ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

ეს სტატია ვილი სანიოლის გაშვებამდეა დაწერილი...

თუკი ვინმე ჰგონია, წაგებული (ჩრდ.ირლანდიასთან 0:1) მატჩის შემდეგ წერა იოლია, უნდა გავაწბილოთ. არც ისაა მარტივი, მწვრთნელის მიმართ სულ შინაარსობრივად მსგავსი შეკითხვები გქონდეს, წინასწარ იცოდე, რას გიპასუხებს და საკუთარი მოვალეობა მაინც შეასრულო. ფორმატიც შეზღუდულია და თავმოყვარეობაც არსებობს.

როცა "ერთა ლიგის" პირველი მატჩის წინ სავარაუდო შემადგენლობასა და შესაძლო სცენარზე ვმსჯელობდით, ხაზს ვუსვამდით, რომ მწვრთნელის მოსაზრებიდან ამოვდივართ. კრიტიკული პასაჟებიც ამას ეფუძნება. მაგალითად, ის, რომ ვილი სანიოლს ჰყავს ამოჩემებული ფეხბურთელები, ამას აღიარებს თუ არა, ვერსად გავექცევით და შემადგენლობაც გარკვეულწილად ამას ეფუძნება.

ამ თემებზე მსჯელობისას ზოგჯერ მკითხველს ერთგვარი აგრესია ჩვენზე გადმოაქვს და მაგალითად, ამიტომ აღარ მოვიაზრეთ სასტარტოში ანზორ მექვაბიშვილი, ვისაც ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ბოლომდე მზად არყოფნის პირობებში ძირითად შემადგენლობაში ველოდით. ეს ნახევარმცველი ბევრჯერ დაგვიცავს, აღგვინიშნავს მისი პრესინგზე თამაშის უნარი და გამოვყოფთ სომხეთის ნაკრებთან თბილისურ დაპირისპირებას, მაგრამ... ფეხბურთელი, ვინც კლუბი გამოიცვალა, შორეულ შტატებში ჯერ ხეირიანად არ დაუწყია(საერთოდაც, ფორმის პიკში ამ ასაკში იქ არ მიდიან)... დამაინც, ეს მექვაბიშვილის ბრალი იმდენად არაა, რამდენადაც სანიოლის პირობებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით და არსად დაგვიშვია, რომ ორი ნახევარმცველიდან ერთი ის იქნებოდა და მეორე გიორგი ქოჩორაშვილი. "ქოჩორა" კვლავ ბევრს იბრძოდა, საკუთარ კართან ხიფათი საოცრად განმუხტა, მაგრამ მისი საქმე ბურთის ამოტანა არაა, ცენტრში ასეთ ვითარებაში მესამე ფეხბურთელის აუცილებლობა იდგა. ჩვენი მცველები შეტევის წამოწყებას ცდილობდნენ, საყრდენები კი მათ თავს არ სთავაზობდნენ, ასე რა უნდა მოგვეხერხებინა?! ერთი რაც მოვახერხეთ, ხვიჩა კვარაცხელია მინდვრის ცენტრამდე ჩამოდიოდა და ყველაფრის წარმართვას ცდილობდა. პირველ ტაიმში ამან "კვარას" იერიშების საშუალება არ მისცა. შუა ხაზზე საუბრისას, ობიექტურობისთვის, ირაკლი ეგოიანი მცირე ტრავმას შეუწუხებია.

ვილი სანიოლმა "ფეიქენრიკიზაცია" სცადა და პირველ ტაიმში ჩვენი შემტევები პოზიციებს ცვლიდნენ. სიმართლე გითხრათ, პირველად რთული დასაჯერებელიც იყო, რომ გიორგი მიქაუტაძე გარემარბის პოზიციაზე ვიხილეთ. ეს ვილის აბსურდიზაციის ახალი ფაზა იყო. რატომ? ჯერ იმით დავიწყოთ, პსჟ-იც კი ეს მოცემულობა ნებისმიერ შემთხვევაში არ დგება, ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია; მეორე ის, გიორგი მიქაუტაძის მსგავსი გამოყენება ფიასკოთი დასრულდა, ხოლმე. ის მხოლოდ ცენტრფორვარდია. თავდამსხმელი, ვისაც მატჩის დიდი ნაწილი თანაგუნდელები არასწორად, ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერ მცველებთან საჰაერო ორთაბრძოლებში შესვლას აიძულებდნენ. ობიექტურობისთვის, "სათავისო" საგოლე შანსიც ვერ გამოიყენა. ამ ქაოსსა და ტაქტიკურ ცვლილებებში გიორგი კვერნაძის საუკეთესო თვისებებიც ვერ გამოვიყენეთ.

როდის მოუმატა საქართველოს ნაკრებმა? როცა მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილეთ, პრესინგის ხაზი კი მაქსიმალურად მაღლა ავწიეთ. აქ დიდი როლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობამ შეასრულა, კაპიტანმა ორჯერ ბურთი "მოიპარა", რასაც ხიფათი მოჰყვა.

კვლავ ობიექტურობისთვის - ამ დროს პენალტი რომ გაგვეტანა, მატჩის სცენარი მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა, მაგრამ წარმოუდგენელია ის გამოხმაურებები, რასაც სოციალურ ქსელებში ვეცნობით. ჯერ იქიდან დავიწყოთ, თერთმეტმეტრიანი იმდენ ვარსკვლავს ვერ გამოუყენებია და ისეთ გადამწყვეტ მომენტში, მხოლოდ ლიონელ მესის მაგალითი კმარა. სადაა იმის გარანტია, რომ ეს ამბავი გოლად იქცევა?! მერე მართლა რომ გამომდგარხართ და სხვისთვის დაეთმოო, გიორგი მიქაუტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთში შეთანხმება ჰქონიათ, თერთმეტმეტრიანი  რომელმა უნდა შეასრულოს და უბრალოდ, ახლა ხვიჩას დაერტყა, ასე გადაწყდა. მიქაუტაძემ, ვინც ზოგადად კარგი შემსრულებელია, საბერძნეთთან პენალტების სერიაში კარს ააცილა, ასეთი რამ ხდება, ამას ვერ განსაზღვრავ და სალაპარაკოც აღარაფერია.

მაგის გარდა, წლებია ამას ვწერთ, შეეშვით "კვარაზე" ჩასაფრებას და მომენტის ძიებას, როდის "დაარტყათ"!.. კაპიტანი იყო ყველგან, ბურთის მოპოვებას ცდილობდა, მეტოქეებს აპრესინგებდა, გუნდს შეტევების წამოწყებაშიც ეხმარებოდა, ორივე ფლანგსა და შუაშიც მოქმედებდა. ეს იმ ფონზე, როცა ვერ ვახერხებთ, მას მინდორზე საუკეთესო პირობები შევუქმნათ, სივრცეები გავუთავისუფლოთ, იდეალურ პოზიციაზე გავიყვნოთ.

"კვარამ" რა თქმა უნდა, ძალიან განიცადა, ცოტა მოიწყინა, მაგრამ ის არ დანებებულა და წინ ბევრჯერ დაგვავიწყებს ამ რთულ პერიოდს. ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას, მართლაც მენტალურ მონსტრს და "ოქროს ბურთის" ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტს!..

სანიოლზე კიდევ რა უნდა ვთქვათ? კი, შესაძლოა, სამი მცველის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები გასაკვირია და მისი ბრალი არაა, მაგრამ ამხანაგური მატჩების დროს რამდენი უკანახაზელის ალტერნატივა შევთავაზეთ, რომლებიც არ კი გამოცადა?! გუნდთან ერთად ამ დღეების განმავლობაში ის მეტად უნდა აანალიზებდეს, ნაკლები პრაქტიკის მქონე ფეხბურთელმა რა შეიძლება დააზიანოს, ვინაა ფიზიკურად უფრო მზად...

ერთი წაგებით არაფერი სრულდება, ისეც მოხდა, გამარჯვებებით დაწყებული წყალში ჩაგვიყრია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფონზე პერსპექტივაც რთული დასანახია. ასევე ობიექტურად - სანიოლმა ამ ნაკრებში მუშაობის გასაგრძელებლად ყველა რესურსი ამოწურა, მაგრამ ეს ოთხი მატჩი ისე მიყოლებითაა, რა გინდა გააკეთო... ახლა მთავარია, უკრაინასთან აუცილებლად მოსაგებ მატჩი ახლა უკვე შეტევითმა ექსპერიმენტებმა არ გამოგვჭრას ყელი.

უკეთესის მომავლის იმედით!..

• lasha

ნაკრების დაცვა გასაკვირად კარგად გამოიყურებოდა. ვიტყოდი საუკეთესოც იყო ნაკრებში. მეკარე სუსტი. თავდასხმაზე რა ვთქვა. პენალტს რო ვერ გაიტან და ფორვარდი მიქაუტაძე ეგეთ მომენტებს რო გამაზავს. რავიცი რაღაა სალაპარაკო. და ბოლოს უსუსტესი შუახაზი. გადახედავ და 7 მოთამაშე იყო ტოპ ლიგებიდან და 2 კიდევ სკამზე გვეჯდა. მაგრამ აშაკარად მოჩვენებითია ეს ყველაფერი. ნაკრებს არ ყავს ცენტრაული ხაზი. უბრალოდ არ ყავს. გამონაკლისაი ჩაკვეტაძე, რომელიც ასეთი ისე არის ევროპული საშუალო დონის ნახევარმცველი. დანარჩენი უსუსტესები. ემელესში წასული ფეხბურთელს როგორ უნდა ჩააბარო შუახაზი? არ მესმის.

• ავთო

ამ შედეგის მიზეზი პირველ რიგში არის შემადგენლობის არასწორი შერჩევა. ეს კი მწვრთნელის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. ჩემი აზრით სანიოლი სანაკრებო დონის მწვრთნელი არ არის და უცილობლად შესაცვლელია დაუყონებლივ.

• ემიგრანტი

1) არეული ქვეყანა 2) მოღალატე მთავრობა! 3) ფედერაციის პრეზიდენტი კონკრეტული პარტიის წევრი 4) ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტარი 5) ფედერაციის პრეზიდენტი საჭირო განათლების გარეშე (საჩქაროდ გაკეთებული 1 წლიანი აუსბილდუნგი ჰერტაში არაფერს ნიშნავს) 6) ფედერაციაში ,,საძმო,,-ს კლანი, ასევე უინტელექტოები. 7) ევროპაზე გასვლა ისედაც მწიფდებოდა წინა წლის ფინალი წავაგეთ, მეორე წელს გიბრალტარების და ფარერების ჯგუფი მოვიგეთ და სუსტ საბერძნეთთან გაგვიმართლა! სრულიად ბიჭების ინდივიდუალიზმის და თავდადების დამსახურება იყო! 8) ვილი არის ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი და ჩვენი ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავს, გავცდით გიბრალტარებს და ფარერების დონეს, 11 კაცი დააყენო და თამაში მოიგო ასე ვეღარ გამოგვადგება, უკვე საჭიროა მიმდინარე თამაშის შეცვლა, იმპროვიზაცია, შუა თამაშში ტაქტიკის შეცვლა და ა.შ 9) ამიტომ არ გვაქვს სტაბილურობა ამ ოქროს თაობითაც კი! პ.ს ვფიქრობ ,,ქომაგები,,დან უნდა შეიქმნას რაიმე სახის კომისია, ჯგუფი რაც გინდათ დაარქვით სრულიად დამოუკიდებელი პარტიებიდან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ფედერაციის არჩევნებში და იქნება სახალხო ფედერაცია! დროა ,,ქომაგები,, განვითარდეს და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, სხვანაირად არ გამოდის ამ ნეპოტიზმით და კორუფციით სავსე ქვეყანაში (((

• ფეოლა

ვილის დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის და ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიყვანოთ, ისეთი ვინც ამ ბიჭებს უსტყვოდ გაიგებს, ისეთ ვოსაც ეს ბოჭები უსიტყვოდ გაუგებენ.

• ლევანი

საუბარი ბევრ რამეზე შეიძლება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ის არის რომ, გუნდი არ ჩანს, ამდენი წელია უკვე, ფეხბურთელებიც არიან, თუმცა გუნდი არა. გუშინ დინამოზე ერთი გუნდი იყო და იცოდა რასაც აკეთებდა და ეს საქართველოს ნაკრები არ იყო, სამწუხაროდ.

• გიორგი

ასეთ "სტატიას" რომ ვკითხულობ, მიჩნდება შეკითხვა: ავტორი სოციალურ დახმარებას ხომ არ იღებს ხვიჩა კვარაცხელიასგან?! მხარდაჭერაც არის საჭირო და კრიტიკაც, ხანდახან გაკიცხვაც!!! ვინ არ უნდა იყოს!!! ასე "ყველას მამიდა" და პირველ რიგში "ხვიჩას მამიდაობა" არაა სასიამოვნო და ობიექტურად საკითხავი! ეს ჩემი პირადი აზრია, ასე რომ ნუ მიწყენთ, გთხოვთ. მოკითხვა.

• ჩემი აზრით

საბოლო ჯამში ყველაფერი გადაწყვიტა კვარას ცუდად შესრულებულმა 11 მეტრიანმა,რომ გაეტანა ეს ნაჩუქარი პენალტი შეიძლება დიდი ანგარიშითაც მოგცეგო.

• სირბილის სწავლების ცენტრი

სირბილის ხარისხი გასაუმჯობესებელია... კარში დამიზნებით დარტყმა დასაზუსტებელია... გაჭიმული კუნთის მოედნიდან გაუსვლელად მორჩენა სასწავლია... ჟურნალისტებს ამ თემებზე სრულ ინფორმაციას ვაწვდიდი 10 წლის წინ (ახლა რატომღაც აღარავის აინტერესებს) და თუ ვინმე დაინტერესდება იციან ჩემი კოორდინატები და დამიკავშირდებიან. ახლა კი ცოტა ვრცლად: 1) ძალისმიერი სირბილი შესაცვლელია მცირე ენერგიით სირბილით და ტრავმების რაოდენობა შემცირდება, ამტანობა და სისწრაფე კი გაიზრდება (ამისათვის არსებობს სანაკრებო ვარჯიშების 2 დღიანი და 14 დღიანი კურსი; 2) დამიზნების სწავლას ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება და 18-20 ვარჯიში სრულიად საკმარისია (ამას ყველა ჩემი მოსწავლე დაადასტურებს); 3) გაჭიმული კუნთის მორჩენას 10 წამიანი მენტალური გაწელვა სჭირდება (ატორი არის ამერიკელი გენიოსი, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და ექიმებმა ინვალიდობასთან შეგუება ურჩიეს, მაგრამ ბევრი მცდელობის შემდეგ ძველ წიგნებში ამოიკითხა ის, რამაც ფეხზე დააყენა და ეს ყველაფერი სისტემად ჩამოაყალიბა და წიგნადაც გამოსცა)... საქართველოს ნაკრებს, როგორც ყოველთვის, სპორტულ იღნალს ვუსურვებ!

• Levani

აგერ ლოჩოს შვილი შეეძინა,სანამ ეს ანზორის ათამაშებს იმასაც ვერ ამბობენ ვინც პირველ გოლს გაიტანს იმის სახელს დავარქმევო. რისი გამოტანის, მაგრამ მაინც რა იცი. მასე იყო 2016ში ერთმა გერმანელმა თქვა,ეგონა როისი ან მიულერი,ან კროოსი და შკოდრან მუსტაფიმ გახსნა ანგარიში

• ბადრი

იცით რა მიკვირს, თვითონ ფეხბურთელები ხომ ხედავენ რომ, მწურთნელი დაბალი დონის ყავთ, რატომ არიან გაჩუმებული, ნუთუ ესე ეშინია სულ ყველას? თუ შეგნებულად თამაშობენ ცუდათ და ეგრე უნდათ მოიცილონ თავიდან?

• ჰაჰა

ბოდიშს გიხდით. სტატია კარგია, მადლობა. უბრალოდ გთხოვთ ნუღარ დაწერთ, რომ მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ეს ცუდად მოქმედებს საერთო განწყობაზე. ეხლა მთავარი ამ შოკიდან გამოსვლაა. ეხლა ჭკუა და სიმშვიდე გვჭირდება და არა პანიკა,არიქა სასწრაფოდ გამოვასწორდეთ. პრინციპში ამ სტატიაში ეს განწყობა იგრძნობა. პ.ს. მეგობრები გეყოლებათ ფსიქოლოგები და მათ კითხეთ, კატერგორიულმა მოთხოვნამ აუცილებლად მოგებაზე, რა უარყოფითი შეილება გამოიწვიოს.თორე სპორტული კუთხით, რა თქმა უნდა მართლები ხართ

• ჯადო

ხვიჩამ იმაზე ბევრად მეტი იშრომა, რაც ევალებოდა და ან შეეძლო. მე იმის მეშინია, უკრაინასთან აღდგენა ვერ მოასწროს და ფიზიკურად ძლიერებთან უბრალოდ დაიჩაგროს. ვფიქრობ, არაა საჭირო მორიგი ველოსიპედის გამოგონება. ერთი ტაიმი კვერნაძემ ითამაშოს და მეორე ხვიჩამ. ასე ძალებიც დაგვეზოება და ბიჭებიც თავის ადგილას ითამაშებენ, მათ შორის ჟორჟიც. პრესინგი ბატონებო და პირველ ნომრად თამაში - ესაა საქართველოს აქილევსის ქუსლი და მუდმივი თავსატკივარი და არა სუსტი დაცვა. არც პსჟ-ს ჰყავს ძლიერი დაცვა, 2-3 ბურთს უშვებენ ზოგჯერ, მაგრამ მაინც უტევენ და მიზანსაც ხშირად აღწევენ. ეჰ, კარგი მწვრთნელი ამ ბიჭებითაც კი ნამდვილად შექმნიდა საკმაოდ კონკურენტიან და ანგარიშგასაწევ ნაკრებს. სამწუხაროდ სანიოლი მარადმწვანე მოსწავლეა!

• დინამოელი

რას ვერჩით ნაკრებს ხალხო?! კაკაბაძე და მექვაბიშვილი გვყავს ბოლოსდაბოლოს და კიდევ "ოქროს ბურთის კანდიდატი". დამიჯერეთ, ამის ფონზე ყველაფერი რიგზეა.

• მწარე

ეს ამბობს სწორი ტაქტიკა ავარჩიეთო, უბრალოდ ინტენსივობა გვკლდაო. კვარა ამბობს ჩვენ ვიცოდით რომ ცენტრს დაგვითმობდნენო, მაგრამ პირიქით მოხდაო.. გამოდის არასწორად იყო გუნდი მომზადებული. რამხელა სხვაობაა ამ ორ ინტერვიუში.

• ბაადურ

უკრაინასთან კომპლექსები გვაქვს და უეჭველი ვერ მოვუგებთ , რომც შეგვეძლოს .

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

[VIDEO] იწუწუნეს, იწუწუნეს და უნგრეთს სძლიეს - უკრაინამ თბილისში ჩამოსვლამდე სამი ქულა მოიპოვა

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია

"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა

"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"ბარსელონაში" ამ ფეხბურთელმა ყველაზე მეტად გამაკვირვა - როდრი

"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით

რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო

[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა

U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი

"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ

ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია

"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა

"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს

საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ

"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ჩრდ.ირლანდიასთან

ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს

რას ველით ვილისგან? ევსტრესი თუ მედიკამენტი სიკვდილის შემდეგ...

უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს

საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ

"ყოველთვის ვამბობ, რომ რაც ღმერთს სურს, ის მოხდება" - ხვიჩამ "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა

"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს

"ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს" - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ

უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა

"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] სანიოლის გაუმართლებელი არჩევანი, კვარაცხელიას გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა ჩრდილოეთ ირლანდიასთან საშინაო მარცხით დაიწყო

ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: ხვიჩას სივრცე არ მივეცით - გამარჯვებას ვიმსახურებდით!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე