"მანჩესტერ სიტის" "სუონსისთან" მარცხით "იუნაიტედმა" ისარგებლა, "ვესტ ბრომვიჩთან" 3 ქულა აიღო და პრემიერლიგას სათავეში მოექცა
"მანჩესტერ სიტის" "სუონსისთან" მარცხით "იუნაიტედმა" ისარგებლა, "ვესტ ბრომვიჩთან" 3 ქულა აიღო და პრემიერლიგას სათავეში მოექცა.

ეს სწორედ ის მიზანია, რისკენაც "ეშმაკები" ბოლო თვეების განმავლობაში მიიწევდნენ. ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ 10 ტურია და ერთქულიანი უპირატესობა ძალიან ცოტაა, მაგრამ ალექს ფერგიუსონის ბიჭებისთვის ეს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის სასარგებლო. აი, რას ამბობს საკლუბო არხთან ინტერვიუში "იუნაიტედის" ლიდერი უეინ რუნი: "პირველი ადგილი ის მიზანია, სადაც ყოფნა ყოველთვის გიხარია და მით უფრო, სადაც ჩემპიონატის დასრულებას ესწრაფვი.

დიახ, წელს ევროტურნირებზე ჩვენი თამაში გულშემატკივრებში იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ პრემიერლიგაში ამის თქმა არ შეიძლება. ჩემპიონატში ხანდახან ბედი არ გვწყალობდა, მაგრამ თამაშებს მაინც ვიგებდით. ეს მთელი გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის დამსახურებაა. ვფიქრობ, რომ დღევანდელ მდგომარეობას მთლიანად ვიმსახურებთ.

"ვესტ ბრომვიჩთან" დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა სამი ქულა აგვეღო. მეტოქე დაცვაში დიდი ძალებით თამაშობდა, რამაც პრობლემები შეგვიქმნა. კიდევ კარგი, პირველივე ტაიმში გავიტანეთ, რამაც სიმშვიდე მოგვგვარა. მართალია, იმაზე მეტის გატანა შეგვეძლო, ვიდრე რეალურად მოვახერხეთ, მაგრამ მთავარი მაინც გამარჯვებაა, რადგან ასეთ მძიმე თამაშებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს - ერთმა უხეიროდ მოგერიებულმა ბურთმა, ერთმა რიკოშეტმა, რაღაც ნახევრად მომენტის მსგავსმა შეიძლება მთელი შრომა წყალში გადაგიყაროს".

სერ ალექსის სავარაუდო მემკვიდრეებზე უკვე იმდენი დაიწერა, რომ ვეღარც კი მოვთვლით. აღნიშნულ თემაზე თავისი მოსაზრება "ნიუკასლისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა დააფიქსირა. ვეტერანი ვარსკვლავის თქმით, ლეგენდარული შოტლანდიელის შემცვლელად მას ისევ შოტლანდიელი ეგულება. ლაპარაკია "ევერტონის" 48 წლის თავკაც დევიდ მოიესზე.

"ბევრს ლაპარაკობენ გვარდიოლასა და მოურინიოზე და ეჭვი არ მეპარება, რომ სწორედ ისინი იქნებიან უმთავრესი კანდიდატები, მაგრამ ინგლისური ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პოსტის ჩაბარების საუკეთესო კანდიდატად დევიდ მოიესი მიმაჩნია. წინა კვირას მან "ევერტონში" მუშაობის 10 წელიწადი აღნიშნა. ის არის მენეჯერი, რომელიც პრემიერლიგას ზეპირად იცნობს და რაც მთავარია, იცის, როგორ გაიმარჯვოს," - აცხადებს შირერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზამბო ანგისამ შესაძლოა, პრემიერ ლიგას მიაშუროს - კამერუნელს ლონდონში უხმობენ
ახლა ფავორიტი "ბაიერნია" - "სიტი" ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
[VIDEO] პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში - ხვიჩამ "ინტერს" გაუტანა!
[VIDEO] დუეს საღამოა - 19 წლის ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დუბლი შეასრულა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ინტერს" 2:0 ამარცხებს
[VIDEO] პსჟ დაფრინავს - დუემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა
[VIDEO] ჰაკიმიმ პსჟ დააწინაურა
ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"ინტერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პირესი: ეს პსჟ იმ გუნდზე 100%-ით ძლიერია, რომელშიც მესი, ნეიმარი და მბაპე იყვნენ
ბურჯანაძემ სეზონი 13 ქულით დაასრულა | ბოლდუინი პლეი ოფში გააგრძელებს
ჯონი ევანსმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
შეთანხმება შედგა - "რომას" გასპერინი გაწვრთნის
რაშფორდი მზადაა "ბარსაში" გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვას
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია
"მის წინააღმდეგ თამაში ჯოჯოხეთური იყო" - მესი
[VIDEO] შერმადინის კარგი მატჩი - "ტენერიფემ" ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა
ფინალის წინ ლუის ენრიკეს შემადგენლობის მხრივ მხოლოდ ერთი საფიქრალი აქვს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
დემბელე: "კვარა" სწრაფად ხვდება, მისგან რასაც ითხოვენ
[VIDEO] "როგორ შეაჩერებთ კვარაცხელიას?" - მარტინესმა კითხვაზე უპასუხა
ძალიან დიდი მატჩის დღე - ხვიჩას ეს შეუძლია!..