აფრიკელმა ბერლინის ტრადიციულ მარათონზე 42-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათს, 3 წუთსა და 38 წამში დაფარა
მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა გუშინ მძლეოსნობის სამყაროში - კენიელმა მორბენალმა პატრიკ მაკაუმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა მარათონში. აფრიკელმა ბერლინის ტრადიციულ მარათონზე 42-კილომეტრიანი დისტანცია 2 საათს, 3 წუთსა და 38 წამში დაფარა.

მაკაუმ 21 წამით გააუმჯობესა ლეგენდარული ეთიოპიელი სტაიერის ჰაილე გებრესელასიეს რეკორდი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში იყო დამყარებული. ის მეორე სპორტსმენია ისტორიაში გებრესელასიეს შემდეგ, ვინც მარათონული გარბენისას 2 საათი და 4 წუთიდან გამოვიდა. კენიელმა პირადი რეკორდი წუთითა და 10 წამით გააუმჯობესა.

ქალებს შორის ბერლინის მარათონი ასევე კენიელმა კენი ფლორანს კიპლაგატმა მოიგო შედეგით – 2 საათი 19.44 წუთი. მსოფლიოს რეკორდის მფლობელი, ბრიტანელი პოლა რედკლიფი მესამე მივიდა ფინიშთან – 2 საათი, 23 წუთი და 46 წამი.

ცნობისთვის, მარათონები მრავალ ქალაქში ტარდება, მაგრამ მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაცია (IAAF) არ ამტკიცებს ყველა დისტანციაზე რეკორდს.

მაგალითად, კაცებს შორის მარათონში ყველა დროის საუკეთესო შედეგია 2 საათი, 3 წუთი და 2 წამი. ეს შედეგი კენიელმა ჯეფრი მუტაიმ წელს აპრილში ბოსტონის მარათონზე აჩვენა, მაგრამ ბოსტონის ტრასა არ შედის IAAF-ის აღიარებულ მარათონებს შორის, ამიტომაც რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირებული არ არის. საქმე ისაა, რომ ბოსტონში ჩვეულებრივზე მეტი დაღმართია, რაც სპორტსმენებს საქმეს უადვილებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ედერსონმა "გალათასარაისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - დონარუმას "სიტისკენ" გზა ეხსნება
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება - "ენფილდზე" ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
მიქაუტაძის "ლიონმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი დაიმატა
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
"ტოტენჰემის" მწვრთნელი: კვარაცხელიას შესაჩერებლად სტრატეგია გვაქვს
"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა
უპატივცემულობა - დონარუმას განცხადება, საუბარი გვარდიოლასთან და ლუის ენრიკეს კომენტარი
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
"კვარაცხელია სეზონის MVP და საუკეთესო ასისტენტი გახდება" - ფრანგული გამოცემის პროგნოზი
"სიტიმ" დონარუმას ტრანსფერზე პსჟ-ს მიმართა და ფასით უკმაყოფილო დარჩა
"ბაიერნი" "ლიონის" ნახევარმცველის შეძენას აპირებს
"ლევერკუზენმა" 21 წლის ნიდერლანდელი ფორვარდი დაიმატა
მატიე ვალბუენა 40 წლის ასაკში ყოფილ გუნდში დაბრუნდა
მარადიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მძიმე ტრავმის შემდეგ ახალ გუნდში გადავიდა
საფონოვმა პსჟ-ის დატოვებაზე უარი განაცხადა - რეალურად რა ხდება პსჟ-ისა და დონარუმას შორის
პსჟ-ის ხელმძღვანელობას ჰაკიმის განცხადება არ მოეწონა - პარიზულ გუნდში მცირე დაძაბულობაა?
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ოფიციალურად: პსჟ-მა ზაბარბის ტრანსფერი გამოაცხადა
დღეს სუპერთასია - კვარაცხელია და "პსჟ" მორიგი ტიტულისთვის!