ერთა თასის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად დაჩაგა
საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირების დასრულებისთანავე "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა ორი პარალელური ფოტო. ერთში ლომი შეშინებულ ქურციკს მისდევს, მეორეში: საქართველოს ნაკრების მორაგბე შეშინებულ რუსს. კარგი შედარებაა - შაბათის მეტოქე, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად დავჩაგრეთ.

სტუმრებს ახალი, უელსელი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გააკეთა და 17 მარტს შეგირდები პირდაპირ ლომის ხახაში მოაქცია.

შიშის გრძნობას რაც შეეხება, ერთი ლიტველის ნათქვამი მახსენდება: ქართველები მთის ხალხი ხართ და შიშის გრძნობა არ იცით, არც მოწინააღმდეგის სიძლიერეს აგდებთ რამედ და არც მათ სიმრავლესო.

მართლაც, საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში, ინგლისსაც ისე თამამად შეუტია, თითქოს რუსეთის ნაკრები ყოფილიყო. რაგბშიც, ალბათ, იმიტომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულები, რომ საბრძოლო სპორტია, მეომარი სულის ადამიანებისთვის.

ქართველ გულშემატკივარსაც ამ მიზეზების გამო იზიდავს რაგბი და ნაკრების თანამგზავრადაც იქცა. შაბათს "მიხეილ მესხის" 30-ათასიანი არენა ბოლომდე გაივსო.

რუსეთის ნაკრები ყველაზე დიდი სხვაობით, 46:0 სწორედ ამჯერად დავამარცხეთ. ასე რომ, ფსიქოლოგიური ფაქტორის გარდა, იყო კიდევ უამრავი გარემოება, რამაც ასეთი უპირატესობა განაპირობა. ერთ-ერთზე ნამატჩევს რუსების თავკაცმა კინგსლი ჯონსმა გაამახვილა ყურადღება: მსოფლიო დონის სამი მორაგბე გყავთ, კვირიკაშვილი, ქუბრიაშვილი და გორგოძე. ამ უკანასკნელის შეჩერება ვერაფრით მოვახერხეთო.

სხვათა შორის, მამუკა გორგოძემ შაბათს საკუთარ აქტივს ორი ლელო მიამატა, მესამის გატანაც შეეძლო, მაგრამ ჩათვლის მოედანში მდგომმა ბურთი ირაკლი მაჩხანელს გადააწოდა და ამით დაგვანახა, რომ მისთვის მთავარი არა პირადი გამორჩენა, არამედ გუნდური წარმატებაა.

საბოლოოდ იგი შეხვედრის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს. პირველი აცილებილი საჯარიმოს შემდეგ მერაბ კვირიკაშვილმა ქარიან ამინდს ალღო აუღო და ამიტომაც ათქმევინა ჯონსს - მაღალი დონის მორაგბეაო. რუსეთთან შეხვედრა გუნდური მოქმედებით მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთი მორაგბე უნდა გამოვარჩიოთ - ირაკლი აბუსერიძე, რომელმაც ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ძალიან სწრაფად, გააზრებულად და მართებულად მოქმედებდა.

მეექვსე ლელოც ხომ მისი მონაგარია - მყისიერად რომ მოსწყდა გუნდს და რუსების ჩათვლის ხაზს მიუახლოვდა. მან სხვა, მნიშვნელოვანი საქმეც შეასრულა: "ბიჭებმა ემოციები კარგად აკონტროლეს, რაც უმთავრესად აბუსერიძის დამსახურებაა. იგი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრს მუშაობდა და თამაშისასაც სათანადოდ მართავდა სიტუაციას", - აღნიშნა საქართველოს ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა.

მწვრთნელის სიტყვებს კიდევ დავუბრუნდები. აქ კი სატურნირო სიტუაციას შევეხოთ. საქართველოს ნაკრებს ოთხი ლელოს დადება ჰაერივით სჭირდებოდა, რათა აქტივში დამატებითი ხუთი ქულა ჩაეწერა (ასეთი წესია რაგბიში).

ეს ქულები კი ჩემპიონობის გზაზე მდგარი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: წლეულს ერთა თასს ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ეცილებიან.

ჩვენებს პირენეებზე წაგებული აქვთ. ამიტომ სხვა მატჩებიდან მაქსიმუმი უნდა გამოწურონ, რათა თასი ესპანეთს არ დარჩეს. მიუხედავად იმისა, რომ შაბათსვე ესპანელებმა რუმინელები 13:12 დაამარცხეს, ქართველებს სატურნირო ცხრილში ერთი ქულით მაინც ჩამორჩებიან. ჩვენ 15 ქულა გვაქვს, დასავლელ იბერებს - 14.

თასის მფლობელის ბედს ბოლო ტურის მატჩები გადაწყვეტს: 19 მაისს ესპანეთი რუსეთს ესტუმრება, ხოლო 9 ივნისს საქართველო - უკრაინას. ერთა თასის ჩემპიონობა რომ გაინაღდოს, ჩვენს ნაკრებს უკრაინის დამარცხება სჭირდება, თანაც ისე, რომ 4 ლელო დადოს და დამატებით ხუთი ქულა მიითვალოს (რაც რეალურია). ასეთ შემთხვევაში რუსეთში გასამართი შეხვედრის შედეგზე დამოკიდებულები არ ვიქნებით. თუმცაღა, ჯერ რუსები და ესპანელები თამაშობენ, შემდეგ - ჩვენ.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა მატჩის გარდა გლობალურ საკითხზეც ილაპარაკა: "შესაძლებლობების მხოლოდ 30 პროცენტი გამოვავლინეთ. როცა პოტენციალს მეტ-ნაკლებად სრულად გამოვიყენებთ, იტალიისა და შოტლანდიის დარ გუნდებს დავამარცხებთ, ხოლო უფრო ძლიერებს ღირსეულ ბრძოლას გავუჩაღებთ. საქართველოს ნაკრები მძინარე გიგანტია. მერწმუნეთ, მალე გამოიღვიძებს".

ახლა, მთავარია, ჩვენი პროგრესი რაგბის საერთაშორისო ორგანიზაციამაც სათანადოდ შეაფასოს და იტალია-შოტლანდიასთან თამაშის უფლება მოგვცეს. ასეთი დონის გუნდებთან 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს თასზე დაპირისპირება საკმარისი ნამდვილად არ არის.

kvirispalitra.ge

danielle
მართლა მაგარი ფოტოა :))
alexaaaa
ბევრი შეცდომა გაქვს. I გორგოძემ დადო არა 2 არამედ 1 ლელო.. II მე–6 ლელოს დროს აბუ გამოცვლილი იყო და გარღვევა მალაღურაძემ მოაწყო.
zuzu
ავტორო ბევრი შეცდომა გაქვს. I გორგოძემ დადო არა 2 არამედ 1 ლელო.. II მე–6 ლელოს დროს აბუ გამოცვლილი იყო და გარღვევა მალაღურაძემ მოაწყო.
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...