ნალჩიკის "სპარტაკის" შემტევი რუსეთის ჩემპიონატის რჩეულთა შორის დასახელდა
"ევროსპორტის" რუსულმა სამსახურმა რუსეთის ჩემპიონატის განახლებას სტატია მიუძღვნა, სადაც რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაასახელეს. სასიხარულოა, რომ რჩეულებში ნალჩიკის "სპარტაკის" ქართველი შემტევი ნახევარმცველი გუჯა რუხაია მოხვდა.

"რუხაია ერთი თავით მაღლა დგას "სპარტაკში" თავის პარტნიორებზე. როგორც ჩანს, ეს ბიჭი შეუჩერებელია და უზარმაზარი ენერგია გააჩნია. ისეა, როგორც ცნობილი რეკლამის გმირი, რომელიც მაშინაც დარბის, როდესაც ყველა დანარჩენს არაფრის თავი არ აქვს.

ტელეკომენტატორის, პაველ გობატნიკოვის თქმით, გუჯა ფლანგის დაუღალავი "მხვნელია". გარდა ამისა, რუხაია ძლიერი დარტყმითაც გამოირჩევა და ამ იარაღს ხშირად იყენებს", - წერს "ევროსპორტი".

"ამჟამად გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, რომელთაგანაც ჩვენს მოთხოვნებს მხოლოდ შჩანიცინი და რუხაია აკმაყოფილებენ", - ამბობს "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი სერგეი ტაშუევი.

აქვე ვიტყვით, რომ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასთან" გამართული შეხვედრის შემდეგ რუხაია ერთადერთი იყო ბოლო რვა გუნდის ფეხბურთელებიდან, რომელიც "ევროსპორტმა" რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

24 წლის ქართველს მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად ათამაშებენ, საქართველოში კი დღემდე კარგად არ ვიცნობთ. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ბათუმელი ახალგაზრდა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის კლუბის შეუცვლელი მოთამაშე გახდა, მისდამი ინტერესს აღვივებს.

ვინ იცის, იქნებ ნაკრებისთვისაც საინტერესო მოთამაშე გახდეს?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
შეგიდძლიათ შემეხმიანოთ ყველაფერს გეტყვით გუჯა რუხაიას შესახებ 568 77 77 50
raulreal07
მინდა ასევე, როგორც გუჯას ბავშვობის მეგობარმა დავამატო რომ გუჯა საშინლად მიზანდასახული, უაზროდ შრომისმოყვარე და ძალიან მიზანდასახული იყო ყოველთვის!! ამასთანავე უნივერსალია!! შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში!! შეუძლია დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც თამაში!! ქეცბამ თავისი საძმაკაცოს იქეთაც რო გაიხედოს კიდე ნაკრებში ძალიან კარგს იზამდა!!
პსჟს "ბაიერნთან" 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს - კვარაცხელია კიმის წინააღმდეგ!..
ეს მიქაუტაძის ტრანსფერს დააჩქარებს? - "ლიონს" სასწრაფოდ 100+100 მილიონი სჭირდება
"რომაში" მიქაუტაძის გადასვლა რეალური ხდება - რა შეიძლება შეიცვალოს 10 ივლისის შემდეგ?
რატომ გადაადგილდებოდა მანქანით საბედისწერო ღამეს? - ჟოტას ტრაგედიის ახალი დეტალები
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს