ინგლისელი ჩოგბურთელი ინდიან უელსის ტურნირზე გარსია ლოპესთან დამარცხდა
მამაკაცების ტურნირი ერთი დღით ჩამორჩება ქალთა შეჯიბრის განრიგს. იქ 11 მარტს დაიწყო მეორე წრე და მაშინვე მაყურებელმა უდიდესი სენსაცია იხილა. ენდი მიურეი წელს კარგ სეზონს ატარებს - ინდიან უელსამდე მას 14 მოგება და მხოლოდ 2 წაგება დაუგროვდა. თანაც, ის ერთადერთია, ვინც ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.

ამიტომაც ენდისგან ATP-ის რეიტინგის 92-ე ნომერთან, ესპანელ გილერმო გარსია ლოპესთან იოლ გასეირნებას უწინასწარმეტყველებდნენ.

მაგრამ მიურეიმ ჩოგბურთის მოყვარულებს შარშანდელი ტურნირი გაახსენა, როცა მან საწყისი მატჩი წააგო ამერიკელ დონალდ იანგთან - 6:7, 3:6. ისტორია განმეორდა.

გარსია ლოპესმა, რომელსაც ბრიტანელთან ორიდან ორი წაგება ჰქონდა, შვიდი ბრეიკ-პოინტიდან არც ერთის რეალიზების საშუალება არ მისცა მეტოქეს, თავად კი პირველ სეტში ერთხელ და მეორეში ორჯერ აიღო ენდის მოწოდება და საათსა და 40 წუთში გაიმარჯვა - 6:3, 6:2. მიურეიმ კატასტროფულად ითამაშა პირველ მოწოდებაზე, რომელზეც ქულების მხოლოდ 48 პროცენტი აიღო.

წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ყაზახი ანდრეი გოლუბევი დაამარცხა და ერთგვარი რევანში აიღო. საქმე ისაა, რომ გასულ კვირას დუბაიში გოლუბევმა ნოვაკის ძმა - მარკო გაანადგურა. ჯოკოვიჩმა დაცვიდან ითამაშა - ყაზახი ბევრს უტევდა, მაგრამ მისი შეტევების უმრავლესობა უნებლიე შეცდომით მთავრდებოდა.

ნოვაკს წინ აქვს მატჩი კევინ ანდერსონთან, რომელიც მესამე წრეში უბრძოლველად გავიდა, რადგან მისი მეტოქე - ფილიპ კოლშრაიბერი ტრავმის გამო მოიხსნა ტურნირიდან.

სხვა მატჩებში განსაკუთრებულ მოულოდნელობებს ადგილი არ ჰქონია. განთესილთა უმრავლესობამ მესამე წრის საგზური მოიპოვა, თუმცა ზოგიერთს სერიოზული ბრძოლა მოუწია. მაგალითად, ტომაშ ბერდიხმა დიდი გაჭირვებით მოუგო სერგეი სტახოვსკის. ჩეხმა პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო, მაგრამ მომდევნო ორ სეტში მოუნახა გასაღები მეტოქის თამაშს. სტახოვსკიმ კი ბრეიკის გარეშე დაასრულა მატჩი - 7:6(2), 3:6, 4:6.

დატოვეს ტურნირი ფლორიან მაიერმა და რიშარ გასკემ. ეს უკანასკნელი მატჩზე აწვდიდა ალბერტო რამოსთან, მაგრამ თავისი შანსი ხელიდან გაუშვა და შემდეგ ზედიზედ რვა გეიმი წააგო.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 694 969 დოლარი

II წრე

ჯონ ისნერი (აშშ, 11)-ფედერიკო ჟილი (პორ) 7:5, 6:3; მეტიუ ებდენი (ზელ)-ჟულიან ბენეტო (საფ, 32) 2:6, 6:3, 6:2; ალბერტ რამოსი (ესპ)-რიშარ გასკე (საფ, 16) 3:6, 7:5, 6:1; ჟილ სიმონი (საფ, 13)-დუდი სელა 7:5, 6:7, 6:4; ენდი როდიკი (აშშ, 30)-ლუკაშ კუბოტი (პოლ) 4:6, 7:6, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:7, 6:3, 6:4; ხუან მონაკო (არგ, 22)-ნიკოლა მაუ (საფ) 6:4, 5:7, 6:3; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 23)-რობი ჯინეპრი (აშშ) 4:6, 6:4, 6:4; პაბლო ანდუხარი (ესპ)-ფლორიან მაიერი (გერ, 18) 6:2, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 29)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) უარი; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 12)-სემ კუერი (აშშ) 5:7, 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:3, 6:2; მერდი ფიში (აშშ, 8)-ანდრეას სეპი (იტა) 6:3, 3:2 უარი; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-კეი ნიშიკორი (იაპ, 17) 7:5, 6:2; გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ)-ენდი მიურეი (ბრიტ, 4) 6:3, 6:2; რაიან ჰარისონი (აშშ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ, 25) 7:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალკარასის სასწაული და დაუჯერებელი გამარჯვება როლან გაროსის ფინალში
ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"ნაპოლი" "ლივერპულის" კიდევ ერთი შემტევის გადაბირებას შეეცდება
შენგელიას 29 ქულა და MVP-ის ტიტული | "ვირტუსმა" ფინალური სერია მოგებით გახსნა
კიეზას "ლივერპულში" თამაში არ უწევს და "ნაპოლიში" გადასვლა სურს
"მეფე აქ არის" - "ნაპოლიმ" დე ბრუინი დაიმატა
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი