"ნერაძურის" ყოფილი ფეხბურთელი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და თავისი გულისნადები გაანდო
მართალია, სერია A-ს უკანასკნელ ტურში "ინტერმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ გუნდმა კრიზისი დასძლია და აღმავლობის გზას დაადგა.

"ინტერის" პრობლემები ერთი გამარჯვებით ვერ აღმოიფხვრება და ეს გუნდის გულშემატკივრებს ყველაზე უკეთ ესმით. "ნერაძურის" ყოფილი ფეხბურთელი მარკო მატერაცი "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტს ესაუბრა და თავისი გულისნადები გაანდო:

"როდესაც საყვარელ გუნდს ასეთ დღეში ვხედავ, გული სისხლით მევსება. საშინელებაა, როდესაც უყურებ, თუ როგორ იოლად ამარცხებენ გუნდს, რომელიც სულ ახლო წარსულში ყველაფერს იგებდა.

ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ასეთი კრიზისი, მაგრამ ერთი ფაქტია: გუნდში ძირეული ცვლილებებია მოსახდენი. ზაფხულში მაღალი კლასის ფეხბურთელთა დამატებაა საჭირო, მაგრამ ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ამის გაკეთება ურთულესი იქნება.

ვის უნდა იმ გუნდში ასპარეზობა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს? არადა, სერია A-ს სამეულში მოხვედრაზე უფრო რეალური ისევ ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. მოკლედ, რთული ვითარებაა და ამ ყველაფერს მშვიდად ვერ ვუყურებ".

"ნაპოლიმ" "ახალი კრაუჩი" დაიმატა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს