"უმცროსი ბორჯღალოსნები" 30 მარტამდე "კლერმონის" საწვრთნელ ბაზაზე ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 18 მარტს საფრანგეთში საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა.

"უმცროსი ბორჯღალოსნები", რომლებსაც ილია მაისურაძე (მთავარი მწვრთნელი), ირაკლი ჭყონია და ზურაბ ამონაშვილი ხელმძღვანელობენ, 30 მარტამდე დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონის" საწვრთნელ ბაზაზე ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადებიან.

ჩვენი 18-წლამდელთა ნაკრები აქვე ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს "კლერმონის" ახალგაზრდულ გუნდთან და მერე ესპანეთის დედაქალაქ მადრიდისკენ აიღებს გეზს. აქ პირველად გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც ექვსი ერის სარაგბო ქვეყნების 18-წლამდელთა გუნდებიც იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ინგლისის 18-წლამდელთა გუნდი იქნება. ამ მატჩში გამარჯვებული უელსისა და იტალიის ნაკრებებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება, დამარცხებული კი, შესაბამისად - დამარცხებულს.

ამ გუნდების გარდა, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ საფრანგეთის, ირლანდიის, შოტლანდიისა და პორტუგალიის 18-წლამდელთა ნაკრებები.

აღსანიშნავია, რომ ეს შეჯიბრება ექსპერიმენტულია. დადგენილია, რომ მას სამჯერ ჩაატარებენ. მისი მომავალი ბედი მეორე დონის ქვეყნების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ერთი სიტყვით, სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უნდა იყოჩაღოს და ბობოლებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს.

ილია მაისურაძემ, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტიცაა, ევროპის ჩემპიონატისთვის 25 მორაგბე შეარჩია. ამათგან ერთი ლეგიონერია. მეორეხაზელი გიორგი სორდია საფრანგეთში თამაშობს.

საკმაოდ საინტერესოა ნაკრების წევრთა გეოგრაფიაც. თბილისელ მორაგბეებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე ქუათაისელი, ფოთელი და პატარძეულელი 18-წლამდელებიც დაიცავენ.

საქართველოს ნაკრები

პირველი ხაზი: ბექა ფირიაშვილი (ყოჩები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), მიხეილ ზურიკაშვილი (ხარები), ლექსო ცისკარიშვილი (არმია), ზურაბ ხარებავა (რაინდები), გიორგი მარგველანი (ივერია).

მეორე ხაზი: გიორგი სორდია (საფ), მიხეილ მასხარაშვილი (ჯიქები), შალვა შაშიაშვილი (აია).

მესამე ხაზი: საბა შუბითიძე, გიორგი გოგლიძე (ორივე-აკადემია), ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი).

#9: რევაზ ბროძელი (არმაზი),

#10: იოსებ ტუკვაძე (ყოჩები), გიორგი ტალახაძე (ხულიგანა).

#12-13: ნიკა ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), მურაზ გიორგაძე (ვეფხვები).

#11-14: დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), იოსებ კიკვაძე, გიორგი ფრუიძე (აია).

#15: გიორგი აფციაური (არმია).

ევროპის ჩემპიონატი

30 მარტი

საქართველო-ინგლისი, ირლანდია-პორტუგალია, უელსი-იტალია, საფრანგეთი-შოტლანდია

3 აპრილი

ნახევარფინალი

7 აპრილი

ფინალი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

20 წ. | ცვლილებებით ახალ ზელანდიასთან
[VIDEO] საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა
20 წ. | ირლანდია ირლანდიამდე
"იბერია 1999"-მა სლოვენიელი ნახევარმცველი დაიმატა
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
"ლივერპულმა" ჟოტას გარდაცვალების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის "პორტოს" მეკარის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადოს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
განცხრომაშია. ოსიმენმა 407 750 დოლარად Rolls-Royce შეიძინა - ფეხბურთი აღარ ანაღვლებს?
ვერონმა ახსნა, რატომ გაუჭირდა მესის პსჟ-სთან თამაში
"დილა" საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია
ნუ იქნება ოღონდ ბუნტი - რატომ მოხდა "ინტერის" ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი?
ქართველი თავდამსხმელი ესპანეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
კალანდაძე პლოცკის "ვისლას" ფეხბურთელი გახდა
ძმების დაპირისპირება არ შედგება - ჯობი VS ჯუდს საკლუბო მუნდიალზე ვერ ვნახავთ
"ლივერპულიდან" "ლევერკუზენში" - ქვანსა ბუნდესლიგაში გადაბარგდა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
გამოიკვეთა ორი გუნდი - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
მოლაპარაკება შედგა - დევიდი კარიერას "იუვენტუსში" განაგრძობს
ანჩელოტის შვილმა თქვა, რატომ არ დაიწყო დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
როდის გამართავს თოფურია მორიგ ორთაბრძოლას - ქართველი ჩემპიონის წარმომადგენელი განმარტავს