ლიგის ფაზის მე-4 ტურში პსჟ-მა გასვლაზე "ვილიარეალი" 6:0 გაანადგურა. შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში უკვე 0:4 იყო და მასპინძელთა გულშემატკივარმა კაპიტულაციის ნიშნად ტრიბუნაზე თეთრი ცხვირსახოცი ააფრიალა.

მატჩის დასრულების შემდეგ პარიზელთა ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა UEFA-ს ოფიციალურ საიტთან საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პსჟ-ის მხრიდან მოედანზე ვინც არ უნდა გავიდეს, თამაშის ხარისხი არ იკლებს.

"პსჟ-ის შესანიშნავი გუნდი და დიდებული ფეხბურთელები ჰყავს. როდესაც ისინი შენს გვერდით არიან, ყველაფერი უფრო მარტივი ხდება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გამოვა მოედანზე და ითამაშებს, თამაშის ხარისხი არ იკლებს, ეს დღესაც დავინახეთ, როდესაც საქმეში სათადარიგოდან შემოსული ფეხბურთელები ჩაერთვნენ", - თქვა რუისმა.

ინფორმაციისთვის, "პარი სენ ჟერმენმა" ოთხივე მატჩი მოიგო, 12 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 7 ნოემბერს გამართავს - ლიგა 1-ის მე-10 ტურში "ტრუას" უმასპინძლებს.

"ვილიარეალს" 3 ქულა აქვს და მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს ჩაატარებს - ლა ლიგის მე-12 ტურში სახლში "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.

ამატაკი
ვილიარეალთან შედეგით ხმამაღალი დასკვნების გამოტანა, არ უნდა იყოს რბილად რომ ვთქვათ მთლად კორექტული. ეს გუნდი წელს მეტი არასტაბილურობით გამოირჩევა, სულ ახლახანს ლა ლიგის გასავარდნ ზონასთან იმყოფებოდა. ზოგადადაც, მსგავსი კრიტერიუმებით თუ იხელმძღვანელებთ, მაშინ ლიგა აგერ კომომ უნდა აიღოს, სულაც 9 ბურთი მიართვა ლანსს.სხვათაშორის ეს ის ლანსია , რომლის დამარცხებაც პსჟ-ს ძირითადი შემადგენლობითაც კი სულაც არ უადვილდება როგორც მინიმუმ. ლიგის ამ ეტაპზე დადებული შედეგები გარკვეულწილად კი აჩვენებს შესაძლევბლობებს კონკრეტული მომენტისათვის, მაგრამ მეტწილად დიდი გუნდებისათვის მთლიანი სეზონის საერთო გეგმის ერთერთი ფაზაა. სტრატეგია გათვლილია სეზონზე და ამა თუ იმ ეტაპზე გაკეთებული უშუალო შედეგი შორსმიმავალ მიზნებს ნამდვილად არ ავლენს.აქტიურმა გულშემატკივრებმა იციან, რომ ლიგაზე კონკურენტული, რეალური ბრძოლა იწყება სადღაც პლეიოფის მეორე ეტაპიდან. ბევრს და ალბათ ნაწილს ჩვენთანაც ჰგონია ,რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპებზეც არა აქვს მნიშვნელობა, ენრიკეს ხელში პსჟ რა შემადგენლობას დააყენებს , ანუ ფლანგზე გოტცი იდგება თუ კვარაცხელია ვთქვათ იგივე ბავარიის წინააღმდეგ(არა მგონია რუისი რეალურად ამას გულისხმობდეს). ეს ხალხიც ალბათ თვალს ადევნებდა ლიგის წინა 2 გათამაშებას და მაინც ასეთი დასკვნები გამოიტანეს. შესაბამისად მათთან რაიმეს მტკიცებას ნაკლებად უნდა ჰქონდეს აზრი. პ.ს. დაუყენეთ პსჟ-ს ვილიარეალთან შემადგენლობა ბავარიას პლეიოფში და მიიღებთ ზუსტად იგივე შედეგს (არც ლანსი-კომოა გამორიცხული კაცმა რომ თქვას) ,ოღონდ უკუღმა.სხვათაშორის მსგავსი სცენარი სულაც არ მგონია გამორიცხული, გააჩნია ვინ როგორ და რა შემადგენლობით მიაღწევს ფინალურ ეტაპებზე. ჰა ბურთი და ჰა მოედანი, ოღონდ ამჯერად წიწილები გაზაფხულზე დავთვალოთ.

რატომ ვერ გაიმარჯვა,ოქროს ბურთზე ვერ ხვდები?!არც ჩემპიონატში ბრწყინავდა ისე და არც ნაკრები ანგრევდა მეტოქეების დაცვას.მხოლოდ ლიგაზე კაშკაში,ოპონენტებს საშუალებას აძლევს სხვებთან შედარებით, უკან გადასწიონ.ეს უკვე დადასტურდა ამ გათამაშებაში და მომავალშიც ასე იქნება.რაც შეეხება წინ დარჩენას,პსჟს მესი,ნეიმარი და მბაპე ჰყავდა შეტევაში,დაცვას რომ არ ეხმარებოდნენ და რა მოიგეს,კი ვნახეთ.რასაც კვარა მოედანზე წინ და უკან აკეთებდა,მაგან გახადა პსჟ დაუმარცხებელი და მაგაზე უარი თქვას?დღეს პსჟ ყველას რომ ანადგურებს,არც ეგ ნიშნავს ბევრს.მთავარია გადამწყვეტ ფაზაში,უძლიერეს კლუბებთან გადამწყვეტ თამაშებში როგორ ითამაშებს და იქ,დალაგებულ სათამაშო სისტემასთან ერთად,უკვე ცალკეული ინდივიდების ინდივიდუალური მოქმედებები გახდება გადამწყვეტი.სწორედ ის,რასაც კონკრეტული ფეხბურთელის კლასს ვუწოდებთ.შარშან,ამ ეტაპზე არც პსჟ და მით უმეტეს კვარაც არ ბრწყინავდა,მან ბრწყინვა სწორედ გადამწყვეტ ფაზაში დაიწყო,ზუსტად იმ დროს,როცა გუნდის სისტემური თამაში,უფრო ძლიერი მეტოქეების დასამარცხებლად,საკმარისი აღარ იყო.ეს კაშკაში კი,სწორედ მთელ მოედანზე კვარას მხრიდან მეტოქეების დამანგრეველ მოქმედებებში გამოიხატა.შეტევაშიც და დაცვაშიც.
მერაბი ქარდავა
ყველაზე მეტად კვარას ქომაგებს არ გვაწყოფს პსჟ-ს ასე გაჯეჯილება მის გარეშე, თუ არა და ის ნარატივი,რომ კვარამ მოაგებინა ორჯერ ლიგა მიჯნით თავზე დაგვემხობა, ჩვენ მაინც ჩვენსას ვიტყვით,მაგრამ მეხამუშება ასე პაჭკობით,რომ გააქვთ გოლები, ჩვენი ოქროს ბიჭის გარეშე. ეგ კი არა სადღაც წააგოს მინდა პსჟ-ემ ყველაფერი და ენრიკე მოაშორონ, რომელიც საერთოდ არ გაუფრთხილდება კვარას, აიძულებს რაა! დაცვაში ჩამოვიდეს და წინ და უკან ირბინოს - ის უნდა იდგეს წინ და თანაგუნდელებმა იზრუნონ მეტოქისათვის ბურთის ართმევაზე და მოსახერხებელი პასის მიცემაზე, დანარჩენს თვითონ გააკეთებს. თავისი წილი, მის ტრამვაში ,ჩვენი ნაკრების მესვეურებმაც დაიდეს, როდესაც 4 თამაში შეუცვლელად ათამაშეს, რომლის საჭიროება არც იყო....ნაკრები მაინც ვერსად გავა და გოლები მასთან ერთად,თუ მის გარეშე მაინც ვერ გააქვთ, მე თუ მკითხავთ, ამ ბიჭს მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ნაკრების ბოსებმა, რომ რაც შეიძლება ნაკლები დატვირთონ, როგორმე მესამედ მოიგოს ლიგა. ოქროს ბურთიც გვინდა და სხვა ინდივინდუალური ჯილდოები - ნაკრები მოიცდის, აგერ უკვე მე-3-დი საუკუნეაა ერთ წრეზე ტრიალებს და ცოტაც კიდევ იტრიალოს, კვარას ფენომენი კი უიშვიათესია და რამდენიმე საუკუნე შეიძლება არც განმეორდეს....

პსჟს სკამზე 4 მათივე აკადემიის აღზრდილი იჯდა,რომლებიც პსჟს სისტემით თამაშობენ და ემზადებიან.ხარისხი შესაძლოა ძირითადის ფეხბურთელებზე ნაკლებიც ჰქონდეთ,მაგრამ სათამაშო სქემა ერთი და იგივე აქვთ და მათი მოედანზე შეშვებით,თამაშის სქემა არ იშლება.აგერ ახლაც,შევიდა და სამ წუთში გოლი გაიტანა.იცოდა სხვები რას გააკეთებდნენ და თვითონ რა უნდა გაეკეთებინა.გააკეთა და გაიტანა!
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა