საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში, ორივე ტაიმის მეორე ნახევარი პირველზე უკეთ ჩაატარა და ჯამში ხუთი ლელო გაიტანა, თუმცა თავად ორჯერ მეტი გაუშვა - 33:66.

გიორგი ნემსაძის შეგირდები შეტევაში კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა მძლავრ და სხარტ ინგლისელებთან დაცვაში თამაში უჭირდათ. მეტოქე ბურთს ჩვენზე დიდხანს აკონტროლებდა და შესაბამისად, ორჯერ მეტი ლელო გაიტანა, რამაც საბოლოო შედეგი განაპირობა. თუმცა, საერთაშორისო სერიის მიზანი, ადრეულ ასაკში მეტი გამოცდილების მიიღებაა და ამ მხრივ ინგლისთან მატჩი ნაყოფიერი გამოდგა.

დურბანის უმაღლესი სკოლის მოედანზე, თამაში ინგლისელების შეტევებით დაიწყო. პირველი მათი იერიში ზედ ლელოს ხაზთან მოვიგერიეთ, თუმცა პირველმა 6-მა წუთმა მათი შეტევებით ჩაიარა და გრძელი გადაცემის შემდეგ ფრთაზე პირველი ლელო მივიღეთ. მე-9 წუთზე მეტოქემ სუფთად გაგვიჭრა ხაზი და მეორე გარდასახული ლელო მიითვალა, თანაც ამ ეპიზოდს სინბინით ლუკა ჭაკუა შეეწირა.

მიუხედავად ამისა, 14-კაციანმა საქართველომ ბურთზე კონტროლის დამყარება მოახერხა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით ორჯერ შეუტია და მეორე ჯერზე ალექსანდრე გამყრელიძემ ლელო გაიტანა. თამაში რომ განახლდა პირველი ბურთი ვერ ავიღეთ, მეტოქემ მაღალ ტემპში შემოგვიტია და მესამე ლელო გაიტანა, რასაც მათი ლამაზი, ხელდახელ შეტევა მოყვა და რამდენიმე თავგანწირული ბოჭვის მიუხედავად, მორიგი ლელო მივიღეთ. 25-ე წუთზე ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ დავიმორჩილეთ და შედეგად, მეხუთე ლელო მივიღეთ.

ამის შემდეგ ინიციატივას დავეუფლეთ და შესვენებამდე კიდე ორი საპასუხო ლელო გავიტანეთ. განსაკუთრებით ლამაზი 28-ე წუთზე გატანილი ლელო იყო. ხელდახელ შეტევის შემდეგ, მოედნის ცენტრში მათე მახარაძემ შებრუნებული გადაცემით რეზი ცხვედიანს ხაზი გააჭრევინა, რომელმაც კარგად ირბინა და ლელოში ბურთი გიორგი ხონელიძეს შეაყოლა. ტაიმის ბოლოს ინგლისი ზედიზედ რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, რასაც მათი მეორეხაზელის სინბინი მოყვა, 5-მეტრიანი შერკინებიდან აგორებულ მოლს კი გამყრელიძის მეორე ლელო მოყვა. ჭაკუამ ბოლო ორი გარდასახვა გამოიყენა. გაწითლებულ დროზე ინგლისელებს ჯარიმა გაუცუდდათ და ტაიმი 19:31 დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად მძიმედ დავიწყეთ. ინგლისმა ხელდახელ, ოფლოუდებით შეტევებით სამი ლელო გაიტანა და უპირატესობა გაზარდა, რაზეც 62-ე წუთზე მათე ბერუაშვილმა ჯარიმის სწრაფად გათამაშებით და ლელოთი უპასუხა. 7 წუთში კარგი შეტევა გვქონდა და ლუკა მუშკუდიანმა ბურთი ლელოში დაამიწა, მაგრამ მანამდე მასზე წინ პასი დაფიქსირდა.

ინგლისელებმა ორი ლელოთი საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, მატჩის მიწურულს კი საბა გოგრიჭიანმა მოლი მორიგი ლელოთი დაასრულა და თამაში 33:66 დასრულდა.

საქართველო სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის მეორე მატჩს 11 აგვისტოს ბოლანდ ლანდბოუში, ჩვენი დროით 13:30 საათზე მასპინძელთა წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც დღეს ირლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 32:31 აჯობა.

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

სამხრეთ აფრიკა. დურბანის უმაღლესი სკოლა

I დღე. 7 აგვისტო. 15:30 (საქ. დრო)

ინგლისი - საქართველო 66:33 (31:19)

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ალექსანდრე მამაიაშვილი, 13. დავით ახვლედიანი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.

მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. იაგო ღუდუშაური, 19. საბა გიორგიძე, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. გოგა ბერიძე; 24. ბართლომე ხამაშურიძე, 25. ლუკა მუშკუდიანი, 26. გიორგი სუთიაშვილი.

სამხრეთ აფრიკა ა - ირლანდია 32:31

სამხრეთ აფრიკა - საფრანგეთი (17:30)

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

სამხრეთ აფრიკა ა - საქართველო (13:30)

ინგლისი - საფრანგეთი (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ირლანდია (17:30)

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

სამხრეთ აფრიკა ა - საფრანგეთი (13:30)

ირლანდია - საქართველო (15:30)

სამხრეთ აფრიკა - ინგლისი (17:30)

Rugby.ge

18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
ფილიპ კოსტიჩი კარიერას ერედივიონში განაგრძობს
კვლავ სერია A-ში - დანიელ მალდინი "კალიარის" ღირსებას დაიცავს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე – A დივიზიონში ასპარეზობას იწყებს
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
U18. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ერთპიროვნული ლიდერი გახდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
პსჟ და "ლივერპული" ბარკოლას ფასზე ვერ თანხმდებიან
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
ლუის ენრიკე: ნანახით კმაყოფილი ვარ - ეს ის შედეგი არ არის, რომელიც გვინდოდა
"არსენალი" ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს, ჩვენ დინასტიის შექმნა გვსურს" - მიკელ არტეტა
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
"ვერ ვხვდები, ამ კაცმა მეტი რაღა უნდა ჩაიდინოს?" - ფიგუ ინფანტინოს გადადგომას მოითხოვს
ოფიციალურად: გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგ ბრძოლას სექტემბერში გამართავს
მადრიდის "რეალის" უჩვეულო ქმედება და დიდი კომპრომისი - ვინისიუსის მომავალი გადაწყდა
[VIDEOS] მესის დუბლი და ასისტი - მაიამის "ინტერმა" "სან ლუისს" მოუგო
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
18 წ. | როტაციით და ცვლილებებით ინგლისთან
18 წ. | როტაციით ინგლისთან
U18. საქართველო - ინგლისი. "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
18 წ. | მესამედ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
18 წ. | ინგლისთან რევანშამდე ცოტა დაგვაკლდა
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ