ფინელმა კიმი რაიკონენმა ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, პირველივე რბოლაში მოიპოვა ქულები

ფინელმა კიმი რაიკონენმა ფორმულა 1-ში დაბრუნების შემდეგ, პირველივე რბოლაში მოიპოვა ქულები. წარუმატებელი კვალიფიკაციის მიუხედავად (მე-17 პოზიცია სასტარტო ბილიკზე), მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა რბოლა მეშვიდე ადგილზე დაასრულა...

- თქვენ პირველი ეტაპის ერთ-ერთი გმირი აღმოჩნდით...

- დღეს მართლაც კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მეტის მიღწევაც შეიძლებოდა, მაგრამ წინა დღეს გარკვეული შეცდომები დავუშვი, დღეს კი უსაფრთხოების მანქანა არასასურველ დროს გამოვიდა ტრასაზე.

სტარტი კარგად ავიღე, მაგრამ ჩემს წინ მოსახვევში ინციდენტი მოხდა, რის გამოც ბევრმა დაკარგა პოზიცია - თითქმის გავაჩერე მანქანა და ბალახზე გადავედი, რათა ავარია ამეცილებინა თავიდან. ამან კიდევ უფრო გაართულა რბოლა - მანქანა სწრაფი იყო, მაგრამ მჭიდრო ტრაფიკში გასწრება შეუძლებელია.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით გასაგები ხდება - უკეთესი შედეგის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ უქმეებს იდეალურად არ ჩაუვლია. მთავარია, მანქანა იყო სწრაფი და მე მეშვიდე ადგილი დავიკავე - საკმაოდ კარგი შედეგია. ქულები მოვიპოვე და შაბათთან შედარებით, სერიოზულ პროგრესს მივაღწიე.

- რა იგრძენით ორწლიანი შესვენების შემდეგ ფორმულა 1-ში დაბრუნებისას? იოლი იყო ახალ მანქანასთან, "პირელის" საბურავებთან და KERS-ის სისტემასთან შეგუება?

- სიმართლე გითხრათ, დიდი განსხვავება არ მიგრძვნია იმასთან შედარებით, რაც ჩემი წასვლის დროს დავტოვე. წესები ოდნავ შეიცვალა, მაგრამ რბოლები იგივე დარჩა.

DRS-ის (მოძრავი უკანა ანტიფრთა) სისტემის რბოლაში გამოყენება იოლია, ვიდრე თავისუფალი პრაქტიკებისა და კვალიფიკაციის დროს, რადგან მისი გააქტიურება მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებზეა შესაძლებელი, სხვა სესიებში კი პილოტები მას ყველაგან იყენებენ, ამან კი შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს იმ დროს, როცა ზედმეტად აგრესიულად უტევთ.

ვერ ვიტყვი, რომ ფორმულა 1-ის მანქანამ დიდი ცვლილება განიცადა. დიახ, 2009 წელთან შედარებით ის უფრო სხვანაირი გახდა, მაგრამ გუნდები ყოველ წელს ახალი მანქანებით იწყებენ. საბურავებთან დაკავშირებით პრობლემა ჯერ არ მქონია. შეიძლება ითქვას, ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა.

- რბოლაში თქვენი შედეგისა და კვალიფიკაციაზე გროსჟანის მესამე ადგილის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ E20-ის პოტენციალს?

- როგორც ზამთრის ტესტებისას ვთქვი და მელბურნშიც გავიმეორე, მანქანა შესანიშნავად გამოიყურება. რბოლის დროს ბევრი დავკარგე ტრაფიკში და ვერ შევძელი ბოლიდის პოტენციალის რეალიზება. ვინ იცის, რა შედეგი მექნებოდა უკეთეს სასტარტო პოზიციაზე რომ ვყოფილიყავი, მაგრამ უნდა გავიმეორო, რომ მანქანა ძალიან სწრაფია. არ უნდა დავუშვა ის პრობლემები, რომელმაც საკვალიფიკაციო რბოლაში შემიშალა ხელი.

-პირველი ეტაპი უკან დარჩა, წინ არის მზადება მალაიზიის გრანპრისთვის...

- მოხარული ვარ, რომ ეს უქმეები უკან დარჩა, მალაიზიაში კი უფრო მეტის მიღწევას ვეცდებით. ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ მოიქცევა მანქანა სეპანგში, მაგრამ დღემდე ის სხვადასხვა ტრასაზე იყო ეფექტური და იმედია, ასე იქნება მალაიზიაშიც. წინ ცხელი და ნესტიანი ამინდი გველის. ეს ერთგვარი გამოწვევაა, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ კვალიფიკაციას შეცდომების გარეშე გავივლი და პოდიუმისთვის ბრძოლის შანსი მექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ