უახლოეს უქმეებზე გაიმართება ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი, რომელსაც სეპანგის ავტოდრომი უმასპინძლებს
"რედ ბულის" ხელმძღვანელის, კრისტიან ჰორნერის აზრით, ავსტრალიაში "მაკლარენის" პილოტების დამაჯერებელი გამოსვლა (ჯენსონ ბატონი პირველ ადგილზე გავიდა, ლუის ჰემილტონი - მესამეზე) სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ეტაპებზე საერთო სურათი ზუსტად ასეთივე იქნება.

"შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ ყოველ პილოტს ჰქონდა აღმასვლისა და დაცემის პერიოდები, - აღნიშნა ბრიტანელმა "ავტოსპორტთან" კომენტარში. - თითოეულ ტრასას საკუთარი მახასიათებლები გააჩნია. ამიტომაც ის უფრო მეტად ერგება ერთ რომელიმე ბოლიდს და ნაკლებად მეორეს.

შესაბამისად, ეტაპიდან ეტაპამდე ძალთა თანაფარდობა შეიცვლება. შეიძლება გავიხსენოთ, რომ გასულ წელს "მაკლარენი" კარგად გამოიყურებოდა მელბურნში, სადაც ლუისი ბოლო მომენტამდე ავიწროებდა სებასტიან ფეტელს.

ასე რომ, ჩემი აზრით, წელსაც ბევრი რამ ტრასაზე იქნება დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალის მიხედვით გუნდები ძალიან მიუახლოვდნენ ერთმანეთს. ასევე, როგორც ყოველთვის, ბევრი რამ იქნება გამოკიდებული კონსტრუქტორთა დუელზე, რომლებიც სეზონის მსვლელობისას სრულყოფენ ტექნიკას. ის, ვინც თავის მანქანას მეტ სისწრაფეს შესძენს, სოლიდურ უპირატესობას მოიპოვებს".

კრისტიან ჰორნერის აზრით, ავსტრალიაში "რედ ბულის" პილოტებმა ვერ გამოიყენეს მანქანის მაქსიმუმი. ამიტომაც გუნდმა უნდა მოუმატოს მუშაობას, რათა შეძლოს "მაკლარენის" გასწრება. "ტესტების შემდეგ ვხვდებოდით, რომ ისინი ძალიან სწრაფები იქნებოდნენ და ჩვენი მოსაზრების სისწორეში ამ უქმეების მსვლელობისას დავრწმუნდით. მაგრამ კვირას ჩვენი მანქანის სიჩქარე სულ მცირედით ჩამორჩებოდა. ამასთან, განვლილი სამი დღის განმავლობაში არც ერთი პილოტი ბოლომდე კმაყოფილი არ ყოფილა მანქანით.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რა მიმართულებით გვჭირდება მუშაობა. თითქმის მზად გვაქვს რამდენიმე ტექნიკური სიახლე. ასე რომ, გასულმა უქმეებმა არაერთი პოზიტიური ემოცია მოგვიტანა. მეორე და მეოთხე ადგილიც კარგი შედეგია".

უახლოეს უქმეებზე გაიმართება ფორმულა 1-ის მორიგი ეტაპი, რომელსაც სეპანგის ავტოდრომი უმასპინძლებს. "რედ ბულის" ხელმძღვანელის აზრით, იქაური სწრაფი მოსახვევები სწორედ "რედ ბულს" მოუტანს უპირატესობას: "მე ამის იმედი მაქვს. ვფიქრობ, მალაიზიაში განსხვავებულ სურათს ვიხილავთ.

მელბურნში მოკლე მოსახვევები, უსწორმასწორო ასფალტი და არც ისე ბევრი სწრაფი ვირაჟია. სეპანგში კი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ამიტომაც საინტერესო იქნება ძალთა თანაფარდობაზე დაკვირვება.

ველით, რომ "მაკლარენი" შემდეგ ეტაპზეც სწრაფი იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ უფრო უკეთ გამოვალთ, ვიდრე ეს ავსტრალიის კვალიფიკაციაზე გავაკეთეთ".

შეგახსენებთ, რომ მელბურნის კვალიფიკაციაში უებერმა და ფეტელმა მხოლოდ მეხუთე და მეექვსე დრო აჩვენეს. პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, სასტარტო ბილიკის პირველ ორ ხაზზე ვერ ვიხილეთ "რედ ბულის" მანქანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
რათქმაუნდა რედბულის ჩამოწერა ჯერ ნაადრევია, მომატების რესურსი ნამდვილად ააქვს ამ გუნდს
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"ახალგაზრდა ფეხბურთელებმა სოც.ქსელების გამოყენებაზე უარი უნდა თქვან" - "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი
[VIDEO] სტეფ კარის მორიგი შოუ - ბითაძის "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მეტელკინა-ბერულავას და დევისი-სმოლკინის წყვილების ვერცხლის მედლები ჩინეთის გრან პრიზე
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს