საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

13 ოქტომბერს ავთანდილ ასათიანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა. ტრავმის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრებს, კოსოვოს და იტალიის წინააღმდეგ, ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ღავთაძე გამოტოვებს.

მზადებისა და მოახლოებული მატჩის მნიშვნელობის შესახებ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ნაკრების ფეხბურთელმა, საბა ტყეშელაშვილმა ისაუბრეს.

ავთანდილ ასათიანი (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზას ვიწყებთ, რაც თითოეული ჩვენგანის დიდი ოცნებაა. ამ ოცნების ასასრულებლად საჭიროა, ყველამ მაქსიმუმი გავიღოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. წინ რთული და გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიჭები ამ გამოწვევისთვის მზად არიან.

როგორც ყოველთვის, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კოსოვოს ნაკრები ჩვენთვის კარგად ნაცნობი მეტოქეა. შევისწავლეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და უნდა ვეცადოთ, გულშემატკივრის მხარდაჭერით, პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.

კოსოვოსთან მატჩის დასრულებისთანავე იტალიასთან შეხვედრაზე გადავერთვებით, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ჩვენი ყურადღება პირველ თამაშზეა კონცენტრირებული. მომზადების პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. უკვე ხუთი დღეა, ნაყოფიერ შეკრებას გავდივართ და, რასაც ვხედავ, ბიჭები ყველა თვალსაზრისით მზად არიან“.

საბა ტყეშელაშვილი (ფუტსალის ნაკრების წევრი): „მზადების პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. გუნდში კარგი გარემო და განწყობაა. კოსოვოსთან ადრეც გვითამაშია, ვიცნობთ მეტოქის ძლიერ მხარეებს და ვიცით, რომ საკმაოდ კარგი გუნდია. მიუხედავად ამისა, გამარჯვების დიდი იმედი გვაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

საქართველო-კოსოვოს მატჩი 14 ოქტომბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. მატჩზე დასწრება უფასოა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალი ასლანი (კსუ), ბექა ტყემალაძე (დინამო თბილისი), ლუკა ხარშილაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)

წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (პსპ), არჩილ სებისკვერაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ირაკლი თოდუა (პსპ), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ლევან სვანიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (გომელი, ბელარუსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)

NAKREBI.GE

"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
მოლდოვა 0:1 საქართველო
"რეალი" კურტუას გაშვებას არ აპირებს
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
"ვიცოდი, როგორი კალათბურთელიც იყო, მაგრამ მისმა ამ უნარებმა გამაოცა" - დონჩიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
საქართველო - კოსოვო | მეინ რაუნდის პირველი მატჩი თბილისში
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ფუტსალი | საქართველო 3:1 კოსოვო
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის მზადებას იწყებს