მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე, ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი სამშობლოში ორი სერიოზული სკანდალის ცენტრში მოექცა
მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე, ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო სამშობლოში ორი სერიოზული სკანდალის ცენტრში მოექცა, რამაც, შესაძლოა, მისი სასამართლო დევნა გამოიწვიოს.

ერთი ბრალდების შესახებ ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით. ის ფილიპინების საგადასახადო სამსახურიდან მოდის, რომელიც იძულებულია სასამართლოში უჩივლოს მენის იმის გამო, რომ მოკრივე არ ემორჩილება მათ კანონებს. საგადასახო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, მრავალიცხოვანი მოთხოვნების მიუხედავად, პაკიაომ არ წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია 2010 წლის საგადასახო დეკლარაციის შესახებ.

მეორე ბრალდება ჟურნალისტებიდან მოდის, რომლებმაც გაარკვიეს, რომ პაკიაო საკუთარ სახლში მალავდა სკანდალურად ცნობილ ადგილობრივ პოლიტიკოსს მოჰამედ აკიას, რომელსაც პოლიცია ეძებს მოპარული მანქანების რეალიზაციისთვის. მეორე ბრალდებას სამართალდამცავები არ გამოხმაურებიან, პირველის მიხედვით კი პაკიაოს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუმცა მსგავსი სახის დარღვევები ფილიპინებში იშვიათობაა.

თავად პაკიაომ ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან. "თუ ისინი ჩვენგან დოკუმენტებს ელიან, დრო უნდა მოგვცენ მათი მოთხოვნების შესასწავლად, - თქვა ჩემპიონმა. - არც მიფიქრია შემოწმებისთვის თავის არიდება". თუმცა საგადასახო სამსახურის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პაკიაოს უკვე დიდი ხანია აცნობეს დოკუმენტების წარმოდგენის შესახებ.

პაკიაოს პრომოუტერმა ბობ არუმმა, რომელიც თავად იყო საგადასახადოების იურისტი, განაცხადა, რომ მენის ყველა შემოსავალი აშშ-ში - ბრძოლების ჰონორარები და სარეკლამო კონტრაქტები - სათანადოდ არის გაფორმებული და მათგან 30 პროცენტი აშშ-ის ტერიტორიაზე დარჩა. "არავინ ამბობს, რომ ის არ იხდის გადასახადებს, - განაცხადა არუმმა. -მენის მცირე სარეკლამო კონტრაქტები აქვს ფილიპინებზე, რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვაქვს. თუ მის გარშემო მყოფი ადამიანები გულგრილად ეკიდებიან დეკლარაციის საკითხებს, მართლაც შეიძლება პრობლემები წარმოიშვას".

როგორც ვთქვით, მეორე ბრალდება უკავშირდება მოჰამედ აკიას დამალვას. ეს გახლავთ კონტრაბანდასთან ბრძოლის საპრეზიდენტო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც ახლა პოლიცია ეძებს. ეს ბრალდება ადგილობრივი ჟურნალისტისგან ედვინ ესპეხოსგან მოდის, რომლის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ აკია პაკიასოთან ერთად გაფრინდა მანილადან ჯენერალ სანტოს სიტიში, სადაც მოკრივის სახლში პოლიციას ემალებოდა. საპასუხოდ პაკიაომ ჟურნალისტი ტყუილში დაადანაშაულა, მაგრამ ესპეხოს მხარში დაუდგნენ ქვეყნის წამყვანი ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს პაკიაოს მორიგი ბრძოლა ელის პირველ ნახევრადსაშუალო წონაში ამერიკელ ჩემპონთან ტიმოტი ბრედლისთან. პირველ საწვრთნელ შეკრებას პაკიაო ფილიპინებზე გამართავს, აპრილში კი დასკვნითი შეკრების ჩასატარებლად ლოს ანჯელესში გაფრინდება.

კლიჩკო რეკორდს არ მისდევს

სუპერმძიმე წონაში WBC-ის მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო არ აპირებს კრივში რეკორდების დევნას.

კერძოდ, უფროსი კლიჩკოს თქმით, მის გეგმებში არ შედის კრივის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონის სტატუსი, რადგან ახლა უკრაინაში თავისი პოლიტიკური კარიერის განვითარებას გეგმავს.

კითხვაზე - კიდევ რამდენ ხანს აპირებს პროფესიულ რინგზე გამოსვლას, ჩემპიონმა კატეგორიულად განაცხადა: "ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება".

"ნამდვილად არ ვგეგმავ ჯორჯ ფორმენის რეკორდის გაუმჯობესებას. ახლა მინდა მთელი ყურადღება პოლიტიკაზე გადავიტანო, რადგან უკრაინას დიდი პოტენციალი აქვს", - ამბობს WBC-ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს
24 მაისს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში პროფესიონალური კრივის დიდი შოუ გაიმართება!
ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
პრიზი პსჟ-ს ფეხბურთელსაც ერგო - მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე საუკეთესოები დაასახელეს
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა - პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა