34 წლის ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი, რომელიც ამჟამად "ორდაბასის" ღირსებას იცავს, იქამდე კი 2 სეზონის განმავლობაში ქუთაისის "ტორპედოს" ფორმას ირგებდა, თავის გუნდთან ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.

გამოცდილმა შემტევმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ კლუბში სეზონის შუა ნაწილში მივიდა, დიდი ალბათობით, ჩემპიონატის ბომბარდირი გახდება. ლიგის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი, ნორვეგიელი 17 შეხვედრაში 14 გოლით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ მარკ გულს 2 გოლით უსწრებს.

ASnews.kz-თან ინტერვიუში მან ერთმანეთს საქართველოსა და ყაზახეთის ჩემპიონატები შეადარა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ყაზახეთის ლიგა უფრო წინაა.

-ორი წლის წინ, ნორვეგიულ პრესასთან საუბრისას, საქართველოს ფეხბურთზე ასეთი რამ თქვით: "აქ "ველური დასავლეთია" - არანაირი წესები, ცოტათი ძველ საბჭოთა კავშირს ჰგავს". ახლა ყაზახეთში ნახევარი სეზონი გაატარეთ. სიტუაცია იგივეა თუ განსხვავებული?

"ბევრი რამით სრულიად განსხვავებულია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ამჟამად სასწაულებს ახდენს. ისინი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრას ისახავენ მიზნად და ჰყავთ მსოფლიო დონის ფეხბურთელები.

თუმცა, ადგილობრივი ლიგა იმავე დონეზე არ არის, რა დონეზეც ეროვნული ნაკრებია. ნაკრების თითქმის ყველა წევრი საზღვარგარეთ თამაშობს. ადგილობრივი ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ გორის "დილას" მეკარეს იძახებენ.

ყაზახეთში კი, შეიძლება ითქვას, ლიგა ამჟამად ეროვნულ ნაკრებზე უფრო ძლიერიცაა. რატომ? - იმიტომ, რომ საუკეთესო ადგილობრივი ფეხბურთელების უმეტესობა სწორედ აქ, ქვეყნის შიგნით თამაშობს.

ვფიქრობ, ყაზახეთში ფეხბურთი იმდენად პოპულარული ხდება, რომ მის განვითარებაში უზარმაზარი რესურსები იდება. ქვეყნის პრეზიდენტი, კლუბების მფლობელები და კომერციალიზაციის პროცესი - ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება.

ყაზახეთის განვითარება სწორი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და მე ვამაყობ, რომ აქ ვარ. შენდება ახალი სტადიონები, ვითარდება ინფრასტრუქტურა და იხსნება აკადემიები. თქვენ უკვე ნახეთ ევროთასებზე "ასტანას", "შახტიორისა" და ახლა უკვე "კაირატის" მიერ ნაჩვენები შედეგები. იმედი მაქვს, მომავალ წელს მათ "ორდაბასიც" შეუერთდება.

ეს განვითარება ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე ის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად საქართველოს ლიგა იმყოფება. რა თქმა უნდა, "ორდაბასის" შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ყველა სხვა კლუბში, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი.

თუმცა, ეს პროგრესული პროცესია და მე ვამაყობ, რომ გუნდს წინსვლაში ვეხმარები. ვფიქრობ, ევროპის ტოპ-20 ლიგაში მოხვედრა ყაზახეთისთვის ამ ეტაპზე კარგი და რეალისტური მიზანია", - აღნიშნა იონსენმა.

. და წერტილს-ს
ვადა გასულია თქვენი "აზრები" და მარტო ვადაგასულ ხალხს "ესმის" და გეთანხმებიან )) ღმერთო, მოთმინება მიეცი აღალგაზრდებს !!!
ევროპამ კი არ "გამოადებილა და გამოაპენტერა ერი", ეგ ქნა საქართველოში მოაზროვნე ელიტის მიზამნიმართულმა განადგურებამ და დიპლომიანი გაუნათლებელი, კუჭით მოაზროვნე საზოგადოების შექმნამ, რომელსაც თათქარიძეობა შეასაღეს ქართველობად და მტრის მოყვრობაში დაარწმუნეს. ასეთი ყალბი ქართველობისა გწამს შენც და იმიტომაც ებრძვი ევროპას, ნეონაციზმს და ქარის წისქვილებს. ნამდვილ მტერს კი, რომელიც დღესაც გიკორტნის სხეულს, საუკუნოვან მოძმედ მიიჩნევ.
წერტილს-ს
სწორედ ამას ვჩივი,რომ ისეთ დონეზე დაგვიყვანეს,დაწერილიდან აზრის გამოტანაში მსოფლიოში აუტსაიდერებად გვაქციეს.ჭირსაც წაუღია რუსეთიც,საბჭოთა კავშირიც,ჩინეთიც და ევროპაც.მე ჩემი ქვეყანა მედარდება,რომლის ფასიც თქვენ სამწუხაროდ აღარ გესმით.14-15 წლისა,უკვე რადიოზე ვიყავი ჩამოკიდებული,რომ როგორმე სპეციალურად ტალღის ჩამხშობების ხმაურიდან რადიოები ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება დამეჭირა და ინფორმაცია იქიდამ მიმეღო.მხოლოდ მე არ ვიყავი,ჩემი კლასელებიც იყვნენ და სხვებიც,გვჯეროდა მათი,მაგრამ დაიშალა საბჭოთა კავშირი და აღმოჩნდა,რომ არც ევროპა და არც ამერიკა,საბჭოთა კავშირისაგან პრინციპულად არაფრით განსხვავდებოდნენ.ჩვენი ხელით დაგვანგრევინეს საქართველოს ეკონომიკადა მთლიანად მათ ხელში შემყურედ გვაქციეს.არც საკვირველია,ჩვენ მათი არც ძმები ვართ და არც ნათესავები.თუ ისე მოვიქცევით,როგორც მათთვის არის სასარგებლო,შეგვაქებენ,თუ არადა ყველა ცოდვას დაგვაბრალებენ.ქვეყნისთვის სასარგებლო რაც არის,მათთვის ყველაფერი არასასურველია,რადგან მშიერი და ღარიბი ქვეყანა,რომელიც მათ ხელში შემყურეა,გაცილებით ადვილი დასამორჩილებელია,ვიდრე შეძლებულად მცხოვრები.ამიტომაა,მათგან,მათივე ქვეყნის დასაცავად შემოღებული კანონები,ჩვენც რომ მივიღეთ,რუსული კანონები უწოდეს და გაუქმება მოგვთხოვეს.რაც მათთვის კარგია,ჩვენთვის რატომ უნდა იყოს ცუდი,ამაზე გიფიქრიათ?-იქნებ იმიტომ,რომ რისგანაც ისინი ამ კანონით იცავენ თავს,ჩვენ იმისგან დაგვიცავს,რასაც ისინი აკეთებნ ჩვენთან?ის ყველაფერს საკუთარი სარგებელისათვის აკეთებს.ადამიანი ქათამს,საკუთარი სარგებელისათვის ჰკლავს,მაგრამ ქათამს ამით რა სარგებელი აქვს?ქათამი კვდება და არ მინდა,საქართველო იმ ქათმად იქცეს.2008 წელს უკვე მიგვიყვანეს იქამდე და დროა ჭკუა ვისწავლოთ.აქლემები წაიჩხუბნენ და კოზაკი გაჭყლიტესო.არც ის კოზაკი მინდა იყოს ჩემი ქვეყანა.ისინი თავის ქვეყანას პატრონობენ და სულ არ ენაღვლებათ,ჩვენ რა მოგვივა.ჩვენ ჩვენ ქვეყანას უნდა ვუოპატრონოთ და სულაც არ ვინაღვლოთ,რა მოუვა მათ,იმ დოზამდე,სანამ მათი გაჭირვება,ჩვენ გაჭირვებადაც არ გადაიქცევა.ჯერ კიდევ საუკუნეზე მეტი ხნის წინ,ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა,დღეს ხმლით და თოფით კი არა,კალმით და ცოდნით უნდა ვიბრძოლოთო.ვინც ნიჭიერი და მცოდნეა,ისინი თავისთან მიჰყავთ და ქვეყანაში უცოდინარი რჩება.უცოდინარი კარგს რომ ვერაფერს შექმნის,მაგას კითხვა უნდა?ჰოდა განათლებას თუ ვერ ვუშველეთ,ქვეყანას გავანადგურებთ,ჩვენივე უტვინობით.განათლების სისტემა,რომელიც საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში გვქონდა,საბჭოთა კი არა,გერმანული სისტემა იყო და იმიტომ დანერგეს,რომ კარგი იყო.რაც კარგია,ის ყველასაგან უნდა შეითვისო და შენ ქვეყანას მოახმარო,ჩვენ კი ის კარგი გაგბანადგურებინეს და უვარგისი მოგვახვიეს თავს.არ არიან ჩვენი მეგობრები და იმიტომ.სხვის ი იმედით ქვეყანას ვერ ავაშენებთ,ჩვენშივე უნდა მოვძებნოთ ძალები,რომ ქვეყანა სიღარიბიდან გამოვიყვანოთ და ვინც ამ გზაზე ხელს გვიშლის,ისინი გვერდზე გავწიოთ.ეს არის გადარჩენის გზა.
წერტილს
მაშინ, მაშინ ... გაიძახი. შენისთანებს არ ვეკამათები. უბრალოდ ვეუბნები: კარებში იაშინი დააყენე, დაცვაში ჩივაძე, წინ ყიფიანი და შევჩენკო. რა გიშლის ხელს? ) "მაშინ" წავიდა) კომუნისტური ჩინეთი გხიბლავს? გაგზავნე შვილი (შვილიშვილი) ჩინეთში. სხვების შვილებს ნუ მოუსპობ არჩევანს.

საბჭოთა კავშირის დროს,საქართველოს მრეწველობაც ჰქონდა,სოფლის მეურნეობაც,ფეხბურთიც,განათლებაც და მეცნიერებაც.საბჭოთა კავშირის დროს,საქართველოს სიყვარულსაც გვასწავლიდნენ და ადამიანის პატივისცემასაც.ევროპელების და ამერიკელების ჭკუაზე სიარულმა მიგვიყვანა ამ ყველაფრის განადგურებმადე და სწორედ მათ ჩაგვაგდეს ამ ჭაობში,რათა მათი ნაწარმის მხოლოდ მყიდველებად გადავქცეულიყავით.მაგას რომ ხვდებოდე,მაგასაც განათლება სჭირდება.ცოტა,მაგრამ მაინც.რასაც მაშინ ჩვენ ვაწვდიდით საბჭოთა კავშირს,გუშინდლამდე ევროპა იყო მისი მიმწოდებელი,ჩვენ კი მოტყუებული და უკაპიკოდ დარჩენილები აღმოვჩნდით.რაში სჭირდებოდათ სავაჭრო კონკურენტი? რუსეთისაგან გავრბოდით და პირდაპირ ორმოში ვისკუპეთ,ევროპის მიერ გათხრილში.დღეს,საქონელს კომუნისტური ჩინეთი აწვდის რუსეთსაც და ევროპასაც,ჩვენ კი დერეფნად გადაგვაქციეს,წერა-კიტხვის უცოდინარ ერად გადაქცეულები,წაკითხულიდან აზრის გამოტანასაც კი რომ ვეღარ ვახერხებთ.დღეს კომუნისტური ჩინეთის უნივერსიტეტებია მსოფლიოში საუკეთესოებს შორის და მათი მრეწველობაც სასწაულებს ახდენს,ევროპას კი სკოლებში ტუალეტები ვერ გაუმართია და მოსწავლეები სწავლის ცუდი ხარისხის გამო,აჯანყებებს აწყობენ და ანგრევენ იქაურობას.დღეს ფრანგმა ,ფრანგული ლიტერატურა არ იცის,ინგლისელმა,ინგლისური და ქართველმა,საერთოდ არაფერი,მაშინ როცა საქართველოში წიგნები სულ ცოტა 50 000 ტირაჟით იბეჭდებოდა ახალი წიგნი,დღეს კი,2000 უკვე ბესტსელერია.მეტი არაა ჩემი მტერი,აქედან რამე მიიღოთ,მაგრამ მე ხომ ვცადე მაინც.დღეს ევროპა თვითონ იძირება ჭაობში და ჩვენ ფეხქვეშ საყრდენად ვჭირდებით,რათა ჩვენ თუნდაც სულ მთლად ჩავიძიროთ,თვითონ როგორმე ამოაღწიონ ამ ჭაობიდან,თვითონვე რომ დააჭაობეს და სულ უფრო ღრმად იფლობიან.
თბილისელი
აი მალე აზარტული თამაშების ( ალბათ პოკერის) მსოფლიო ტურნირი ჩატარდება საქართველოში და ამას რომ მოჰყვება ტურისტული ბუმი ,ამის მერე სახელმწიფო ჩადებული ფეხბურთის განვითარებაში მორიგ 500 მილიონ ლარს და ქართული ფეხბურთიც აყვავდება და აგუგუნდება ისევე როგორც მთელი ეკონომიკა.
იონსენმა დაგვაფასა-ს
ევროპას კიარ ვამჯობინეთ ველური აღმოსავლეთი,ევროპამ მოგვახვია თავს ველური დასავლეთი.გამოადებილა და გამოაპენტერა ერი ,განსაკუთრებით ახალგაზრდები,რისი შესანიშნავი მაგალითიც ,აი,შენ გვყავხარ.
მიტო პაპა
სრულად საპირისპიროია, ჩვენა ვეჟო რა ნაკლებ რესურსი გვაქ? მარა მაი ცოლებ რომა გვყავ გაფორმებულ მა ფედერაციაში ხელფას არ უნდა? ანა კაი ჯიპზე ვერა დაჯდება რო? ე დაბურულ შუშებ რო ჩამოუწევენ თორემა რას დაინახავ ბურთივით დაბერილ ტუჩებ რო დაინახავ რა ჯობია მათ ხილვასა გულ ყმაწვილივით რო ხტის აბა ფუტბოლისა ყურებაა სიამოვნებაი? დარბიან 22 ყაზილარი და მოსდევენ აი ბურთსა, ისევ მაი ცოლები ყურება სჯობსა
საბჭოთა დიპლომებით
და საბჭოთა შეგნებით დღეს რომ გაუნათლებელი ხარ ეს ვერ გაიგეს და ვერც გაიგებენ. მძიმე ტვირთად დააწვნენ ახალ თაობას ! ! !
იონსენმა დაგვაფასა
უფრო ზუსტად ველური აღმოსავლეთია საქართველო და არავითარი ევროპული არ სცხია. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელია, ამიტომაც ევროპას არჩია ქვეყანამ ჭაობში ჩარჩენა. ერთი თუნდაც ძალიან გაიძვერა ბატონი, ვერაფერს გახდებოდა განათლებულ ხალხთან და ვერ მოატყუებდა.

ინფრასტრუქურა საქართველოშიც შენდება,მაგრამ კლუბებში არ ხდება დიდი ფინანსების დაბანდება.ყაზახეთს აქვს დიდი ფინანსური რესურსი,ჩვენგან განსხვავებით.ჩვენთან მართლაც ველური დასავლეთია,პირველადი დაგროვების კაპიტალიზმი,კოლონიურად გადაქცეული ეკონომიკით,საოცრად დაქვეითებული განათლების დონით და განადგურებული განათლების სისტემით.გაუნათლებელი და უფულო ხალხი კი,ვერც ქვეყანას წამოაყენებს ფეხზე და ვერც ფეხბურთს.გამართული ინფრასტრუქტურა,ფინანსურად მყარად ფეხზე მდგომი კლუბი,კომპეტენტური მენეჯმენტი და სამწვრთნელო კორპუსი არის საჭირო,ქართული საკლუბო ფეხბურთის ფეხზე დასადგომად და როცა ეს მოხდება(თუ მოხდება),მაშინ ყაზახებსაც გავუსწრებთ და ბევრ სხვასაც.კლუბს სახელმწიფო კი არ უნდა აფინანსებდეს,არამედ კლუბი უნდა იყოს ქვეყნის ბიუჯეტის შემავსებელი,ნორმალურ ქვეყანაში.
kesha
ტორპედოს მენეჯმენტის უფროსობაში რა ქაოსია ღადაობ? ვინები არ დაიტოვეს და ვინ ყავთ გუნდში ახლა? ეს იონსენი იყო ჩვენი ჩემპიონატის ტოპ ლეგიონერი ამ წუთას. იგივე ხდება ტორპედოს აკადემიაში, აკადემიის უფროსობიდან დაწყებული სამწვრთნელო სტაფს ყველა ასაკში გადახედეთ კატასტროფა შედეგები გაქვთ. იმიტომ ვამბობ რომ მენეჯმენტში გაქვთ ტორპედოს პრობლემა რადგან ყველგან გარღვევა გაქვთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
რასინგი ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-1 რუსთავი. ვისთვის გრძელდება, ვისთვის დასრულდა...
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
წიტაიშვილი სასტარტოში და "რაიო ვალეკანოს" მარცხი "ვალენსიასთან"
ისევ დომინანტურად - საქართველოს ნაკრებმა აშშ-საც დამაჯერებლად მოუგო
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
დირკ შუსტერი: გუნდი მეტად გაიზარდა - "ომონია" კარგად შევისწავლეთ
ეროვნულ ლიგას მომავალ სეზონში მოქმედი ბომბარდირი არ ეყოლება - ბიორნ იონსენმა ქუთაისის "ტორპედო" დატოვა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ბიორნ იონსენმა "ტორპედოში" დარჩენის მიზეზი განმარტა [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ტორპედომ" იონსენი შეინარჩუნა - ნორვეგიელი კვლავ ქუთაისური გუნდისთვის შეუტევს
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
სტივ კინი: არაბიძე ძალიან მაღალ დონეზეა, თუმცა ნაკრების მწვრთნელი არ ვარ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
"ორდაბასის" მწვრთნელი: უნდა ვიგლოვოთ - უფალმა "ტორპედოს" შემდეგ ეტაპზე გასვლა გადაწყვიტა
სენსაცია და დრამა - რატომ ციტირებს ყაზახური მედია Sportall.ge-ს?
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს