ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მკაცრად გააკრიტიკა. მიზეზი ესპანელი სპეციალისტის განცხადებაა, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა.

ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ენრიკემ იმედი გამოთქვა, რომ ინგლისური კლუბისთვის ყველაფერი კარგად დასრულდებოდა და მის მიერ მოგებული ყველა ტიტული დამსახურებული იყო.

რიოლო ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ დაეთანხმა.

"მისი სიტყვები აღმაშფოთებელია. გამოდის, რომ შეგიძლია წესები დაარღვიო და მოედანზე მოპოვებული წარმატება მაინც დაიმსახურო? რა შეიძლება დაიმსახურო მოედანზე, თუ წესებს არღვევ, ფინანსურ მაქინაციებს მიმართავ და ისეთ ფეხბურთელებს იმატებ, რომელთა შეძენის უფლებაც არ უნდა გქონოდა? როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა?

ის ამბობს, რომ იმედი აქვს, "მანჩესტერ სიტისთვის" ყველაფერი კარგად დასრულდება. ამით "არსენალს", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" სახეში აფურთხებს.

არ მგონია, მას ესმოდეს, თუ რა მასშტაბის აღშფოთება გამოიწვია ამ საქმემ ინგლისში. წარსულის ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც სტივენ ჯერარდი, გარი ნევილი და როი კინი არიან, განრისხებულები არიან და პასუხების მიღება სურთ. აინტერესებთ, დაისჯება თუ არა "სიტი".

115 ბრალდებიდან 114 დადასტურებულად არის მიჩნეული. თუ კლუბმა მართლაც შეიძინა ფეხბურთელები იმ თანხებით, რომლებიც დარღვევების შედეგად მიიღო, მაშინ სიტუაცია უკიდურესად სერიოზულია.

თუ ინგლისელები სათანადოდ მკაცრ პოზიციას დაიკავებენ, არ მგონია, "მანჩესტერ სიტიმ" სასჯელს თავი დააღწიოს. მჯერა, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის, თუ საჭირო გახდება, ცნობილი ფეხბურთელების მობილიზებით ან პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ პრემიერლიგის ხელმძღვანელობის მკაცრი პოზიციის მოთხოვნით.

ინგლისში "მანჩესტერ სიტის" გარშემო ვითარება უკიდურესად დაძაბულია. როდესაც საფრანგეთის უდიდესი კლუბის მწვრთნელი პრესკონფერენციაზე გამოდის და აცხადებს, რომ იმედოვნებს, ყველაფერი "სიტისთვის" სასიკეთოდ დასრულდება და მისი ტიტულები დამსახურებულია, ეს სკანდალს იწვევს.

აღმაშფოთებელია, რომ მან ასეთი განცხადებები გააკეთა. მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ისაუბროს, რადგან სხვა თემებზე საუბრის ნებისმიერი მცდელობა მისთვის დამღუპველია“, - ციტირებს რიოლოს RMC Sport.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" ფინანსური დარღვევების საქმეზე 115 ბრალდება წაუყენეს. საქმე ფინანსური ინფორმაციის არასწორად წარდგენას, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ფინანსური კონტროლის წესების შესაძლო დარღვევებს ეხება. კლუბს სხვადასხვა სანქცია ემუქრება, მათ შორის ქულების დაკლება და პრემიერლიგიდან დაქვეითებაც.

თუ სქმე 10%-იან მოგებას ეხება,კაპიტალი თამამად მიდის საქმეში!თუ მოგება 50%-ა,კაპიტალი უკან მოუხედავად გარბის,იმ საქმეში და მოგება 100% თუ იქნება,არ არსებობს დანაშაული,რომელზეც კაპიტალი და წავა!ამას,ჯერ კიდევ კარლ მარქსი წერდა,19 საუკუნეში და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა.სიტიზე გასკდა,თორემ მთელი განვითარებული მსოფლიოს მატერიალური კეთილდღეობა,სწორედ მაგ მორალითაა აშენებული და დღეს,პრინციპში აღარც მალავენ.სხვაგან ,კიდევ უარესები იქნება.
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"სამარცხვინოა - ერთი წადი და "ოსერის" მწვრთნელად იმუშავე" - რიოლო ლუის ენრიკესაც მისდგა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"შეშლილია, ჭკუიდან გადავიდა" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებს, ამჯერად ხმაურიანად რონალდოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლას გამოეხმაურა
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
"ის ვარსკვლავი არ არის, უბრალოდ, კარგი მოთამაშეა" - რიოლო ხვიჩას კრიტიკის შემდეგ, პსჟ-ის ახალწვეულზე გადაერთო
"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
"კვარაცხელიას ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებს - მაინც გაიტანა" - რიოლო თავისას არ იშლის
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ავტომობილთან შეჯახებისას, სადაც ლუის ენრიკეს ქალიშვილიც იმყოფებოდა, მოტოციკლისტი დაიღუპა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"გუნდში ზედმეტი ტვირთია" - რიოლომ რონალდო მაგრად გააკრიტიკა