"ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია" - "ერთა ლიგის" B დივიზიონის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიამ ეს სიტყვები თქვა. სამწუხაროდ, ჩრდ. ირლანდიასთან (0:1) მარცხით დავიწყეთ, რასაც მთავარი მწვრთნელის ცვლილება და წარუმატებელი პერიოდი მოჰყვა. დღეს, 22:45 საათზე, უკვე ბელფასტში ვითამაშებთ - ჯგუფის ლიდერი ჩრდ.ირლანდია VS საქართველო.

"ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი არ უნდა ვაგრძნობინოთ და არარეალური მიზნები არ უნდა დავუსახოთ" - ეს სიტყვები ჩრდ ირლანდიელთა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა თბილისში თქვა. როგორც ჩანს, ის და მისი შტაბი გეგმაზომიერად მუშაობს - 7 ქულა და არცერთი გოლი საკუთარ კარში. აღსანიშნავია, რომ მეტოქის მწვრთნელი ამბობდა, მას შემდეგ უფრო შეგვექმნა პრობლემები, რაც საქართველოს ნაკრები 4 მცველზე გადავიდაო და ვნახოთ, რამაზ სვანაძე ამ ფაქტორს რამდენად გაითვალისიწინებს. უშველის ეს საქართველოს ნაკრებს?! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა!..

ჩრდ.ირლანდიასთან თბილისში პენალტის ვერგამოყენების გარდა, სხვა ეპიზოდებიც იყო, მაგრამ გატანა ვერც მაშინ მოვახერხეთ და ვერც შემდეგ. უცნაური აფიშაა - გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ!

ო'ნილი თბილისში წუწუნებდა, ოთხი თამაშისთვის როტაციის ფუფუნება არ გვაქვსო, მაგრამ ეს პრობლემა საქართველოს ნაკრებშიცაა. ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ საერთოდ არ დაუსვენია, ისევე როგორც ოთარ კაკაბაძეს, ლაშა დვალსა და გიორგი მამარდაშვილს. შემადგებლობისას ფიზიკური მზადყოფნა მაქსიმალურად გათვალისიწინებული იქნება, როგორც წინაზე გიორგი ქოჩორაშვილის შემთხვევაში. ოთარ კიტეიშვილი ტრავმირებულია. განაცხადში ამჯერად არიან საბა ხარებაშვილი, ნოდარ ლომინაძე და გიორგი გაგუა.

მთავარი მსაჯი ავსტრიელი სებასტიან გიშამერია.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩრდ.ირლანდია: ჩარლზი - სპენსერი, ეჩესერი, მაკკონვილი, ბრაუნი, დევლინი - მორისონი, ჰუმე, ჩარლზი, პრაისი - დონლი;

საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე - წიტაიშვილი, ზივზივაძე, კვარაცხელია.

ირაკლი
მთავარია დიდი ანგარიშით არ წავაგოთ, თორემ ბოლოდან პირველ ადგილს ვერავინ წაგვართმევს ისედაც!!!!
ილია
რასაც ვაღწევთ მხოლოდ ცალკეულ ფეხბურთელთა და მათი ოჯახის წევრების პირადი მცდელობებით,არავითარი პირობები ფეხბურთის განვითარებისათვის არაა; ბავშვთა ფეხბურთს კლავენ, ხელოვნურ სტადიონებზე ასახიჩრებენ ბავშვებს,არასწორი ფიზიკა ნაკრების წევრებს ბავშვთა ფეხბურთიდან მოსდევთ.
გივი
არაბიძის გამოძახებას უფრო მაღლა წყვეტენ, სვანაძე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს სუსტია..
პაატა
რა ვიცი მეგობრეგო. სანამ ეგენ უკან აკეთებენ გადაცემებს, არავითარი მომავალი არ გვაქვს. ეს ფსიქოლოგია უნდა დავძლიოთ და მერე ვილაპარაკოთ რაღაცეებზე
გია
ახალი მოთამაშეები თორემ ეგენიც წყვეტენ ვარსკვლავებს,
გიორგი
გამოიძახეთ გიორგი არაბიხე
ომარი...
ასემგონია მექვაბეს პროტეჟე ჰყავს, ჩაკვე, კიტე, ქოჩორა ჩვეულ ფორმაში ვერ არიან. ეგოიანს, აზაროვს და საზონოვს, რატომ არ ათამასებს?..
აზრი სადაა?
უკრაინამ მეორე შემადგენლობით გვეთამაშა და ფაქტიურად ყველას მისცეს შანსი ნაკრებში ეთამაშა. ჩვენ რას ვაკეთებთ? მექვაბიშვილს და ქოჩორაშვილს ვხდით შეუცვლელებს და არავის ახალს შანსიც კი არ ეძლევა ნაკრებში ითამაშოს. იმის შიშით რომ ვინმე გამოუცდელმა არ ითამაშოს ის გამოუცდელი სულ დარჩება გამოუცდელად. ჩემი აზრით დიდი განსხვავება არაა მექვაბიშვილი და ქოჩორა ითამაშებს თუ ვინმე სხვა. ქოჩორამაც ძალიან მოუკლო. ნაკრებში ვინც მოწვეულია ყველას შანსი უნდა მიეცეთ ასე არ შეიძლება ამოჩემება. ასე იყო კაშია და კი შემოგვრჩა შეუცვლელად საუკუნე. მაგდენი თამაში სხვა ვინმე რომ ვათამაშოთ მაგათ ადგილზე არ მგონია უარესი იყვნენ.
გოგა
4 4 2 უნდა ვითამაშოთ, თან 2 ფორვარდით, მაინც ყველგან ვაგებთ და შეუტიოთ მაინც, ბუდუ და მიქაუტაძე ერთად, ესე უნგრეთანაც უნდა გვექნა, 2 ფორვარდით თამაში, მარცხნივ კვარა, მარჯვნივ ზურიკო, მამარდა. დვალი ლოჩოშვილი ცენტრალური მცველები, მარცხნივ წიტწიშვილი, მარჯვნივ კაკაძე, ეგოიანი ჩაკვე, ეგა შემტევი შემადგენლობა, 5 და 6 მცველით თუ ვითამაშეთ ისევ წავაგებთ
თბილისელი
და მერე რა?ასეთი თამაშით ( რომც გაგიმართლოს) და გახვიდე
master
ამათ მწვრთნელის ხელფასის გადახდა არ უნდათ,20 000 ათასიო თვეში სანიოლს თუ მართალია,ეს თანამედროვე ფეხბურთში სამარცხვინო ხელფასია.სვანაძეს ალბათ ამის ნახევარს თუ მისცემენ...შედეგი კი გვინდა...მოიყვანე ერთი საშუალო დონის ლა ლიგაში ნამუშევარი ესპანელი მწვრთნელი და ნახავთ თუ შედეგს არ დადებს ამ ნაკრებით...გვყავს ფეხბურთელები...11 მარტო ტოპ ლიგაშია,დაუმატეთ ავსტრია,ჰოლანდია...
master
რომ გადახედოთ ჩრდილოეთ ირლანდიას შინ ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგო,ისიც გერმანიასთან,ამ 12 თამაშში გაუშვა სულ ორი გოლი,გერმანიასთან და შვეიცარიასთან მხოლოდ.მოუგო დანიას და ფრე ეთამაშა შვეიცარიას...არადა რომ ჩახედოთ მათ შემადგენლობას შეგეცოდებიან...ჩვენ კი სად ვართ?10 ფეხბურთელი ტოპ ლიგაში და ბოლო 9 ოფიციალურ თამაშში ერთი მოგება უსუსტეს ბულგარეთთან და ერთი ფრე უკრაინის ბ ნაკრებთან,დანარჩენი 7 წაგება...ეს უბრალოდ ისე,სტატისტიკისთვის...
ეგრეა ედ
მე ვიცი რა ეშველება ნაკრებს. აქაური კომენტების ავტორებით დავაკომპლექტოთ, ენა დაგიმოკლოთ და აბა ერთი წაგიგიათ🤣🤣
უფროსი
ნორჩი ფეხბურთელების სელექციონერთა საყურადღებოდ! ბავშს ფიზიკურად მოამზადებ და ტექნიკას ასწავლი. მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად, ინტელექტუალურად და სულიერად სუსტია, ამას ვერ გამოასწორებ. ვინც მენტალურად შენზე ძლიერია, ის ნებისმიერ სპორტში შეგჭამს.
უფროსი
ამ ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილს დავიკავებთ.
სტატიის ავტორს
მექვაბიშვილი კიტეიშვილის შემცვლელია?! მე თუ მკითხავთ, საერთოდ არ უნდა იყოს ნაკრებში. თბილისური კრახი იმიტომ დაგვემართა, არასწორად რომ შეირჩა შემადგენლობა, ბატობი ანზორ მექვაბიშვილის ჩათვლით.
Silovan Dzgeria
ღმერთმა გისმინოს !
Barmalei
ვერ მოვიგებთ დიდი ანგარიშით..იცით რატომ? რომც გავხსნათ ანგარიში ისეთ ყრუ დაცვაში ჩაჯფებიან ისევ 20+ დაგვირტყამენ კარისკენ
Silovan Dzgeria
გეთანხმები , ოღონდაც 4-3-3
Barmalei
სანამ შეშინებული კურდღლებივით გააგრძელებენ თამაშს არაფერი ეშველებათ..
Silovan Dzgeria
კაი რა ! რა ქეცბაია , საიდან მოვუყვანო მაგას მესები და მალდინები ? დამისახელეთ გუნდი , სადაც რაიმეს მიაღწია. ერთხელ გაუვარდა ანორთოსისში და მის მერე ? ჟალგირისი დიდი ხნის წინ იყო ? დაფიქრით რა !
პეტუხი კრიშტიანუ
ფსონი დავდე,მექვაბიშვილი დუბლს შეასრულებს,სათადარიგოთა სკამთან მიირბენს და სვანაძეს ჩაეხუტება!
გგგგგგგგგგ
სამაგიეროდ გაორმაგდება ტატუს სალონის მფლობელის ქონება და დაიცლება ბრენდული მაღაზიის თაროები. კოლექცია გაიზრდება ახალი ჟეშტებით და გავკეთდებით. ამათ მარტო მილიონიანი ხელფასები ადარდებთ, ხომ ხედავთ, ვილი-მილები არაფერ შუაშია.
აჩი
მე ვიცი რა უშველის ამათ ცოტა სიმკაცრე უნდათ ძანნ ტკბილად და ღადაობაში აგებენ თამაშებს ქეცბაია არ იზავს თორე ამათ ეგ გახედნის ქეცბა რო იყო რა ჩაიბარა და ვინ თამაშობდა მაშინ და რა გუნდად აქცია ამათ დისციპლინა სჭირდებათ ღადაობაში სუ დაავიწყდათ ხალხი და ქვეყანა აი ეგარი ჩემი აზრი მათრახი უნდა ამათ ახლა გინდ საბჭოთა აზროვნება დარქვით გინდ რა მაგრამ ფაქტია

Ფედერაციაში ახალი მენეჯმენტია საჭირო. Თუ ქართულ ფეხბურთზე გული შესტკივათ უნდა გადადგენ
გიგა
სანამ უკან პასების "მიწოდება-ჩაწოდებას" არ მოეშვებით, სულ ასე ვიქნებით.
გია
რა მნიშვნელობა აქვს ბელფასტში შედეგს, გუნდმა პირწმინდად ჩააგდო ეს ციკლი . ვაღიაროდ არ გყავს გუნდი, არც ფეხბურთელები. ჩვენ ვდგვართ და მწვრთნელზე ვტეხავთ ჯოხს. კი ბატონო სანიოლი შესაცვლელი იყო, მაგრამ მაგ სანიოლმა გაამარჯვებინა გუნდს ც ლიგაში, გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე, იქ კიდევ მერვედფინალში გავედით, გადავედით ბ ლიგაში სადაც ერთი ციკლი ადგილი შევინარჩუნეთ. ეს შედეგი ხღევანდელი გადასახედიდან უკვე შეუძლებლად მიმაჩნია ისეთი დეგრადაცია განიცადა გუნდმა. ალბათ ფეხბურთელებს მოტივაციაც აღარ აქვთ, რადგან რაც უნდოდათ ერთხელ უკვე მიაღწიეს და პასუხისმგებლობაც მაყურებლის წინაშე მოხდილი აქვთ.
ვინმემ იცით?
დღეს რომ დანიშნული სვანაძის პრესკონფერენცია - ის ონლაინ რეჟიმში იქნება? თუ ბელფასტში ფიზიკურად უნდა ჩავაკითხოთ, რომ დავესწროთ? მაინტერესებს, მისი აზრები, რას იტყვის ჩვენი ნაკრების შანსებზე ამ ტურნირში, მომავლის პერსპექტივებზე? რა სტრატეგიით და ტაქტიკით გავა ჩვენი ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიელების წინააღმდეგ? რა ხედვა აქვს მწვრთნელს ამ მატჩისთვის და ა.შ.. ძალიან მინდა საჭირბორტო კითხვები მინდა დავუსვა და შემდეგ მხურვალედ უნდა გავამხნევო. - - - არავინ იცით?
ანზორის (ანრის) შესახებ
მექვაბიშვილზე ირონიულად წერა შეიძლება, მაგრამ რეალობას თვალი გასწორება ჯობია. არც მე მომწონს მისი თამაში, მისი უნარები და საერთოდ სტილი. მაგრამ რეალურად თქვით, რამდენი ნახევარმცველია ნაკრებში, მას რომ უკეთესად ჩაანაცვლებს — გინდ ფიზიკური რესურსით და გინდ გამოცდილებით? გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ თავადაც ხედავთ: ზოგ ნახევარმცველს სირბილი არ უნდა, ზოგს სისწრაფე არ აქვს, ზოგს საერთოდ ვერ დარბის (იღლება ერთ ტაიმში). პასებზე ზედმეტია ლაპარაკიც — არც აქვთ სათამაშო პრაქტიკა (კლუბში სკამს ხეხავენ).
manOFF
0:5-ზე ნაკლები ანგარიშით არ დაბრუნდეთ უკან. როგორც გინდათ ისე მოიგეთ.
უფროსი
მოვიგებთ დიდი ანგარიშით.
ედემი კორძაია
ბიჭებო დღეს შოუს დადგამენ. ნამდვილ და გაბრაზებულ კვარას იხილავს ირლანდია დღე
მამუკა ბათუმი
მექვაბიშვილის ნაცვლად იეგოიანმა უნდა ითამაშოს და საზონოვისთვის ადგილი გამოინახოს
Temo M.
ჩვენი გუნდი ჩემდა სამწუხაროდ აღმოჩნდა ამ ჯგუფში ყველაზე სუსტი.იქნება როგორმე შევინარჩუნოთ ადგილი B ჯგუფში რაც ძალიან რთული , ალბათ შეუძლებელი.
მერაბ ჯიქია
4-5-1 სისტემაზე უნდა გადახვიდეთ ამ მატჩში,დასაკარგი რა გაქვთ მაინც ბოლოზე გადიხართ.დვალის მაგივრად წინ დავითაშვილი და მექვაბიშვილის მაგივრად ეგოიანი,სულ დაცვაზე იფიქრეთ ხო და მე გავიტან გოლს 😂
QT
მაგ შემადგენლობით დავიწყებთ და ისევ იგივე დაბრედილ ხალხს ვნახავთ და წაგებულ გუნდს. უნდა შემოვიდეს თავიდანვე ის ხალხი ვისაც აქამდე არ მიეცა თამაშის საშუალება, საზონოვი, ტაბიძე, ხარებაშვილი, მამაგეიშვილი, ეგოაიანი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კვერნაძე, ზივზივაძე.
დ.დ.
ჩვენი მტერი იქნა ქოჩორაშვილ - მექვაბიშვილის იმედად!
გოგა
გაუშვებელი გაუშვებს, გაუტანელი გაიტანს! სამწუხარო ის არის რომ ჩვენს გუნდს აქვს პოტენციალი რომელიც აღემატება სამივე ჩვენი მოწინააღმდეგეს პოტენციალს მაგრამ რად გინდა თუ ვერ გამოიყენებ. წარმატებები ბიჭებს!
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ჩრდილოირლანდიელი ფანი უკრაინასთან მატჩის დროს გარდაიცვალა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
მეფე ტონი - კროოსმა უფრო მეტი გადაცემა გააკეთა, ვიდრე მთლიანად ჩრდ. ირლანდიამ
მაიკლ ო'ნილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ გავიაზრეთ ეს ფანტასტიკური მიღწევა
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ვინ დაქვეითდა ერთა ლიგაში?
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში