პირველ მატჩს, რომელსაც საქართველოს ნაკრები სტუმრად გამართავს 2 თებერვალს ბელგიის ნაკრებთან, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება
საქართველოს ნაკრების ის კანდიდატები, რომლებიც ქართულ კლუბებში ასპარეზობენ, "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ახალზელანდიელი თავკაცის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით ერთა თასის გათამაშებისთვის მზადებას განაგრძობენ.

ამასობაში კი FIRA AER-მა "ბორჯღალოსნების" სამი შეხვედრის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა. პირველ მატჩს, რომელსაც საქართველოს ნაკრები სტუმრად გამართავს 2 თებერვალს ბელგიის ნაკრებთან, იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი მატეო ლიპერანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელები საყოველთაოდ ცნობილ "ეიზელის" სტადიონზე გვიმასპინძლებენ.

მეორე ტურში, ერთი კვირის თავზე, "ბორჯღალოსნები" თბილისში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ამ მატჩის განმსჯელი ფრანგული ბრიგადა იქნება.

მთავარი არბიტრის მოვალეობას ჟილ ლებორალი შეასრულებს. თამაში, სავარაუდოდ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მომდევნო, მესამე ტურში კი ჩვენი ნაკრები სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. აქაც თემიდის მსახურნი ფრანგები იქნებიან. მატჩს გამოცდილი ლორან კარდონა განსჯის.

ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან ჩვენი გუნდის დაპირისპირებისას არბიტრთა ვინაობა მოგვიანებით დადგინდება.

ერთა თასი 2013

I ტური

2 თებერვალი

ბელგია-საქართველო

პორტუგალია-რუმინეთი

რუსეთი-ესპანეთი

II ტური

9 თებერვალი

საქართველო-პორტუგალია

რუმინეთი-რუსეთი

ბელგია-ესპანეთი

III ტური

23 თებერვალი

რუსეთი-საქართველო

ესპანეთი-რუმინეთი

პორტუგალია-ბელგია

IV ტური

9 მარტი

საქართველო-ესპანეთი

პორტუგალია-რუსეთი

ბელგია-რუმინეთი

V ტური

16 მარტი

რუმინეთი-საქართველო

ესპანეთი-პორტუგალია

რუსეთი-ბელგია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრების მეტოქეები: "ესპანელი ლომების" დიდი ფული დიდი მიზნებისთვის

საქართველოს ნაკრების მეტოქეები: "მუხის ფოთლები" დასაბამიდან დღემდე

"არმიას" დუბლი პირველივე ცდაზე
"არმიის" მორაგბეებმა დუბლი გაიფორმეს
სარაგბო სეზონის დახურვა: არმია-ყოჩები
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს