ლევან მაისაშვილმა 26 მორაგბე იახლა. ამათგან რვას წელს ერთა თასის გათამაშებაში ნაკრებში უთამაშია
საქართველოს A ნაკრები 19 მარტს ბრიტანეთში გაემგზავრა. ჩვენი მორაგბეები, რომლებსაც მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის გარდა თან ეროვნული ნაკრების დამრიგებლები: მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი ახლავთ, ინგლისსა და უელსში სამ შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს A ნაკრები 21 მარტს ინგლისის პირველი ლიგის გუნდ "ეიშერს" დაუპირისპირდება. ამ თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდი უელსში გადაინაცვლებს, სადაც 27 მარტს ადგილობრივი კლუბებისა და ოთხი დღის შემდეგ ჩრდილოეთ უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ლევან მაისაშვილმა ბრიტანულ ტურნეში 26 მორაგბე იახლა. ამათგან რვას წელს ერთა თასის გათამაშებაში ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.

ესენია: შალვა მამუკაშვილი (არმია), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე (ორივე-ტულონი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ბიძინა სამხარაძე (არმია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) და ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).

აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ამდენივე ლეგიონერი მოხვდა. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, საქართველოს A ნაკრებში ითამაშებენ: გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), გიორგი ტყეშელიაძე, სანდრო ნიჟარაძე (ორივე-გლოსტერი) და ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).

გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა ზურაბ ძნელაძე (აია), გიგა გაგოშვილი და საბა ნიკოლავა (ორივე-არმია) არიან. ისინი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც ირიცხებიან, რომელიც ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ "ალაფაზე" იასპარეზებს.

საქართველო A:

პირველი ხაზი: შალვა მამუკაშვილი, ბექა მეკოკიშვილი (ორივე-არმია), გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).

მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), დავით ჩიტიძე (არმია), მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).

მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლაშა თავართქილაძე, ბექა ბიწაძე (სამივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ტყეშელიაძე (გლოსტერი).

#9: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (არმია).

#10: გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).

#12-13: ირაკლი ჩხიკვაძე, გიგა გაგოშვილი (ორივე-არმია), ზურაბ ძნელაძე (აია).

#11-14: ლექსო გუგავა, ირაკლი გეგენავა (ორივე-ლელო), სანდრო ნიჟარაძე (გლოსტერი).

#15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), საბა ნიკოლავა (არმია).

21 მარტი

საქართველო A-ეიშერი

27 მარტი

საქართველო A-უელსი XV

31 მარტი

საქართველო A-ჩრ.უელსი XV

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Nika
რომელ საათზე იწყება?
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
ქოქრილი: გაღიზიანება მესმის, გუნდი შენების პროცესშია და მინდა ეს გაიგოთ
ირლანდიასთან მატჩში "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
შჩესნიმ გაახანგრძლივა - პოლონელი "ბარსელონაში" კიდევ 2 წელი დარჩება
ალეგრიმ დაადასტურა - ლუკა მოდრიჩი კარიერას "მილანში" განაგრძობს
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] ხმა ვეღარ ამოიღო - "ჩელსის" მწვრთნელი პრესკონფერენციაზე შერცხვა
სიომინი: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია, პსჟ გვარდიოლას "ბარსელონაზე" უკეთესია, საფონოვი...
20 წ. | ცვლილებებით და როტაციით მასპინძელ იტალიასთან
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
"ლიონს" კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს
პსჟ "რეალის" გარემარბის შეძენას ცდილობს - მისი ღირებულება 90 მილიონია