ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე

18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. გუნდის სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაასახელა ის 26 მოთამაშე, რომლებიც ტიტულის დასაბრუნებლად 7 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იბრძოლებენ.

გუნდმა დასკვნითი, 3-კვირიანი შეკრება მარტყოფის სანაკრებო ბაზაზე გაიარა, ჩეხეთში კი 5 ნოემბერს გაემგზავრება. შემადგენლობაში 14 შერკინების და 12 ხაზის მოთამაშეა. მათ უმრავლესობას წელს უკვე ნათამაშები აქვს ექვსი ერის ფესტივალზე, ან სამხრეთ აფრიკულ საერთაშორისო სერიაზე.

„აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გამართული საერთაშორისო სერიის შემდეგ, ბიჭებს დასვენების საშუალება მივეცით, რის შემდეგაც მათ ვარჯიში კლუბებში გააგრძელეს. სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ ბიჭებს კლუბებში რაც შეიძლება მეტი ეთამაშათ, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდათ. ჭაბუკთა ა ლიგის თამაშების დაწყებამდე გვქონდა ერთკვირიანი შეკრება. სამი ტურის შემდეგ გამოვიყენეთ ჩემპიონატში არსებული პაუზა და გავაკეთეთ 3-დღიანი შეკრება, ბოლო სამი კვირაა კი, მარტყოფის ბაზაზე კვირაში 5 დღე ვვარჯიშობთ“ - განაცხადა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ:

„ექვსი ერის ფესტივალზე და სამხრეთ აფრიკაში აქცენტი თამაშის ხარისხზე კეთდებოდა, რადგან მოგების წნეხი არ გვქონდა. ვიშის ექვსი ერის ფესტივალზე მოთამაშეებს მაქსიმალური თავისუფლება ჰქონდათ. ჩვენი სურვილი იყო რაც შეიძლება მეტი გვეთამაშა. შევხვდით გუნდებს, რომლებსაც უდიდესი არჩევანი აქვთ. მაგალითად, საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ჩემი მეგობარია და მან მითხრა, რომ 26-კაციანი შემადგენლობა 21-ათასი მოთამაშიდან შეარჩია. ასეა ყველა წამყვანი სარაგბო ქვეყანა“.

„სამხრეთ აფრიკაში ბევრად უკეთესი გუნდი ვიყავით. აქ ხელისშემშლელი პირობა ეროვნული გამოცდები იყო, რის გამოც ტურნირზე გამგზავრებამდე სრულფასოვანი შეკრება ვერ გავიარეთ. მიუხედავად ამისა, თამაშიდან თამაშამდე გვქონდა გაუმჯობესება და დღეს უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე ვიყავით აფრიკაში და ორჯერ უკეთესი, ვიდრე - საფრანგეთში“.

„ახლა წინ გველის ჩემპიონატი, სადაც მოგება მნიშვნელოვანია და აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე გავაკეთეთ. ტრავმების გამო დაგვაკლდნენ საბა გიორგაძე და ლუკა გაბუნია. ვერ ვიტყვი რომ ისინი 26-კაციან განაცხადში აუცილებლად იქნებოდნენ, თუმცა ამის შანსი ორივეს ექნებოდა. ვუსურვებ მათ მალე გამოჯანმრთელებას და იმედი მაქვს ორივე დიდ რაგბს ითამაშებს“.

ევროპის ჩემპიონატი ფლეი ოფის სისტემით იმართება და საქართველო 1/4-ფინალში პოლონეთს 7 ნოემბერს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი, თასის ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს შეერკინება (10 ნოემბერს). ფინალი 14 ნოემბერსაა ჩანიშნული და მისი საგზურისთვის, ზემოთ ნახსენები ოთხეულის გარდა ესპანეთი (მოქმედი ჩემპიონი), ჩეხეთი, გერმანია და ბელგია იბრძოლებენ.

მეტოქეებთან დაკავშირებით ნემსაძე ამბობს:

„მომდევნო თამაშზე წინასწარ საუბარი არასდროს მიყვარდა და ასეა ახლაც. ვიცით, რომ ესპანეთმა რაგბში დიდი რესურსი ჩადო და ის გუნდი აღარაა, რაც წლების წინ იყო. მათ ბევრი მოთამაშე ყავთ საფრანგეთიდან, რომლებიც წარმოშობით ესპანელები არიან. ჩვენ რა თქმა უნდა გარკვეული გათვლები გვაქვს, მაგრამ პირველი თამაში პოლონეთთან გველის და ამაზე ვართ კონცენტრირებული“.

„როდესაც სამხრეთ აფრიკასთან კარგ თამაშს აჩვენებ და ირლანდიას ამარცხებ, მერე შეიძლება პოლონეთთან შესაბამისი განწყობის შექმნა გაგიჭირდეს, მაგრამ ბიჭებს ყოველთვის ვახსენებ - როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე. ამ კვართს დიდი ისტორია აქვს და ის ამ ბიჭებამდე უამრავმა ადამიანმა მოიტანა. გარდა ამისა, რაგბში მეტოქის დაფასებაა, როდესაც მისი ძალის მიუხედავად, თამაშს სერიოზულად უდგები და ესეც გასათვალისწინებელია“.

„მაქსიმალურად ვცდილობ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და შეძენილი ცოდნა, მოთამაშეებს გავუზიარო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს მიერ დაშვებული შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანონ. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს გუნდს და აუცილებლად ვიბრძოლებთ უმაღლესი მიზნების მისაღწევად“.

ისე, როგორც ვიშის ექვსი ერის ფესტივალზე და სამხრეთ აფრიკის სერიაზე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მათე ბერუაშვილი უკაპიტნებს:

„მარტყოფის სარაგბო ბაზაზე წარმატებული მრავალკვირიანი შეკრება გავიარეთ და დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ გუნდი წლის განმავლობაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება. შარშანდელი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი, ერთ-ერთი ყველაზე დასანანი მარცხი იყო და ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩემპიონის ტიტული დავიბრუნოთ და ქომაგი გავახაროთ“.

„განვლილმა ორმა ტურნირმა უდიდესი გამოცდილება შეგვძინა. მოთამაშეები ფიზიკურად თუ მენტალურად კარგ ფორმაში ვართ, ამ ტურნირზე ყველაზე გამოცდილი გუნდი ვართ და მიზნის შესასრულებლად 100%-ს გავიღებთ“.

ალექსანდრე გამყრელიძე: „ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ბოლო სამი კვირაა ერთად ვვარჯიშობთ, კარგად ვართ მომზადებული და თასის დაბრუნების იმედი გვაქვს. პოლონეთს ისე ვუყურებთ, როგორც ტიერ1-ის გუნდს. ირლანდიასთან გამარჯვებამ თავდაჯერება შეგვძინა, მას შემდეგ ჩვენი თამაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა და ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად მოტივირებულები ვიქნებით“.

ალექსანდრე მამაიაშვილი: „ვარჯიშებმა წარმატებით ჩაიარა, ბიჭები მზად არიან და იმედია კარგი შედეგი გვექნება. ექვსი ერის ფესტივალთან შედარებაც არ შეიძლება, იმდენად წინ ვართ წასული. ერთმანეთი უკეთ გავიცანით, შევიკარით და მაქსიმალურად ვეცდებით ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნებას. ვფიქრობ, ჩეხეთში ჩვენი მთავარი კონკურენტი ესპანეთი იქნება, თუმცა მანამდე ორი თამაშია და ჩვენც ჯერ პოლონეთზე ვართ კონცენტრირებული“.

საქართველოს შემადგენლობა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: ლუკა ბარბაქაძე (ხვამლი), საბა მერებაშვილი (ლელო), ალექსანდრე გამყრელიძე (ნარბონი, აკადემია), საბა ჯიბღაშვილი (ლელო), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი, ლელო), გეგა გიორგობიანი (ლელო), ნიკოლოზ ხარებავა (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), გიორგი ქევანიშვილი (აია), ლუკა შულაია (ბაიონი, ლელო/სოხუმი), გიორგი სუთიაშვილი (ლელო, მასი/ანგულემი), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი, კაპ.), დავით ლაცაბიძე (ლოკომოტივი);

ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი, ლელო), ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), მათე მახარაძე (ხვამლი, ბათუმი), ნიკოლოზ ჩაჩანიძე (აკადემია), ნიკოლოზ ლაგვილავა (ზუგდიდი, ლელო), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), გოგა ბერიძე (ბათუმი, ჩაქვი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), ლუკა მუშკუდიანი (აია), ბართლომე ხამაშურიძე (ტულონი, აია), რეზი ცხვედიანი (ხვამლი), ლუკა ჭაკუა (ფოთი).

Rugby.ge

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია

დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს

"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა

ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა

U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი

ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა

[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია

[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა

[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში

0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა

[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს

[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო

ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა

ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"

არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება

ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს

100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო

კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ

უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია

გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა

18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან

"უმცროსი ბორჯღალოსნების"  ხუთი ლელო ინგლისთან

18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო

ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა

18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

"ნემსაძის ოჯახს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ" - "ტრაბზონსპორისა" და "დანდი იუნაიტედის" განცხადებები