10 მარტს მე-17 ტურში ერთი კალათბურთელი იყო შეუჩერებელი - ქუთათური დავით ბარბაქაძე, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო
მე-17 ტურის მატჩს, "შსს აკადემია"-"ქუთაისი", არაერთ კითხვაზე უნდა ეპასუხა. მოგების შემთხვევაში შსს-ელებს სამეულში მოხვედრის კარგი შანსი დარჩებოდათ, რადგან "ოლიმპს" ორი მოგებით ჩამორჩებოდნენ, "ქუთაისს" - ერთით.

თუმცა ბოლო წამებზე იმერლებმა 85:83 იმარჯვეს და სამეულში მოხვედრა თითქმის გაინაღდეს. რეგულარული ეტაპის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე ასეთი თამამი განცხადების უფლებას დარჩენილი მატჩების კალენდარი და მეტოქეთა სიძლიერე გვაძლევს: ქუთათურებს ცხრილის ზედა ექვსეულიდან მხოლოდ "სოხუმთან" დარჩათ სათამაშო. სტატიას დავურთავთ საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს, დარჩენილი შეხვედრების კალენდარს და თავადაც შეგეძლებათ მსჯელობა.

რა ღირებულება აქვს მეორე და მესამე ადგილების დაკავებას, ამის შეხსენება არ დაგჭირდებათ - მეორე-მესამეები ძლევამოსილ "არმიას" ფინალამდე არ დაუპირისპირდებიან. მეოთხე-მეხუთე ადგილოსნების მეოთხედფინალურ სერიაში გამარჯვებული კი არმიელებს ნახევარფინალში შეხვდება.

უკვე მივეჩვიეთ "შსს აკადემიის" გამთამაშებლის, ლარი ბლერის ეფექტურ მონაგარს. 10 მარტსაც ერთი კალათბურთელი იყო შეუჩერებელი - ქუთათური დავით ბარბაქაძე, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო.

ეს იყო დათოს საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. თუმცა მისთვის 25-30 ქულა უცხო სულაც არ არის. იგი 2009-10 წლების სეზონში 6-ჯერ ასცდა 25 ქულას. მაშინ ბარბაქაძე თსუ-ს ღირსებას იცავდა. მომდევნო სეზონში სწორედ შსს-ში გადავიდა, საიდანაც მიმდინარე ჩემპიონატის დასაწყისში "ქუთაისში" მოხვდა.

10 მარტს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას დათოს ძმა გიგი დაესწრო, რომელიც წინა შეხვედრებში გუნდის ერთ-ერთი სნაიპერთაგანი იყო, თუმცა "შსს აკადემიასთან" მხოლოდ 6 ქულას გამორჩა. გიგიმ პრესკონფერენციაზე იხუმრა - მთელი ენერგია ჩემს ძმას გადავეცი და მხოლოდ 6 ქულა ამიტომ შემრჩაო.

სოხუმი-თსუ 89:83

შსს აკადემია-ქუთაისი 83:85

სამედიცინო-არმია 65:101

სტუ-ოლიმპი 74:91

რუსთავი-დინამო 87:95

რეკორდები

ქულა

41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)

2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8

17.12.11 შსს-თსუ

41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)

2-ქულ 14/20; 3-ქულ 2/6; საჯ 7/8

03.03.12 შსს-დინამო

მოხსნა

20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

(მეტოქ: 4; საკუთ: 16)

23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

პასი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

29.10.11 შსს-ოლიმპი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

10.12.11 დინამო-ოლიმპი

14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა

8 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

10.03.12 სამედიცინო-არმია

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)

05.11.11 დინამო-სამედიცინო

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

14.02.12 დინამო-არმია

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. არმია 15 15 0 1368/953 30

2. ქუთაისი 16 12 4 1362/1232 28

3. ოლიმპი 15 12 3 1243/1103 27

4. სოხუმი 16 10 6 1307/1217 26

5. შსს აკადემია 16 9 7 1438/1282 25

6. დინამო 16 8 8 1325/1366 24

7. სამედიცინო 16 6 10 1290/1379 22

8. სტუ 15 5 10 1162/1280 20

9. თსუ 15 5 10 1209/1339 20

10. ბათუმი 15 2 13 1055/1327 17

11. რუსთავი 15 1 14 1046/1327 16

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა
ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ჰაკიმი: მე არა, ჩემი გაშვება "რეალმა" გადაწყვიტა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"არსენალი" და "სპორტინგი" ვერ თანხმდებიან, იოკერეში გაცეცხლებულია - რა ბედი ეწევა შვედს?
"ჩემი აზრით, ის "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - დონარუმას აგენტმა იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
"ჩვენს გუნდში საუკეთესოა" - ენრიკემ შეგირდი შეაქო
"მისი მსგავსი არაფერი მინახავს" - კროოსის განცხადება, რომელმაც "რეალის" ფანები გაანაწყენა
გაუპატიურების ბრალდებით - NBA-ის ყოფილი კალათბურთელი 8 წლით დააპატიმრეს
"ამაზე უკეთესი კომპლიმენტი არ არსებობს" - რა თქვა კარაგერმა პსჟ-ზე?