ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ ანრი ბრონკანმა, ნოემბერში გასამართი მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მატჩებისთვის 36-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

შემადგენლობაში 21 მორკინალი და 15 ხაზის მოთამაშეა. მათ შორის ისეთი მორაგბეებიც არიან, რომლებიც ზაფხულის კამპანიის დროს გუნდთან ერთად არ ყოფილან.

ნოემბერში ბორჯღალოსნები სამივე თამაშს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ: 7 ნოემბერს კანადასთან “ავჭალაზე”; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგასთან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-სთან “მიხეილ მესხზე”. სამივე შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი აშშ-ა, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.

შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიური პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.

თითოეული გუნდი, ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში, წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც, ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი, ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2026 წლის ნოემბრის მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩებისთვის

შენიშვნა: პირველად წერია კლუბი რომელშიც მოთამაშე ამჟამად თამაშობს, მეორედ - აღმზრდელი კლუბი

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი, ბაღდათის ‘დათვები’), ლაშა ფხაკაძე (ბორდო, წყალტუბოს ‘დინოზავრი’), სერგი აბრამიშვილი (სტად ფრანსე, თბილისის ‘ხვამლი’), ვანო კარკაძე (ოიონა, ქუთაისის ‘აია’), ლუკა გოგინავა (ბეზიე, თბილისის ‘ლოკომოტივი’), ვახტანგ ჯინჭარაძე (შავი ლომი, ჩოხატაურის ‘ღონე’), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, ასპინძის ‘ტაო’), ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი, თბილისის ‘ხულიგანა’), კახაბერ დარბაიძე (ბიარიცი, რუსთავის ‘ხარები’);

მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), გაგი მარგველაშვილი (რასინგ 92, დომონი), კოტე მიქაუტაძე (ბრივი, მარნეულის ‘არმაზი’), გიორგი ჯავახია (ანგულემი, ფოთის ‘კოლხი რაინდები’);

მესამე ხაზი: მიხეილ შიოშვილი (ტულონი, თბილისის ‘ხულიგანა’), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, თბილისის ‘წიქარა’), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი, თბილისის ‘არმია’), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი, თბილისის ‘ხულიგანა’), ბექა გორგაძე (პო, რუსთავის ‘ხარები’), ბექა საღინაძე (ლიონი, თბილისის ‘ლელო), ბექა შვანგირაძე (ლიონი, ქუთაისის ‘აია’);

ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა, მარნეულის ‘არმაზი’), გელა აფრასიძე (ანგულემი, თბილისის ‘ივერია’), თემურ ძოძუაშვილი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’);

მგეზავი: ლუკა მატკავა (ოიონა, ფოთის ‘კოლხი რაინდები’), დაჩი პაპუნაშვილი (მონტობანი, თბილისის ‘არმია’);

ცენტრი: გიორგი შველიძე (ბრივი, ‘მონტბეტონი’ საფრანგეთი), დავით ბარბაქაძე (ლიონი, თბილისის ‘არმია’), გიორგი ხაინდრავა (ნიცა, თბილისის ‘ლელო’), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), ლუკა ტაბატაძე (შავი ლომი, თბილისის ‘არმია’);

ფრთა: ოთარ მეტრეველი (შავი ლომი, ქუთაისის ‘აია’), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’), ლუკა ხორბალაძე (ლიონი, თბილისის ‘ლელო’);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, თბილისის ‘ხვამლი’), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, თბილისის ‘ლელო’).

Rugby.ge

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
გოჯუ-რიუს აკადემიის მოწვევით, საქართველოს სენსეი სიდნი ლაიენჰორსტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მარიო რუი პორტუგალიის მესამე ლიგის გუნდში გადავიდა
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[PHOTO] რუსეთის დროშის ფერებში - UFC-იმ წარადგინა შორტი, რომლითაც იანი დვალიშვილის წინააღმდეგ გამოვა
"პსჟ ახლა ჩვენზე უკეთესია" - რა თქვა ფლიკმა მატჩის შემდეგ
"ბრაგამ" კარლოს ვისენსი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
წინასწარი დიაგნოზი - კვარაცხელიამ შეიძლება ამ სეზონში ვერ ითამაშოს
იტალია 3:2 საქართველო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ დიდებულ მატჩში "ბარსელონას" სძლია
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
"ბარსელონასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
"კვარაცხელია განსაკუთრებული და "არსენალისთვის" მიუწვდომელია - თითქოს საგაზაფხულო ბრძოლებისთვის ემზადება" - ამბობს ლონდონური გუნდის ყოფილი ფეხბურთელი
იურიჩი: გოგლიჩიძე მაგარი ბიჭია - ნაკრებში გამგზავრება წაადგა
"რონალდო მწვრთნელად ვერ წარმომიდგენია" - შერინგემმა კრიშტიანოს მომავალზე ისაუბრა
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
TNT Sports-მა "ოქროს ბურთის" მთავარ პრეტენდენტად კეინი დაასახელა - კვარაცხელია მეოთხეა
არველაძეები, ანანიძე, შარიქაძე - ტურნირი, რომელიც დღესასწაულად უნდა იქცეს!..
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში