ინტერვიუ ბოლნისის "სიონიდან" შვეიცარიულ "ქსამაქსში" ჩარიცხულ ნახევარმცველთან
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ირაკლი ჩირიკაშვილი ზაფხულში ქართული სატრანსფერო ფანჯრის სიურპრიზი იყო - ბოლნისის "სიონიდან" მოთამაშის ტრანსფერი ევროპაში იშვიათი ამბავია, მით უფრო ცნობილ კლუბში. ირაკლი კი შვეიცარიის სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ, მაგრამ დიდი ამბიციების მქონე "ქსამაქსში" ჩაირიცხა.

ამ დროს "ქსამაქსის" მთავარ მწვრთნელად შვეიცარიელი ფრანსუა ჩიკოლინი მუშაობდა, რომელიც ერთ თვეში ესპანელმა ხუან კაპაროსმა შეცვალა. თუმცა, ამ რამდენიმე ხნის წინ კაპაროსი არანაკლებ ცნობილი ესპანელი სპეციალისტით ვიქტორ მუნიოსით ჩაანაცვლეს.

"ქსამაქსი" ჩეჩნების გუნდია და საინტერესოა, რომ მუნიოსი მანამდეც ჩეჩნებთან, გროზნოს "ტერეკში" მუშაობდა, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვით (ისევე როგორც მისი წინამორბედი ჰოლანდიელი რუუდ გულიტი), მაგრამ ჩეჩნებთან ურთიერთობას ევროპა ამჯობინა.

ირაკლი ჩირიკაშვილს შვეიცარიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით - როგორ, რანაირად მოხვდა ამ გუნდში და მსგავს თემებზე.

- სიმართლე გითხრათ, თავიდან დაუჯერებლად გვეჩვენებოდა, რომ "ქსამაქსში" ჩაირიცხე.

- ეს ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო წინადადება იყო. სინჯებზე ჩამოვედი და საბედნიეროდ, დამიტოვეს.

- როგორ, რანაირად დაინტერესდა შვეიცარიული კლუბი?

- იყო ინტერესი, შემომთავაზეს სინჯებზე ჩამოსვლა და 10-დღიანი დაკვირვების შემდეგ კლუბმა ჩემთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმება გადაწყვიტა.

- გაგვიკვირდა და გაგვიხარდა - ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, დავით ნავაროს გვერდით საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშის ხილვა პატარა ამბავი არ არის.

- დღევანდელი რეალობა ასეთია. მე რომ ჩამოვედი, იმ დროს ვიქტორ სანჩესიც დაიმატეს, რომელიც "ბარსელონას" ეკუთვნოდა, რამდენიმე დღეში კი ნავაროც ჩამოვიდა. ახლა უკვე ჩვენთან ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც შარშან პრიმერადივიზიონში თამაშობდნენ.

- ფაქტია, რომ ევროპული გუნდის მწვრთნელებს თავი მოაწონე და გუნდში აგიყვანეს. თავდაპირველად არ გაგიჭირდა სულ სხვა ტემპთან და მოთხოვნებთან შეგუება?

- რა თქმა უნდა, აქ თამაში შედარებით რთულია და ეს ყოველივე პირველივე ვარჯიშზე გამოჩნდა, უფრო ძალისმიერი თამაშია, მეტია მოძრაობა და ტაქტიკურ გადაადგილებებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. შედარებით რთული ჩემპიონატია, მაგრამ თამაში შეუძლებელიც არაა.

- თანაგუნდელები როგორ დაგხვდნენ?

- ძალიან კარგად, საკმაოდ შეკრული გუნდია და მეგობრული ატმოსფეროა.

- პირველი მატჩები რატომ გამოტოვე?

- პირველ მატჩებში არ მითამაშია, რადგან საბუთების გაკეთება ვერ მოესწრო და შესაბამისად განაცხადშიც ვერ შემიყვანეს.

- "ქსამაქსში" ფეხბურთელთა სოლიდური კამპანიაა. ძირითად შემადგენლობაში შენი მოხვედრის შანსებს როგორ აფასებ?

- შანსებზე საუბარი და შეფასება ჩემი მხრიდან გაუმართლებელი იქნება. ყველაფერი მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი საქმე ვარჯიშია და როცა ამის შესაძლებლობა მომეცემა, შეძლებისდაგვარად თავის უკეთ უნდა წარმოვაჩინო. "ქსამაქსში" 1 წელი ვიქნები. მეტი ჯერ არაფერი ვიცი, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა და როგორ იქნება.

- "ქსამაქსს" როგორ დაახასიათებდი?

- აქ შეკრებილი კონტიგენტი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საკმაოდ პერსპექტიული გუნდია. ვფიქრობ, რომ სწორად მუშაობის შემთხვევაში გუნდს კარგი მომავალი ექნება.

- ასე მგონია, ბედის ნებიერა უნდა იყო, რუსები ასეთ შემთხვევაზე ამბობენ, из грязи - в князи, ანუ საქართველოს ჩემპიონატიდან შვეიცარიის ერთ-ერთ ამბიციურ კლუბში მოხვედრას ვგულისხმობ.

- კარგ გუნდში მოსახვედრად აუცილებელი არაა, ბედის ნებიერა იყო. ყველაფერი უფლის ნებაა, ისე არაფერი ხდება.

- საქართველოში შენი შესაძლებლობები აშკარად ვერ გამოავლინე - ეს შენი მიზეზით მოხდა, ხელიც არავინ შეგიწყო თუ კიდევ სხვა რამ იყო?

- მიზეზებზე საუბარი დაუღალავად შეიძლება, მაგრამ ვიღაცაზე გადაბრალებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ.. იმაზე საუბარს, თუ რა იყო წარსულში, მირჩევნია ჩემი საქმე ვაკეთო და მომავალზე ვიფიქრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

boCola
საერთოდ რა ინტერვიუა, ჟურნალისტის მხრიდან ღვარძლიანი ტონი უფრო იგრძნობა, ბარემ ისისც ეთქვა ამსი ღირსი არ ხარ რატომ მიაღწიეო... უტაქტო... ირაკლი დიდი წარმატებებს გისურვებ!!!
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი