ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსული გულშემატკივრების მხურვალე ქომაგობამ მატჩს გარკვეული ელფერი შესძინა
12.03. თბილისი. ბენდელა. 500 მაყურებელი

სპარტაკი-გურია 2:2

1:0 დ. ლომაია (7. მაისურაძის პასით), 2:0 გაბაშვილი (27. მელქაძის პასით), 2:1 კვერენჩხილაძე (46), 2:2 გ. თოდუა (52. მოსიაშვილის პასით)

სპარტაკი გურია

4-4-2 4-4-2

ნადირაძე ბუბუტეიშვილი

ჭაფოძე ჩენსუ

ტეტუნაშვილი ზ. ჩხეტიანი

ლომაია ბაქრაძე

ნ. მაისურაძე ჯანგიძე

შარაშენიძე სამსეიშვილი

ჩივაძე მაისაშვილი

თ. შონია მოსიაშვილი

ჩაფიძე ტ. კუკულაძე

გაბაშვილი კვერენჩხილაძე

ლ. მელქაძე გ. თოდუა

მწვრთნელი მწვრთნელი

ვ. ხაჩიძე გ. იმნაძე

სპარტაკი

20. შონია - გიორგი გურეშიძე

74. გაბაშვილი - სამხარაძე

76. გურეშიძე - მაჭავარიანი

სათადარიგოები: ბერია, თუხარელი, მ. ჯიშკარიანი, დ. გელაშვილი

გურია

76. მოსიაშვილი - კილაძე

82. ტ. კუკულაძე - ჩარგეიშვილი

89. გ. თოდუა - რ. კუკულაძე

სათადარიგოები: გოგუაძე, ლაღაძე, შეწირული

გაფრთხილება: ჩაფიძე (33), სამსეიშვილი (65)

არბიტრი: ჯ. ხორავა

ეს მატჩი თუნდაც ერთი საათით გვიან რომ დაწყებულიყო, მისი ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. "ბენდელას" ხელოვნურსაფარიანი მოედანი პირველივე ტაიმში გადათეთრდა, მატჩის მეორე ნახევარი კი გუნდებმა ფერადი ბურთით ჩაატარეს. აუცილებელი გახდა პირითი, გვერდითი და საჯარიმოს ხაზების გადათოვლაც.

ვერ ვიტყვით, რომ თოვლმა შეხვედრის შედეგზე გავლენა მოახდინა, მაგრამ დაგვეთანხმებით, უამინდობის გამო ჩაშლილ-შეფერხებული ამდენი მატჩი უკვე ძალიან გამაღიზიანებელია.

ლანჩხუთიდან ჩამოსული ქომაგები ტრიბუნაზე აბსოლუტურ უმრავლესობაში იყვნენ და "გურიას" ენერგიულად ქომაგობდნენ, რამაც მატჩს გარკვეული ელფერი შესძინა.

შეხვედრის საწყის ნაწილში კი ამ ხალხისთვის სასიამოვნო არაფერი მომხდარა - 27-ე წუთისთვის მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით იყვნენ წინ და თითქოს გამარჯვება ხელიდან არ უნდა გაეშვათ, მაგრამ სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინეს და არასანახაობრივ, მაგრამ არცთუ უხარისხო მატჩში "სპარტაკს" ქულა გამოჰგლიჯეს ხელიდან.

ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი სწრაფი გოლით დაწინაურდა - ნიკოლოზ მაისურაძის გადაცემით საშუალო დისტანციიდან თავი დავით ლომაიამ გამოიჩინა. მალე "გურიამაც" გამოიღო ხელი და გია თოდუასა და ლაშა ჯანგიძეს ანგარიშის გათანაბრებამდე მცირედი დააკლდათ.

მე-20 წუთზე "სპარტაკის" ლიდერი თემურ შონია დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა, თუმცა ცოტა ხანში ლევან მელქაძემ მეკარესთან პირისპირ კონსტანტინე გაბაშვილი გაიყვანა და მასპინძლებმა ანგარიშის სხვაობა გაზარდეს.

გიგლა იმნაძის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში თამამად უტევდა, შესვენებამდე კი თავის გამოჩენა ჯანგიძეს კიდევ ერთხელ მართებდა - მისი თავური მეკარე გიორგი ნადირაძემ ეფექტური ნახტომით მოიგერია. "სპარტაკის" შემადგენლობიდან კი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან მელქაძემ.

მეორე ტაიმში სანახაობა ნაკლები იყო, თუმცა ინტრიგა თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში გაცოცხლდა - გიგა კვერენჩხილაძის გოლით ლანჩხუთელებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩნდათ. ექვსიოდე წუთში თანაფარდობაც აღდგა - თორნიკე მოსიაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს თავი თოდუამ შეაგება.

თითქოს მთავარი ამბები ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შეხვედრის დასკვნითი ნაწილი მოსაწყენი გამოდგა. "გურია" წინ ისე აქტიურად აღარ მიდიოდა და ნათელი იყო, რომ სტუმრები ფრეზე ყაბულს იყვნენ, მატჩის მიწურულს კი ლაშა ჩაფიძემ ახლო მანძილიდან დაუჯერებელი ბურთი ააცილა და მსაჯის საფინალო სასტვენიც მალე გაისმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
ტური 16: დაძაბულობა, ერთი გოლის ფასი
სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია
გადაწყდა - მოდრიჩი "რეალს" დატოვებს
ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
იოლანდამ "ნაპოლის" "ჩუმი ლიდერი" დაასახელა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
"დინამო ბათუმმა" თელავში ნავსი გატეხა, "გაგრა"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
"ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა
დემბელე: ახლა "ოქროს ბურთზე" მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაა
კვარაცხელია: საქართველო მარად ჩემთანაა - "ინტერთან" ფინალი სიზმარივითაა
სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა. "ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფინალი გველოდება" - ლუის ენრიკე
ცნობილი გახდა "შახტარში" არდა ტურანის ხელფასის ოდენობა
"შავი ლომი" | გადაადგილებებით "გლაზგო ვორიორსთან"
ბელინგემი საოპერაციოა - ინგლისელი შემდეგი სეზონის სტარტს გამოტოვებს
"ილიას ნოკაუტით დავამარცხებ!" - თოფურიას მომავალმა მეტოქემ თამამი განცხადება გააკეთა
პსჟ-ის გზა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - მეტოქეები, თარიღი და ტურნირის ახალი ფორმატი
მინიმუმ 40 მილიონი ევრო - შერკის ტრანსფერიდან "ლიონი" მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელის
პსჟ შეტევაში კიდევ უფრო ძლიერდება? - კვარაცხელიას კლუბში შესაძლოა, ყოფილი ფორვარდი დაბრუნდეს
აი, ამიტომ წავა კონტე "ნაპოლიდან" - იტალიურმა პრესამ ყველაფერი განმარტა
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
გუნდი მხოლოდ ოთხ შეხვედრაში გაწვრთნა - ვალდესმა ესპანური კლუბი დატოვა