საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა — სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხის სრულიად ახალ და თანამედროვე სპორტულ კომპლექსში, ადგილობრივი გულშემატკივრის უდიდესი ინტერესისა და ქალაქის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის ფონზე, სუპერლიგის პირველი ისტორიული მატჩი გაიმართა. რეგიონში კალათბურთის განვითარების მიზნით, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ იაქტიურა, შეთანხმებას მიაღწია „A ლიგიდან“ აღზევებულ „ლიბერთისთან“ და გუნდი ახალციხეში გადაიყვანა, რის შედეგადაც კლუბი ტურნირზე ქალაქის სახელით ასპარეზობს. დებიუტანტს პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში უმძიმესი გამოცდა ერგო — მასპინძლები მოქმედ ჩემპიონს, „ბათუმს“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან უაღრესად დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში წარიმართა. პერიოდების მიხედვით ანგარიში ტაბლოზე საკმაოდ თანაბრად იცვლებოდა (22:21, 19:17, 18:22, 11:15). პირველი ტაიმი ახალციხელთა მცირე უპირატესობით დასრულდა, თუმცა ბათუმელებმა მესამე მეოთხედში თამაშის გარდატეხა და ლიდერობის მოპოვება შეძლეს.გადამწყვეტი მეოთხედის ბოლო წუთები ნამდვილ ნერვების ომად იქცა.

მატჩის დასრულებამდე დაახლოებით ორი წუთით ადრე „ბათუმი“ 70:64-ს იგებდა, თუმცა ახალციხელებმა ნამდვილი ხასიათი გამოავლინეს. ჯამირ ჰარისმა ზედიზედ ორი შთამბეჭდავი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა და საფინალო სირენამდე 1:13 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა — 70:70. ტაბლოზე წონასწორობის აღდგენის შემდეგ ბათუმელთა ლეგიონერმა ლარი ჰაუელმა ორი საჯარიმო სროლით სტუმრები კვლავ დააწინაურა.

ახალციხელებს შანსი ჰქონდათ, თუმცა მომდევნო შეტევებში ჯამირ ჰარისისა და კურვოსიე მაკკოლის სამქულიანებმა მიზანს ააცილა. ჰაუელმა კიდევ ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო შეხვედრას საბოლოო წერტილი საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გიორგი ოჩხიკიძემ დასვა, რომელმაც ჩაჭრის შემდეგ ორქულიანი ნახტომში ჩააგდო და ბათუმელებს მძიმე გამარჯვება მოუტანა — 75:70 საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე ანგარიშით (75:70) დასრულდა დღის მეორე შეხვედრაც თბილისში, სადაც დუაიტ ჰოვარდის “ბლექ ფორტრესი” „ივერიონთან“ დამარცხდა.ახალციხის ისტორიულ სადებიუტო მატჩში გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესოები გიორგი ოჩხიკიძე (21 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი), ლარი ჰაუელი (18 ქულა, 8 მოხსნა), კარსონ ბაშამი (4 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი) და ლევან ბაბილოძე (11 ქულა) იყვნენ.

მასპინძელთა მხრიდან კი ჯამირ ჰარისი (16 ქულა), ბექა ბექაური (14 ქულა, 11 მოხსნა), საბა ლობჯანიძე (11 ქულა) და კურვოსიე მაკკოლი (9 ქულა, 4 მოხსნა) გამოირჩნენ.სუპერლიგის მეორე ტური ხვალ, 11 ოქტომბერს დასრულდება.

„მარგვეთი“ თსუ-ს უმასპინძლებს (აღსანიშნავია, რომ ზესტაფონში დარბაზის ტექნიკური გაუმართაობის გამო, „მარგვეთი“ საშინაო მატჩებს დროებით თბილისში, დიღმის არენაზე მართავს).

GBF

დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე