ევროპის ჭიდაობის ფედერაციის სალიცენზიო ტურნირში ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს ფინალისტები მიიღებენ
20-22 აპრილს სოფიაში ევროპის ჭიდაობის ფედერაციის მიერ ორგანიზებული სალიცენზიო ტურნირი ტარდება, სადაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურებს ფინალისტები მიიღებენ.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელები იქ წასაყვანი ფალავნების დასახელებას ჯერ არ ჩქარობენ, მათმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კი ეს უკვე გააკეთეს.

იქაურ "თავისუფალთა" ავარელმა (დაღესტანი) მწვრთნელმა საიპულა აბსაიდოვმა მაჰმუდ მაგომედოვი (55), ტოგრულ ასგაროვი (60) და ხეტაგ გოზიუმოვი (96) შეარჩია.

ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ ჩვენთან ინტერვიუში საგანგებოდ გამოჰყო 55 კილოგრამი და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ პირველივე ცდაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად.

ამ წონაში ბელგრადში ბესარიონ გოჩაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი კი გახდა, მაგრამ, ვგონებთ, მწვრთნელი სოფიაში მაინც ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წაიყვანს, რომელსაც ბელგრადული ევროპა სწორედ ბულგარული შეჯიბრებისთვის გამოატოვებინეს. ამდენად, სოფიაში ისევ შეიძლება ვიხილოთ ხინჩეგაშვილისა და ევროპის ჩემპიონ მაგომედოვის დაპირისპირება. მათ შარშანდელ ევროპაზე იჭიდავეს და ჩვენებურმა საკმაოდ იოლად მოუგო.

ვფიქრობთ, სოფიაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გოზიუმოვი ტურნირის ლიდერი იქნება. ალბათ, ჩვენგან იქ ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი გოგშელიძე წავა. აი, რუსები კი საკუთარ ფალავანზე ოფიციალურად ჯერ არაფერს ამბობენ. იქ მხოლოდ ინტერნეტფორუმებზე მსჯელობენ ამაზე და იბრაგიმ საიდოვს ასახელებენ.

მოგეხსენებათ, ამ წონაში მათ მსოფლიოს ოთხგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ჰაჯიმურატ გაცალოვიც ჰყავთ, ჩვენგან წასული ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი გიორგი კეტოევიც და აბდუსალამ გადისოვიც, რომელიც წინა კვირას ბელგრადში ტრიუმფით გახდა ევროპის ჩემპიონი.

ამათგან გაცალოვმა და კეტოევმა ივან იარიგინის წლევანდელი ტურნირი წააგეს, საიდოვი მეორეზე გავიდა - ფინალი გადისოვთან წააგო. სავარაუდოდ, მწვრთნელები ნაევროპალ გადისოვს დაასვენებენ და მართლაც არაა გამორიცხული, საიდოვი წაიყვანონ. არადა, მას აქამდე უცხოეთში ჭიდაობა იმდენად უჭირდა, სულ თავს არიდებდა ამას და სწორედ ამიტომ ჰყავდა გარიყული ნაკრებიდან რუსთა წინა მწვრთნელ ჯამბულათ თედეევს.

რაც შეეხება აზერბაიჯანელ ბერძენ-რომაელთა ნაკრებს, მათმა თურქმა მწვრთნელმა სალიხ ბორმა სოფიაში წასაყვანად ჰასან ალიევი (60), ვიტალი რახიმოვი, რასულ ჯუნაევი (ორივე - 66), რაფიკ ჰუსეინოვი (74), შალვა გადაბაძე (96) და მესუთ ჰაშიმზადე (120) დაასახელა. თან გამოთქვა იმედი, რომ სოფიაში ხუთივე ლიცენზიას მოიპოვებს.

ამ ნაკრებიდან ყურადღებას ჰასან ალიევზე შევაჩერებთ, რომელმაც სეზონის დასაწყისში 66-ში სცადა გადაბარგება, მაგრამ უშედეგოდ და ისევ 60-ს დაუბრუნდა, თუმცა წონის დაკლება სერიოზულად უჭირს. ის ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტია ევროპის ჩემპიონ რევაზ ლაშხისთვის.

შეგახსენებთ, რომ ალიევი ახალგაზრდებსა და უფროსებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია. მისი აღმავალი კარიერა 2009 წელს თბილისში დაიწყო, როცა ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა. აქედან მოყოლებული, მთელი ორი სეზონი მას ტურნირი არ წაუგია, ვიდრე 2001 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ლაშხმა არ მოუგო. ამის შემდეგ ალიევის კარიერა დაღმა წავიდა და ჯერჯერობით ულიცენზიოდ დარჩა.

სავარაუდოდ, სოფიაში ლაშხიც იჭიდავებს, რადგან ის ევროპული მასშტაბის სალიცენზიო ტურნირია, მომდევნოებს კი მსოფლიოს ფედერაცია ატარებს და იქ არაევროპელებიც გამოვლენ.

თუმცა ლაშხის ძირითადი კონკურენტები ისევ ევროპელები არიან, დანარჩენთაგან კი ულიცენზიოდ იაპონელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი რუიტარო მაცუმოტოა დარჩენილი, რომელიც, სავარაუდოდ, აზიელთა საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე მოიპოვებს საგზურს, სადაც ძლიერი კონკურენტი არც ჰყავს, რადგან ირანს, ყაზახეთსა და კორეას უკვე აქვთ ლიცენზიები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
"თოფურიას დამარცხება უფრო გამიმარტივდება, ვიდრე ოლივეირასთან"- არმან ცარუკიანი
"ნუ ელოდებით, რომ ახალი "კვარა" გახდება" - "ნაპოლის" ლეგენდა "პარტენოპეიში" ნოა ლანგის ტრანსფერს გამოეხმაურა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს