ჰარი რედნაპის თქმით, "ტოტენჰემი" მზადაა ედენ აზარში "ლილს" სოლიდური თანხა გადაუხადოს
ფრანგულმა გამოცემა "ეკიპმა" ჰარი რედნაპთან ინტერვიუ მოამზადა. სახელოვან ინგლისელთან სასაუბროდ შეიძლება მრავალი თემა შეირჩეს, მაგრამ უმთავრესი, რაზეც მათ აქცენტი გააკეთეს, ედენ აზარის სავარაუდო ტრანსფერია.

გარდა ამისა, მას ინგლისის ნაკრებში შესაძლო დანიშვნაზეც დაეკითხნენ. რედნაპის ნალაპარაკევს მონოლოგის სახით შემოგთავაზებთ: "ჩვენ მზად ვართ, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ ედენ აზარში "ლილს" სოლიდური თანხა გადავუხადოთ.

მისი თამაშის სანახავად საფრანგეთში რამდენჯერმე პირადად ვიყავი ჩამოსული - პირველად მარსელში, მეორედ საფრანგეთის თასის ფინალსაც დავესწარი "პარი სენ ჟერმენის" წინააღმდეგ. ვიცი, რომ "სიტისა" და "იუნაიტედის" სახით სერიოზული კონკურენტები გვყავს და მესმის, რომ მისი დათანხმება საკმაოდ გაგვიჭირდება. საფრანგეთის ჩემპიონატში, აზარის გარდა, ოლივიე ჟირუს თამაშიც მომწონს. ჩემი აზრით, ის კარგ სეზონს ატარებს. ოლივიეს თამაშზე მხოლოდ დადებითი გამოხმაურებები მესმის.

ამ წუთას დანამდვილებით ვერ გეტყვით, მინდა თუ არა ნაკრებში მუშაობა, რადგან "ტოტენჰემში" ზუსტად ის სამსახური მაქვს, რაც ძალიან მომწონს. ასე რომ, არ ვიცი. დავიცადოთ, ვნახოთ"...

"ეკიპმა" კომენტარისთვის აზარსაც მიმართა, ვის თამაშსაც კვირას ლიონის "სტად დე ჟერლანის" ტრიბუნებზე თავად სერ ალექს ფერგიუსონი აკვირდებოდა.

აი, რა თქვა ფეხბურთელმა: "ნებისმიერი ფეხბურთელი ბედნიერი იქნებოდა, თუკი მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდებოდა. ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ "ლილის" თამაშებზე ვარ კონცენტრირებული, მაგრამ როცა მითხრეს, რომ ჩემს სანახავად ტრიბუნებზე ფერგიუსონი იჯდა, ძალიან მესიამოვნა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] "რეალმა" "იუვენტუსს" მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა
სუპერთასი 2025 | "ტორპედომ" მესამე ადგილისთვის მატჩში "იბერია 1999" დაამარცხა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
პირველი ვარჯიში ახალ კლუბში - ქოჩორაშვილის პორტუგალიური კარიერა ოფიციალურად დაიწყო
აბრაჰამი წავიდა - ახლა "რომაში" მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი მიქაუტაძეა
"მოსკოვის "დინამოში" თამაში ყველას სურს" - გაგნიძეს დარჩენის ამბავს კარპინი გადაწყვეტს
ეს გუნდი პსჟ არაა - ლუის ენრიკემ მის მიერ გაწვრთნილი საუკეთესო კლუბი დაასახელა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მახაჩევს გადაუსწრო - ილია თოფურია მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლია!