"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა რომ მის გუნდს "ჩელსისთან" ლონდონურ შეხვედრაში გამოცდილება არ ეყო
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ, რომლის გუნდიც ლონდონის "ჩელსისთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა, განაცხადა რომ მის გუნდს ლონდონურ შეხვედრაში გამოცდილება არ ეყო.

"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ საერთო ჯამში ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ და ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ.

ბევრი რამ გავაკეთეთ და გრძელი გზა გავიარეთ. დღეს გამოცდილება არ გვეყო. რაღაც-რაღაცები არ გამოგვივიდა, რადგან ახალგაზრდული გუნდი ვართ. თუმცა ამ ყველაფრისგან კარგი გაკვეთილის მიღება შეგვიძლია.

"ჩელსი" საკუთარ მოედანზე იშვიათად უშვებს, მაგრამ გატანა მოვახერხეთ. კიდევ უნდა გაგვეტანა. დღეს უფრო მეტი საგოლე ეპიზოდი შევქმენით, ვიდრე პირველ მატჩში.

მაჯოს სახით წამყვანი მოთამაშე დავკარგეთ და ეს ჩვენს თამაშზე უარყოფითად აისახა. გოლი იმ ზონიდან გადაცემის შემდეგ გავუშვით, სადაც ის თამაშობს.

ლონდონელები შეუდრეკელნი იყვნენ. ჩვენგან განსხვავებით, მათ საკუთარი შანსები გამოიყენეს.

დაცვაში უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა, ჩვენს წინააღმდეგ ხომ ჩემპიონების გუნდი თამაშობდა. მიუხედავად ამისა, დღეს "ნაპოლის" შეუძლია იამაყოს", - განაცხადა მაძარიმ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა - პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
პსჟ-ს და "ბაიერნის" პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
"ბაიერნთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U15 | სასელექციო პროექტი დასრულდა - ქუთაისში რეგიონულ ნაკრებთა მატჩი გაიმართა
"რეალმა" როდრიგოს გაყიდვა გადაწყვიტა - ბრაზილიელის დამატება "არსენალს" სურს
16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე ლატვიაში მოემზადება
საკლუბო მუნდიალის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება - ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
U20. [VIDEO] სამი ლელო არ გვეყო - საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიასთან დამარცხდა
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
"რეალი" ფეხბურთელებს არნახულ თანხას დაჰპირდა - საკლუბო მუნდიალის მოგება სტრატეგიული მნიშვნელობისაა
უკვე კონკრეტიკა - "რომამ" "ლიონთან" მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება ფრანგულ გუნდში გადავიდეს
"NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ" - პოლ პირსი
"ჩელსიმ" "დორტმუნდიდან" შემტევი დაიმატა
პსჟ VS "ბაიერნი" - კვარაცხელია და კეინი კარგ ფორმაში არიან!
ოფიციალურად: ნიკო ვილიამსმა "ატლეტიკთან" ხელშეკრულება 2035 წლამდე გაახანგრძლივა
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება