჭებო, ერთი ქართულად შეუბერეთ, დაავიწყეთ რომ ფეხბურთი მაგათი ქვეყნიდან იღებს სათავეს! ხომ შეიძლება რომ წელიწადში ერთხელ მაინც გადაახიოთ თავზე ბურთი? სტატიის ავტორთან ათასი ბოდიში. სათაურიც საკმარისია გულშემატკივრისთვის. დახაზე რა ხვიჩა, დროა უკვე!

• გიორგი

ლოგიკური გამარჯვების რა გითხრათ და წელიწადში ერთხელ პოლისჯოხიც ისვრის, მაგის მოლოდინში ვართ

• Ჯუმბერი

Მოგება დღეს

• ყოველ ჯერზე შანს არ ვიყენებთ

ასე იყო სანიოლის დროს და იგივე გრძელდება ახლაც. შანსი რომ დაკარგულია პირველი ადგილის ამას ხომ ვაცნობიერებთ? ბოლო ბოლო B გჯუფიდან გავარდნაც კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ თუ მომავალ შესარჩევს მომზადებული შევხვდებით. ახლავე უნდა იქნას ეს დარჩენილი თამაშები გამოყენებული იყოს შემდეგისათვის და ყველას მიეცეს საშუალება ნაკრებში თამაშისა. შემდეგისათვის რომ არ მივიღოთ მუდმივად უნიჭო და საშუალო დონის ფეხბურთელების შეუცვლელად მოაზრებისა. ასე დავიმკვიდრეთ მექვაბიშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე და თუნდაც კიტეიშვილიც უკვე, რომელიც დაღმავლობას განიცდის. ამათზე ვართ დამოკიდებული და ის სხვებიც ვინც სკამზე ზიან ბევრად არ ჩამორჩებიან, ზოგ შემთხვევაში ამათ რამდენი სათამაშო სანსიც ქონდათ ის სხვებიც თუნდაც ასე ითამაშებდნენ უკვე და აღარ ვიქნებით, ვაიიი კიტე აღარ გვყავს და მექვაბიშვიკი შეუცვლელია ან გოგლიჩიძე განსაკუთრებულია და ბევრად აღემატება საზონოვს? მიეცით ყველას ბევრჯერ შანსი, როგორც ყველას და ნახავთ რომ მათზე უარესები არ არიან. არ დაიღალეთ იგივე წრეზე სიარულით?

• გიორგი

ოღონდ მექვაბილიშვილი არ დააყენოს მწვრთნელმა .მე 3 წელია ვნატტულობ. არარის ეს კაცი ნაკრების დონის. დაანებეთ მას თავი და ჩვენც დაგვასვენეთ

• ედემი კორძაია

დღეს ჩვენი ლომკაცები კვარას თაოსნობით დიდ გამარჯვებას გვაჩუქებენ. ერთიანობა და ბიჭებსი გვერდში დგომაა საჭირო. ჩემონდა კვარას ჰეითერებო დღეს დაგადუმებთ ყველას. ასეა ეს

• ბს

უკან პასების მიზეზი არის ბურთის დაკარგვის შიში და წინ მყოფი მოთამაშეების სიზარმაცე, რომლებიც იმის ნაცვლად რომ მიდმივად მოძრაობდნენ უბურთოდ და შეტვის გაგრძელების შესაძლებლობებს ქმნიდნენ დგანან და ელოდებიან აბა რას იზავს ბურთიანი კაცი. აქა იქა ერთი თუ გამოხტება ხოლმე ვინმე რომ მიეშველოს ბურთის გათამაშებაში, მაგრამ ერთი მოთამაშის გახსნა ისიც ხანდახან, არ კმარა, ყველა უნდა მოძრაობდეს და ბურთიან მოთამაშეს არჩევანის შესაძლობა ჰქონდეს. არ იციან ეს? იციან, მარა ტრაკის განძრევა ეზარებათ. მასე სეირნობით კი რასაც ვღებულობთ კი ხედავთ ყველა

• Gurjaani

კლუბებში ესენი არ დაღლილან და სად მოასწრეს გადაღლა ამ პატივცემულმა ხალხმა? სანაკრებოდ ჩამოსვლამ გადაღალათ?

• amataki

იქნება უპრიანია შეტევის სასტარტო ზივზივაძე-კვერნაძით დაგვეწყო, ხოლო კვარა არა ინსაიდად, არამედ შემტევად 10-იანზე რომ დადგეს. ბოლო მატჩებმა რაც თვალნათლივ გვაჩვენა უპირველესად ის არის, რომ ჩვენ მცველებს არ შეუძლიათ ამ დონის მატჩებში ბურთის გათამაშებით ამოტანა, მითუმეტეს როცა მოწინააღმდეგე მაღლა ამოდის, პრესინგის დროს ხომ უკვე ლამის პანიკა გვეწყება. საბოლოოდ, კარგ შემთხვევაში მცველები ბურთს უმისამართოდ იშორებენ, უმეტესად მაღალი გადაცემებით, რომლის დაუფლების შანსი კვარას და მითუმეტეს მიქაუტაძეს რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად აქვთ. სწორედ ასეთ სიტუაციებში დაშვებული უხეში შეცდომებით გავუშვით გოლები. რადგანაც ამჟამინდელ ცენტრალურ მცველებს არცერთს არ უვარგა ვერტიკალური კი არა ზოგადად პასი(ამ მხრივ საზონოვზეც შეიძლება გარისკვა, ის კიდე სჯობია დანარჩენს ამ მხრივ), ადრე ამ ნაკლს ის კაშია ფარავდა, ბოლო დროს ზოგიერთი უმსგავსო კომენტებს რომ უძღვნიდა. ამიტომაც იქნებ თავიდანვე უმეტესად მაღალი გადაცემებით ვცადოთ ამოსვლა. ასეთ ბურთებზე შეუძლიათ ბრძოლა ზემოთ ხსენებულ შემტევ წყვილს და არცთუ ურიგოდ. . ჩრდ. ირლანდია არ არის ის გუნდი რომ მთელი მატჩი ბურთი გაგვიკონტროლოს. როგორმე უნდა ვეცადოთ ცენტრის გაკონტროლება. ჩაკვემ და ქოჩორამ უნდა ივაჟკაცონ, იქვე მათ წინ ეყოლებათ კვარაც. 3 მცველიან სქემაში ფლანგებზე მებრძოლი, სწრაფი ბიჭები გვჭირდება, არაფერს რომ დათმობენ და ჩაწოდებაც შეეძლებათ. ამ მხრივ წიტა და გიზი არ იქნება ურიგო.რატომღაც აყენებენ ისევ კაკაბაძეს, რომელსაც აბსოლუტურად დაკარგული აქვს მთავარი მისი პლიუსები- სისწრაფე და ფლანგიდან სახიფათო ჩაწოდებები . დაცვითი ფაზისას სამივე ხაზმა სინქრონში უნდა იმუშაოს. ჩვენ რაც არ უნდა გეგმები ვსახოთ, მატჩი მწვრთნელებმა უნდა დაგეგმონ და ფეხბურთელებმა შესაბამისად წაიკითხონ. წარმატებას გისურვებთ ყველას! არაა ეს ის მოწინააღმდეგე, საქართველოს თუნდაც ამ ნაკრებმა ყოველგვარ მიზეზს გარეშე ვერ დაამარცხოს! პ.ს ერთი გულშემატკივრის ჩემეულ ვერსიასაც დავწერ, გამომდინარე სიტუაციიდან და მოწინააღმდეგიდან ასეთ შემადგენლობას ავირჩევდი : მამარდაშვილი / ლოჩოშვილი-საზონოვი-გოგლიჩიძე / წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - ქოჩორაშვილი - მამაგეიშვილი / კვარაცხელია / კვერნაძე - ზივზივაძე /

• უფროსი

დღეს დიდი ანგარიშით მოვიგებთ. რეალობაში დავაბრუნებთ ჩრ. ირლანდიას და აქაურ ბოტებს გავაჩუმებთ ერთი ან ორი დღით.

ასეთია თუ ისეთი, ჩვენი ნაკრებია და გამარჯვება ვუსურვოთ . ბიჭებს კი ვეტყოდი, გასაგებია დაღლა , ფიზიკურად რთულია , მაგრამ რაკი გაცვიათ საქართველოს მაისური, უნდა დადოთ თავი, თუ არა და არ უნდა ჩაიცვათ . მაქსიმუმს თუ გააკეთებთ მინდორზე , ნორმალური არ გაგაკრიტიკებთ . ყველაფერი გვესმის .აბა ,თქვენ იცით. ♥️

• ღვთისავარს

რა "ჟურნალისტიც" ხარ, ისეთი ფეხბურთი გვაქვს.

• ყვავ ყვარე !

თუ საქართველოს ნაკრები მოედანზე სწორი განწყობით, აგრესიულად შევა და საკუთარ შანსებს ცივი გულით გამოიყენებს, სასურველი შედეგის მიღწევა აბსოლუტურად რეალურია. ველოდოთ საინტერესო მატჩს, წარმატებები ჩვენს ნაკრებს დღეს ბელფასტში!

• DDD

სტატიის ავტორი ჩრდილო ირალანდიასთან საშინაო მატჩში ტოლობის ნიშანს სვამს ვერ გამოყენებულ პენალტსა და ვითომდა სხვა საგოლე მომენტს შორის. პენალტი არის პირთან მიტანილი ლუკმა, რომელსაც ვერ გადაყლაპავ, ხოლო საგოლე მომენტი ისეთი რომელიც ხვიჩას გაფუჭებულ პენალტს შეედრება მე არ მახსენდება. ასე რომ მიკერძოებაც არის და მიკერძოებაც. ჩემი აზრით ნაკრებში მოიძებნებიან ფეხბურთელები ვინც პენალტებს ხვიჩაზე გაცილებით უკეთესად შეასრულებენ, მაგალითად ქოჩორა, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე და კიდევ სხვები. რაც შეეხება კუთხურებს ამ სამ მატში ნაკრებმა უამრავი კუთხური ჩააწოდა და არანაირი შედეგი, დროა ისწავლონ სტანდარტულების გათამაშება, პარაშუტით ჩამოწოდებულ კუთხურს არანაირი შედეგი არ მოაქვს.

• ყვავ ყვარე !

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მოგების მთავარი გასაღები ტაქტიკურ მოქნილობასა და ინდივიდუალური ოსტატობის ეფექტურად გამოყენებაშია ,ჩრდილოეთ ირლანდია საკუთარ მოედანზე კომპაქტური, დაცვითი სქემით (5-4-1) თამაშობს და მეტოქეს ბურთის ფლობის საშუალებას აძლევს.ბურთის ხანგრძლივი და პასიური გათამაშების ნაცვლად, საქართველომ აქცენტი მეტოქის პრესინგზე დაჭერასა და სწრაფ, ვერტიკალურ კონტრშეტევებზე უნდა გააკეთოს, სანამ ირლანდიელები დაცვაში განლაგებას მოასწრებენ.ჩრდილოეთ ირლანდიის დაბალი დაცვის გატეხვა პოზიციური შეტევით რთულია, ამიტომ გადამწყვეტი იქნება ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალური დრიბლინგი და 1-1-ზე მეტოქის მოტყუება და მიქაუტაძის სიზუსტე დამაგვირგვინებელი დარტყმით. ჩრდილოეთ ირლანდიის მთავარი იარაღი კუთხურები, ჯარიმები და მეორე ბურთებზე თამაშია , მათი გოლების უმეტესობა სწორედ მცველებსა და სტანდარტებზე მოდი რასაც სორგანიზებული დაცვა და საკუთარი სტანდარტულების (ჩაკვეტაძის ჩაწოდებები/კვარაცხელიას დარტყმები) მაქსიმალურად გამოყენება უნდა დაუპირისპირდეს*თქმა ადვილია , აი შესრულება ?) თუ ნაკრები მოედანზე სწრაფ ტემპს დაიჭერს და შეტევების დაგვირგვინებას მოახერხებს, ირლანდიელთა დაცვის გატეხვა სრულიად რეალურია.

• D . V.

ვინ იყო ის ლოგიკის მასწავლებელი!

• Levani

ისედაც ბანძებია და ბრედლი-გუნდის ლიდერი აკლიათო. მერე უკრაინასთან დაცვის ლიდერი ბალარდიც დააკლდათ და თან ორჯერ გადაფრინდა გუნდი,ბელფასტში უნგრეთთან 0-0 გაწირა და მერე ჩეხეთში ჩაფრინდა სადაც დასვენებულ უკრაინას ბალარდის გარეშე,უკრაინის მოგება იკითხებოდა მაგრამ 0-3 რაღაცნაერად მოუგო ირლანდიამ ისე დღესაც ვერ ვხედავ მაგ ბალარდს,თუ იცით დღესაც დააკლდება?

• SOLOMONI

კარგი ერთი ღთისავარ ბატონო, მამარდას და კვარას რა დასვენება სჭირდებათ, დაბრუნდებიან კლუბებში და დაისვენებენ რამდენიც გაეხარდება,ისედაც არავინ თამეშებს კლუბებში 90 წ-თი, ისე როგორც კაკაბა თამაშოს შიგა და შიგ, პრაზნიკებზე.......

• ნეტა ის ახალი ვიღანაა, გვარი რო დაგავიწყდა

ჩაგეფუშა მთელი გეგმა - კიტეიშვილი განაცხადში არაა, ტრავმა აქვს... არადა, რა კარგად მიგყავდა თამაში, ის-ის იყო, მესამე გოლი უნდა გაგვეტანა... ეჰ, მართლები ყოფილან ძველი ჰოტენტოტები - ბედი უნდა ყველაფერსაო...

• A

ლოგიკურად საქარᲗველომ უნდა წააგოს. მაგრამ ახლა ირლანდია იქნება დაᲫაბული. ასე ახლოს გასვლაწᲗან და Ჩვენ პირიქიᲗ. ასე რომ ᲗამაᲨიც პირიქიᲗ დამᲗავრდება საქარᲗველოს გამარჯვებიᲗ

• რეალისტი

მოკლედ, ყველა ლოგიკით და მათემატიკური გათვლებით საქართველომ ისევ უნდა წააგოს ან მაქსიმუმ ფრე ითამაშოს, მაგრამ ... ეს იმდენად სარწმუნოა, რომ მაფიქრებინებს, ამოქმედდება საფეხბურთო კანონზომიერება(რაზეც დგას ტოტალიზატორები) და ასე იოლი საპროგნოზო შედეგი არ დაფიქსირდება.

• C

ამათთან მოგება მოედნის ცენტრის მოგებაზე გადის. რსც უფრო მეტი მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, ის ახალი რომაა გვარი დამავიწყდა იქნება ცენტრში, ან სულაც დავითაშვილი ცენტრში და ფლანგზე კვერნაძე , მით უფრო დიდი ანგარიშით დაგვამარცხებენ. ეგ უნდათ მაგათ, ეგრე მოუგეს სანიოლს, მოედნის ცენტრი წაგვართვეს , რადგან არც ერთი რბილი გამთამაშებელი, ვინც ღია სივრცეებში გაძვრებოდა და თამაშ დაალაგებდა არ იყი. გაუთავებლად შეიძლება მცველებმა ბურთი აგორავონ, ეგ უნდა მაგათ. ამიტომ იმედია კიტეიშვილიც, ჩაკვეტაძეც შეძლებენ თამაშს და თუ გამოსავალი არ იქნრბა სხვა, ხვიჩას გამოყენება შეიძლება ბოლო ბოლო მოედნის ცენტრში, 10 ნზე, ან ოდნავ აწეული რომ იყოს ,რომ სამკუთხედი შეიქმნას კიტე ჩაკვე კვარაცხელია. წიტაიშვილზე და კაკაბაძეზე ბევრი იქნება დამოკიდებული, მთავარია მოედნის ცენტრი ავიღოთ! მაშინ თამაში ჩვენია და გატყდება ჩრს ირლანდია. რაც შეეხება თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეა უნდა იყოს დღეს სასტარტოში. უკვე მარტო ის ფაქტი რომ მიქაუტაძე სკამზე იქნება მორალურად უოირატესობა იქნება ნაკრებისთვის, თან ბუდუ მაღალ ბურთებზე სჯობს, ასე რომ იმედია ვიგებთ

ზუსტად , ყველა ჭკუას არიგებს , ერთი, მეორე .მთავარი კი ისაა , რომ ნაკრები არაა გამართული , არც ფიზიკურად და არც კლასით . როგორ გამოვლენ ამ სიტუაციიდან და როდის, აქვთ კი განვითარების გეგმა ? თორემ ახლა გასაგებია, რომ აგებენ.

• gigi

მოგებაზე ზედმეტია ფიქრი იმის მერე რაც უნგრეთთან აჩვენეს, რა ჯანდაბა უნდა მოიგონ ბურთი ვერ ამოაქვთ ნახევრამდე

• Aleko

Kvaracxelias veubnebi cota gamofxizldi da am nakrebis damsaxurebit xar sadac xar valdebuki xar 100 procentit gaaketo sheni gasaketebeki da es isedac gamcarebuli eri patara sixarulit gaagxo tore siyvarukidan sidzulvilamde erti nabijia ps.ras mivardi tertmetmetrians ro ar ici dartyma daarttmvenie miwautwdzes shenze irlandiadtan cageba

• ჰაიმე

გამსესხებლებმა თუ იციან, სად მიდის მათი ფული?

• დდდ

ზბირი - უკრაინულია, სბორი - რუსული და ქართულად შეკრება ჰქვია... თქვენ რომელ მხარეში ემიგრანტობთ, პატივცემულო, მაგალითად ევროპა რომ მოგყავთ ?!...

• gel-100

აუ რა ყლე ხაარ, არაბიძეს თავად არ უნდა და არც არასდროს უნდოდა დიდი ფეხბურთის თამაში და თქვენ რატო იხევით პროჭზე?? ტორპედოს გარდა ვერც ერთ იმ კლუბში ვერ ქნა ვერაფერი სადაც გადავიდა და სკამის მხეხავი ისედაც ბევრი გვყავს რაღა გასახდელის ამრევი არაბიძე გამოიძახონ, ეს გივი კიდე ვინც დაგიკომენტარა შენზე უფრო დიდი ყლეა რადგან გონია თუ ლუზერ ფეხბურთელს ნაკრებში არ გამოიძახებენ ეს მაღლა წყდება, ოეე სირო განა შენი ბელადის მიხუილას დროა, არაბიძე ტორპედოში ფაფხურობს საქართველოს ჭ-კლასის ჩემპიონატში და ნაკრებში რა უნდა ქნას? მთელი თამაში იდგეს და სხვისი მოპოვებული ჯარიმები ასრულოს მერეე? მოუჭით, არაბიძეს ნაკრების ძირითადის კიარა სათადარიგოს ფეხბურთელებიც ყველა ჯობია ვინც დღეს ნაკრებშია

• დდდ

პირადად მე, არც მოგებას ვითხოვ, არც იმ ნანინანატრი გოლის გატანას და არც ბ ლიგაში დარჩენას... როგორც რიგითი ქართველი გულშემატკივარი, მე ერთადერთს ვითხოვ და მოვითხოვ - მე მინდა, რომ მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე საქართველოს ნაკრების მინდვრის ყველა მოთამაშე ისეთი გასავათებული დაენარცხოს მინდორზე, რომ წამოდგომის თავი არ ჰქონდეს... დასვენებით კი კლუბებში დაისვენონ - იქ მაინც სკამებზე მოუწევთ ჯდომა...

• ნუგო

დღეს მოვიგებთ. უეჭველი! და დანარჩენ 2 თამაშსაც არ წავაგებთ. იქაც ერთერთს მოვიგებთ, უფრო უკრაინასთან.

• ბორია წიფურია

კასტრულობიჩი არ დაგეკარგოთ არსად. წითელს მიიღებს პირველ ტაიმში ფსონს ვდებ

• უფროსს

მენტალური და ფსიქოლოგიური სისუსტე, ცუდი ფიზიკური და ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარეობს,ძირითადად.ერთჯერ,რომ ვერ აიტანა ბურთი და ზუსტი პასი ვერ გააკეთა,__ მეორედ იგივე და შეშინდა და დაკომპლექსდა.____წინ სულ ცარიელი სივრცე ,რომ დაუტოვონ მეტოქეებმა ,ჩვენი ფეხბურთელები მაინც უკან იყურებიან და თავის კარებისკენ ცდილობენ ბურთის ჩამოტანას ან პასის გაკეთებას. ზოგჯერ ისეთ კურიოზულ სიტუაციასაც ვაწყდებით ხოლმე,___მეტოქე უკეტავს თავის კარისაკენ სივრცეს და ჩვენი ფეხბურთელი კი დაჟინებით ცდილობს მის გადალახვას,რომ თავის მეკარეს მიაწოდოს ბურთი.საერთოდ ,ფეხბურთის ოთხი ძირითადი კომპონენტიდან(ფიზიკა,ტექნიკა,აზროვნება ,ფსიქოლოგიური სიმდგრადე),თუ ფეხბურთელი რომელიმეში მოიკოჭლებს,ის სრულყოფილ ფეხბურთელად ვერ აღიქმება.ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობას კი ,თითქმის არცერთი არ გააჩნია სათანადო დონეზე და რას ვითხოვთ და რა პრეტენზიებს ვაყენებთ? ისე,შენ რისი და ვისი უფროსი ხარ მაინც ვერ გავიგეთ.

• ირაკლი-ს

რაის ბოლო ადგილი,ირლანდიას გოლი არ გაუშვია მარა დღეს 3 გაუშვებს 😂

• ewd

იმედია 5 მცველით არ გამოვა სათამაშოთოდ

ჩაკლეს კობიაშვილმა და მუჯირმა ფეხბურთი საქართველოში.საინტერესოა რით ვერ დაძღნენ?

• გია

ასე უსუსურად ნაკრებს მიჯრით, თამაშები ჩაეტარებინოს უკვე მთელი 2 წლის განმავლობაში, არ მახსენდება.იყო შემთხვევები როცა ერთ თამაშს მაინც გავარტყამდით სეზონში (ჩამოთვლას არ შევუდგები).მიზეზები ბევრია , მწვრთნელის შეცდომები, ფეხბურთელების დაბალი კლასი და ა.შ. მაგრამ როგორ გამოსწორდეს ამას ვერავინ ამბობს. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს არც მწვრთნელის ცვლილება უშველის საქმეს.

• გია

ნახევარდაცვა - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უსუსტესი ზონაა ნაკრებში. არცერთი ნახევარმცველი ვერანაირ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს თან ფიზიკურად ძალიან სუსტები არიან. შემდეგ მოდის დაცვა რომელიც ასევე არასაიმედოა. მეკარეც და თავდასხმაც არა გვყავს სათანადო ფორმაში.ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე რისი იმედი გვაქვს არ ვიცი.თან გუნდი ფსიქოლოგიურად დეგრადირებულია მთლიანად.

• Ewol

რაის მომგები ფიზიკურად ჩრდილო ირლანდიის ნახევარიც არ ვართ.

• შპიონი

რომელი ლოგიკის დროით? გთხოვთ აგვიხსნათ. ლოგიკით ცუდ დღეში ვართ. ერთადერთი ლოგიკა არის ღმერთმა თუ დაგვეხმარა. შეგახსენებთ რომ ფეხბურთში იღბალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გაგვიმართლა და დავწინაურდით, მაშინ არის შანსი. რატომ? იმიტომ რომ ჯერ არავის უნახავს რას გააკეთებს ამ დროს ირლანდიის ახალგაზრდები. თბილისში თამაშის ბედი უიღბლობამ გადაწყვიტა. მართლა იშვიათია სამმა ცენტრალურმა მცველმა ტრამვა მიიღო. ზუსტად დაცვის ცენტრიდან გაგვიტანეს ულოგიკო ბურთი. მოკლედ ღმერთის იმედით.

• შპიონი

რომელი ლოგიკის დროით? გთხოვთ აგვიხსნათ. ლოგიკით ცუდ დღეში ვართ. ერთადერთი ლოგიკა არის ღმერთმა თუ დაგვეხმარა. შეგახსენებთ რომ ფეხბურთში იღბალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ გაგვიმართლა და დავწინაურდით, მაშინ არის შანსი. რატომ? იმიტომ რომ ჯერ არავის უნახავს რას გააკეთებს ამ დროს ირლანდიის ახალგაზრდები. თბილისში თამაშის ბედი უიღბლობამ გადაწყვიტა. მართლა იშვიათია სამმა ცენტრალურმა მცველმა ტრამვა მიიღო. ზუსტად დაცვის ცენტრიდან გაგვიტანეს ულოგიკო ბურთი. მოკლედ ღმერთის იმედით.

• ილია-ს

ხელოვნურ მოედნებზე ასახიჩრებენ ბავშვებსო რომ ამბობ,აბა დღეში 30 ვარჯიში რომ ბუნებრივ მოედანზე ჩაატარონ რომელი ბალახი გაუძლებს

• ABARA

ლომინაძე განაცხადშია და იმედია ბოლოს და ბოლოს მიეცემა ნახევარი ტაიმი მაინც. მოედნის შუაგულში წამლად ერთი მაღალი და ათლეტური აგებულების კაცი არ გვყავს, რომ მაღალ ბურთზე იბრძოლოს ან მეტოქის შემტევებთან იჭიდავოს, სხვათა შორის არც ბურთი უჭირავს სხვაზე ნაკლებად და პირველი პასიც ეხერხება, ამის გათვალისწინებით სადაც მოუხეშავ და არაფრისმთქმელ მექვაბიშვილს ეძლევა ამდენი დრო ვფიქრობ ლომინაძე ამის ნახევარს მაინც იმსახურებს. იქნებ დაამტკიცოს, რომ შეუძლია ნაკრებისთვის კარგი რეზერვი, ხოლო სამომავლოდ კარგი ძირითადის საყრდენია. ყველა გაიტესტა საკუთარ პოზიციაზე და ერთი ამ ბიჭს არ აღირსეს არასდროს, არადა ამის მომენტიც ბევრჯერ იყო და საჭიროებაც.

• ილიას

გაგახარებს ღმერთი! ამდენხანს ამას ვამბობ...ბავშვთა ფეხბურთიდანვე არასწორად მიდის ყველაფერი. ჯერ უმაღლესი ლიგის მწვრთნელები რაა და მერე ბავშთა ფეხბურთში რა კვალიფიკაციის მქონე ხალხი მუშაობს ხომ წარმოგიდგენიათ? ელემენტარული ანატომია არ იცის უმრავლესობამ, არ იცის ბავშვთან ან მოზარდთან მოქცევის ეთიკა და საბაზისო წესები, არ იცის როგორ დატვირთოს, მედიცინაზე ხომ ზედმეტია საერთოდ საუბარი, არანაირი ტაქტიკური გარჩევა/მეცადინეობა და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო. მსგავს თემატიკას წამყვან ევროპულ საფეხბურთო სკოლებში 7-8 წლის ბავშვებს ასწავლიან, ხოლო 11-12 წლის გამორჩულ ტალანტებს უკვე ინდივიდუალურ დონეზე ამზადებენ დიდ ფეხბურთში შესაბიჯებლად. ჩვენთან რა ხდება?! ჩემი ბიჭია, ახლობელია, მიმიხედე, ათამაშე და შედეგიც სახეზეა თორე რა, სალიაზე, კვარაცხელია უმცროსზე ან ბართიშვილზე ნაკლები ტალანტები არ დაიარებიან ქვეყანაში უგზოუკვლოდ? რამდენიც გენებოთ! უბრალოდ სკაუტინგი, როგორც ასეთი ჩვენთან საერთოდ არავინ იცის რა ხილია და სანთლის შუქზე რომ უნდა იძებნებოდნენ მსგავს ტალანტებს ამის მთავარი გარანტორი ს.ფ.ფ უნდა იყოს, რომელიც ამის ნაცვლად ათასი უმსგავსობის მთავარი შემომქმედია. ასე რომ სანამ საძირკველს არ მიეხედება საფუძვლიანად, სახურავიდან აშენებული სახლი მუდამ თავზე დაგვენგრევა, მიმხვედრი მიხვდება და ვინც ვერ მიხვდება ე.ი არც შეუძლია. ჩათვალონ მათ წასაკითხად არც არაფერს ვწერ, ნეტარ არიან მორწმუნენი.

• ვიცი რაც იქნება

მთელმა ჩემმა უბანმა ფული ისესხა და ორას-სამას ლარებს შედიან საქართველოს პირდაპირ ორიანზე, ლოგიკით მოდის უეჭველიო ))

• Emigranti

გადავხედოთ ნაკრების თამაშებს და მათ მთავარ პრიბლემებს ერთიდა იგივე ფიზიკური პრობლემა ყოველთვის იყო არის და გაგრძელდება მანამდე სანამ ბავშთა ფეხბურთში ზბირები არ აიკრძალება 14-15 წლამდე 8 წლიდან ბავშვი ზბირზე რომ.კიგყავს უკვე არასწორია ევროპაში არსად დადიან ზბირებზე ფულის გულიზე ბავშვების კომავალს ნუ კლავთ...

• სიმართლე

დღეს ქართველები ვიგებთ 5:0, თუმცა ეს უპირატესად გუნდის დამსახურება არ იქნება (?!) გამარჯვების საიდუმლო გამოსაცნობია :)

• საოცარია

საზონოვს თავის გუნდში არ ათამაშებენ. ეგოიანი ზუსტადაც სვანაძემ "აღმოაჩინა". ეგ ათამაშებდა ახალგაზრდულში. ასე რომ ჩვენზე უკეთ იცის რა ქნას. მექვაბიშვილი დაცვაში უკეთესია ვიდრე სხვა, მაგალითად ქოჩორა. ირლანდიასთან პირველ თამაშში ქოჩორა ჩარჩა დაცვაში, უაზროდ კოტრიალობდა თორე ის ტიპი თამაშგარეში იქნებოდა. ირლანდიასთან იმიტომ წავაგეთ რომ ნახევარდაცვაში 2 კაცი გვყავდა. მეორე ტაიმში იმტომ მოვუმატეთ, რომ 4 ნახევარმცველი გვყაბდა. ჟორჟი არ არის ფორმაში. თორე იმ ორი მომენტიდან ერთს მაინც გაიტანდა. მოკლედ არასწორ აქცენტებს თუ გავაკეთებთ, დღესაც წავაგებთ.

• აჩი

ჩემი აზრით მენტალური პრობლემაა ყველგან საქართველოში სპორტში ასაკობრივი დან ნაკრებით დამთავრებული უცხოელი კვალიფიცირებული მწვრთნელები თავისი ფიზ მომზადებით და მასწავლებლები არა მარტო მწვრთნელის ფუნქციით არამედ სწავლება უნდა იყოს პროფესიულ დონეზე როგორც ჯარისკაცები დისციპლინირებული უნდა იყოს ასე არიან ევროპელები და მაგიტო ვერ უგებთ აი მაგალითი ჩდ.ირლანდია რო გადახედო ვინყავს. ამას თუ არ მიეხედება ცალკეული ვარსკვლავები ვერაფერს ვერ გვიშველის. აბა რისი ბრალია 2 მეტრაში პასს რო ვერ უგორებენ ერთმანეთს და რენდომ არტყავენ ეგებ ვინმეს მიუვიდესო ბურთი

• ჯარისკაცი

მე მახსოვს, როგორ ატარებდა ვარჯიშებს დიდი ნოდარ ახალკაცი. ნამდვილ ვარკვლავებს ცეცხლივით ეშინოდათ მისი. დისციპლინა უმაღლეს დონეზე იყო და იყო შედეგიც. მოკლედ, უმკაცრესი და გამოცდილი მწვრთნელი გვჭირდება ქართველებს. ასეთი მწვრთნელი ამ უკანპასელებისგანაც შექმნიდა ნორმალურ გუნდს.

• გიზოგ

მინდა დღევანდელი ჩემული ნაკრების შემადგენლობა დავასახელო. მამარდაშვილი - მამაგეიშვილი, გოგლიჩიძე, დვალი ბერიძე, წიტაიშვილი - ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, ქოჩორქშვილი - ხვიჩა, ზივზივაძე. შეცვლები თამაშიდან გამომდინარე. დროა მეტი საშუალება მივცეთ ლოჩოშვილს შეტევაში მონაწილეობისთვის.

• კეკე

ამათთან ლოგკა ვერ მუშაობს, საათი აქვს გაფუჭებული. ასე რომ მუზარადები დავიხუროთ...

• ვახო

ქართველებისთვის რო გეკითხა ძალიან მაგარი თაობა გვყავდა და მაგარი შეტევითი ხაზი,არადა ერთი გოლიც არ გვაქვს გატანილი,არაფერი თაობა ჩვენ არ გვყავს,ტყუილიააა!!

• სამი მექვაბიშვილი

გვინდა ნაკრებში )))

• გიგი

ქართველი სპორტსმენების მთავარი პრობლემა ისაა რომ თვით კრიტიკულები არ არიან,ამაყები და ბრექიები არიან,როგირც კი ცოტას გააკრიტიკებ სწყინთ,იბუტებიან და ფუა სტკივდებათ🤦

• ირაკლი

მთავარია დიდი ანგარიშით არ წავაგოთ, თორემ ბოლოდან პირველ ადგილს ვერავინ წაგვართმევს ისედაც!!!!

• ილია

რასაც ვაღწევთ მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელთა და მათი ოჯახის წევრების პირადი მცდელობებით,არავითარი პირობები ფეხბურთის განვითარებისათვის არაა; ბავშვთა ფეხბურთს კლავენ, ხელოვნურ სტადიონებზე ასახიჩრებენ ბავშვებს,არასწორი ფიზიკა ნაკრების წევრებს ბავშვთა ფეხბურთიდან მოსდევთ.

• გივი

არაბიძის გამოძახებას უფრო მაღლა წყვეტენ, სვანაძე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს სუსტია..

• პაატა

რა ვიცი მეგობრეგო. სანამ ეგენ უკან აკეთებენ გადაცემებს, არავითარი მომავალი არ გვაქვს. ეს ფსიქოლოგია უნდა დავძლიოთ და მერე ვილაპარაკოთ რაღაცეებზე

• გია

ახალი მოთამაშეები თორემ ეგენიც წყვეტენ ვარსკვლავებს,

• გიორგი

გამოიძახეთ გიორგი არაბიხე

• ომარი...

ასემგონია მექვაბეს პროტეჟე ჰყავს, ჩაკვე, კიტე, ქოჩორა ჩვეულ ფორმაში ვერ არიან. ეგოიანს, აზაროვს და საზონოვს, რატომ არ ათამასებს?..

• აზრი სადაა?

უკრაინამ მეორე შემადგენლობით გვეთამაშა და ფაქტიურად ყველას მისცეს შანსი ნაკრებში ეთამაშა. ჩვენ რას ვაკეთებთ? მექვაბიშვილს და ქოჩორაშვილს ვხდით შეუცვლელებს და არავის ახალს შანსიც კი არ ეძლევა ნაკრებში ითამაშოს. იმის შიშით რომ ვინმე გამოუცდელმა არ ითამაშოს ის გამოუცდელი სულ დარჩება გამოუცდელად. ჩემი აზრით დიდი განსხვავება არაა მექვაბიშვილი და ქოჩორა ითამაშებს თუ ვინმე სხვა. ქოჩორამაც ძალიან მოუკლო. ნაკრებში ვინც მოწვეულია ყველას შანსი უნდა მიეცეთ ასე არ შეიძლება ამოჩემება. ასე იყო კაშია და კი შემოგვრჩა შეუცვლელად საუკუნე. მაგდენი თამაში სხვა ვინმე რომ ვათამაშოთ მაგათ ადგილზე არ მგონია უარესი იყვნენ.

• გოგა

4 4 2 უნდა ვითამაშოთ, თან 2 ფორვარდით, მაინც ყველგან ვაგებთ და შეუტიოთ მაინც, ბუდუ და მიქაუტაძე ერთად, ესე უნგრეთანაც უნდა გვექნა, 2 ფორვარდით თამაში, მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ზურიკო, მამარდა. დვალი ლოჩოშვილი ცენტრალური მცველები, მარცხნივ წიტწიშვილი, მარჯვნივ კაკაძე, ეგოიანი ჩაკვე, ეგა შემტევი შემადგენლობა, 5 და 6 მცველით თუ ვითამაშეთ ისევ წავაგებთ

• თბილისელი

და მერე რა?ასეთი თამაშით ( რომც გაგიმართლოს) და გახვიდე

• master

ამათ მწვრთნელის ხელფასის გადახდა არ უნდათ,20 000 ათასიო თვეში სანიოლს თუ მართალია,ეს თანამედროვე ფეხბურთში სამარცხვინო ხელფასია.სვანაძეს ალბათ ამის ნახევარს თუ მისცემენ...შედეგი კი გვინდა...მოიყვანე ერთი საშუალო დონის ლა ლიგაში ნამუშევარი ესპანელი მწვრთნელი და ნახავთ თუ შედეგს არ დადებს ამ ნაკრებით...გვყავს ფეხბურთელები...11 მარტო ტოპ ლიგაშია,დაუმატეთ ავსტრია,ჰოლანდია...

• master

რომ გადახედოთ ჩრდილოეთ ირლანდიას შინ ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო,ისიც გერმანიასთან,ამ 12 თამაშში გაუშვა სულ ორი გოლი,გერმანიასთან და შვეიცარიასთან მხოლოდ.მოუგო დანიას და ფრე ეთამაშა შვეიცარიას...არადა რომ ჩახედოთ მათ შემადგენლობას შეგეცოდებიან...ჩვენ კი სად ვართ?10 ფეხბურთელი ტოპ ლიგაში და ბოლო 9 ოფიციალურ თამაშში ერთი მოგება უსუსტეს ბულგარეთთან და ერთი ფრე უკრაინის ბ ნაკრებთან,დანარჩენი 7 წაგება...ეს უბრალოდ ისე,სტატისტიკისთვის...

• ეგრეა ედ

მე ვიცი რა ეშველება ნაკრებს. აქაური კომენტების ავტორებით დავაკომპლექტოთ, ენა დაგიმოკლოთ და აბა ერთი წაგიგიათ🤣🤣

• უფროსი

ნორჩი ფეხბურთელების სელექციონერთა საყურადღებოდ! ბავშს ფიზიკურად მოამზადებ და ტექნიკას ასწავლი. მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად, ინტელექტუალურად და სულიერად სუსტია, ამას ვერ გამოასწორებ. ვინც მენტალურად შენზე ძლიერია, ის ნებისმიერ სპორტში შეგჭამს.

• უფროსი

ამ ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილს დავიკავებთ.

• სტატიის ავტორს

მექვაბიშვილი კიტეიშვილის შემცვლელია?! მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში. თბილისური კრახი იმიტომ დაგვემართა, არასწორად რომ შეირჩა შემადგენლობა, ბატობი ანზორ მექვაბიშვილის ჩათვლით.

• Silovan Dzgeria

ღმერთმა გისმინოს !

• Barmalei

ვერ მოვიგებთ დიდი ანგარიშით..იცით რატომ? რომც გავხსნათ ანგარიში ისეთ ყრუ დაცვაში ჩაჯფებიან ისევ 20+ დაგვირტყამენ კარისკენ

• Silovan Dzgeria

გეთანხმები , ოღონდაც 4-3-3

• Barmalei

სანამ შეშინებული კურდღლებივით გააგრძელებენ თამაშს არაფერი ეშველებათ..

• Silovan Dzgeria

კაი რა ! რა ქეცბაია , საიდან მოვუყვანო მაგას მესები და მალდინები ? დამისახელეთ გუნდი , სადაც რაიმეს მიაღწია. ერთხელ გაუვარდა ანორთოსისში და მის მერე ? ჟალგირისი დიდი ხნის წინ იყო ? დაფიქრით რა !

• პეტუხი კრიშტიანუ

ფსონი დავდე,მექვაბიშვილი დუბლს შეასრულებს,სათადარიგოთა სკამთან მიირბენს და სვანაძეს ჩაეხუტება!

• გგგგგგგგგგ

სამაგიეროდ გაორმაგდება ტატუს სალონის მფლობელის ქონება და დაიცლება ბრენდული მაღაზიის თაროები. კოლექცია გაიზრდება ახალი ჟეშტებით და გავკეთდებით. ამათ მარტო მილიონიანი ხელფასები ადარდებთ, ხომ ხედავთ, ვილი-მილები არაფერ შუაშია.

• აჩი

მე ვიცი რა უშველის ამათ ცოტა სიმკაცრე უნდათ ძანნ ტკბილად და ღადაობაში აგებენ თამაშებს ქეცბაია არ იზავს თორე ამათ ეგ გახედნის ქეცბა რო იყო რა ჩაიბარა და ვინ თამაშობდა მაშინ და რა გუნდად აქცია ამათ დისციპლინა სჭირდებათ ღადაობაში სუ დაავიწყდათ ხალხი და ქვეყანა აი ეგარი ჩემი აზრი მათრახი უნდა ამათ ახლა გინდ საბჭოთა აზროვნება დარქვით გინდ რა მაგრამ ფაქტია

Ფედერაციაში ახალი მენეჯმენტია საჭირო. Თუ ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივათ უნდა გადადგენ

• გიგა

სანამ უკან პასების "მიწოდება-ჩაწოდებას" არ მოეშვებით, სულ ასე ვიქნებით.

• გია

რა მნიშვნელობა აქვს ბელფასტში შედეგს, გუნდმა პირწმინდად ჩააგდო ეს ციკლი . ვაღიაროდ არ გყავს გუნდი, არც ფეხბურთელები. ჩვენ ვდგვართ და მწვრთნელზე ვტეხავთ ჯოხს. კი ბატონო სანიოლი შესაცვლელი იყო, მაგრამ მაგ სანიოლმა გაამარჯვებინა გუნდს ც ლიგაში, გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, იქ კიდევ მერვედფინალში გავედით, გადავედით ბ ლიგაში სადაც ერთი ციკლი ადგილი შევინარჩუნეთ. ეს შედეგი ხღევანდელი გადასახედიდან უკვე შეუძლებლად მიმაჩნია ისეთი დეგრადაცია განიცადა გუნდმა. ალბათ ფეხბურთელებს მოტივაციაც აღარ აქვთ, რადგან რაც უნდოდათ ერთხელ უკვე მიაღწიეს და პასუხისმგებლობაც მაყურებლის წინაშე მოხდილი აქვთ.

• ვინმემ იცით?

დღეს რომ დანიშნული სვანაძის პრესკონფერენცია - ის ონლაინ რეჟიმში იქნება? თუ ბელფასტში ფიზიკურად უნდა ჩავაკითხოთ, რომ დავესწროთ? მაინტერესებს, მისი აზრები, რას იტყვის ჩვენი ნაკრების შანსებზე ამ ტურნირში, მომავლის პერსპექტივებზე? რა სტრატეგიით და ტაქტიკით გავა ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიელების წინააღმდეგ? რა ხედვა აქვს მწვრთნელს ამ მატჩისთვის და ა.შ.. ძალიან მინდა საჭირბორტო კითხვები მინდა დავუსვა და შემდეგ მხურვალედ უნდა გავამხნევო. - - - არავინ იცით?

• ანზორის (ანრის) შესახებ

მექვაბიშვილზე ირონიულად წერა შეიძლება, მაგრამ რეალობას თვალი გასწორება ჯობია. არც მე მომწონს მისი თამაში, მისი უნარები და საერთოდ სტილი. მაგრამ რეალურად თქვით, რამდენი ნახევარმცველია ნაკრებში, მას რომ უკეთესად ჩაანაცვლებს — გინდ ფიზიკური რესურსით და გინდ გამოცდილებით? გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ თავადაც ხედავთ: ზოგ ნახევარმცველს სირბილი არ უნდა, ზოგს სისწრაფე არ აქვს, ზოგს საერთოდ ვერ დარბის (იღლება ერთ ტაიმში). პასებზე ზედმეტია ლაპარაკიც — არც აქვთ სათამაშო პრაქტიკა (კლუბში სკამს ხეხავენ).

• manOFF

0:5-ზე ნაკლები ანგარიშით არ დაბრუნდეთ უკან. როგორც გინდათ ისე მოიგეთ.

• უფროსი

მოვიგებთ დიდი ანგარიშით.

• ედემი კორძაია

ბიჭებო დღეს შოუს დადგამენ. ნამდვილ და გაბრაზებულ კვარას იხილავს ირლანდია დღე

• მამუკა ბათუმი

მექვაბიშვილის ნაცვლად იეგოიანმა უნდა ითამაშოს და საზონოვისთვის ადგილი გამოინახოს

• Temo M.

ჩვენი გუნდი ჩემდა სამწუხაროდ აღმოჩნდა ამ ჯგუფში ყველაზე სუსტი.იქნება როგორმე შევინარჩუნოთ ადგილი B ჯგუფში რაც ძალიან რთული , ალბათ შეუძლებელი.

• მერაბ ჯიქია

4-5-1 სისტემაზე უნდა გადახვიდეთ ამ მატჩში,დასაკარგი რა გაქვთ მაინც ბოლოზე გადიხართ.დვალის მაგივრად წინ დავითაშვილი და მექვაბიშვილის მაგივრად ეგოიანი,სულ დაცვაზე იფიქრეთ ხო და მე გავიტან გოლს 😂

• QT

მაგ შემადგენლობით დავიწყებთ და ისევ იგივე დაბრედილ ხალხს ვნახავთ და წაგებულ გუნდს. უნდა შემოვიდეს თავიდანვე ის ხალხი ვისაც აქამდე არ მიეცა თამაშის საშუალება, საზონოვი, ტაბიძე, ხარებაშვილი, მამაგეიშვილი, ეგოაიანი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კვერნაძე, ზივზივაძე.

• დ.დ.

ჩვენი მტერი იქნა ქოჩორაშვილ - მექვაბიშვილის იმედად!

• გოგა

გაუშვებელი გაუშვებს, გაუტანელი გაიტანს! სამწუხარო ის არის რომ ჩვენს გუნდს აქვს პოტენციალი რომელიც აღემატება სამივე ჩვენი მოწინააღმდეგეს პოტენციალს მაგრამ რად გინდა თუ ვერ გამოიყენებ. წარმატებები ბიჭებს!

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო

"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა

"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა

"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა

[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია

მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია

მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია

კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო

ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა

იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინი" "ჰერტას" ფრედ ეთამაშა

"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე

"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე

პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს

22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს

ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები

სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

ჩრდილოირლანდიელი ფანი უკრაინასთან მატჩის დროს გარდაიცვალა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

მეფე ტონი - კროოსმა უფრო მეტი გადაცემა გააკეთა, ვიდრე მთლიანად ჩრდ. ირლანდიამ

მაიკლ ო'ნილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ გავიაზრეთ ეს ფანტასტიკური მიღწევა

საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

ვინ დაქვეითდა ერთა ლიგაში?

ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები

რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში