გორელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელი გუნდში ასისტენტის რანგში დაბრუნებითაც ბედნიერია
გია ცეცაძე გორის "დილაში" ასისტენტის რანგში დაბრუნებითაც ბედნიერია. ის ამბიციური მწვრთნელია, მაგრამ არ არის ამპარტავანი, უყვარს მუშაობა და ეს ნაბიჯი ამიტომაც გადადგა.

- დარწმუნებული ვარ, პირველ დანიშვნაზე არანაკლებ სასიამოვნო "დილაში" ასისტენტად დაბრუნებაა. ამით თქვენი მუშაობა დააფასეს...

- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და მართლაც მქონდა ის გრძნობა, რომ საქმე დავიწყე და ბოლომდე ვერ გავაკეთე. ახლა გაათმაგებული სურვილი გამიჩნდა, რომ მეტი მონდომებით ვიმუშავო და გაცილებით მეტ წარმატებას მივაღწიო იმ ადამიანთან ერთად, რომლის თანამოაზრედაც მიმაჩნია თავი.

- დიდი ხანია, რაც შალამბერიძეს იცნობთ?

- საკმაოდ დიდი ხანია. მისი ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ორივე ბავშვებთან ვმუშაობდით და ყოველთვის ვთვლიდი, რომ თანამოაზრეები ვიყავით. მაგრამ დაახლოებით ათი დღის წინ, სანამ ეს ამბავი გახდებოდა ჩვენთვის ცნობილი, "საბურთალოში" კახა ჭუმბურიძესა და თემურთან საფეხბურთო საკითხზე ვლაპარაკობდი. ისეთ შეფასებებს აკეთებდა გუნდის მართვის სტრატეგიაზე, შეტევის დაწყებაზე, დაცვაზე, მეგონა, ჩემს აზრებს კითხულობდა. ასეთი მხოლოდ ორი კაცი მეგულებოდა - გიორგი დევდარიანი და თემურ ფოცხვერია.

იცით, ამ ყველაფერს რატომ ვყვები? თანამოაზრესთან ერთად ამბიციურ კლუბში მუშაობა მართლაც დიდი სიამოვნებაა და დიდი პასუხისმგებლობასაც, იმედია, ღირსეულად ვატარებთ.

ამ ჩვენი ლაპარაკიდან მცირე დრო გავიდა და თემურმა მითხრა, "დილაში" მივდივარ და ჩემთან ერთად თუ წამოხვალო? არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, ვისთან ერთად მივდიოდი.

- მწვრთნელები კი უნდა იყოთ კიდეც თანამოაზრეები, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობასთან საერთო ენა მალე გამონახეთ?

- შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერთ-ერთი პიროვნება, ვინც "დილას" პატრონობს და ვისაც დღეს შევხვდით, კახა ლეგაშვილია. ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ ალალად ვამბობ, გაოცებული დავრჩი მისი სწორი აზროვნებითა და შეხედულებებით, როგორ წარმოუდგენია გუნდისა და ფეხბურთის განვითარება.

სერიოზულად ვამბობ, მლიქვნელობა არ მჩვევია, გამიხარდა, გუნდს ასეთი ხალხი რომ კურირებს. მისნაირი ბევრი რომ იყოს, საქართველოში ფეხბურთი განვითარდებოდა.

ის ტაქტიკასა და ნიუანსებზე კი არ ლაპარაკობდა, არამედ ზოგად მიმართულებაზე, როგორც წარმოუდგენია გუნდის მომავალი და მისი მშენებლობა; რა პრინციპებზე უნდა იყოს აწყობილი და ასე შემდეგ.

- თქვენი აზრით, რა შედეგის მიღწევა შეუძლია "დილას"?

- საშემოდგომო ეტაპზე რომ ვმუშაობდი, ის "დილა" ფაფხურობდა და არავის არაფერს ვუთმობდით. ახლა კი სახელიანი და გამოცდილი ბიჭები დაგვხვდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენს დავალებებს ადვილად გაიგებენ. 100 პროცენტით ვერ ვიტყვი, მაგრამ მჯერა, რომ უკეთესი გუნდი გამოვა, ვიდრე იყო.

გუნდის მშენებლობაში მთავარია გემოვნება და თანამოაზრეობა. ჩვენ კი თანამოაზრეები შევიკრიბეთ და იმედს სწორედ ეს მაძლევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
რა თქვეს ნამატჩევს მესიმ და კვარაცხელიამ?
კეინის დუბლი - 1/4-ფინალში "ბაიერნი" პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
ლუის ენრიკე: ჩემი ფეხბურთელების მენტალიტეტით აღფრთოვანებული ვარ
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა