"არმიამ" "ლიბერთის თასის" ფინალში "ყოჩები" 26:16 დაამარცხა და სამი კვირის წინ მოპოვებულ ჩემპიონობას მორიგი ჯილდო შემატა
"არმიამ" დუბლი შეასრულა - 26 ნოემბერს "ავჭალაზე" გამართულ "ლიბერთის თასის" ფინალში "ყოჩები" 26:16 დაამარცხა და სამი კვირის წინ მოპოვებულ ჩემპიონობას ეს ჯილდოც დაურთო.

ფინალურ მატჩში "არმია" ფავორიტად ითვლებოდა, მით უფრო, რომ მანამდე ზედიზედ ხუთჯერ აჯობა სეზონის გამორჩეულად ძლიერ გუნდს, ქუთაისის "აიას", მისი ბოლო მეტოქე "ყოჩები" კი წლეულს ძალზე დასუსტდა და უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა თასის ფინალამდე მისვლა მაინც მოახერხა და ეს უდავოდ წარმატებად ჩაეთვალა.

თასის ფინალს დრამატიზმს და ინტრიგას მატებდა ერთი გარემოებაც - "არმია" წლეულს შექმნილი გუნდია, უმაღლეს ლიგაში გადმოსული გორის "ლომების" ბაზაზე. მომავალი ჩემპიონი და თასის მფლობელი თავიდანვე გაძლიერდა "ყოჩების" და სხვა კლუბების, აგრეთვე საზღვარგარეთიდან მოწვეული გამოცდილი მორაგბეებით, მწვრთნელობა კი "ყოჩების" ყოფილ თავკაც ნიკო ჭავჭავაძეს ერგო.

"ყოჩებმა" შეძლო "არმიისთვის" გარკვეული წინააღმდეგობს გაწევა, საწყის წუთებში საჯარიმოთი დაწინაურდა კიდეც, თუმცა ჭავჭავაძის ახლანდელმა გუნდმა ყოფილს მალევე ჩამოართვა უპირატესობა, ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ გიორგი ელიზბარაშვილმა ულამაზესი სოლო-ლელო გაიტანა, ხოლო ახალგაზრდა დამრტყმელმა ბახვა კობახიძემ სამჯერ ზუსტად დაარტყა და გუნდებმა 13:3 ანგარიშზე შეისვენეს.

მეორე ტაიმში გიგა თხილაიშვილის ლელოს შემდეგ "არმია" 20:6 დაწინაურდა. "ყოჩებმა" ბოლომდე იბრძოლეს და ჯაბა მალაღურაძის ლელოთი და შავლეგ მახარაშვილის გარდასახვით სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ კობახიძის ორმა ზუსტმა დარტყმამ ჩემპიონს თასიც დაუბევა.

ლიბერთის თასის ფინალი

26 ნოემბერი. "ავჭალა"

არმია 26:16 ყოჩები

არმია: კობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი (გაგოშვილი), მჭედლიძე, შკინინი, ელიზბარაშვილი, სამხარაძე, თავართქილაძე, კალმახელიძე, თხილაიშვილი, ბუჯიაშვილი (მამრიკიშვილი), ბიწაძე, დონაძე (ნავროზაშვილი), მეკოკიშვილი, ქორიზე (კაკოვინი)

მწვრთნელი: ნიკო ჭავჭავაძე

2 ლელო: ელიზბარაშვილი, თხილაიშვილი

2 გარდასახვა: კობახიძე

4 საჯარიმო: კობახიძე

ყოჩები: მახარაშვილი, გეგენავა, მაისურაძე, ინაშვილი (გარუჩავა), ხარშილავა, გაბუნია, ბეგაძე, ნიკოლაიშვილი, გრძელიშვილი (ცხვედიანი), მალაღურაძე, არჩუაშვილი, ბელაშვილი, ხოსიტაშვილი (ბეჟიაშვილი), ესაკია (გოგიშვილი)

მწვრთნელი: ლევან მგელაძე

ლელო: მალაღურაძე

1 გარდასახვა: მახარაშვილი

3 საჯარიმო: მახარაშვილი

msy.gov.ge

FIRA AER-მა "ბორჯღალოსნების" სამი შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა
"არმიას" დუბლი პირველივე ცდაზე
სარაგბო სეზონის დახურვა: არმია-ყოჩები
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა