საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 30 მარტს დაიწყება საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც ექვსი გუნდი იასპარეზებს
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 30 მარტს დაიწყება საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც ექვსი გუნდი იასპარეზებს.

შარშანდელ პირველობაში ოთხი მონაწილეობდა. ოქროს მედალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყლოსნო კლუბმა "ლიგამუსმა" მოიპოვა; მეორე ადგილზე "თბილისი" გავიდა; ბრინჯაოს მედალი ერგო "ივერიას", რომელიც 1993-94 წლებში დაბადებულთა საქართველოს ნაკრების წევრებით (მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე) იყო დაკომპლექტებული; მეოთხე ადგილი "ზვიგენებს" ერგო.

წელს ამ კვარტეტს ორი გუნდი დაემატება - "ბათუმი" და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (1995 წელს და უფრო გვიან დაბადებულნი), რომელსაც სერბი სპეციალისტი იოვან პოპოვიჩი ავარჯიშებს.

ამას წინათ ჩვენი ბიჭები ნოვი სადსა და ბელგრადში იყვნენ საწვრთნელ შეკრებაზე და თანატოლებთან ოთხი შეხვედრაც გამართეს: ორი მატჩი მოიგეს, ერთი ორთაბრძოლა ფრედ დაამთავრეს, ერთი წააგეს და მასპინძელთა შექებაც დაიმსახურეს.

პოპოვიჩის შეგირდები 6-8 აპრილს "ოლიმპიკის" საცურაო აუზში სახელოვანი წყალბურთელის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - ნოდარ გვახარიას თასზე იასპარეზებენ. ეს საერთაშორისო ტურნირი თბილისში მეორედ ჩატარდება. ქართველები თურქებს, ყაზახებსა და ბელარუსებს დაუპირისპირდებიან.

30 მარტს კი ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშებენ: "ივერია"-"თბილისი", ჭაბუკთა ნაკრები-"ბათუმი", "ზვიგენები"-"ლიგამუსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
უყურე Setanta Sports ულიმიტოდ სილქნეტის ქსელში!
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
დიოკერეში "სპორტინგის" ვარჯიშებზე დაბრუნებას არ აპირებს - კლუბის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის
"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
"გავხდები თუ არა მწვრთნელი?" - რონალდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა