ისეთ ამბავი უნდა გითხრათ, რომ გაოცებისგან შეიძლება პირი დააღოთ: დევიდ ბექჰემის და ლინი სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს!

ისეთ ამბავი უნდა გითხრათ, რომ გაოცებისგან შეიძლება პირი დააღოთ: დევიდ ბექჰემის და ლინი სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს! ამბობენ, ეს რომ დევიდმა გაიგო სიბრაზისგან კედლებზე გავიდაო. 35 წლის ფეხბურთელის ქონება სრულიად ოფიციალურად 125 მილიონ ფუნტად არის შეფასებული, მისი 38 წლის და კი... ის თურმე ისეთ გაჭირვებაშია, რომ განცხადება დაუწერია და ბრიტანეთის ხელისუფლებისგან კვირაში 164 ფუტს იღებს. იგულისხმება, რომ 68 ფუნტით უნდა იარსებობს, 96 ფუნტისა კი გადასახადები უნდა გადაიხადოს.

თუმცა ლინ ბექჰემის გასაოცარი ამბავი ამით არ მთავრდება. თურმე ნუ იტყვით და სამი შვილის დედას ახალი ბოიფრენდი ჰყავს, ვიღაც ძალადობით ცნობილი კრიმინალი. დევიდის მავანმა ახლობელმა "დეილი მეილს" უთხრა:

"დევიდს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ლინი შემწეობით ირჩენდა თავს. მას ლინისა და მისი შვილებისთვის ფული არასდროს დაუნანია. სახლი, რომელშიც ლინი ცხოვრობს დევიდის ნაჩუქარია. ბექჰემს ახლობლების პატრონობა არ ესწავლება და დის ამბავი რომ შეიტყო ამიტომაც დაწყდა გული".

ამასთან ერთად ახლობლებმა იცოდნენ, რომ დევიდსა და ლინს ბოლო წლებში მთლად კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მიზეზი ის გახლავთ, რომ დევიდს სიძე არ მოსწონდა. 1998 წელს ფეხბურთელი დას ეჩხუბა, როდესაც გაიგო, რომ მისი ქმარი (რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ბოიფრენდი იყო) კოლინ ევერი კოკაინით პირდაპირ სახლში ვაჭრობდა. 1999 წელს მის ბექემი კოკაინის ვაჭარს მაინც გაჰყვა ცოლად. დევიდს სხვა რა გზა ჰქონდა, რაც უნდა იყოს და და არის და ქორწილს დაესწრო, თუმცა მისმა მშვენიერმა მეუღლე ვიქტორიამ კატეგორიული უარი განაცხადა და ვფიქრობთ, ისევე როგორც ძალიან ბევრ რამეში ამაშიც მართალი იყო.

ბოლო წლებში დევიდ ბექჰემი, მოგეხსენებათ, ამერიკაში ცხოვრობს, "ლოს ანჯელეს გელექსიში" თამაშობს, თუმცა ტერიტორიული სიშორის მიუხედავად ინგლისში დარჩენილ ნათესავებს პატრონობს. 12 წლის წინ კი მან ლინს რომფორდში ხუთოთახიანი ბინა უყიდა (ანუ ოფიციალურად ლაპარაკია ოთხ საძინებლიან ბინაზე, რომელიც მეხუთე ოთახს ავტომატურად გულისხმობს).

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ლინ ბექჰემს სამი შვილი და ახალი ბოიფრენდი ჰყავს. ეს კაცი რომელსაც კრევინ ბრიგზი ჰქვია (ბედი კი, როგორც ხედავთ ისეთი ხუმარაა, რომ მისი სახელი "ლელოშიც" კი მოხვდა) ქალმა ორიოდ კვირის წინ "ფეისბუქით" გაიცნო და უკვე სახლში მიიყვანა. დევიდი ამბობს, რომ მას ამ ვაჟბატონის კრიმინალურ ცხოვრებაზე წარმოდგენა არ აქვს და საერთოდაც, ერთადერთხელ შეხვედრია ცხოვრებაში - მას და ვიქტორიას და და დის საყვარელი ივლისში, ლონდონში უიტნი ჰიუსტონის კონცერტზე დაუპატიჟებიათ.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა დაუყოვნებლივ გამოიძიეს ბრიგზის ავან-ჩავანი და მისი ყოფილი საყვარლისგან გაიგეს, რომ აგრესიული ლოთია. ბრიგზი მისი ცემისთვის რვა თვით ციხეშიც მჯდარა. საბოლოოდ, ეს ქალი ბექჰემის დის ახალ სატრფოს მაშინ დაშორდა, როდესაც მან სენდვიჩის მომზადება მოსთხოვა, ქალმა კი უარი უთხრა და ამის გამო ახრჩობდა.

და ბოლოს: ლინისგან განსხვავებით ბექჰემს ჩინებული ურთიერთობა აქვს უმცროს დასთან, 28 წლის ჯოანთან, რომელსაც ესექსში ნახევარ მილიონად ღირებული სახლიც უყიდა. ხოლო გაზეთებმა საიდანღაც დევიდის ოდინდელი ნათქვამი ამოჩხრიკეს: "მამაჩემმა ამ ცხოვრებაში ერთადერთი რამ მთხოვა, ორ დას მიხედეო".

"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
იაპონელებმა "ლივერპულის" ფეხბურთელი დააჯილდოვეს
"არსენალი" ზინჩენკოს გაყიდვას აპირებს
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ტექსტორის შეძენილ ამერიკელ მეკარეს "ლიონი" სამშობლოში გაუშვებს
"ფენერბაჰჩემ" პსჟ-ს მცველი გამოისყიდა
"მასზე უკეთესი გავხდები" - შეშკომ ჰოლანთან შედარებაზე ისაუბრა
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა მამაკაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იურმალაში მიმდინარეობს
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
[VIDEO] 0:4 ქუთაისში - ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები კვლავ ნაადრევად დასრულდა
[VIDEO] "დილა" "რიგასთან" დამატებით დროსთან ახლოს იყო - 3:3 და გორული გუნდი ტურნირს დაემშვიდობა
[VIDEO] "სპაერი" "აუსტრიასთან" განადგურდა და კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
18 წ. | სატურნირო რაზმი სამხრეთ აფრიკაში
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში - დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა